ვულგარულ ენასთან დაკავშირებული წესები

ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენი შემქმნელების, მნახველებისა და პარტნიორების უსაფრთხოება. მივესალმებით და ვაფასებთ თქვენს ყველა ინიციატივას დაიცვათ ჩვენი უნიკალური და მრავალფეროვანი საზოგადოება. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ თითოეული მომხმარებელი კარგად იცნობდეს ჩვენს საზოგადოების წესდებას და მის მნიშვნელობას YouTube-ის უსაფრთხოების შენარჩუნებაში. თხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ წესებს. ჩვენი წესდების სრული სიის სანახავად, შეამოწმეთ ეს გვერდი.

ზოგჯერ გამოყენებული ენა შეიძლება არ იყოს შესაფერისი 18 წელს მიუღწეველი მნახველებისთვის.

თუ აღმოაჩენთ კონტენტს, რომელიც არღვევს ამ წესებს, შეგვატყობინეთ. ჩვენი საზოგადოების წესდების დარღვევის შესახებ მოხსენების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ. თუ აღმოაჩინეთ რამდენიმე ვიდეო ან კომენტარი და გსურთ მათ შესახებ მოხსენების წარდგენა, შეგიძლიათ, გააგზავნოთ მოხსენება არხის შესახებ.

რას ნიშნავს ეს წესები თქვენთვის

თუ აქვეყნებთ კონტენტს

უცენზურო კონტენტს, რომელიც არღვევს ამ წესებს, შესაძლოა, მოჰყვეს ასაკობრივი შეზღუდვა, ამოშლა ან გაფრთხილება. კონტენტის ასაკობრივად შეზღუდვის, ამოშლის თუ გაფრთხილების დროს ვიხელმძღვანელებთ შემდეგი ფაქტორებით.

  • უცენზურო მეტყველების ან ნარატივების გამოყენება
  • კონტენტში ზღვარგადასული უხამსობის გამოყენება 
  • ძალიან უხამსი ან სექსუალურად მაცდუნებელი ტერმინების გამოყენება კონტენტის სათაურში, ესკიზში ან დაკავშირებულ მეტამონაცემებში
  • ზედმეტად სექსუალური ხმების გამოყენება

შენიშვნა: ზემოთ წარმოდგენილი სია არასრულია.

ასაკის მიხედვით შეზღუდული კონტენტი

წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს, რომლებიც შეიძლება ასაკობრივად შეიზღუდოს:
  • უხამსობების (ნაკრები, სიმღერა თუ კონტექსტიდან ამოღებული კლიპი) გამოყენებაზე ორიენტირებული ვიდეო
  • ვიდეო, რომლის სათაურშიც გამოყენებულია ძალიან უხამსი ენა 
  • ვიდეო, რომელშიც განმეორებითად გამოყენებულია ვულგარული ან სექსუალური ლექსიკა

ეს წესები ვრცელდება ვიდეოებზე, ვიდეოების აღწერილობებზე, კომენტარებზე, პირდაპირ სტრიმინგებზე, აუდიოსა და ნებისმიერ სხვა YouTube პროდუქტზე ან ფუნქციაზე. გახსოვდეთ, ეს მხოლოდ მაგალითებია. არ გამოაქვეყნოთ კონტენტი, თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება ამ წესებს არღვევდეს.

შესაძლოა, დავუშვათ ვულგარული კონტენტი, თუ მისი ძირითადი მიზანი საგანმანათლებლო, დოკუმენტური, სამეცნიერო ან მხატვრულია და უკონტექსტოდ არ არის წარმოდგენილი. მაგალითად, გინების შემცველი სიმღერის სათაური ან უხამსი ლექსიკის ჭარბად შემცველი სიმღერა. გახსოვდეთ, რომ კონტენტში, სათაურსა და აღწერაში კონტექსტის მითითება დაგვეხმარება ჩვენც და თქვენს მნახველებსაც, დავადგინოთ ვიდეოს მიზანი.

რა ხდება, თუ კონტენტი არღვევს ამ წესებს

თუ თქვენი კონტენტი წინამდებარე წესებს ეწინააღმდეგება, კონტენტს ამოვშლით და ამის შესახებ ელფოსტით შეგატყობინებთ. თუ ვერ დავადასტურებთ, რომ თქვენ მიერ გამოქვეყნებული ბმული უსაფრთხოა, შეიძლება ამოვშალოთ ბმული. გაითვალისწინეთ, რომ ვიდეოსთან ერთად ან ვიდეოს მეტამონაცემებში გამოქვეყნებული URL-ები, რომლებიც წესებს არღვევს, შეიძლება ვიდეოს ამოშლის მიზეზი გახდეს.

თუ ეს საზოგადოების წესდების პირველი დარღვევაა, თქვენ, სავარაუდოდ, მიიღებთ შენიშვნას და თქვენს არხს ჯარიმა არ დაეკისრება. თუ გაივლით ტრენინგს წესების შესახებ, თქვენს შენიშვნას ვადა 90 დღის გასვლის შემდეგ ამოეწურება. თუმცა, თუ 90 დღის განმავლობაში განმეორებით დაარღვევთ წესებს, შენიშვნას ვადა არ ამოეწურება და თქვენი არხი გაფრთხილებას მიიღებს. ტრენინგის დასრულების შემდეგ დარღვეული სხვა წესი ცალკე შენიშვნას იღებს.

თუ 90 დღის განმავლობაში 3 გაფრთხილება დაგიგროვდათ, თქვენი არხი შეწყვეტს მოქმედებას. შეიტყვეთ მეტი ჩვენი გაფრთხილებების სისტემის შესახებ.

საზოგადოების წესდებისა და მომსახურების პირობების განმეორებითი დარღვევის გამო, უფლება გვაქვს თქვენს არხს ან ანგარიშს მოქმედება შევუწყვიტოთ. ასევე, უფლებას ვიტოვებთ თქვენს არხს ან ანგარიშს მოქმედება შევუწყვიტოთ მხოლოდ ერთი დარღვევის გამო, თუ ეს დარღვევა მძიმეა ან როცა არხი არღვევს დებულებას. განმეორებით დამრღვევებს შეიძლება შეეზღუდოთ მონაწილეობის მიღება წესების შესახებ მომავალ ტრენინგებში. შეიტყვეთ მეტი არხისა და ანგარიშის მოქმედების შეწყვეტის შესახებ.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
2669910932848126074
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false