ასაკის მიხედვით შეზღუდული კონტენტი

ზოგჯერ კონტენტი არ არღვევს ჩვენი საზოგადოების წესდებას, მაგრამ, შესაძლოა, ის შეუთავსებელი იყოს YouTube-ის მომსახურების პირობებთან ან შეუსაბამო იყოს 18 წლამდე მნახველებისთვის. ასეთ შემთხვევებში, ვიდეოს, შესაძლოა, ასაკობრივი შეზღუდვა დაუწესდეს. ეს წესები ვრცელდება ვიდეოებზე, ვიდეოების აღწერილობებზე, მორგებულ ესკიზებზე, პირდაპირ სტრიმინგებზე და ნებისმიერ სხვა YouTube პროდუქტზე ან ფუნქციაზე.

შეიტყვეთ მეტი ასაკობრივი შეზღუდვების შესახებ

ქვემოთ წარმოდგენილია მეტი დეტალი კონტენტის იმ ტიპების შესახებ, რომლებისთვისაც ასაკობრივი შეზღუდვის დაწესება მიზანშეწონილად მიგვაჩნია. თუ თქვენი კონტენტი შეიცავს ერთ-ერთს ამ თემებიდან, შესაძლოა, მას ასაკობრივი შეზღუდვა დავუწესოთ. ქვემოთ წარმოგიდგენთ კონტენტის მაგალითებს, რომელთაც, შესაძლოა, ასაკობრივი შეზღუდვა დაუწესდეს. გადაათვალიერეთ წესების სექცია და გაეცანით ამ თემების შემცველ მაგალითებს. გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის სრული სია.

ბავშვთა უსაფრთხოება

  • ვიდეო, რომელშიც ზრდასრულები მონაწილეობენ სახიფათო აქტივობებში, რომელთა მარტივად იმიტირებაც შეუძლიათ არასრულწლოვნებს (მაგალითად, ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენება ან გამოწვევები, რომლებმაც, შესაძლოა, სხეულის დაზიანებები განაპირობოს)
  • ვიდეო, რომელიც გათვლილია ზრდასრულ აუდიტორიაზე, მაგრამ მნახველს მარტივად შეიძლება მოეჩვენოს საოჯახო კონტენტად
შენიშვნა: თქვენი პარამეტრი „ბავშვებისთვის შექმნილი“ გავლენას არ მოახდენს თქვენი ვიდეოებისთვის ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებაზე.

დამაზიანებელი ან სახიფათო აქტივობები, მათ შორის რეგულაციით შეზღუდული ნივთიერებები და ნარკოტიკები

  • ვიდეო ყალბი, დამაზიანებელი ოინების შესახებ, რომლებიც იმდენად რეალური ჩანს, რომ მაყურებლები სხვაობას ვერ შენიშნავენ
  • ვიდეო, რომელიც პროპაგანდას უწევს კანაფის აფთიაქს

სიშიშვლე და სექსუალური ხასიათის კონტენტი

  • ვიდეო, რომელიც აღძრავს სექსუალურ აქტივობას, მაგალითად, პროვოკაციული ცეკვები ან მოფერება
  • ვიდეო, რომელშიც სუბიექტი არის მაყურებლის სექსუალურად აღგზნებაზე გათვლილ პოზაში
  • ვიდეო, რომელშიც სუბიექტი გამოსახულია ტანსაცმელში, რომლის ჩაცმაც საჯარო სივრცეში მიუღებლად ითვლება, მაგალითად, ქალის თეთრეული

ძალადობრივი ან ნატურალისტური კონტენტი

  • ვიდეო კონტექსტით, რომელშიც ნაჩვენებია სერიოზული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისას გადარჩენილი ადამიანის ტრავმები
  • ვიდეო, რომელიც კონცენტრირებულია ძალადობრივ ან სისხლიან გამოსახულებებზე, მაგალითად, ფილმის ან ვიდეოთამაშის განსაკუთრებულად ნატურალისტურ სასტიკ ნაწილზე

ვულგარული ენა

  • ვიდეო უხამსი ლექსიკით სათაურში, ესკიზსა თუ დაკავშირებულ მეტამონაცემებში
  • ვიდეო, რომელიც კონცენტრირებულია უხამსობაზე, მაგალითად, კონტექსტიდან ამოგლეჯილ კომპილაციასა თუ კლიპებზე

რა ხდება, როცა კონტენტზე ასაკობრივი შეზღუდვაა დაწესებული?

ასაკობრივი შეზღუდვის მქონე ვიდეოები არ არის ხილვადი 18 წლამდე ასაკის ან სისტემიდან გამოსული მნახველებისთვის. ასევე, ასაკობრივად შეზღუდული ვიდეოების ნახვა შეუძლებელია მესამე მხარის ვებსაიტების უმეტესობაზე. მნახველები, რომლებიც აწკაპუნებენ ასაკობრივი შეზღუდვის მქონე ვიდეოზე სხვა ვებსაიტზე (მაგალითად, ჩაშენებულ დამკვრელზე), გადამისამართდებიან YouTube-ზე ან YouTube Music-ზე. იქ კი ისინი შეძლებენ კონტენტის ნახვას მხოლოდ სისტემაში შესვლისას და იმ შემთხვევაში, თუ ისინი 18 წელს გადაცილებული არიან. ეს პროცესი გვეხმარება დავრწმუნდეთ, რომ სადაც არ უნდა ვიპოვოთ კონტენტი, თუ ვიდეო განთავსებულია YouTube-ზე, მისი ნახვის შესაძლებლობა მხოლოდ შესაბამის აუდიტორიას ექნება.

თუ ფიქრობთ, რომ შეცდომა დავუშვით, შეგიძლიათ გაასაჩივროთ ასაკობრივი შეზღუდვა.

მონეტიზაცია და ასაკობრივი შეზღუდვები

თუ თქვენი არხი აკმაყოფილებს რეკლამების მოთხოვნებს, აუცილებლად გაეცანით რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებებს. ასაკობრივი შეზღუდვების მქონე ვიდეოებმა, შესაძლოა, გამოიყენონ რეკლამები მონეტიზაციისთვის. რეკლამის ზოგიერთი განმთავსებელი უპირატესობას ანიჭებს რეკლამის განთავსებას ოჯახებისთვის შესაფერის კონტენტში ან კონტენტში, რომელშიც არ არის ზემოთ ჩამოთვლილი თემები. ასეთ შემთხვევაში, თქვენს ვიდეოს, შესაძლოა, ჰქონდეს რეკლამის შეზღუდული მონეტიზაცია ან საერთოდ არ ჰქონდეს ის.

ზოგჯერ კონტენტი არ არღვევს ჩვენი საზოგადოების წესდებას, მაგრამ, შესაძლოა, ის შეუთავსებელი იყოს YouTube-ის მომსახურების პირობებთან ან შეუსაბამო იყოს 18 წლამდე მნახველებისთვის.

ასაკობრივად შეზღუდული კონტენტის შემოწმება

შეგიძლიათ შეამოწმოთ, ვრცელდება თუ არა თქვენს კონტენტზე ასაკობრივი შეზღუდვა. ამისთვის გადადით YouTube Studio-ში და გამოიყენეთ „ასაკობრივი შეზღუდვის ფილტრი“, ან შეამოწმეთ „ასაკობრივი შეზღუდვა“ თქვენი ვიდეოების გვერდის შეზღუდვების სვეტში. ჩვენი სისტემები მუდმივად ახლდება. თუ რაიმე შეუთავსებლობას აღმოვაჩენთ თქვენს შეფასებასთან დაკავშირებით, შესაძლებელია, ის შეიცვალოს.

მნახველებს, რომლებიც 18 წელს გადაცილებული და სისტემაში შესული არიან, აღწერილობის ქვეშ შეუძლიათ შეიტყონ, ვრცელდება თუ არა ვიდეოზე ასაკობრივი შეზღუდვა. შეიტყვეთ მეტი ასაკობრივი შეზღუდვის მქონე ვიდეოების ყურების შესახებ.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
13509669122289366020
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false