Creator Music-ის მოთხოვნებთან შესაბამისობა და შეზღუდვები

Creator Music ამიერიდან ხელმისაწვდომია შემქმნელებისთვის (აშშ-დან) YouTube პარტნიორთა პროგრამაში (YPP). YPP შემქმნელების გაფართოება აშშ-ის ფარგლებს გარეთ მოლოდინის რეჟიმშია.

Creator Music-ის მოთხოვნებთან შესაბამისობა

Creator Music-ის გამოსაყენებლად YouTube შემქმნელები გაწევრიანებული უნდა იყვნენ YouTube პარტნიორთა პროგრამაში ან Google-ისგან უნდა მიიღონ შეტყობინება, რომ ისინი მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. შემქმნელებმა, ასევე, უნდა დაიცვან YouTube-ის წესები, მათ შორის (მაგრამ არა მხოლოდ):

Creator Music ამჟამად მიუწვდომელია:

  • კომპანიებისა თუ YouTube შემქმნელებისთვის, რომლებიც უპირველესად აწარმოებენ კონტენტს, რომელიც კომერციულად დემონსტრირდება თეატრებში, ტელევიზიით ან/და OTT სტრიმინგის სატელევიზიო სერვისის მეშვეობით.
  • კომერციული ბრენდები, რომელთა YouTube არხები ორიენტირებულია ამგვარი ბრენდების, პროდუქციის ან/და სერვისების რეკლამაზე.

Google იტოვებს უფლებას, შეცვალოს Creator Music-ის საკვალიფიკაციო კრიტერიუმები საკუთარი შეხედულებისამებრ.

Creator Music-ის შეზღუდვები

ქვემოთ ჩამოთვლილი შეზღუდვები განსაზღვრავს, რა პრინციპით შეიძლება Creator Music-ის ჩანაწერების გამოყენება YouTube ვიდეოებში. ეს შეზღუდვები ვრცელდება ყველა ჩანაწერზე, რომელიც ხელმისაწვდომია Creator Music-ის მეშვეობით ლიცენზირებისთვის. ცალკეულ ჩანაწერებს თავისი გამოყენების წესები აქვს, რომელსაც განსაზღვრავს ჩანაწერზე საავტორო უფლებების მფლობელი.

შეზღუდული კატეგორიები

შემქმნელები უნდა დარწმუნდნენ, რომ Creator Music-ის მიერ ლიცენზირებული ჩანაწერები არ იქნება გამოყენებული ვიდეოებში, რომელთა კონტენტიც თავსდება შემდეგ კატეგორიებში:

კომერციული გამოყენება

შემქმნელებს ეკრძალებათ Creator Music-ის ჩანაწერების გამოყენება იმ ვიდეოებში, რომლებიც შეიცავს რომელიმე ბრენდის ან სერვისის პირდაპირი პოპულარიზაციის მიზნით შექმნილ კონტენტს და დაფინანსებულია ამ ბრენდის ან სერვისის მიერ.

კომერციულ გამოყენებასთან დაკავშირებული შეზღუდვების მაგალითები

დაშვებულია: შემქმნელი A, რომელიც კვების პროდუქტებს აწარმოებს, ტვირთავს 10-წუთიან ვიდეოს, რომლის შესავალშიც მოხსენიებულია ბრენდის მესამე მხარის სპონსორის პროდუქტი. ვიდეოს დიდი ნაწილი კონცენტრირებულია შემქმნელზე, რომელიც ახალი რეცეპტის დეტალებზე საუბრობს.
დაუშვებელია: შემქმნელს B, რომელიც თავის მოვლის საშუალებებზე ქმნის კონტენტს, ბრენდმა თანხა გადაუხადა ვიდეოსთვის, რომელიც რეკლამას უწევს და მიმოიხილავს მის ახალ პროდუქტს. შემქმნელი B აქვეყნებს 10-წუთიან ვიდეოს, რომელიც, ძირითადად, კონცენტრირებულია კომპანიის ახალი პროდუქტის რეკლამაზე.

ამას გარდა, YouTube Shopping-ის ფუნქციები საზიარო შემოსავლისთვის გამოყენებული ჩანაწერების შემთხვევაში ხელმისაწვდომი არ არის. შეიტყვეთ მეტი Creator Music-ის მეშვეობით შემოსავლის გაზიარების ან მოთხოვნების შესაბამისი ქავერ ვიდეოების შემოსავლების გაზიარების შესახებ.

გამოყენების შეზღუდვები

შემქმნელები, რომლებიც ჩანაწერების ლიცენზიას Creator Music-ისგან იღებენ, უნდა დაიცვან გამოყენების შემდეგი შეზღუდვები:

  • აკრძალულია Creator Music-ის ჩანაწერების ძირეულად შეცვლა (მაგ. რემიქსის შექმნა).
  • აკრძალულია სიმღერისთვის ახალი ტექსტის შექმნა ან არსებული ტექსტის თარგმნა სხვა ენებზე.
  • სიმღერის შემსრულებლის ან ავტორის სახელის ან გამოსახულების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ Creator Music-ის სიმღერის, შემსრულებლის ან ავტორის ამოცნობის მიზნით.
  • აკრძალულია Creator Music-ის ჩანაწერებით შეიქმნას ყდიანი ჩანაწერები (უძრავი გამოსახულება, რომლის ფონზეც მთლიანი მუსიკა უკრავს) ვიზუალიზატორი (მარტივი, განმეორებითი ვიზუალი, რომლის ფონზეც მთლიანი მუსიკა უკრავს), სიმღერის ტექსტის შემცველი ვიდეო ან კარაოკე ვერსია.
  • Creator Music-ის ჩანაწერების შექმნა, გავრცელება და შესრულება Creator Video-სგან დამოუკიდებლად (მაგ. Music-ის ფაილების ცალკეულად გავრცელება დაუშვებელია)
  • აკრძალულია Creator Music-ის ჩანაწერების გამოყენება იმგვარად, რომ მოხდეს შემსრულებლის, ხმის ჩამწერი ლეიბლის ან სიმღერის ავტორის დამცირება ან უარყოფით კონტექსტში წარმოჩენა.

გამოყენებასთან დაკავშირებული შეზღუდვების მაგალითები

დაშვებულია: შემქმნელი A იძენს ჩანაწერის ლიცენზიას და მას იყენებს თვისი ვიდეოს შესავლის ნაწილში, ორიგინალი სიმღერის რედაქტირების გარეშე.

დაუშვებელია: შემქმნელი B იძენს სიმღერის ლიცენზიას, იყენებს მესამე მხარის პროგრამულ უზრუნველყოფას სიმღერის რემიქსისთვის და მისთვის ახალ ტექსტს ქმნის.

ამ შეზღუდვების დარღვევამ, შესაძლოა, ლიცენზიის შეწყვეტა გამოიწვიოს და დაკავშირებული ვიდეოები წაშლას დაექვემდებაროს. Creator Music-ის სრული შეზღუდვების სანახავად გადადით Creator Music-ის მომსახურების პირობებზე.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
15692601754033033503
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false