ინფორმაცია განმეორებით და უნიკალურ მნახველებზე

A graph of your new and returning viewers can be found in the 'Audience' tab, under the 'Analytics' section in the left menu.

ინფორმაცია განმეორებითი და უნიკალური მნახველების შესახებ დაგეხმარებათ შეიმუშავოთ კონტენტთან დაკავშირებული სტრატეგია თქვენი არხისთვის. მაგალითად, თანმიმდევრული კონტენტის შექმნით შეძლებთ ერთგული აუდიტორიის შექმნას, ახალი თემების მოსინჯვით კი —ახალი მნახველების მოზიდვას.

რატომ ვერ ვხედავ განმეორებითი მნახველების „ჯამურ“ მონაცემებს სხვადასხვა თარიღის არჩევის დროს?

ხელმისაწვდომია თქვენი განმეორებითი მნახველების ბოლო 7, 28 და 90 დღის ჯამური მონაცემები. ძველი, განმეორებითი და უნიკალური მნახველების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ 2020 წლის 1-ლი სექტემბრის დიაგრამაზე . გარდა ამისა, მონაცემები განახლდება ყოველ 1-2 დღეში ერთხელ.

რას ნიშნავს, თუ ჩემს არხზე ნახვების უმეტესობა დაკავშირებულია უნიკალურ მნახველებთან?

ეს მიუთითებს იმაზე, რომ მნახველებმა შესაძლოა უყურონ თქვენს ზოგიერთ ვიდეოს, თუმცა მცირეა იმის შანსი, რომ ოდესმე დაბრუნდნენ სხვა ვიდეოების სანახავადაც. ეს ტენდენცია დამახასიათებელია ისეთი არხებისთვის, როგორიცაა:

  • არხები, რომლებზეც იტვირთება სხვადასხვა თემატიკის ვიდეოები, რომლებიც, შესაბამისად, იზიდავს სხვადასხვა ტიპის მნახველებს.
  • „სასწავლო“ არხები, სადაც მნახველები ვიდეოებს უყურებენ იმისათვის, რომ გაიგონ, როგორ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება და სადაც ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ეს მნახველები კვლავ დაბრუნდნენ სხვა ვიდეოების სანახავადაც.

შენიშვნა: ეს ტენდენციები იცვლება თქვენი არხისა და აუდიტორიის შესაბამისად. 

რას ნიშნავს, თუ ჩემს არხზე ნახვების უმეტესობა დაკავშირებულია განმეორებით მნახველებთან?

ეს ნიშნავს, რომ არხს ჰყავს ერთგული აუდიტორია და დიდია ალბათობა, რომ მნახველები კვლავ დაბრუნდებიან სხვა ვიდეოების სანახავადაც. ეს ტენდენცია დამახასიათებელია ისეთი არხებისთვის, როგორიცაა:

  • არხები, სადაც იტვირთება თითქმის ერთი და იმავე თემატიკის ან ნაცნობი ფორმატის მქონე თანმიმდევრული კონტენტი.
  • არხები, სადაც ვიდეოებს ერთი და იგივე პირები, მაგალითად, ცნობილი სახეები ან ისეთი პირები წარადგენენ, რომლებიც მნახველების დიდი სიმპათიით სარგებლობენ.
  • არხები, რომლებზეც იქმნება პოპულარული სერიები, რომლებიც მნახველებს იზიდავს და ისინი აუცილებლად ბრუნდებიან სხვა ვიდეოების სანახავადაც.

შენიშვნა: ეს ტენდენციები იცვლება თქვენი არხისა და აუდიტორიის შესაბამისად.

რატომ არის განმეორებითი მნახველების რაოდენობა გამომწერების რაოდენობაზე ნაკლები?

თქვენი გამომწერთა რაოდენობა მიუთითებს იმაზე, თუ რამდენმა მნახველმა გამოიწერა თქვენი YouTube არხი და არა იმ მნახველების რაოდენობაზე, რომლებიც თქვენს ვიდეოებს უყურებენ. საშუალოდ, მნახველებს ათეულობით არხი აქვთ გამოწერილი და დიდი ალბათობით, არ უბრუნდებიან მათ უმეტესობას ახლად ატვირთული ვიდეოების სანახავად. გარდა ამისა, ბევრ მნახველს გამოწერილი აქვს ის არხებიც, რომლებსაც შესაძლოა საერთოდ აღარ ადევნებდეს თვალს.

აწარმოებს თუ არა YouTube-ის რეკომენდაციების სისტემა ოპტიმიზაციას განმეორებითი მნახველებისთვის?

ჩვენი რეკომენდაციების სისტემის მიზანია მნახველებისთვის მეტი ისეთი ვიდეოებისა და არხების შეთავაზება, რომლებიც, სავარაუდოდ, მიიპყრობს მათ ყურადღებას. თუ მნახველები რეგულარულად ბრუნდებიან თქვენს არხზე მეტი ვიდეოს სანახავად, სამომავლოდ დიდია მათთვის თქვენი სხვა ვიდეოების შეთავაზების ალბათობაც.

იხილეთ მაგალითი

იხილეთ YouTube-ის შემქმნელების არხის შემდეგი ვიდეო და გაიგეთ მეტი განმეორებითი და უნიკალური მნახველების მონაცემების შესახებ. 

მნახველების რაოდენობის ტენდენციების გასააზრებლად: ახალი და დაბრუნებული მნახველები YouTube ანალიტიკაში

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
5556486516205576889
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false