YouTube-ის პირდაპირი ჩეთის გამოყენების წესი

პირდაპირი ჩეთი ნაგულისხმევად ჩაირთვება, თუ არხის პირდაპირი სტრიმინგის აუდიტორიის სტატუსად დაყენებული არ არის ბავშვებისთვის შექმნილი. თქვენი პირდაპირი სტრიმინგის დასრულების შემდეგ, ის დაარქივდება და მნახველები შეძლებენ პირდაპირი სტრიმინგის ყურებას პირდაპირ ჩეთთან ერთად.

პირდაპირი ჩეთის ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ YouTube-ის ყურების გვერდზე, ხოლო მიუწვდომელია ჩაშენებულ დამკვრელებზე.

პირდაპირი კითხვა-პასუხი

პირდაპირი კითხვა-პასუხი

შემქმნელებსა და მნახველებს შორის რეალურ დროში ინტერაქციის დამყარების ერთ-ერთი გზაა პირდაპირი კითხვა-პასუხი. აღნიშნული ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია პირდაპირი სტრიმინგისა და პრემიერების დროს. თქვენ, როგორც შემქმნელს, შეგიძლიათ, პირდაპირი ჩეთისა და კითხვა-პასუხის მორგება თქვენი პირდაპირი ჩეთის მოდერაციის წესების მიხედვით.

შენიშვნა: პირდაპირი კითხვა-პასუხი და გამოკითხვები მიუწვდომელია მობილურ მოწყობილობებზე. თუ სტრიმინგს YouTube-ის მობილური აპით ასრულებთ, შეგიძლიათ, პირდაპირი ჩეთის ფუნქციებზე წვდომის მიზნით, მართოთ თქვენი მობილური პირდაპირი სტრიმინგი პირდაპირი გადაცემის მართვის ოთახიდან.

პირდაპირი კითხვა-პასუხის დასაწყებად:

  1. დაგეგმეთ ან დაიწყეთ პირდაპირი სტრიმინგი ან პრემიერა.
  2. ჩეთის ფანჯრის ქვემოდან დაწკაპუნებით აირჩიეთ , შემდეგ — კითხვა-პასუხის დაწყება.
  3. დაამატეთ მითითება და დაწკაპუნებით აირჩიეთ კითხვა-პასუხის დაწყება.
  4. შეკითხვების სია გამოჩნდება ჩეთის ფანჯარაში კითხვა-პასუხის სესიის დაწყების შემდეგ. შეკითხვაზე პასუხის გასაცემად აირჩიეთ შეკითხვა, შემდეგ მენიუში დაწკაპუნებით აირჩიეთ '' და შეკითხვის არჩევა. შეკითხვა ჩამაგრდება ჩეთის ფანჯრის თავში და გამოუჩნდება თქვენს მნახველებს. დაწკაპუნებით აირჩიეთ დახურვა , თუ ჩეთის ფანჯარაში შეკითხვის ბანერის გათიშვა გსურთ.

შენიშვნა: დაწკაპუნებით აირჩიეთ ჯერ ქვემოთ მიმართული ისარი ჩეთის მენიუში და შემდეგ — ტოპ ჩეთი ან ყველა ჩეთი, რათა პირდაპირ ჩეთში შეტყობინებები ნახოთ.

  1. პირდაპირი ჩეთის დასასრულებლად, ეკრანის თავში არსებულ ბანერზე, დაწკაპუნებით აირჩიეთ კითხვა-პასუხის დასრულებასიაში არსებული ყველა პასუხგაუცემელი შეკითხვა წაიშლება და პირდაპირი კითხვა-პასუხის სესიები ხელმისაწვდომი გახდება ჩეთის ხელახლა დაკვრისთვის.

შენიშვნა: პირდაპირი კითხვა-პასუხის მიუწვდომელია YouTube Analytics-ში. მნახველებს შეუძლიათ წუთში მხოლოდ 1 შეკითხვის გაგზავნა.

შეკითხვის ამოღება ან წაშლა:

იმ გაგზავნილი შეკითხვების წასაშლელად, რომლებიც ვერ ჩამაგრდა ჩეთებში, მოინახულეთ ჩემი აქტივობა.

  • ჩეთის ფანჯარაში ჩამაგრებული შეკითხვების წასაშლელად დაწკაპუნებით აირჩიეთ მენიუ '', შემდეგ კი წაშლა.

პირდაპირი ჩეთის ნახვები

პირდაპირი ჩეთის მნახველებს შეუძლიათ მისი ხედის ორი ტიპიდან ერთ-ერთი ნებისმიერ დროს არჩევა.

  • ტოპ ჩეთი: აღნიშნული ხედი ფილტრავს შეტყობინებებს (მაგალითად, სპამს), რათა ჩეთი გამარტივდეს და წასაკითხად უფრო სასიამოვნო გახდეს.
  • პირდაპირი ჩეთი: აღნიშნული ხედი არ იფილტრება. მასში ყველა შეტყობინება შემოსვლისთანავე გამოჩნდება.

შენიშვნა: ვიდეო რედაქტორით დარედაქტირებულ პირდაპირ სტრიმინგებს არ აქვთ ჩეთის ხელახლა ჩვენების ფუქნცია. ეს ვრცელდება რედაქტორის ყველანაირ ფუნქციაზე.

ტოპ ჩეთის კლასიფიკაცია

ტოპ ჩეთში ჩანს, რას აფასებენ მნახველები და რა განაპირობებს მათ ინტერაქციას. კონტენტი, რომელიც ტოპ ჩეთში ჩანს, ეფუძნება გარკვეულ სიგნალებს, მაგალითად, ჩეთის ტექსტს, იდენტიფიკატორის ტექსტს, არხის სახელის ტექსტს, ავატარსა და ვიდეოს.

ტოპ ჩეთში შეიძლება არ გამოჩნდეს ისეთი კონტენტი, რომელსაც, YouTube-ის აზრით, არ აფასებენ მნახველები და რომლებიც არ განაპირობებს მათ ინტერაქციას. აღნიშნული შეიძლება იყოს პოტენციურად შეუსაბამო კომენტარები, სპამი ან სხვა ადამიანად თავის გასაღება. ამგვარი შეტყობინებების ამოცნობა მიმდინარეობს გარკვეული სიგნალებით, მაგალითად, ჩეთის ტექსტით, კომენტარის ავტორის არხის სახელის ტექსტით ან იდენტიფიკატორის ტექსტით, ავატარით და არხის მოდერაციის პარამეტრებით.

პირდაპირი ჩეთის ბეჯები

პირდაპირი ჩეთის ბეჯებით ხდება სტრიმინგის გამშვების და მოდერატორის იდენტიფიკაცია. თუ თქვენი არხი ექვემდებარება წევრობებს, შეგიძლიათ, შექმნათ წევრობის მორგებული ბეჯები, რომლებიც, ასევე, გამოჩნდება პირდაპირ ჩეთში.

Emoji

Emoji წარმოადგენს მომცრო სურათებს, რომლებიც გამოხატავს ემოციას, მოსაზრებას და ა.შ. ყველას შეუძლია დიდი რაოდენობით emoji-ების გამოყენება, ხოლო შემქმნელებს შეუძლიათ მორგებული emoji-ების დამზადება, რომლებიც ხელმისაწვდომია არხის წევრობის პრივილეგიის სახით.

თქვენს კომენტარსა თუ შეტყობინებაში emoji-ს დამატება

მობილურ მოწყობილობაზე: ჩეთში შეტყობინების აკრეფისას შეხებით აირჩიეთ  (რათა დაამატოთ YouTube emoji) ან emoji-ს ხატულა თქვენს კლავიატურაზე, რომ დაამატოთ emoji თქვენი მოწყობილობის ოპერაციული სისტემიდან.

კომპიუტერზე: ჩეთის შეტყობინების აკრეფისას შეხებით აირჩიეთ , Emoji რომ დაამატოთ.

შენიშვნა: კომპიუტერზე შეგიძლიათ ხანგრძლივად დაჭერით აირჩიოთ emoji მისი იერსახის პერსონალიზებისთვის. თქვენი პარამეტრები შეინახება მომავალი გამოყენებისთვის. ნაგულისხმევი emoji-ს შესაცვლელად აირჩიეთ მისი განსხვავებული ვარიანტი ასევე, შეგიძლიათ, გაასუფთაოთ პარამეტრები ბრაუზერის ქუქი-ჩანაწერების და საიტის სხვა მონაცემების გასუფთავებით, ან YouTube-იდან გასვლით.

თქვენს კომენტარსა თუ შეტყობინებაში YouTube Emote-ის დამატება

YouTube Emote-ები წარმოადგენს სტატიკური გამოსახულებების ნაკრებს, რომლებიც ხელმისაწვდომია მხოლოდ YouTube-ზე პირდაპირ ჩეთებსა და კომენტარებში გამოსაყენებლად. აღნიშნული Emote-ები შექმნილია სხვადასხვა ხელოვანების მიერ თქვენთვის, რათა საკუთარი გრძნობები და იდეები გამოხატოთ. ისინი ხელმისაწვდომია emoji-ს ამომრჩევში, emoji-ს სტანდარტული ნაკრების ზემოთ.

მობილურ მოწყობილობაზე: ჩეთში შეტყობინების აკრეფისას შეხებით აირჩიეთ , YouTube Emote რომ დაამატოთ.

კომპიუტერზე: ჩეთის შეტყობინების აკრეფისას შეხებით აირჩიეთ , YouTube Emote რომ დაამატოთ.

რეაქციები

რეაქციები საშუალებას აძლევს მნახველებს, რეაქცია გამოხატონ კონკრეტულ მომენტში იმასთან დაკავშირებით, რაც იმ დროს პირდაპირი სტრიმინგისას ხდება. მნახველებს რეაქციების დატოვება შეუძლიათ მაშინ, როცა პირდაპირი ჩეთი გახსნილია. თქვენ და მნახველებმა შეიძლება ანონიმური რეაქციები ნახოთ, მაგრამ მისი ავტორის ვინაობის ნახვა შეუძლებელია.

რეაქციის ტიპები

  • მნახველებს შეუძლიათ დატოვონ გულის, მოღიმარი სახის, სადღესასწაულო სატკაცუნოს, გაწითლებული სახისა და „100“-ს რეაქციები.

რეაქციების ჩართვა/გამორთვა

თქვენ, როგორც შემქმნელს, შეგიძლიათ პირდაპირი სტრიმინგისთვის რეაქციების ჩართვა და გამორთვა პირდაპირი გადაცემის მართვის ოთახიდან. აღნიშნული პარამეტრის შეცვლა სტრიმინგის ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ.

  1. ამისთვის, კომპიუტერზე გადადით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა ზედა კუთხეში დაწკაპუნებით აირჩიეთ შექმნა  and then პირდაპირი სტრიმინგის დაწყება  , რათა გახსნათ პირდაპირი გადაცემის მართვის ოთახი.
  3. დაწკაპუნებით აირჩიეთ სტრიმინგის ჩანართი.
  4. დაწკაპუნებით აირჩიეთ რედაქტირება, შემდეგ — პერსონალიზება.
  5. აირჩიეთ რეაქციები.

შეტყობინების გაგზავნა

პირდაპირ ჩეთში შეტყობინების გამოსაქვეყნებლად:

  1. დააწკაპუნეთ იმ ადგილზე, სადაც ნაჩვენებია „თქვით რამე“ და დაიწყეთ ტექსტის აკრეფა.
  2. დაწკაპუნებით აირჩიეთ გაგზავნა .

ჩეთში ვინმესთან გამოპასუხება

ჩეთში ვინმესთან გამოპასუხება მისი მომხმარებლის სახელის ხსენებით შეგიძლიათ.

  1. აკრიფეთ „@“.
  2. დაიწყეთ მომხმარებლის სახელის შეყვანა.
  3. აირჩიეთ მომხმარებლის სახელი.

თქვენც და ჩეთის ნახსენები წევრიც გამოყოფილად დაინახავთ მის მომხმარებლის სახელს პირდაპირ ჩეთში. გამოყოფა ამარტივებს ჩეთის არხში მომხმარებლის სახელის სხვა შეტყობინებებისგან გარჩევას და პასუხის გაცემას.

შეტყობინებებზე მოქმედი შეზღუდვები

მნახველებს შეუძლიათ ყოველ 30 წამში 11 200-სიმბოლოიანი შეტყობინების გაგზავნა. მოვლენის მფლობელებზე აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება. მნახველებს შეზღუდული აქვთ საგანგებო სიმბოლოების, URL-ების და HTML თეგების გაგზავნა.

მხოლოდ გამომწერებისა და მხოლოდ წევრების ჩეთები

არხს შეუძლია მხოლოდ გამომწერების ან მხოლოდ წევრებისთვის გახსნას პირდაპირი ჩეთი.

თუ ჩეთი მხოლოდ გამომწერებისთვის არის, არხმა უნდა მიუთითოს გამოწერის მინიმალური პერიოდი. გამოწერის მინიმალური მოთხოვნილი და თქვენ მიერ არხის გამოწერის პერიოდის სანახავად შეხებით აირჩიეთ ინფორმაცია  პირდაპირი ჩეთის შეტყობინებების ყუთში.

შეტყობინების ჩამაგრება

პირდაპირ ჩეთში შეგიძლიათ თქვენი ან მნახველის შეტყობინების ჩამაგრება.

მხოლოდ თქვენ (და არა თქვენს მოდერატორებს ან მნახველებს) შეგიძლიათ შეტყობინების ჩამაგრება. ჩამაგრებული შეტყობინებები გამოჩნდება სუპერ ჩეთის ქვემოთ.

  1. გადადით ჩეთის ფანჯარაში პირდაპირი სტრიმინგის ან პრემიერის დროს.
  2. იპოვეთ შეტყობინება პირდაპირ ჩეთში, თუნდაც თქვენი და შეხებით ან დაწკაპუნებით აირჩიეთ მეტი ''.
  3. შეტყობინების ჩასამაგრებლად შეხებით ან დაწკაპუნებით აირჩიეთ ჩამაგრება .

შენიშვნა: ერთდროულად მხოლოდ ერთი შეტყობინების ჩამაგრება შეიძლება. ჩამაგრებული შეტყობინების შესაცვლელად, უბრალოდ, ჩაამაგრეთ სხვა შეტყობინება. შეტყობინების ჩამაგრების მოსახსნელად დაწკაპუნებით აირჩიეთ „მეტი“ ჩამაგრებულ შეტყობინებაზე და შემდეგ შეხებით აირჩიეთ ჩამაგრების მოხსნა.

პირდაპირი გამოკითხვის შექმნა

არხის მფლობელებს შეუძლიათ პირდაპირი გამოკითხვების შექმნა და მართვა თავიანთ სტრიმინგებსა და პრემიერებში. ხმის მიცემის შემდეგ შეუძლებელია არჩევანის შეცვლა.

  1. დაგეგმეთ ან დაიწყეთ პირდაპირი სტრიმინგი ან პრემიერა.
  2. ჩეთის ფანჯრის ქვედა ნაწილში შეხებით აირჩიეთ გამოკითხვის შექმნა .
  3. შექმენით გამოკითხვა და შემდეგ აირჩიეთ ჰკითხეთ თქვენს საზოგადოებას.

გამოკითხვის დასასრულებლად და შედეგების სანახავად ჩეთის ბანერზე შეხებით აირჩიეთ გამოკითხვის დასრულება.

შეზღუდვები

პირდაპირი გამოკითხვები:

  • იქმნება მხოლოდ YouTube კომპიუტერიდან.
  • შეიცავს მხოლოდ 2-4 ვარიანტს.
  • სანახავად ხელმისაწვდომია მხოლოდ პირდაპირ ეთერში. ისინი არ გამოჩნდება პირდაპირი ჩეთის ხელახლა დაკვრისას.
  • გრძელდება მაქსიმუმ 24 საათი.

პირდაპირი ჩეთის ჩაშენება

პირდაპირი სტრიმინგის დროს შეგიძლიათ პირდაპირი ჩეთის ჩაშენება თქვენს საიტზე, iframe-ის გამოყენებით.

შენიშვნა: პირდაპირი ჩეთის ჩაშენება შეუძლებელია მობილური ვებიდან.

  1. იპოვეთ პირდაპირი სტრიმინგის ვიდეოს ID. ვიდეოს ID-ს მიღება შეგიძლიათ ყურების გვერდის URL-იდან (youtube.com/watch?v=12345). ამ შემთხვევაში ვიდეოს ID არის „12345“.
  2. აიღეთ დომენის URL იმ საიტისთვის, რომელშიც გსურთ ჩეთის ჩაშენება. თუ ჩეთის ჩაშენებას აპირებთ ვებსაიტზე www.example.com/youtube_chat, თქვენი ჩაშენების დომენი იქნება „www.example.com“.
  3. გააერთიანეთ ჩაშენებული URL შემდეგნაირად: https://www.youtube.com/live_chat?v=12345&embed_domain=www.example.com.
    • აღნიშნული URL თქვენი iframe-ისთვისაა. გაითვალისწინეთ, რომ embed_domain უნდა ემთხვეოდეს იმ გვერდის URL-ს, რომელშიც აპირებთ ჩეთის ჩაშენებას. თუ ისინი განსხვავდება, ჩაშენება ვერ მოხდება.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
14287774203353975855
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false