დამადასტურებელი ბეჯები არხებზე

თუ YouTube არხის სახელის გვერდით შეამჩნიეთ ან დამადასტურებელი თოლიები, ეს ნიშნავს, რომ არხი შეამოწმეს ჩვენმა სპეციალისტებმა და დადასტურებულია.

არხის დადასტურების მოთხოვნა

You can submit a request for a channel verification once you have 100,000 subscribers. It looks like your channel isn't eligible yet.

Make sure you're signed in with the email address for the eligible channel. Click your profile picture in the top-right and choose that account.

იმისთვის, რომ შეამოწმოთ შეესაბამება თუ არა თქვენი არხი დადასტურებას, აირჩიეთ „შესვლა“ ზედა მარჯვენა კუთხეში. 

ჩვენ არ დავადასტურებთ არხებს, რომელთა მიზანია, თავი გაასაღოს სხვა შემქმნელად ან ბრენდად. ჩვენ დამატებით ზომებს მივიღებთ ისეთი არხის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც გამიზნულად ასაღებს თავს სხვა პირად.

დადასტურებული არხების შესახებ

თუ არხი დადასტურებულია, ეს ნიშნავს, რომ ის შემქმნელის, მუსიკოსის, კომპანიის ან საჯარო პირის ოფიციალური არხია. დადასტურებული არხები ამარტივებს YouTube-ზე ოფიციალური არხების გამორჩევას მსგავსი სახელების მქონე სხვა არხებისგან.

გაითვალისწინეთ...

  • დადასტურებულ არხებს არ ექნებათ რაიმე დამატებითი ფუნქციები YouTube-ზე. გარდა ამისა, ეს არ არის YouTube-ის მიერ გაცემული ჯილდოს, ნიშანსვეტის ან რეკომენდაციის მაჩვენებელი. ჯილდოების შესახებ ინფორმაციისთვის, შეიტყვეთ YouTube-ის შემქმნელთა დაჯილდოების პროგრამის შესახებ.
  • თუ თქვენი არხი დადასტურებულია, ის შეინარჩუნებს ამ სტატუსს, სანამ არ შეცვლით არხის სახელს. თუ არხის სახელს შეცვლით, გადარქმეული არხი აღარ იქნება დადასტურებული და მოგიწევთ განაცხადის ხელახლა შეტანა.
  • არხის იდენტიფიკატორის შეცვლა არ გამოიწვევს დადასტურების ბეჯის დაკარგვას.
  • YouTube იტოვებს უფლებას, გააუქმოს დადასტურება ან შეწყვიტოს ისეთი არხი, რომელიც არ ექვემდებარება საზოგადოების წესდებას ან YouTube-ის მომსახურების პირობებს.
  • დადასტურების მექანიზმი დროთა განმავლობაში იცვლებოდა, ამიტომ, YouTube-ზე შეხვდებით სხვადასხვა ტიპის დადასტურებულ არხებს.

დადასტურებული არხის შესაბამისობა

დადასტურების მისაღებად განაცხადის შეტანის პირობების დასაკმაყოფილებლად, თქვენს არხს უნდა ჰყავდეს 100 000-ზე მეტი გამომწერი.

განაცხადის შეტანის შემდეგ თქვენს არხს განვიხილავთ. ჩვენ ვადასტურებთ არხებს, რომლებიც:

  • არის ავთენტური: არხი ნამდვილად უნდა წარმოადგენდეს გარკვეულ შემქმნელს, ბრენდს ან საზოგადო მოღვაწეს. თქვენი პიროვნების დადასტურებისთვის შევამოწმებთ სხვადასხვა ფაქტორს, მაგალითად, თქვენი არხის შექმნის თარიღს. გარდა ამისა, შეიძლება მოვითხოვოთ დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტები.
  • არის დასრულებული: თქვენი არხი უნდა იყოს საჯარო, ჰქონდეს არხის ბანერი, აღწერილობა და პროფილის სურათი. გარდა ამისა, არხს უნდა გააჩნდეს კონტენტი და იყოს აქტიური YouTube-ზე.

ზოგ შემთხვევაში, YouTube-მა შეიძლება წინასწარ დაადასტუროს 100 000-ზე ნაკლები გამომწერის მქონე არხები, რომელიც პოპულარობით სარგებლობს YouTube-ის გარეთ.

როგორ გამოარჩიოთ თქვენი არხი დადასტურების გარეშე

თუ გსურთ, გამოარჩიოთ თქვენი არხი სხვა, მსგავსი არხებისგან, მაგრამ ის ჯერ არ არის დადასტურებული, შეიძლება მოცემული ხერხები გამოგადგეთ:

თუ ვინმე ასაღებს საკუთარ თავს, როგორც თქვენ ან თქვენი არხი, მოგვახსენეთ ამის შესახებ.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
1336076664414165712
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false