გატეხილი Google ანგარიშის დაცვა

თქვენს Google ანგარიშში, Gmail-ში ან Google-ის სხვა პროდუქტში უჩვეულო აქტივობის შემჩნევის შემთხვევაში, შესაძლოა, თქვენს ანგარიშს ვიღაც უნებართვოდ იყენებდეს. თქვენი Google ანგარიშის ან Gmail-ის გატეხაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში შეასრულეთ ქვემოთ მოცემული ნაბიჯები, რომლებიც საეჭვო აქტივობის გამოვლენაში, მასზე წვდომის აღდგენაში და უკეთ დაცვაში დაგეხმარებათ.

ნაბიჯი 1: შედით თქვენს Google ანგარიშში

თუ სისტემაში შესვლას ვერ ახერხებთ

გადადით ანგარიშის აღდგენის გვერდზე და მაქსიმალურად ზუსტად უპასუხეთ შეკითხვებს. გაეცანით ამ მინიშნებებსაც.

ისარგებლეთ ანგარიშის აღდგენის გვერდით, თუ:

  • ვიღაცამ შეცვალა თქვენი ანგარიშის ინფორმაცია (მაგ. პაროლი ან აღდგენის ტელეფონის ნომერი).
  • ვიღაცამ წაშალა თქვენი ანგარიშში.
  • სისტემაში შესვლას სხვა მიზეზით ვერ ახერხებთ.

მინიშნება: ანგარიშები რომ არ აგერიოთ, სცადეთ მომხმარებლის სახელის აღდგენა.

ნაბიჯი 2: გადახედეთ აქტივობას და დაიცავით გატეხილი Google ანგარიშში

აქტივობის გადახედვა ანგარიშში
  1. გადადით თქვენს Google ანგარიშზე.
  2. მარცხენა სანავიგაციო პანელში აირჩიეთ უსაფრთხოება.
  3. „უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენების“ პანელზე აირჩიეთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოვლენების გადახედვა.
  4. შეამოწმეთ საეჭვო აქტივობა:
    • თუ შენიშნავთ აქტივობას, რომელიც თქვენ არ გეკუთვნით: აირჩიეთ არა, მე არ ვყოფილვარ. შემდეგ მიჰყევით ეკრანზე მოცემულ ნაბიჯებს, რომლებიც ანგარიშის დაცვაში დაგეხმარებათ.
    • თუ აქტივობა თქვენ გეკუთვნით: აირჩიეთ დიახ. თუ მაინც ფიქრობთ, რომ თქვენი ანგარიშით სხვა სარგებლობს, შეიტყვეთ, გატეხილი იყო თუ არა თქვენი ანგარიში.
იმ მოწყობილობების გადახედვა, რომლებიც თქვენი ანგარიშით სარგებლობს
  1. გადადით თქვენს Google ანგარიშზე.
  2. მარცხენა სანავიგაციო პანელში აირჩიეთ უსაფრთხოება.
  3. „თქვენი მოწყობილობების“ პანელზე აირჩიეთ მოწყობილობების მართვა.
  4. შეამოწმეთ მოწყობილობები, რომლებსაც ვერ ცნობთ.
    • თუ შეამჩნევთ მოწყობილობას, რომელსაც ვერ ცნობთ: აირჩიეთ რომელიმე მოწყობილობას ვერ ცნობთ? შემდეგ მიჰყევით ეკრანზე მოცემულ ნაბიჯებს, რომლებიც ანგარიშის დაცვაში დაგეხმარებათ.
    • თუ ყველა მოწყობილობას ცნობთ, მაგრამ მაინც ფიქრობთ, რომ თქვენი ანგარიშით სხვა სარგებლობს: შეიტყვეთ, გატეხილი იყო თუ არა თქვენი ანგარიში.

ნაბიჯი 3: გააძლიერეთ უსაფრთხოება

2-ფაზიანი დადასტურების ჩართვა

2-ფაზიანი დადასტურება დაგეხმარებათ, დაიცვათ თქვენი ანგარიში ჰაკერებისგან. 2-ფაზიანი დადასტურება იყენებს:

  • თქვენთვის ცნობილ ინფორმაციას (თქვენს პაროლს)
  • თქვენს მფლობელობაში არსებულ ნივთს (თქვენს ტელეფონს, უსაფრთხოების გასაღებს ან ამობეჭდილ კოდს)

ამგვარად, თქვენი ანგარიში დაცული იქნება პაროლის მოპარვის შემთხვევაშიც კი.

თქვენს ბანკთან ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან დაკავშირება

შეამოწმეთ, რომ თქვენი ბანკისთვის ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისთვის არავის მიუცია ანგარიშის გახსნის ან თანხის გადარიცხვის მსგავსი დავალება. აღნიშნული მნიშვნელოვანია, თუ:

  • ანგარიშში შენახული გაქვთ საბანკო ინფორმაცია (როგორიცაა საკრედიტო ბარათები Google Pay-ში ან Chrome-ში).
  • ანგარიშში შენახული გაქვთ პერსონალური ინფორმაცია (როგორიცაა საგადასახადო ან საპასპორტო მონაცემები). მაგალითად, პერსონალური ინფორმაცია შეიძლება შენახული გქონდეთ Google Photos-ში, Google Drive-ში ან Gmail-ში.
  • ფიქრობთ, რომ თქვენად თავს სხვა ასაღებს.
საზიანო პროგრამული უზრუნველყოფის ამოშლა

თუ ანგარიშში საეჭვო აქტივობას შენიშნავთ, გირჩევთ საზიანო პროგრამული უზრუნველყოფის ამოშლას. ანგარიშის დაცვის გაუმჯობესების მიზნით, დააინსტალირეთ და გაუშვით სანდო ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფა.

გარდა ამისა, შეგიძლიათ დააბრუნოთ კომპიუტერი ქარხნულ პარამეტრებზე და ხელახლა დააინსტალიროთ ოპერაციული სისტემა.

მნიშვნელოვანია: აუცილებლად შექმენით მნიშვნელოვანი ფაილების სარეზერვო ასლები. შეიტყვეთ ფაილების Google Drive-ში ატვირთვის შესახებ.
უფრო უსაფრთხო ბრაუზერის ინსტალაცია
ზოგიერთი ინტერნეტ-ბრაუზერის უსაფრთხოება სუსტია. გირჩევთ, ისარგებლოთ შედარებით უფრო დაცული ბრაუზერით, როგორიცაა Google Chrome.
პაროლების მოპარვის აღკვეთა Password Alert-ის მეშვეობით
თუ თქვენს პაროლს Google-ისგან განსხვავებულ საიტზე შეიყვანთ, Google Chrome-ში ჩაშენებული Password Alert გამცნობთ ამის შესახებ. ამგვარად, გეცოდინებათ, როდის ასაღებს თავს რომელიმე საიტი Google-ად, რათა პაროლი მოგპაროთ.
აპებისა და მოწყობილობების დაცვის ხელშეწყობა
თქვენ მიერ გამოყენებული სხვა Google პროდუქტების დაცვის ხელშეწყობა

შეიტყვეთ, გატეხილი იყო თუ არა თქვენი Google ანგარიში

თუ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რაიმეს შენიშნავთ, შესაძლოა, თქვენს Google ანგარიშს სხვა იყენებდეს.

მნიშვნელოვანია: თუ ფიქრობთ, რომ თქვენს Google ანგარიშში სხვა არის შესული, დაუყოვნებლივ შეცვალეთ თქვენი პაროლი:

  • თქვენი Google ანგარიშისთვის, თუ უკვე არ შეგიცვლიათ
  • აპებისა და საიტებისთვის:
    • რომლებისთვისაც იყენებთ თქვენი Google ანგარიშის იდენტურ პაროლს
    • რომლებიც გიკავშირდებათ თქვენი Google ანგარიშის ელფოსტის მისამართის მეშვეობით
    • რომლებშიც შედიხართ თქვენი Google ანგარიშის ელფოსტის მისამართის მეშვეობით
    • რომლებისთვისაც შეინახეთ პაროლები თქვენს Google ანგარიშში

შეგიძლიათ შეამოწმოთ და ამოშალოთ უცნობი მოწყობილობები, რომლებიც შესულია თქვენს ანგარიშში.

საეჭვო აქტივობა ანგარიშში

უსაფრთხოების კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარამეტრების ცვლილება

დაუყოვნებლივ შეცვალეთ პარამეტრი, თუ შეამჩნევთ, რომ ვიღაცამ შეცვალა შემდეგი:

უნებართვო ფინანსური აქტივობა

თქვენი ფინანსური აქტივობა შეიძლება საეჭვო იყოს, თუ:

შეტყობინებები უჩვეულო აქტივობის შესახებ

მინიშნება: საეჭვო აქტივობის შესახებ შესატყობინებლად გამოვიყენებთ თქვენს აღდგენის ტელეფონის ნომერსა და ელფოსტის მისამართს.

უჩვეულო აქტივობის შესახებ შეტყობინებაში იგულისხმება:

  • შეტყობინება სისტემაში უჩვეულო შესვლის ან თქვენს ანგარიშში დაფიქსირებული ახალი მოწყობილობის შესახებ.
  • შეტყობინება თქვენი მომხმარებლის სახელის, პაროლის ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა პარამეტრების შეცვლის შესახებ რომელიც თქვენ არ განგიხორციელებიათ.
  • შეტყობინება სხვა აქტივობის შესახებ, რომელსაც ვერ ცნობთ.
  • წითელი ზოლი ეკრანის ზედა ნაწილში, რომელიც გაუწყებთ, რომ „ჩვენ გამოვავლინეთ საეჭვო აქტივობა თქვენს ანგარიშში“.
  • ინფორმაცია თქვენს „მოწყობილობების აქტივობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოვლენების“ გვერდზე.

უჩვეულო აქტივობა თქვენ მიერ გამოყენებულ Google პროდუქტებში

Gmail

Gmail-ის პარამეტრები

დაუყოვნებლივ შეცვალეთ პარამეტრი, თუ შეამჩნევთ, რომ ვიღაცამ შეცვალა შემდეგი:

Gmail აქტივობა

თქვენი Gmail აქტივობა შეიძლება საეჭვო იყოს, თუ:

YouTube

თქვენი YouTube აქტივობა შეიძლება საეჭვო იყოს, თუ:

  • თქვენს YouTube არხზე არის ვიდეოები, რომლებიც არ აგიტვირთავთ, კომენტარები, რომლებიც არ დაგიტოვებიათ, ან თქვენი ნებართვის გარეშე შეიცვალა:
    • არხის სახელი
    • პროფილის ფოტო
    • აღწერილობები
    • ელფოსტის პარამეტრები
    • გაგზავნილი შეტყობინებები
Google Drive

თქვენი Google Drive აქტივობა შეიძლება საეჭვო იყოს, თუ:

Google Photos

თქვენი Google Photos აქტივობა შეიძლება საეჭვო იყოს, თუ:

Blogger

თქვენი Blogger აქტივობა შეიძლება საეჭვო იყოს, თუ:

  • ბლოგში ჩანს პოსტები, რომლებიც არ გამოგიქვეყნებიათ.
  • იღებთ კომენტარებს პოსტებზე, რომლებიც არ გამოგიქვეყნებიათ.
  • თქვენი Blogger-ზე ფოსტის გაგზავნის მისამართი შეიცვალა, თუმცა თქვენ ის არ შეგიცვლიათ.
  • თქვენი ბლოგი გაქრა ან დაიბლოკა.
Google Ads

თქვენი Google Ads აქტივობა, შესაძლოა, საეჭვო იყოს, თუ უცხოდ მოგეჩვენებათ:

  • რეკლამა, რომელიც გადადის უცნობ ბმულებსა თუ დანიშნულების ადგილებზე
  • რეკლამაზე დახარჯული თახის ზრდა
  • ანგარიშის მფლობელების, მენეჯერებისა თუ მომხმარებლების ცვლილება
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
7284289182854060756
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
70975
false
false