ერთდროულად რამდენიმე ანგარიშში შესვლა

თუ ერთზე მეტი Google ანგარიში გაქვთ, ერთდროულად რამდენიმე ანგარიშში შესვლა შეგიძლიათ. ეს დაგეხმარებათ ანგარიშებს შორის მარტივად გადართვაში, რომ გამოსვლა და ხელახლა შესვლა აღარ მოგიწიოთ.

მართალია, თქვენს ანგარიშებში სხვადასხვა პარამეტრია, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში იმოქმედებს ნაგულისხმევი ანგარიშის პარამეტრები.

ანგარიშების დამატება

  1. თქვენი კომპიუტერიდან შედით Google-ში.
  2. ზედა მარჯვენა ნაწილში აირჩიეთ პროფილის სურათი ან ინიციალები.
  3. მენიუში აირჩიეთ ანგარიშების დამატება.
  4. მიჰყევით მითითებებს, რომ შეხვიდეთ ანგარიშში, რომლის გამოყენებაც გსურთ.

ანგარიშებს შორის გადართვა

ანგარიშებს შორის გადართვა შეგიძლიათ თქვენს მობილურ მოწყობილობაზე დაინსტალირებული ზოგიერთი Google აპიდანაც. ანგარიშებს შორის გადართვის პროცესი განსხვავდება აპების მიხედვით. შეიტყვეთ, როგორ დაამატოთ ანგარიშები თქვენს მოწყობილობას. Google-ის ამა თუ იმ აპით სარგებლობისას შეგიძლიათ აირჩიოთ, რომელი ანგარიშით იყოთ შესული სისტემაში.

როდის გირჩევთ ერთზე მეტ ანგარიშში შესვლას

რამდენიმე ანგარიშში შესვლას გირჩევთ მხოლოდ იმ მოწყობილობებზე, რომლებსაც სხვებთან ერთად არ იყენებთ.

თუ საზიარო მოწყობილობას იყენებთ, შეიტყვეთ Google-ში შესვლის სხვა უსაფრთხო ხერხების შესახებ.

ანგარიშების ერთმანეთისგან გარჩევა

იმისთვის, რომ მიხვდეთ, თუ რომელ ანგარიშში ხართ შესული:

  1. თქვენი კომპიუტერიდან გადადით Google-ის რომელიმე გვერდზე, მაგალითად, www.google.com-ზე.
  2. ზედა მარჯვენა ნაწილში აირჩიეთ პროფილის სურათი ან ინიციალები.
  3. მენიუში შეამოწმეთ ელფოსტის მისამართი, რომელიც მოცემული იქნება თქვენს ანგარიშში მითითებული სახელის ქვემოთ.

ანგარიშების ერთმანეთისგან გასასხვავებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა პროფილის ფოტო თუ Gmail-ის თემა.

რამდენიმე ანგარიშში შესვლის ფუნქცია მიუწვდომელია ზოგიერთ პროდუქტში

Google-ის ზოგიერთ პროდუქტში, მაგალითად, Blogger-ში, Google Ads-სა და Analytics-ში, რამდენიმე ანგარიშში ვერ შეხვალთ. მსგავს პროდუქტებში შეხვალთ თქვენს ნაგულისხმევ ანგარიშში.

Google-ის ზოგიერთ პროდუქტში რამდენიმე ანგარიშში შესვლის პროცესი განსხვავებულია. შეიტყვეთ, როგორ გადაერთოთ ანგარიშებს შორის Google Docs-ში, Sheets-სა ან Slides-ში.

მინიშნება: თუ რამდენიმე ანგარიშში შესვლას ვერ მოახერხებთ, ვარიანტად გთავაზობთ Chrome-ის პროფილების ან ინკოგნიტო რეჟიმის გამოყენებას.

გასვლა

მნიშვნელოვანია: გასვლამდე დარწმუნდით, რომ დაყენებული გაქვთ დადასტურების სარეზერვო მეთოდები იმ შემთხვევისთვის, თუ ხელახლა შესვლა გაგირთულდებათ.

  1. თქვენი მოწყობილობიდან გადადით Google-ის რომელიმე გვერდზე, მაგალითად, www.google.com-ზე.
  2. ზედა მარჯვენა ნაწილში აირჩიეთ პროფილის სურათი ან ინიციალები.
  3. მენიუში აირჩიეთ გასვლა ან ყველა ანგარიშიდან გასვლა.

ანგარიშის ამოშლა შესვლის გვერდიდან

  1. თქვენს მოწყობილობაზე გადადით ბრაუზერზე, რომლიდანაც შესული ხართ სისტემაში, მაგალითად, Chrome-ზე.
  2. გადადით myaccount.google.com-ზე.
  3. ზედა მარჯვენა ნაწილში აირჩიეთ პროფილის სურათი ან ინიციალები.
  4. აირჩიეთ გასვლა ან ყველა ანგარიშიდან გასვლა.
  5. აირჩიეთ ანგარიშის ამოშლა.
  6. ანგარიშის გვერდით აირჩიეთ ამოშლა Remove.
  7. არასავალდებულო: თუ სისტემაში შესული ხართ სხვა ბრაუზერებიდან, როგორიცაა Firefox ან Safari, გაიმეორეთ ზემოთ მითითებული ქმედებები თითოეული მათგანისთვის.

ანგარიშებში ინდივიდუალური პარამეტრებია

შესაძლებელია თქვენი თითოეული ანგარიშის პარამეტრების გაკონტროლება. რამდენიმე ანგარიშში შესვლის შემთხვევაში, როგორც წესი, ანგარიშების პარამეტრები საზიარო არ ხდება. მაგალითად, ზოგიერთი ანგარიში შეიძლება ენის განსხვავებულ პარამეტრებს ან სისტემაში შესვლის ეტაპებს იყენებდეს.

ზოგჯერ პარამეტრები გადმოდის

თუ ერთდროულად რამდენიმე ანგარიშში ხართ შესული, ზოგჯერ შეუძლებელია გარჩევა, თუ რომელ ანგარიშს იყენებთ. მაგალითად, თუ ორ ანგარიშში ხართ შესული და ბრაუზერის ახალ ფანჯარას გახსნით, ვერ მივხვდებით, რომელი ანგარიშის გამოყენება გსურთ. მსგავს შემთხვევებში Google-მა შეიძლება გამოიყენოთ თქვენი ნაგულისხმევი ანგარიშის ისეთი პარამეტრები, როგორიცაა ვებსა და აპებში აქტივობა თუ რეკლამის პერსონალიზება.

რა არის ნაგულისხმევი ანგარიში

როგორც წესი, ნაგულისხმევ ანგარიშად ჩაითვლება ის, რომელშიც პირველად შეხვედით. მობილურ მოწყობილობებზე ნაგულისხმევად შეიძლება სხვადასხვა ანგარიში ჩაითვალოს, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ოპერაციულ სისტემასა და აპებს იყენებთ მოწყობილობაზე.

ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
4663805218674500235
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
70975
false
false