წესები სხვა ადამიანად თავის გასაღების შესახებ

ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენი შემქმნელების, მნახველებისა და პარტნიორების უსაფრთხოება. მივესალმებით და ვაფასებთ თქვენს ყველა ინიციატივას დაიცვათ ჩვენი უნიკალური და მრავალფეროვანი საზოგადოება. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ თითოეული მომხმარებელი კარგად იცნობდეს ჩვენს საზოგადოების წესდებას და მის მნიშვნელობას YouTube-ის უსაფრთხოების შენარჩუნებაში. თხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ წესებს. ჩვენი წესდების სრული სიის სანახავად, შეამოწმეთ ეს გვერდი.

YouTube-ზე აკრძალულია სხვა ადამიანების, მათ შორის სხვა არხის განსახიერება. ყველა YouTube მომხმარებელმა პატივი უნდა სცეს სავაჭრო ნიშნის მფლობელების უფლებებს. უფლებას ვიტოვებთ დავბლოკოთ ისეთი არხი ან კონტენტი, რომელიც არეკლამებს საეჭვო წარმოშობის საქონელს ან მომსახურებას.

ასეთი კონტენტის აღმოჩენის შემთხვევაში, გამოაგზავნე მოხსენება.

რას ნიშნავს ეს წესები თქვენთვის

თუ აქვეყნებთ კონტენტს

არ გამოაქვეყნოთ კონტენტი YouTube-ზე, თუ ის შეესაბამება რომელიმე ქვემოთ მოცემულ აღწერილობას. 

  • სხვა არხად თავის გასაღება:  არხი, რომელიც სხვა არხის პროფილს, ფონს ან ზოგად იერსახეს აკოპირებს ისე, რომ დაემსგავსოს სხვა არხს. არ არის აუცილებელი არხები 100%-ით იდენტური იყოს, საკმარისია მიმსგავსების განზრახვა ნათლად ჩანდეს.
  • სხვა მომხმარებლად თავის გასაღება: მნახველის შეცდომაში განზრახ შეყვანა და სხვა მომხმარებლის განსახიერების გზით კონტენტის გამოქვეყნება.

თუ ფანების არხს მართავთ, დარწმუნდით, რომ ამას გამოკვეთილად მიუთითებთ არხის სახელსა თუ იდენტიფიკატორში. თქვენი მნახველებისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ თქვენი არხი არ წარმოადგენს ორიგინალ შემქმნელს, მუსიკოსსა თუ ინდივიდს, რომელსაც გულშემატკივრობთ.

მაგალითები

იხილეთ მაგალითები, თუ რა ტიპის კონტენტი არ დაიშვება YouTube-ზე.

  • ერთი და იმავე იდენტიფიკატორისა (არხის სახელი ან იდენტიფიკატორი) და სურათის მქონე არხები, რომლებიც ერთმანეთისგან მხოლოდ სახელში გამოყენებული შორისით ან ნულით ჩანაცვლებული O ასოთი განსხვავდება.
  • სხვისი ნამდვილი სახელის, მომხმარებლის სახელის, სურათის, ბრენდის, ლოგოსა თუ სხვა პერსონალური ინფორმაციის გამოყენებით ხალხის განზრახ შეცდომაში შეყვანა. 
  • ერთი და იმავე იდენტიფიკატორითა (არხის სახელი ან იდენტიფიკატორი) და სურათით პროფილის შექმნა და შემდეგ ამ პიროვნების სახელით კონტენტის გამოქვეყნება, რაც მიზნად ისახავს ხალხის შეცდომაში შეყვანას.
  • სხვა პიროვნების სახელითა და სურათით არხის შექმნა და შემდეგ მათი სახელით სხვადასხვა არხებზე კომენტარების გამოქვეყნება.
  • როდესაც აღწერის მიხედვით არხი შექმნილია ფანებისთვის, მაგრამ არც არხის სახელსა და არც იდენტიფიკატორში ეს მკაფიოდ ნათქვამი არ არის, ან სხვა არხის სახელით იმავე არხის კონტენტის ხელახლა ატვირთვა.
  • არხები, რომლებიც თავს უკვე არსებულ საინფორმაციო არხებად ასაღებენ.

გახსოვდეთ, ეს არის მხოლოდ რამდენიმე მაგალითი. თუ ფიქრობთ, რომ ვიდეო შეიძლება არღვევდეს წესებს, არ გამოაქვეყნოთ იგი.

რა ხდება, თუ კონტენტი არღვევს ამ წესებს

კონტენტის გამოქვეყნებამ, რომელიც ამ წესს არღვევს, შეიძლება თქვენი არხის ან ანგარიშის მოქმედების შეწყვეტა გამოიწვიოს. შეიტყვეთ მეტი არხისა და ანგარიშის მოქმედების შეწყვეტის შესახებ.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
2211654942937645381
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false