მრავალარხიანი ქსელის (MCN) მიმოხილვა YouTube შემქმნელებისათვის

მრავალარხიანი ქსელები („MCN“-ები” ან „ქსელები“) წარმოადგენენ მესამე მხარის სერვისის პროვაიდერებს, რომლებიც თანამშრომლობენ YouTube-ის რამდენიმე არხთან და სთავაზობენ სხვადასხვა სახის მომსახურებას, როგორიცაა: აუდიტორიის განვითარება, კონტენტის პროგრამის შედგენა, შემქმნელთა შორის თანამშრომლობა, ციფრულ უფლებათა მართვა, მონეტიზაცია და/ან გაყიდვები. 

MCN-ში გაწევრიანებული ყველა არხი ექვემდებარება შემოწმებას და თითოეული მათგანი ვალდებულია, დაიცვას YouTube-ის მონეტიზაციის წესები.

აფილირებული და საკუთრებაში მყოფი არხები

მრავალარხიან ქსელებს (MCN) YouTube ქსელში შეიძლება ჰქონდეთ ორი სხვადასხვა სახის არხი:

  • აფილირებული არხები მასშტაბურ დონეზე იმართება მრავალარხიანი ქსელების (MCN) მიერ და განთავსებულია აფილირებულ კონტენტის მფლობელთან.
  • საკუთრებაში მყოფი (O&O) არხები იმართება პარტნიორის მიერ და მათსავე მფლობელობაშია. ამ შემთხვევაში, პარტნიორს მოპოვებული აქვს ექსკლუზიური უფლებები არხის YouTube კონტენტზე და აქტიურად მართავს მის მუშაობას ყოველდღიურად (მაგ. ვიდეოების ატვირთვა). იმ შემთხვევაში, როცა პარტნიორს არ აქვს უვადო, საყოველთაო ექსკლუზიური უფლებები საკუთრებაში მყოფი არხის მიერ ატვირთულ კონტენტზე, ის ვალდებულია, გამოიყენოს შესაბამისი ფუნქციები პლატფორმაზე კონტენტის ხელმისაწვდომობის სამართავად.

ამ ორი სახის არხის ერთმანეთისაგან გამოყოფა YouTube-ს საშუალებას აძლევს, ზუსტად და სამართლიანად გამოიყენოს ჩვენი წესები და არხის ფუნქციები.

YouTube და Google რეკომენდაციას არ უწევს მრავალარხიან ქსელებსა და მესამე მხარის სერვისის პროვაიდერებს, თუმცა YouTube Certified პროგრამით სერტიფიცირებული სერვისის პროვაიდერების სია შეგიძლიათ იხილოთ შემქმნელთა სერვისების კატალოგში.

გსურთ გახდეთ მრავალარხიანი ქსელის (MCN) პარტნიორი? შეავსეთ ფორმა და ჩვენ დაგიკავშირდებით!

მრავალარხიან ქსელებთან (MCN) მუშაობის მთავარი ასპექტები

მრავალარხიან ქსელში (MCN) ჩართვა ნებისმიერი YouTube შემქმნელისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. სანამ ჩაერთვებით, დარწმუნდით, რომ კარგად გაეცანით ინფორმაციას იმ სერვისებსა და/ან შედეგებზე, რომლებსაც მრავალარხიანი ქსელი (MCN) გთავაზობთ თქვენგან მიღებული თანხის სანაცვლოდ. ასევე, გაეცანით, როდის ხდება თქვენი გადახდების განაწილება და რა დაცვის საშუალებებს შეგიძლიათ მიმართოთ იმ შემთხვევაში, თუ მრავალარხიანი ქსელი (MCN) დაგიგვიანებთ ან არ გადახდით კუთვნილ თანხას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შემქმნელი ირჩევს მრავალარხიან ქსელთან პარტნიორობას, YouTube-ზე წარმატების მისაღწევად ქსელში ჩართვა აუცილებელი არ არის.

YouTube რესურსები ყველა შემქმნელისათვის

გაეცანით, როგორ მიიღოთ დახმარება, როგორც YouTube შემქმნელმა და ისარგებლოთ თქვენთვის ხელმისაწვდომი YouTube მხარდაჭერით, მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა მრავალარხიანი ქსელის (MCN) წევრი.

YouTube-ის კონტენტის შემქმნელთათვის არის საუკეთესო სივრცე პროგრამების, ინსტრუმენტების შესასწავლად და დაგეგმილ ღონისძიებებზე დასასწრებად, რაც დაგეხმარებათ უკეთესი ვიდეოების შექმნაში. გარდა ამისა, თქვენი არხის განვითარებაში დაგეხმარებათ YouTube შემქმნელთათვის განკუთვნილი ბენეფიტების პროგრამა.

მრავალარხიან ქსელთან (MCN) კონტრაქტის გაფორმება

მრავალარხიანი ქსელის (MCN) კონტრაქტები ხელმომწერ მხარეებს სამართლებრივად ავალდებულებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თქვენი გადაწყვეტილება ინფორმირებული იყოს. შესაძლოა დაგჭირდეთ თქვენს იურიდიულ მრჩეველთან კონსულტაციაც.

მრავალარხიან ქსელში (MCN) გაწევრიანებამდე, გულდასმით წაიკითხეთ კონტრაქტი და დარწმუნდით, რომ კარგად გესმით, სულ მცირე, შემდეგი:

  • ქსელის მიერ დადგენილი საკომისიო
  • თქვენი არხისათვის შეთავაზებული კონკრეტული სერვისები და მხარდაჭერის დონე
  • თქვენი ვალდებულებები ქსელის მიმართ
  • თქვენი კონტრაქტის ხანგრძლივობა
  • ხელშეკრულების შეწყვეტის გზები
შემოსავალი და ანაზღაურების მიღება

მრავალარხიან ქსელში (MCN) გაწევრიანების შემდეგ ყველა თქვენს შემოსავალს MCN-ის YouTube-ისთვის AdSense ანგარიშიდან მიიღებთ და MCN-ს ექნება წვდომა თქვენი YouTube ანალიტიკის შემოსავლის მონაცემებზე.

მრავალარხიან ქსელში (MCN) გაწევრიანება გავლენას არ ახდენს თქვენი შემოსავლის YouTube-ის წილზე, რომელიც განსაზღვრულია მომსახურების პირობებში. მრავალარხიანი ქსელები (MCN), ჩვეულებრივ, პროცენტს შემქმნელების წილი გამომუშავებული თანხიდან მათთან ანგარიშსწორებამდე აკავებენ.

ზოგიერთი მრავალარხიანი ქსელი (MCN) გთავაზობთ დამატებითი შემოსავლის შესაძლებლობებს, მაგ. ბრენდის რეკლამებს, გაყიდვების გამოყოფილ გუნდებს, რომლებიც შეიძლება დაგეხმარონ თქვენი არხის საერთო გამომუშავების გაზრდაში. თუ ქსელმა ამგვარი სერვისები შემოგთავაზათ, დარწმუნდით, რომ ისინი გაწერილია თქვენს კონტრაქტში.

რეკლამების დაბლოკვა და კონტროლი

რეკლამების კონტროლის ფუნქცია იშვიათად უნდა გამოიყენებოდეს, თუმცა აფილირებულ შემქმნელებს შეუძლიათ მისი გამოყენება მათ არხთან დაკავშირებული YouTube-ისთვის AdSense ანგარიშით. გაიგეთ მეტი რეკლამების დაშვებისა და დაბლოკვის შესახებ.

გაფრთხილებები და ვიდეოს წაშლის შემთხვევები

მართალია, მრავალარხიანი ქსელი (MCN) შესაძლოა დაგეხმაროთ საავტორო უფლებების დარღვევის გასაჩივრების მოგვარებაში, გაფრთხილებებთან ან ვიდეოს წაშლის მოთხოვნებთან გამკლავებაში, ქსელს არ შეუძლია მათი პრევენცია. არხები, რომლებიც არღვევენ YouTube-ის საზოგადოების წესდებას ან საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ წესებს, მაგალითად, ტვირთავენ კონტენტს, რომელსაც არ ფლობენ, მიიღებენ გაფრთხილებებს ან დაექვემდებარებიან სხვა სანქციებს, იმისდა მიუხედავად, არიან თუ არა მრავალარხიანი ქსელში (MCN) გაწევრიანებული.

გაფრთხილებების და ვიდეოს წაშლის შემთხვევების თავიდან აცილების შესახებ დაწვრილებით შეიტყობთ წესებისა და უსაფრთხოების ცენტრსა და YouTube-ის საავტორო უფლებათა ცენტრში.

მრავალარხიან ქსელზე (MCN) წვდომის ამოშლა

თუ აფილირებული შემქმნელი ხართ და მიგაჩნიათ, რომ თქვენი კონტრაქტი მრავალარხიან ქსელთან (MCN) ამის საშუალებას გაძლევთ, შეგიძლიათ მოითხოვოთ მრავალარხიან ქსელზე (MCN) წვდომის ამოშლა თქვენი არხიდან.

საუკეთესო პრაქტიკა მრავალარხიანი ქსელებისათვის (MCN)

ყველა მრავალარხიანი ქსელი შემქმნელის წინაშე პასუხისმგებელია დაიცვას YouTube-ის საუკეთესო პრაქტიკა, მათ შორის:

  • მოერიდოს სპამური, შეცდომაში შემყვანი ენის გამოყენებას მრავალარხიან ქსელში (MCN) არხების მოზიდვის მიზნით.
  • მკაფიოდ განმარტოს კონტრაქტში მიწოდებული სერვისებისა და მხარდაჭერის დონეები.
  • იმოქმედოს პატიოსნად და გამჭვირვალედ შეთავაზებულ სერვისებთან და კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან მიმართებით.
  • არხების ინტეგრირება და გაშვება განახორციელოს კონტრაქტების პირობების დაცვით.

თუ მრავალარხიანი ქსელი (MCN) არ მოქმედებს საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, მას შესაძლოა გაეთიშოს ანგარიშის ფუნქციები და მონეტიზაცია. თუ მიიჩნევთ, რომ მრავალარხიანი ქსელი (MCN) არ იცავს YouTube-ის წესებს, დაუკავშირდით შემქმნელთა მხარდაჭერის გუნდს.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
4451344600802917573
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false