YouTube საქმიანობის სახელმძღვანელო

ატვირთვის მეთოდის არჩევა

ეს ფუნქციები მხოლოდ იმ პარტნიორებისთვისაა ხელმისაწვდომი, რომლებიც საავტორო უფლებებით დაცული კონტენტის სამართავად იყენებენ YouTube-ის კონტენტის მენეჯერს.

YouTube კონტენტის ატვირთვის რამდენიმე მეთოდს გვთავაზობს. მიწოდების ფორმა დამოკიდებულია კონტენტის ტიპსა და მოცულობაზე, ასევე, თქვენს ხელთ არსებულ ტექნიკურ რესურსებზე. ატვირთვის მეთოდის სწორად არჩევა დროს დაგიზოგავთ.

მარტივი ატვირთვა

ვიდეოსა და მისი მეტამონაცემების ატვირთვის უმარტივესი გზა ატვირთვის გვერდის გამოყენებაა. ამ მეთოდის გამოყენებისას მეტამონაცემების ცალკე ფაილი არ გაქვთ; ვიდეოს ატვირთვის შემდეგ ხელით შეგყავთ მეტამონაცემები. დამატებითი დეტალებისთვის იხილეთ ეს სტატია.

აღნიშნული ვარიანტი იდეალურია იმ პარტნიორებისთვის, რომლებიც ერთდროულად ცოტა ვიდეოს ატვირთავენ. ის არ მოითხოვს განსაკუთრებულ ტექნიკურ ცოდნას და ატვირთული ვიდეოები YouTube-ზე მყისიერად გამოჩნდება. მისი ნაკლი ის არის, რომ შეუძლებელია ჯგუფურად ატვირთვა და კონტენტის მართვის სისტემებთან ინტეგრაცია. ამასთან, ატვირთვის გვერდს არ აქვს იმ ხმოვანი ჩანაწერების, კომპოზიციებისა და ვიდეოების ატვირთვის მხარდაჭერა, რომლებსაც გლობალურად ფლობთ; ამისათვის უნდა გამოიყენოთ ჯგუფური ატვირთვის ფუნქცია.

რამდენიმე ფაილის ერთად ატვირთვა

თუ ბევრი აქტივი გაქვთ ასატვირთი, გაგიმარტივდებათ მათი YouTube-ზე ატვირთვა ჯგუფურად, პაკეტის ამტვირთავის მეშვეობით, რომელსაც კონტენტის მიწოდების „შემოწმებისა და ატვირთვის“ ღილაკის ქვეშ ნახავთ. აღნიშნული ხელსაწყოს საშუალებით შექმნით ასატვირთ ნაკრებებს, რომლებიც შეიცავს თქვენი კონტენტის ყველა ფაილს (ხმოვანი ჩანაწერები და ვიდეოები). დამატებითი დეტალებისთვის იხილეთ ეს სტატია.

რამდენიმე ფაილის ერთად ატვირთვისას თქვენ ცალკე ფაილში მიუთითებთ მეტამონაცემებს ყველა ასატვირთი აქტივისთვის. YouTube მოგაწვდით ელცხრილების შაბლონებს მეტამონაცემების ფაილებისთვის, რათა ისინი ატვირთოთ YouTube-ზე მედია ფაილებთან ერთად. ელცხრილის თითოეული მწკრივი განკუთვნილია ერთი აქტივის მეტამონაცემებისთვის. შეგიძლიათ, წინასწარ შეამოწმოთ ელცხრილი, რომ ატვირთვის პროცესში თავიდან აიცილოთ ხარვეზები. ელცხრილის შაბლონების ჩამოტვირთვა შეგიძლიათ კონტენტის მენეჯერში კონტენტის მიწოდების გვერდიდან, შაბლონების ჩანართიდან.

მუსიკალურ ლეიბლებს, რომლებიც ყდის წარწერებისთვის ხმოვან ჩანაწერებს ატვირთავენ, შეუძლიათ, გამოიყენონ ყდის წარწერების ელცხრილი ან დარგობრივი სტანდარტი — DDEX ფორმატი — აქტივის მეტამონაცემების უზრუნველსაყოფად.

დიდი მოცულობით ატვირთვა

პარტნიორებს, რომლებიც რეგულარულად დიდი რაოდენობის აქტივებს (თვეში 100-ზე მეტი) ატვირთავენ, პაკეტის ამტვირთავის ნაცვლად, მედია და მეტამონაცემების ფაილების მიწოდება შეუძლიათ შემდეგი ორი მეთოდით: Secure File Transfer Protocol (SFTP) ან Aspera. Aspera უფრო სწრაფია, ვიდრე SFTP, და უკეთესია დიდი მოცულობის მედია ფაილების ასატვირთად. პარტნიორებს, რომლებსაც გამოყოფილი ჰყავთ პარტნიორთა ტექნოლოგიური მენეჯერი, YouTube სთავაზობს დისკით ხაზგარეშე იმპორტს, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეგიძლიათ, Google-ის ატვირთვის ცენტრს გაუგზავნოთ განუსაზღვრელი ოდენობის ასატვირთი კონტენტი.

YouTube API-ები

თქვენს ატვირთვებზე სრული კონტროლისთვის შეგიძლიათ დანერგოთ ატვირთვის მორგებული მეთოდი YouTube API-ების გამოყენებით. YouTube-ის მონაცემთა API-სა და YouTube კონტენტის ID-ს API-ს გამოყენება საშუალებას გაძლევთ, მართოთ სტატუსის განახლებები და ხარვეზები.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
true
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
15598431776260337323
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false