კონტენტის წესები YouTube Kids-ისთვის

YouTube Kids აპი შექმნილია იმისთვის, რომ ისინი უფრო უსაფრთხოდ და მარტივად გაეცნონ მათთვის საინტერესო ვიდეოებს ონლაინ. ეს კონკრეტული აპი YouTube-ის გაფილტრული ვერსიაა და აქ არხების და ვიდეოების შედარებით ნაკლები რაოდენობაა ხელმისაწვდომი, ვიდრე YouTube აპსა და ვებსაიტზე. ჩვენ ვმუშაობთ ასაკის შესაფერისი კონტენტის განსაზღვრაზე, რომელიც შეესაბამება ჩვენს ხარისხის პრინციპებს და საკმაოდ მრავალფეროვანია, რომ მსოფლიო მასშტაბით ბავშვების განსხვავებული ინტერესები დააკმაყოფილოს.

ქვემოთ გთავაზობთ YouTube Kids-ის წესებს, რომელიც ადგენს, რა ტიპის კონტენტია ხელმისაწვდომი YouTube Kids-ზე. კონტენტი უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებს, რომ YouTube Kids-ზე განთავსდეს. ეს წესები გულისხმობს ისეთი კონტენტის გამორიცხვას, რომელიც:

ეს წესები განისაზღვრა მშობლებისა და ბავშვის განვითარების, ბავშვების მედიის, ციფრული სწავლებისა და მოქალაქეობის საკითხების გარე სპეციალისტების გამოხმაურებების საფუძველზე. ამ წესების შესაბამისად, ვიდეოები ან არხები შეიძლება გამოირიცხოს YouTube Kids-იდან, რომ ჩვენმა ყველაზე ახალგაზრდა აუდიტორიამ კონტენტის ყურებისგან სიამოვნება მიიღოს.

კონტენტის პარამეტრები

აპში კონტენტის 3 პარამეტრია ხელმისაწვდომი: სკოლამდელი, უმცროსი და უფროსი. კონტენტი, რომელსაც თქვენი ბავშვი ნახავს, დამოკიდებულია YouTube Kids-ის თქვენი ბავშვისთვის დაყენებისას თქვენ მიერ არჩეულ პარამეტრზე.

სკოლამდელი

განსაზღვრულია 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის

უმცროსი

განსაზღვრულია 5-8 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის

უფროსი

განსაზღვრულია 9-12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის

დებულებები კონტენტის შესახებ

ჩვენი წესები ადგენს, რა ტიპის კონტენტია ხელმისაწვდომი კონტენტის თითოეული პარამეტრისთვის. როცა თქვენი ბავშვისთვის კონტენტის პარამეტრს ირჩევთ, ის ამ კონკრეტული პარამეტრით ხელმისაწვდომ კონტენტს ნახავს. თქვენ მიერ არჩეული პარამეტრი გავლენას მოახდენს ძიების შედეგებსა და რეკომენდებულ ვიდეოებზე. ჩვენი ავტომატიზებული სისტემა და ადამიანი მიმომხილველები მუშაობენ იმაზე, რომ თქვენ მიერ არჩეული პარამეტრების შესაბამისი კონტენტი შემოგთავაზოთ. ჩვენი სისტემები ბავშვებისთვის შეუსაბამო კონტენტის გამოსარიცხად ბევრს მუშაობს, მაგრამ ყველა ვიდეოს ხელით განხილვა არ მომხდარა. თუ რაიმე შეუსაბამოს იპოვით, რომელიც გამოგვრჩა, შეგიძლიათ დაბლოკოთ ან მის შესახებ შეგვატყობინოთ სწრაფად განსახილველად.

სკოლამდელი კონტენტის პარამეტრი

სკოლამდელი პარამეტრი განსაზღვრულია 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. კონტენტის ეს პარამეტრი მოიცავს ვიდეოებს, რომლებიც წაახალისებს შემოქმედებითობას, მხიარულებას, სწავლასა და კვლევას. პოპულარული ვიდეო კატეგორიებია: ხელოვნება და ხელობა, იავნანები, მულტფილმები, ერთად საკითხავი, წრე, სათამაშოები და იოგა.
ზოგიერთი ვიდეო შეიძლება მოიცავდეს შემდეგ შინაარსს:

სექსუალური შინაარსი: სიყვარულის არარომანტიკული გამოხატულებები, მაგალითად, ხელის ჩაკიდება ან ლოყაზე კოცნა. ასაკის შესაფერისი საგანმანათლებლო ვიდეოები სექსუალური და გენდერული იდენტობის შესახებ.

სისასტიკე: არაძალადობრივი და არასაშიში შინაარსის მქონე ანიმაციური ვიდეოები.

იარაღი: ასაკის შესაფერისი ვიდეოები, რომლებშიც ჩანს არარეალური იარაღი (მაგალითად, წყლის თოფები), სათამაშოების, ვიდეო თამაშებისა და ანიმაციის კონტექსტში.

სახიფათო კონტენტი: ვიდეოები, რომლებშიც ჩანს პროფესიონალი ადამიანების მიერ წარმოდგენილი ტრიუკები ინსტრუქციების გარეშე (მაგალითად, კალათბურთელები, რომლებიც აკეთებენ ტრიუკებს). ხელოვნებასა და ხელობასთან დაკავშირებული ვიდეოები, რომლებშიც ჩანს ასაკის შესაფერისი პროდუქტები ან ხელსაწყოები, მაგალითად, საღებავი, წებო ან მაკრატელი.

ენა: ვიდეოები, რომლებშიც არ გამოიყენება შეურაცხმყოფელი ენა ან უხამსი ლექსიკა.

მუსიკალური ვიდეოები: ასაკის შესაფერისი მუსიკალური ვიდეოები, რომლებშიც არ არის სექსუალური თემები.

უმცროსი ბავშვების კონტენტის პარამეტრი

უმცროსი ბავშვების კონტენტის პარამეტრი შეიქმნა 5-8 წლის ასაკის ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით. კონტენტის ეს პარამეტრი მოიცავს ვიდეოებს უფრო მრავალფეროვან თემებზე, რომლებიც შეესაბამება უმცროსი ასაკის ბავშვების უფრო ფართო ინტერესებს. პოპულარული კატეგორიებია: ვიდეო თამაშები, 40 საუკეთესო სიმღერის ქავერები, საოჯახო ვიდეო ბლოგერები, მულტფილმები, თვითშემოქმედება, სწავლა, ინსტრუქციები და სხვა, რომლებიც, ზოგადად, დაწყებითი სკოლის ბავშვებს იზიდავს. ის, ასევე, მოიცავს სკოლამდელი პარამეტრის კონტენტს.

ზოგიერთი ვიდეო შეიძლება მოიცავდეს შემდეგ შინაარსს:

სექსუალური შინაარსი: ვიდეოები რომანტიკულ თემებზე, მაგალითად, ისეთი გრძნობებისა და ლტოლვის ხანმოკლე ჩვენება, როგორიცაა წამიერი ტუჩებში კოცნა.

სისასტიკე: ასაკის შესაფერისი ვიდეოები, რომლებიც უკავშირდება საგანმანათლებლო ისტორიულ მოვლენებს და რომლებიც შეიძლება შეიცავდეს მსუბუქ სისასტიკეს მოვლენის კონტექსტში. არაგრაფიკული, ანიმაციური, კომიკური სისასტიკე.

იარაღი: ვიდეოები, რომლებშიც ჩანს ისტორიული და კლასიკური ხელოვნების ნიმუშები, რომლებზეც რეალისტურადაა გამოსახული იარაღი (მაგალითად, ნახატი სამურაის ხმლის გამოსახულებით).

სახიფათო კონტენტი: ვიდეოები, რომლებშიც ჩანს თავისი ბუნებით უწყინარი გამოწვევები და ოინები, ან ტრიუკები, რომლებიც ნაკლებად შეიძლება დასრულდეს ადამიანის დაზიანებით. ვიდეოები, რომლებშიც ალკოჰოლი და თამბაქო ფოკუსირებულად არ ჩანს. თვითშემოქმედების ვიდეოები, რომლებშიც ჩანს ადვილად ხელმისაწვდომი პროდუქტები და ხელსაწყოები, რომლებსაც თან ახლავს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ განცხადება.

ენა: ვიდეოები, რომლებშიც იშვიათად იყენებენ ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის მსუბუქად შეურაცხმყოფელ ლექსიკას, მაგალითად, „აუ, სულ გააფრინა“, ან „გამოშტერებული“.

დიეტა, ფიტნესი და სილამაზე: მაკიაჟის კეთების სახელმძღვანელო ვიდეოები, რომლებიც კონცენტრირებულია შემოქმედებით და მხატვრულ თვითგამოხატვაზე. ასაკის შესაფერისი საგანმანათლებლო ვიდეოები ჯანმრთელი კვებისა და ვარჯიშის შესახებ.

სენსიტიური თემები: ასაკის შესაფერისი ვიდეოები, რომლებშიც განხილულია ბავშვებში გავრცელებული ფსიქიკური დარღვევები, მაგალითად, შფოთვა ან ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობა. ამ პარამეტრის ვიდეოები კონცენტრირებულია პრობლემასთან გამკლავებისა და გამოჯანმრთელების პოზიტიურ სტრატეგიებზე, ასევე, დახმარების თხოვნის მნიშვნელობაზე.

მუსიკალური ვიდეოები: მუსიკალური ვიდეოები, რომლებშიც ფონად ჩანს ალკოჰოლი ან თამბაქო. სიმღერის ტექსტები, რომლებშიც არასექსუალური შინაარსის რომანტიკული თემებია ან მსუბუქად შეურაცხმყოფელი ლექსიკა, მაგალითად, „სულელი“ ან „იდიოტი“.

უფროსი ბავშვების კონტენტის პარამეტრი

უფროსი ბავშვების კონტენტის პარამეტრი შეიქმნა 9-12 წლის ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით. ეს პარამეტრი უფროსი ბავშვებისთვისაა, რომლებიც, შესაძლოა, მზად იყვნენ უფრო მეტად ზრდასრულთა კონტენტისთვის, რომელიც YouTube-ზე არსებული ვიდეოებიდან იფილტრება. მაგალითად, აპი აჩვენებს მუსიკას, ვიდეო თამაშებს, ვიდეობლოგებს, კომედიას და სპორტს, რომლებიც არ შედის YouTube Kids-ის უმცროსი და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის განსაზღვრული კონტენტის პარამეტრებში. ასევე, მასში შესულია უმცროსი და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის განსაზღვრულ პარამეტრებში შემავალი კონტენტი. ეს პარამეტრი ზრდასრულთა კონტენტის გამორიცხვას ცდილობს, მაგრამ რადგანაც მთელი კონტენტის ხელით განხილვა არ შეგვიძლია და ავტომატიზებული სისტემა არ არის სრულყოფილი, შეიძლება რამდენიმე ვიდეო გამოგვრჩეს.

ზოგიერთი ვიდეო შეიძლება მოიცავდეს შემდეგ შინაარსს:

ზრდასრულთა კონტენტი: ვიდეოები, რომლებშიც ნაჩვენები ან განხილულია არასექსუალური ხასიათის გამოცდილებები, რომლებიც დაკავშირებულია რომანტიკულ გრძნობებსა და ლტოლვასთან, მაგალითად, პაემანი ან პირველი კოცნა. ასაკის შესაფერისი ვიდეოები სექსუალურ განათლებასთან დაკავშირებული თემების, მაგალითად, სქესობრივი სიმწიფისა და გამრავლების, შესახებ.

სისასტიკე: ასაკის შესაფერისი ვიდეოები, რომლებიც უკავშირდება საგანმანათლებლო მიმდინარე მოვლენებს და რომლებიც შეიძლება შეიცავდეს მსუბუქ სისასტიკეს მოვლენის კონტექსტში. არაგრაფიკული სისასტიკე სცენარის მქონე და ანიმაციურ ვიდეოებში, რომლებსაც ჩვეულებრივად ვხვდებით ვიდეო თამაშებში, სატელევიზიო სერიალებსა და ფილმებში.

იარაღი: ვიდეოები, რომლებშიც ჩანს არარეალური ცეცხლსასროლი იარაღი თამაშის კონტექსტში. იარაღი ვიდეო თამაშებსა და ანიმაციურ კონტენტში, რომლებიც რეალისტურად გამოიყურება.

სახიფათო კონტენტი: სახიფათო ქმედებები, რომლებიც სრულდება პროფესიულ გარემოში (მაგალითად, ტელევიზია ან კინოსტუდია) და რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ზიანი. ვიდეოები, რომლებშიც იშვიათადაა ნახსენები ან გამოყენებული ალკოჰოლი ან თამბაქო. თვითშემოქმედების ვიდეოები, რომლებშიც ჩანს ადვილად ხელმისაწვდომი პროდუქტები და ხელსაწყოები, ან ბასრი საგნების, მაგალითად, X-acto-ს ფირმის დანის ან ხერხის, გამოყენება.

უცენზურო ლექსიკა: ვიდეოები, რომლებშიც იშვიათად იყენებენ მსუბუქ უხამს ლექსიკას, მაგალითად, „ჯანდაბა“ ან „ფუ, ამისი“, არაძალადობრივ კონტექსტში.

დიეტა, ფიტნესი და სილამაზე: ვიდეოები, რომლებშიც ჩანს კოსმეტიკური ნაწარმის მიმოხილვები, ასაკის შესაფერისი მაკიაჟის კეთების სახელმძღვანელო ვიდეოები და საგანმანათლებლო კონტენტი ჯანმრთელობისა და გაჯანსაღების შესახებ.

სენსიტიური თემები: ასაკის შესაფერისი ვიდეოები, რომლებშიც განხილულია ისეთი სენსიტიური საკითხები, როგორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობა, დამოკიდებულება, კვებითი აშლილობები, დანაკარგი ან გლოვა. ამ პარამეტრის ვიდეოებში წარმოდგენილი არ არის გრაფიკული გამოსახულებები და კონცენტრირებული არ არის პრობლემასთან გამკლავებისა და გამოჯანმრთელების პოზიტიურ სტრატეგიებზე, ასევე, დახმარების თხოვნის მნიშვნელობაზე.

მუსიკალური ვიდეოები: მუსიკალური ვიდეოები, რომლებშიც ჩანს კონტექსტით გამართლებული სექსუალური ცეკვები და ალკოჰოლისა თუ თამბაქოს იშვიათი გამოყენება. სიმღერის ტექსტები, რომლებშიც გამოყენებულია მსუბუქად უხამსი ლექსიკა, ან იშვიათად ნახსენებია ალკოჰოლი და თამბაქო.

კონტენტი კომერციული ელემენტებით

კონტენტი ფასიანი პროდუქტის განთავსებით ან რეკომენდაციებით. ჩვენთვის დაუშვებელია YouTube Kids-ზე ისეთი ვიდეოების განთავსება, რომლებშიც წარმოდგენილია ფასიანი პროდუქტის განთავსება ან რეკომენდაციები. როცა შემქმნელი YouTube Studio-ს მეშვეობით აღნიშნავს, რომ მისი ვიდეო შეიცავს ფასიანი პროდუქტის განთავსებას ან რეკომენდაციას, ჩვენ წავშლით მის ვიდეოებს YouTube Kids აპიდან.

ზედმეტად კომერციული კონტენტი. ზედმეტად კომერციული ან სარეკლამო კონტენტი დაუშვებელია YouTube Kids-ში, მაგალითად:

  • შემქმნელის ან ბრენდის მიერ ატვირთული ტრადიციული რეკლამა პროდუქტებისა თუ სერვისების შესახებ.
  • კონტენტი, რომელიც პირდაპირ მოუწოდებს მნახველს, შეიძინოს პროდუქტი.
  • ვიდეოები, რომლებიც კონცენტრირებულია პროდუქტის შეფუთვაზე.
  • ვიდეოები, რომლებიც კონცენტრირებულია პროდუქტების ზედმეტ დაგროვებასა თუ მოხმარებაზე.

მაცდუნებელი, სენსაციური ან დამაინტრიგებელი კონტენტი

ჩვენთვის დაუშვებელია YouTube Kids-ზე მაცდუნებელი, სენსაციური ან დამაინტრიგებელი ვიდეოების გაშვება. მაგალითად, დაბალი ხარისხის საბავშვო და საოჯახო კონტენტი, რომელიც ცდუნების, სენსაციის და/ან მანიპულაციის მეშვეობით იპყრობს ბავშვებს ყურადღებას და აცდუნებს, რომ დააწკაპუნონ/ნახონ კონტენტი ისეთი საცდურით, როგორიცაა:

  • შეცდომაში შემყვანი სათაურები და ესკიზები
  • სენსაციური სათაურები და ესკიზები
  • საკვანძო სიტყვების დახვავება სათაურებში (მაგ., საკვანძო სიტყვების ზედმეტი გამოყენება)
  • ერთმანეთთან დაუკავშირებელი საბავშვო თემების აღრევა

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
3756582932878467645
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false