ანაზღაურების მისაღებად შესასრულებელი ნაბიჯები

ჩვენ წარმოგიდგენთ ახალ ბეტას, რომელსაც გადახდის დეტალები გამოაქვს YouTube Studio-ს მობილური აპის „გამომუშავების“ ჩანართში. ეს ბეტა შესაბამის შემქმნელებს სთავაზობს უფრო მარტივ გზას, შეიტყონ, როგორ გარდაიქმნება მათ მიერ გამომუშავებული თანხები გადახდებად. ამ ბეტას მეშვეობით შეგიძლიათ, იხილოთ:
  • თქვენი მომდევნო გადახდის პროგრესი
  • თქვენი გადახდების ისტორია ბოლო 12 თვის განმავლობაში თარიღის, გადახდილი ოდენობისა და გადახდის დეტალიზაციის ჩათვლით
შეიტყვეთ მეტი ჩვენი ფორუმის პოსტში.

გაინტერესებთ, როდის აისახება AdSense-იდან მისაღები თანხა? ცდილობთ, გაარკვიოთ, თანხას ამ თვეში მიიღებთ თუ შემდეგ თვეში? ამ სახელმძღვანელოში განმარტებულია გადახდის პროცესი.

When will I get paid with AdSense?

პირველი გადახდის მიღების დრო

შეასრულეთ ქვემოთ მოცემული ნაბიჯები, რომ მოამზადოთ ანგარიში AdSense-იდან პირველი ანაზღაურების მისაღებად.

Diagram of the steps to get paid.

1. წარმოადგინეთ თქვენი საგადასახადო ინფორმაცია

თქვენი მდებარეობის მიხედვით, შეიძლება მოგვეთხოვებოდეს გადასახადებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ Google-ისთვის საგადასახადო ინფორმაციის გადაგზავნის წესი.

Note: All monetizing creators on YouTube, regardless of their location in the world, are required to provide tax information.

2. დაადასტურეთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია

თანხის მიმღების სახელისა და მისამართის სიზუსტის დადასტურება მნიშვნელოვანია, რადგან ამ ინფორმაციას თქვენი ვინაობის დასადასტურებლად და თქვენთვის პერსონალური საიდენტიფიკაციო ნომრის (PIN-კოდის) გამოსაგზავნად ვიყენებთ. თუ ინფორმაციის რომელიმე ნაწილის შესწორება გჭირდებათ, მიჰყევით ამ ინსტრუქციას, რომ შეცვალოთ თანხის მიმღების სახელი ან მისამართი.

Verify your identity

To continue to show ads and receive payments from AdSense, you need to verify your identity. This is to confirm the accuracy of your account information and protect you from fraud.

დაადასტურეთ თქვენი მისამართი

როდესაც თქვენ მიერ გამომუშავებული თანხა დადასტურების ზღურბლს მიაღწევს, ჩვენ გამოგიგზავნით PIN-კოდს თანხის მიმღების მისამართზე, რომელიც მითითებულია თქვენს AdSense ანგარიშში. თანხის გაცემა რომ შევძლოთ, ეს PIN-კოდი უნდა შეიყვანოთ თქვენს AdSense ანგარიშში. PIN-კოდი სტანდარტული ფოსტით გამოგეგზავნებათ და მის მიღებას შეიძლება 2-3 კვირამდე დასჭირდეს. PIN-კოდების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მისამართის (PIN-კოდის) დადასტურების მიმოხილვა.

Note: If you have separate payments accounts for AdSense and YouTube, you verify your information when either of your payments accounts reaches the verification threshold. You only need to verify your information once.

3. აირჩიეთ გადახდის ფორმა

როდესაც თქვენ მიერ გამომუშავებული თანხა გადახდის მეთოდის არჩევის ზღურბლის მიაღწევს, თქვენ შეგეძლებათ გადახდის ფორმის არჩევა. თანხის მიმღების მისამართის გათვალისწინებით, თქვენთვის შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს გადახდის რამდენიმე ფორმა, მათ შორის, Electronic Funds Transfer (EFT), საბანკო გადარიცხვა და ა.შ. შეიტყვეთ მეტი გადახდი ფორმის დაყენების წესის შესახებ.

Note: If you have separate payments accounts for AdSense and YouTube, you select a form of payment for each payments account when it reaches the threshold.

4. მიაღწიეთ გადახდის ზღურბლს

თუ თქვენი მიმდინარე ბალანსი მიაღწევს გადახდის ზღურბლს თვის ბოლომდე, დაიწყება გადახდის დამუშავების 21-დღიანი პერიოდი. დამუშავების პერიოდის დასრულების შემდეგ ჩვენ გავცემთ თანხას. შეიტყვეთ მეტი გადახდის ქრონოლოგიის შესახებ.

Note: If you have separate payments accounts for AdSense and YouTube, each payments account needs to reach the payment threshold to be paid out.
მაგალითი

ვთქვათ, გადახდის ზღურბლი თქვენი ანგარიშისთვის არის 100 $. თუ მიმდინარე ბალანსმა იანვარში 100 $-ს მიაღწია და ყველა ზემოხსენებული ნაბიჯი შესრულებული გაქვთ, თანხას გავცემდით თებერვლის ბოლოს.

თუ თქვენს მიმდინარე ბალანსს ჯერ არ მიუღწევია გადახდის ზღურბლისთვის, თქვენ მიერ გამომუშავებული თანხის საბოლოო ჯამი გადავა მომდევნო თვეში, თქვენი ბალანსი კი გაიზრდება, სანამ ზღურბლს არ მიაღწევთ.

მინიშნება: AdSense-ის გადახდებთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, სცადეთ გადახდების შესახებ ხშირად დასმული შეკითხვების გაცნობა.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
17249575719679804877
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false