წესები მცდარი სამედიცინო ინფორმაციის შესახებ

YouTube არ დაუშვებს კონტენტს, რომელიც სერიოზული ზიანის საფრთხეს ქმნის მცდარი სამედიცინო ინფორმაციის გავრცელებით, რომელიც ეწინააღმდეგება ჯანდაცვის ადგილობრივი უწყებებისა (LHA) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მითითებებს ჯანმრთელობის გარკვეული მდგომარეობისა და ნივთიერებების შესახებ. აღნიშნული წესი მოიცავს შემდეგ კატეგორიებს:

  • პრევენციის შესახებ მცდარი ინფორმაცია 
  • მკურნალობის შესახებ მცდარი ინფორმაცია 
  • უარყოფის შესახებ მცდარი ინფორმაცია

შენიშვნა: YouTube-ის წესები მცდარი სამედიცინო ინფორმაციის შესახებ იცვლება ჯანდაცვის უწყებებისა და ჯანმოს მითითებების გათვალისწინებით. შეიძლება გარკვეულწილად დაგვიანდეს LHA/WHO მითითებებისა და წესების განახლება და ჩვენმა წესებმა ვერ დაფაროს მათი ყველა მითითება ჯანმრთელობის გარკვეული მდგომარეობისა და ნივთიერებების შესახებ.

რას ნიშნავს ეს წესები თქვენთვის

ნუ გამოაქვეყნებთ კონტენტს YouTube-ზე, თუ ის შეიცავს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს:

პრევენციის შესახებ მცდარი ინფორმაცია: ჩვენ არ დავუშვებთ კონტენტს, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ჯანდაცვის უწყებების მითითებებთან წინააღმდეგობაში არსებულ ინფორმაციას ჯანმრთელობის გარკვეული მდგომარეობების პრევენციის თუ გადაცემის, ასევე, ამჟამად დამტკიცებული და ადმინისტრირებული ვაქცინების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ.

მკურნალობის შესახებ მცდარი ინფორმაცია: ჩვენ არ დავუშვებთ კონტენტს, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ჯანდაცვის უწყებების მითითებებთან წინააღმდეგობაში არსებულ ინფორმაციას ჯანმრთელობის გარკვეული მდგომარეობების მკურნალობის შესახებ; მათ შორის, იმგვარი საზიანო ნივთიერებების და მეთოდების შესახებ, რომლებიც ჯანდაცვის ადგილობრივი უწყებებს ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას არ დაუმტკიცებია, როგორც უსაფრთხო და ეფექტური საშუალება, ან რომლებმაც დადასტურებულად გამოიწვიეს სერიოზული ზიანი.

უარყოფის შესახებ მცდარი ინფორმაცია: ჩვენ არ დავუშვებთ კონტენტს, რომელიც უარყოფს ჯანმრთელობის გარკვეული მდგომარეობების არსებობას.

აღნიშნული წესები ვრცელდება ვიდეოებზე, ვიდეოების აღწერილობებზე, კომენტარებზე, პირდაპირ სტრიმინგებზე და ნებისმიერ სხვა YouTube პროდუქტსა თუ ფუნქციაზე. გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის სრული სია. გაითვალისწინოთ, რომ ეს წესები, ასევე, ვრცელდება გარე ბმულებზე თქვენს კონტენტში. აღნიშნული შეიძლება მოიცავდეს დასაწკაპუნებელ URL-ებს, ვიდეოში მომხმარებლების სხვა საიტებზე სიტყვიერად გადამისამართებას, ასევე სხვა ფორმებს.

მაგალითები

წარმოგიდგენთ YouTube-ზე აკრძალული კონტენტის ზოგიერთ მაგალითს. ეს არ არის სრული სია.

პრევენციის შესახებ მცდარი ინფორმაცია

საზიანო ნივთიერებები და მეთოდები, როგორც პრევენციის საშუალებები
  • ჩამოთვლილი ნივთიერებებისა და მკურნალობების პოპულარიზაცია, რომლებიც ატარებს სხეულის სერიოზული დაზიანების ან სიკვდილის რისკს:
    • მინერალების სასწაულმოქმედი ხსნარი (MMS)
    • შავი სამკურნალო მალამო
    • ტურპენტინი
    • B17/ამიგდალინი/ატმის ან გარგარის თესლები
    • მაღალი ხარისხის წყალბადის პეროქსიდი
    • ხელატიზაციის თერაპიას აუტიზმის სამკურნალოდ
    • კოლოიდური ვერცხლი
    • ბენზინი, დიზელი და ნავთი
  • კონტენტი, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ივერმექტინის ან ჰიდროქლოროქინის გამოყენებას COVID-19-ის პრევენციისთვის.
გარანტირებული პრევენციის შესახებ მცდარი ინფორმაცია
  • განცხადებები, რომ COVID-19-ის გარანტირებულად პრევენციის მეთოდები არსებობს. 
  • განცხადებები რომელიმე მედიკამენტის ან ვაქცინის COVID-19-ის გარანტირებულად პრევენციის საშუალებად გასაღების შესახებ.
ვაქცინის შესახებ მცდარი ინფორმაცია
  • განცხადებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ჯანდაცვის უწყებებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებებს ამჟამად ადმინისტრირებული და დამტკიცებული ვაქცინებისა და მათ ინგრედიენტების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ 
    • ვაქცინების უსაფრთხოება: კონტენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ვაქცინები იწვევს ქრონიკულ გვერდით ეფექტებს, მაგალითად, კიბოს ან დამბლას, გარდა იმ იშვიათი გვერდითი ეფექტებისა, რომლებიც აღიარებულია ჯანდაცვის უწყებების მიერ.
      • მაგალითები:
        • მტკიცებები, რომ წითელას, ყბაყურასა და წითურას ვაქცინა იწვევს აუტიზმს.
        • მტკიცებები, რომ ნებისმიერი ვაქცინა იწვევს COVID-19-ით დაავადებას.
        • მტკიცებები, რომ ვაქცინები გლობალური მოსახლეობის შემცირების იარაღია.
        • მტკიცებები, რომ გრიპის ვაქცინა იწვევს ქრონიკულ გვერდით ეფექტებს, მაგალითად, უშვილობას ან COVID-19-ით დაავადებას.
        • მტკიცებები, რომ ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) ვაქცინები იწვევს ქრონიკულ გვერდით ეფექტებს, მაგალითად, დამბლას.
        • მტკიცებები, რომ COVID-19-ის დამტკიცებული ვაქცინები იწვევს სიკვდილს, უშვილობას, მუცლის მოშლას, აუტიზმს ან სხვა ინფექციურ დაავადებებს.
        • მტკიცებები, რომ ჯოგური იმუნიტეტის მიღწევა ბუნებრივი გზით უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ვაქცინაცია.
        • კონტენტი, რომელიც პოპულარიზაციას უწევს COVID-19-ის დაუმტკიცებელ ან კუსტარულად დამზადებულ ვაქცინებს.
    • ვაქცინის ეფექტურობა: კონტენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ვაქცინები არ ამცირებს დაავადების გადაცემის ან დაავადების რისკს.
      • მაგალითები:
        • მტკიცებები, რომ ვაქცინები არ ამცირებს დაავადების რისკს.
        • მტკიცებები, რომ ვაქცინები არ ამცირებს დაავადების სიმძიმეს, მათ შორის, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს.
        • მტკიცებები, რომ რომელიმე ვაქცინა წარმოადგენს COVID-19-ის პრევენციის გარანტირებულ მეთოდს.
    • ვაქცინებში შემავალი ინგრედიენტები: კონტენტი, რომელიც ვაქცინებში შემავალი ინგრედიენტების შესახებ არასწორი წარმოდგენების შექმნას ემსახურება.
      • მაგალითები:
        • მტკიცებები, რომ ვაქცინები შეიცავს იმგვარ ნივთიერებებს, რომლებიც არ არის მათი შემცველი ინგრედიენტების სიაში; მაგალითად, ემბრიონების ბიოლოგიური მასალები (ემბრიონის უჯრედები, უჯრედული ხაზები) ან ცხოველთა ბიოპროდუქტები.
        • მტკიცებები, რომ ვაქცინები შეიცავს ნივთიერებებს ან მოწყობილობებს, რომლებიც განკუთვნილია ვაქცინის მიმღებთა საკონტროლებლად ან იდენტიფიცირებისთვის.
        • მტკიცებები, რომ ვაქცინები ცვლის ადამიანის გენეტიკურ პროფილს.
        • მტკიცებები, რომ ვაქცინები მათ მიმღებებს მაგნიტურს გახდის.

დამატებითი რესურსები

დამატებითი ინფორმაცია ვაქცინების, მათი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ, ხელმისაწვდომია ქვემოთ.

ჯანდაცვის უწყებების ინფორმაცია ვაქცინების შესახებ:

დამატებითი ინფორმაცია ვაქცინების შესახებ:

გადაცემის შესახებ ინფორმაცია

  • კონტენტი, რომელიც პოპულარიზაციას უწევს დაავადებების გადაცემის, ადგილობრივი სამედიცინო უწყებების ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციასთან წინააღმდეგობაში არსებულ, ინფორმაციას.
    • კონტენტი, რომლის მტკიცებითაც COVID-19 არ არის გამოწვეული ვირუსული ინფექციით.
    • მტკიცებები, რომ COVID-19-ს იწვევს 5G ქსელის გამოსხივება.
    • კონტენტი, რომლის მტკიცებითაც COVID-19 არ არის გადამდები.
    • კონტენტი, რომლის მტკიცებითაც COVID-19 არ ვრცელდება გარკვეულ კლიმატურ პირობებსა და გეოგრაფიულ ადგილებში.
    • კონტენტი, რომლის მტკიცებითაც, ადამიანთა რომელიმე ჯგუფს ან ცალკეულ პირს გამომუშავებული აქვს ვირუსის მიმართ იმუნიტეტი ან არ შეუძლია მისი გადაცემა.

მკურნალობასთან დაკავშირებული მცდარი ინფორმაცია 

საზიანო ნივთიერებები და მეთოდები, როგორც მკურნალობის საშუალებები

  • ჩამოთვლილი ნივთიერებებისა და მკურნალობების პოპულარიზაცია, რომლებიც ატარებს სხეულის სერიოზული დაზიანების ან სიკვდილის რისკს.
    • მინერალების სასწაულმოქმედი ხსნარი (MMS)
    • შავი სამკურნალო მალამო
    • ტურპენტინი
    • B17/ამიგდალინი/ატმის ან გარგარის თესლები
    • მაღალი ხარისხის წყალბადის პეროქსიდი
    • ხელატიზაციის თერაპიას აუტიზმის სამკურნალოდ
    • კოლოიდური ვერცხლი
    • ბენზინი, დიზელი და ნავთი
  • კონტენტი, რომელიც რეკომენდაციას უწევს კონკრეტულ მეთოდებს, რომლებიც ჯანდაცვის ადგილობრივი უწყებების ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არ არის დამტკიცებული, როგორც ეფექტური ან უსაფრთხო სიმსივნის მკურნალობისთვის.
    • მაგალითები:
      • კონტენტი, რომელიც პოპულარიზაციას უწევს შემდეგ მეთოდებს, როგორც კიბოს მკურნალობის საშუალებას, კლინიკური კვლევების გარეშე:
        • ცეზიუმის ქლორიდი (ცეზიუმის მარილი)
        • ჰოქსის თერაპია
        • ყავის ოყნა
        • გერსონის თერაპია
      • კონტენტი, რომლის მტკიცებითაც, შემდეგი მეთოდები წარმოადგენს კიბოს მკურნალობის ეფექტურ საშუალებებს, კლინიკური კვლევების გარეშე:
        • ანტინეოპლასტონური თერაპია
        • ქვერცეტინი (ინტრავენური ინიექცია)
        • მეტადონი
        • ხელატიზაციის თერაპია
  • კონტენტი, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ივერმექტინის ან ჰიდროქლოროქინის გამოყენებას COVID-19-ის მკურნალობისთვის.
გარანტირებულ მკურნალობასთან დაკავშირებული მცდარი ინფორმაცია
  • კონტენტი, რომლის მტკიცებითაც, დამტკიცებული მეთოდების გარდა, კიბოს მკურნალობის სხვა გარანტირებული საშუალებებიც არსებობს.
  • კონტენტი, რომლის მტკიცებითაც COVID-19-ის გარანტირებული მკურნალობის მეთოდი არსებობს.
საზიანო ალტერნატიული მეთოდები და პროფესიონალური მკურნალობის დამუნათება
  • კონტენტი, რომლის მტკიცებითაც კიბოს დამტკიცებული მკურნალობის მეთოდები არ არის ეფექტური.
    • მაგალითები:
      • კონტენტი, რომლის მტკიცებითაც კიბოს დამტკიცებული მკურნალობის მეთოდები (მაგ., ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია) არ არის ეფექტური.
      • კონტენტი, რომელიც ხალხს კიბოს მკურნალობის დამტკიცებული მეთოდების გამოყენებაზე უარს ათქმევინებს.
  • მტკიცებები, რომ ალტერნატიული მკურნალობა უსაფრთხო და უფრო ეფექტურია, ვიდრე კიბოს მკურნალობის დამტკიცებული მეთოდები.
    • კონტენტი, რომლის მტკიცებითაც ნატურალური წვენების მიღებას უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე ქიმიოთერაპიას, კიბოს მკურნალობისას.
  • კონტენტი, რომელიც რეკომენდაციას უწევს მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებს კიბოს დამტკიცებული მეთოდების ნაცვლად.
    • კონტენტი, რომელიც პოპულარიზაციას უწევს დიეტას და ვარჯიშს კიბოს დამტკიცებული მკურნალობის მეთოდის სანაცვლოდ.
  • COVID-19-ით დაავადებული ადამიანების წახალისება, არ მიმართონ პროფესიონალ ექიმს ან არ ეძიონ პროფესიონალური სამედიცინო დახმარება.
  • კონტენტი, რომელიც პროფესიონალ ექიმთან კონსულტაციის ან საავადმყოფოში ვიზიტის ნაცვლად პოპულარიზაციას უწევს ოჯახურ მეთოდებს, ლოცვებს ან რიტუალებს COVID-19-ით დაავადებისას.
  • კონტენტი, რომელიც ეწინააღმდეგება ჯანდაცვის ადგილობრივი უწყებების ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებებს ქიმიური და ქირურგიული აბორტის უსაფრთხოების შესახებ:
    • მტკიცებები, რომ აბორტი იწვევს მკერდის კიბოს.
    • მტკიცებები, რომ აბორტი ხშირად იწვევს უშვილობას ან მომავალში მუცლის მოშლას.
  • აბორტის ალტერნატიული მეთოდების პოპულარიზაცია ჯანდაცვის უწყებების მიერ უსაფრთხოდ მიჩნეული ქიმიური ან ქირურგიული მეთოდების ნაცვლად.
  • ჩვილთათვის ალტერნატიული ფორმულების პოპულარიზაცია დედის რძის ან კომერციული ფორმულის ნაცვლად.

უარყოფის შესახებ მცდარი ინფორმაცია  

  • კონტენტი, რომელიც უარყოფს COVID-19-ის არსებობას ან COVID-19-ისგან ადამიანების გარდაცვალებას.
    • მაგალითები:
      • COVID-19-ის არსებობის უარყოფა
      • მტკიცებები, რომ ადამიანები არ გარდაცვლილან ან დაავადებულან COVID-19-ით
      • მტკიცებები, არავინ დაავადებულა ან გარდაცვლილა იმ ქვეყნებში, რომლებშიც ჯანდაცვის ადგილობრივი უწყებების ან ჯანმოს მიერ დადასტურებულია დაავადების ან გარდაცვალების შემთხვევები

საგანმანათლებლო, დოკუმენტური, სამეცნიერო ან მხატვრული კონტენტი

შეიძლება დავუშვათ კონტენტი, რომელიც არღვევს მცდარი ინფორმაციის ამ გვერდზე წარმოდგენილ წესს, თუ ეს კონტენტი შეიცავს დამატებით კონტექსტს ვიდეოში, აუდიოში, სათაურში ან აღწერაში. ეს არ გულისხმობს მცდარი ინფორმაციის პოპულარიზაციის დაშვებას. დამატებითი კონტექსტი შეიძლება მოიცავდეს ჯანდაცვის ადგილობრივი უწყებების ან სამედიცინო ექსპერტების განსხვავებულ მოსაზრებებს. შესაძლოა, დავუშვათ გამონაკლისიც, თუ კონტენტის მიზანია ჩვენი წესების დამრღვევი მცდარი ინფორმაციის დაგმობა, განხილვა ან დაცინვა. შესაძლოა, გამონაკლისის სახით დავუშვათ იმგვარი კონტენტიც, რომელშიც განიხილავენ კონკრეტული სამედიცინო კვლევის შედეგებს ან აჩვენებენ საჯარო ყრილობას, მაგალითად, პროტესტს ან საჯარო მოსმენას, მხოლოდ იმ დაშვებით, რომ კონტენტი მიზნად არ ისახავს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას, რაც ჩვენს წესებს ეწინააღმდეგება.

YouTube ფიქრობს, რომ ხალხს უნდა შეეძლოს, გააზიაროს თავისი პირადი გამოცდილება, მაგალითად, ვაქცინებთან დაკავშირებით. ეს იმას ნიშნავს, რომ დავუშვებთ გამონაკლისს იმგვარი კონტენტისთვის, რომლებშიც შემქმნელები აზიარებენ პირად ან ოჯახის წევრების გამოცდილებას. ამავდროულად, ჩვენ ვადასტურებთ, რომ პირადი გამოცდილების გაზიარება განსხვავდება მცდარი ინფორმაციის პოპულარიზაციისგან. აღნიშნული ბალანსის დასაცავად ჩვენ მაინც ამოვშლით კონტენტსა და არხებს, თუ ისინი სხვა წესებს დაარღვევენ ან მცდარი სამედიცინო ინფორმაციის გავრცელებაში შეინიშნებიან.

რა ხდება, თუ კონტენტი არღვევს ამ წესებს

თუ თქვენი კონტენტი არღვევს ამ წესებს, ჩვენ ამოვშლით კონტენტს და ელფოსტით შეგატყობინებთ ამის შესახებ. თუ ჩვენ ვერ დავადასტურებთ, რომ თქვენ მიერ გამოქვეყნებული ბმული უსაფრთხოა, ჩვენ შეიძლება ამოვშალოთ ბმული.

თუ ეს საზოგადოების წესდების პირველი დარღვევაა, თქვენ, სავარაუდოდ, მიიღებთ შენიშვნას და თქვენს არხზე ჯარიმა არ დაგეკისრებათ. თუ არა, ჩვენ შეიძლება გავაფრთხილოთ თქვენი არხი. თუ 3 გაფრთხილებას მიიღებთ 90 დღის განმავლობაში, თქვენი არხის მოქმედება შეწყდება. შეიტყვეთ მეტი ჩვენი გაფრთხილებების სისტემის შესახებ აქ.

საზოგადოების წესდებისა და მომსახურების პირობების განმეორებითი დარღვევის გამო, უფლება გვაქვს თქვენს არხს ან ანგარიშს მოქმედება შევუწყვიტოთ. ჩვენ, ასევე, შეიძლება შევწყვიტოთ თქვენი არხის ან ანგარიშის მოქმედება მძიმე დარღვევის გამო ან მაშინ, როცა არხი დებულებას დაარღვევს. შეიტყვეთ მეტი არხისა და ანგარიშის მოქმედების შეწყვეტის შესახებ აქ

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
7726097477199323238
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false