მრავალარხიანი ქსელებისა (MCN) და აფილირებული არხებისთვის მოქმედი საგადასახადო მოთხოვნები

მნიშვნელოვანი: მონეტიზაციის შემქმნელებმა უნდა შეამოწმონ თავისი საგადასახადო ინფორმაცია AdSense-ში YouTube-ისთვის, რადგან წლის ბოლო ახლოვდება. წარმოადგინეთ საგადასახადო ფორმა და თუ გეკუთვნით, მოითხოვეთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უპირატესობა 2023 წლის 10 დეკემბრამდე. Google გამოითვლის 2023 წლის გადასახადს და საჭიროებისამებრ დააბრუნებს სხვაობას.

თუ საგადასახადო ინფორმაციას არ გაგვიზიარებთ, Google-მა შეიძლება დაგიკავოთ გადასახადი მსოფლიოს მასშტაბით მაქსიმალური საგადასახადო განაკვეთით. თუ საგადასახადო ინფორმაციას გაგვიზიარებთ, თქვენი განაკვეთი შეიძლება იყოს თქვენი აშშ-ში შემოსავლის მაქსიმუმ 30%.

შეამოწმეთ თქვენი საგადასახადო ინფორმაცია და მოითხოვეთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უპირატესობა:

  • დარწმუნდით, რომ გამოგვიგზავნეთ თქვენი საგადასახადო ინფორმაცია. გადაამოწმეთ, რომ საგადასახადო ფორმის სტატუსი არის გამწვანებული და „დამტკიცებული“ AdSense-ში YouTube-ისთვის.
  • გადაამოწმეთ თქვენს საგადასახადო კონსულტანტთან, თუ გეკუთვნით ხელშეკრულებით გათვალისწინებული უპირატესობების მოთხოვნა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულმა უპირატესობამ შეიძლება შეგიმციროთ გადასახადის დაკავების განაკვეთი გარკვეული ტიპის შემოსავლებზე:
    • სხვა საავტორო უფლებების როიალტი (მაგ., YouTube პარტნიორთა პროგრამა და Google Play)
    • სერვისები (მაგ., Google AdSense)

შეიტყვეთ მეტი YouTube-ზე გადასახადის დაკავების შესახებ ან გაეცანით ხშირად დასმულ შეკითხვებს Google-ში აშშ-ის საგადასახადო ინფორმაციის წარდგენის შესახებ.

Google ვალდებულია, შეაგროვოს საგადასახადო ინფორმაცია YouTube პარტნიორთა პროგრამის (YPP) შემქმნელებისგან. თუ რაიმე საგადასახადო დაქვითვა ვრცელდება, Google დააკავებს გადასახადს YouTube-ზე გამომუშავებიდან, რომელიც მიღებულია აშშ-ში მყოფი მნახველებისგან. აღნიშნული სტატია ეხება კონკრეტულად მრავალარხიანი ქსელის (MCN) აფილირებულ შემქმნელებს. შეიტყვეთ მეტი YouTube-ზე გადასახადის დაკავების შესახებ აქ და გაეცანით ჩვენს ხშირად დასმულ შეკითხვებს: თქვენი აშშ-ის საგადასახადო ინფორმაციის Google-ისთვის გაგზავნა.

მნიშვნელოვანი: Google არასდროს გამოგიგზავნით არასასურველ შეტყობინებებს, რომლებითაც მოგთხოვთ პაროლს ან სხვა პერსონალურ ინფორმაციას. სანამ რაიმე ბმულზე დააწკაპუნებთ, დარწმუნდით, რომ ელფოსტა გამოგზავნილია @youtube.com ან @google.com მისამართებიდან.

ინფორმაცია აფილირებული სუბიექტებისთვის

მრავალარხიანი ქსელის (MCN) წევრი ხართ? ამ შემთხვევაში, თქვენ უნდა წარადგინოთ აშშ-ის საგადასახადო ინფორმაცია YouTube-ისთვის AdSense ანგარიშში, რომელიც მიბმულია თქვენს არხთან. აღნიშნული ინფორმაცია გამოიყენება გადასახადის დაკავებისთვის, ასეთის არსებობის შემთხვევაში. დასაკავებელი გადასახადის სწორად გამოსათვლელად თქვენი YouTube-ისთვის AdSense ანგარიში სამართლებრივად გაფორმებული უნდა იყოს თქვენს ან თქვენი ბიზნესის სახელზე. ამასთან, ფაილზე მითითებული მისამართი უნდა ემთხვეოდეს თქვენს მუდმივ საცხოვრებელ მისამართს საგადასახადო და იურიდიული მიზნებისათვის.

თქვენი არხის შემოსავლის გადახდა გაგრძელდება თქვენი მრავალარხიანი ქსელის (MCN) პარტნიორისთვის. თუ დაკავების გადასახადი მოქმედებს, ის დაგიკავდებათ გადახდიდან, რომელიც თქვენმა მრავალარხიანმა ქსელმა (MCN) მიიღო თქვენი არხისთვის.

დაკავების ოდენობა არ გამოჩნდება YouTube ანალიტიკაში; ის უნდა გამოითვალოს ხელით აქ წარმოდგენილი პრინციპით. თქვენი მრავალარხიანი ქსელი (MCN) მიიღებს ანგარიშს ყოველთვიურად, რომელშიც სრულად იქნება ნაჩვენები აშშ-ის დაკავებული გადასახადი.

თუ წარადგინეთ აშშ-ის საგადასახადო ინფორმაცია დაკავების დაწყების შემდეგ და უფრო დაბალი განაკვეთით დაბეგვრა გეკუთვნით, დაკავების განაკვეთი დაკორექტირდება გადახდის მომდევნო ციკლში.

აფილირებული სუბიექტებისთვის გადასახადის დაბრუნება

2023 წლიდან მრავალარხიანი ქსელების (MCN) აფილირებული არხები შეიძლება კვალიფიცირდნენ თანხის დაბრუნებაზე. აფილირებულმა არხებმა უნდა მოგვაწოდონ დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ გადახდაზე ვრცელდებოდა დაბალი საგადასახადო განაკვეთი. თანხის დაბრუნებას დაექვემდებარება მხოლოდ იმავე კალენდარულ წელში დაკავებული გადასახადები. ცვლილება არ ეხება 2022 ან გასულ წლებს. მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ თანხა დაუბრუნდება ორიგინალი კონტენტის მფლობელს, რომლისგანაც მოხდა გადასახადის დაკავება.

ინფორმაცია მრავალარხიანი ქსელებისთვის (MCN)

YouTube-ზე იმ კონტენტის მფლობელების მიერ გამომუშავებული თანხა, რომელიც შედის მრავალარხიანი ქსელის (MCN) საკუთრებაში და მმართველობაში, შეიძლება დაექვემდებაროს აშშ-ში გადასახადის დაკავებას. Google გამოიყენებს საგადასახადო ინფორმაციას, რომელიც წარადგინეთ YouTube-ისთვის AdSense ანგარიშში, რათა გამოთვალოს თქვენს საკუთრებასა და მმართველობაში არსებული კონტენტის მფლობელებისგან დასაკავებელი გადასახადი. აღნიშნული მოიცავს ყველა სხვა ცალკეულ არხსა და კონტენტის მფლობელს, რომლებიც დაკავშირებულია არააფილირებულ ანგარიშთან.

თუ რაიმე სახის დასაკავებელი გადასახადი ვრცელდება თქვენზე, მისი ნახვა YouTube-ისთვის AdSense ანგარიშის გადახდების ანგარიშგებაში შეგიძლიათ. აფილირებული პირების გადასახადის დაკავების შემთხვევაში თქვენ გამოგეგზავნებათ დამატებითი შეტყობინება. 

Google აფილირებულ არხებს პირდაპირ გაუგზავნის საგადასახადო ანგარიშგების ფორმებს (მაგ., 1042-S, 1099-MISC), არხთან მიბმული YouTube-ისთვის AdSense ანგარიშში მითითებული საგადასახადო ინფორმაციის საფუძველზე.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
4794318599788398090
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false