სასარჩელო მოთხოვნების განხილვა და შესაბამისი ზომების მიღება

These features are only available to partners who use YouTube Studio Content Manager.

სასარჩელო მოთხოვნებში, რომლებიც თქვენი მხრიდან მოითხოვს ზომების მიღებას, შეიძლება შედიოდეს შესაძლო სასარჩელო მოთხოვნები, სადავო სასარჩელო მოთხოვნები დაგასაჩივრებული სასარჩელო მოთხოვნები. მას შემდეგ, რაც გადახედავთ თქვენს სასარჩელო მოთხოვნას, შეგიძლიათ იმოქმედოთ რამდენიმე გზით, სასარჩელო მოთხოვნის ტიპიდან გამომდინარე.

იმის გასაგებად, თუ როგორ მოქმედებს სადავო სასარჩელო მოთხოვნები მონეტიზაციაზე, გადადით ჩანართზე „მონეტიზაცია“ Content ID-სთან დაკავშირებული დავის მიმდინარეობისას.

განსახილველი სასარჩელო მოთხოვნების მოძიება

  1. გაიარეთ ავტორიზაცია Studio-ს კონტენტის მენეჯერში.
  2. მარცხენა მხარეს მოცემულ მენიუში აირჩიეთ პრობლემური საკითხები .
  3. დააწკაპუნეთ ფილტრის პანელზე და აირჩიეთ პრობლემური საკითხის ტიპი.
  4.  მონიშნეთ უჯრა, რომელიც მოცემულია შესაძლო სასარჩელო მოთხოვნის, სადავო სასარჩელო მოთხოვნის და/ან გასაჩივრებული სასარჩელო მოთხოვნის გვერდით. ძიების პროცესის მეტი ეფექტურობის უზრუნველსაყოფად შეგიძლიათ აირჩიოთ დამატებითი ფილტრები:
    • შესაძლო სასარჩელო მოთხოვნა: განსახილველია, მცირე დამთხვევა, სხვა კონტენტის მენეჯერის მომხმარებლის მიერ ატვირთული ვიდეო, კონფიდენციალურობის დაბალი დონე, არღვევს YouTube-ის მონეტიზაციის პოლიტიკას, რეტროაქტიული ბლოკი. ამ ფილტრების აღწერა შეგიძლიათ იხილოთ აქ.
    • სადავო ან გასაჩივრებული სასარჩელო მოთხოვნა: არასწორად იდენტიფიცირებული საავტორო უფლებებით დაცული მასალა, მართლზომიერი გამოყენება, ავტორიზებული, ორიგინალი კონტენტი, საყოველთაო საკუთრება. ამ ფილტრების აღწერა შეგიძლიათ იხილოთ აქ.
    • სიის უფრო მეტად დასახვეწად შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ფილტრებიც, როგორიცაა არხის ID, მესამე მხარე, ვიდეოს ხანგრძლივობა ან დამთხვევის ტიპი.
  5. დააწკაპუნეთ კონკრეტულ სასარჩელო მოთხოვნაზე. გაიხსნება  სასარჩელო მოთხოვნის შესახებ დეტალური ინფორმაციის გვერდი, სადაც მოცემულია დამატებითი ინფორმაცია სასარჩელო მოთხოვნაზე.
შენიშვნა: თუ ვიდეოსთვის, რომელზეც შესაძლოა წარდგენილ იქნეს სასარჩელო მოთხოვნა, არჩეულია კონფიდენციალურობის პარამეტრი „პირადი“, ვიდეოს დაკვრა არ იქნება შესაძლებელი.

სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით ზომების მიღება

შესაძლო და სადავო სასარჩელო მოთხოვნები გაუქმდება 30 დღის შემდეგ, ხოლო გასაჩივრებული სასარჩელო მოთხოვნები 7 დღის შემდეგ. არ დაგავიწყდეთ სასარჩელო მოთხოვნების რეგულარულად შემოწმება და შესაბამისი ზომების მიღება.
სასარჩელო მოთხოვნების გამოხმობა

სასარჩელო მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაციის გვერდზე შესაძლო, სადავო ან გასაჩივრებული სასარჩელო მოთხოვნის განხილვისას შეგიძლიათ აირჩიოთ სასარჩელო მოთხოვნის გამოხმობის ერთ-ერთი შემდეგი ვარიანტი:

  • სასარჩელო მოთხოვნის გამოხმობა : თუ გსურთ, რომ სასარჩელო მოთხოვნა დარჩეს არააქტიურ რეჟიმში, დააწკაპუნეთ ღილაკზე „სასარჩელო მოთხოვნის გამოხმობა“.
  • სასარჩელო მოთხოვნის გამოხმობა და მასთან დაკავშირებული შაბლონის ამოღება: სასარჩელო მოთხოვნის გამოხმობის და ვიდეოს შესაბამისი შაბლონის ამოღების მიზნით დააწკაპუნეთ ისარზე  , რომელიც მოცემულია ველის „სასარჩელო მოთხოვნის გამოხმობა“ გვერდით და აირჩიეთ „სასარჩელო მოთხოვნის გამოხმობა და მასთან დაკავშირებული შაბლონის ამოღება“.
შენიშვნა: სასარჩელო მოთხოვნის გამოხმობის შემდეგ ან მისი ვადის გასვლის შემთხვევაში შეუძლებელი გახდება სასარჩელო მოთხოვნის ხელახლა გააქტიურება.

ერთდროულად რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნის გამოხმობა

ერთსა და იმავე ვიდეოზე წარდგენილი ერთზე მეტი შესაძლო, სადავო ან გასაჩივრებული სასარჩელო მოთხოვნის გამოსახმობად :

  1. გადახედეთ ყველა სასარჩელო მოთხოვნას სასარჩელო მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაციის გვერდზე.
  2. აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:
    • ყველა სასარჩელო მოთხოვნის გამოხმობა: ვიდეოზე წარდგენილი ყველა სასარჩელო მოთხოვნის გამოსახმობად დააწკაპუნეთ ღილაკზე „სასარჩელო მოთხოვნების გამოხმობა“.
    • გამოსახმობი სასარჩელო ვიდეოების არჩევა: ვიდეოზე წარდგენილი რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნის გამოსახმობად დააწკაპუნეთ ისარზე, რომელიც მოცემულია  ღილაკის „სასარჩელო მოთხოვნების გამოხმობა“ გვერდით, შემდეგ კი დააწკაპუნეთ და აირჩიეთ სასარჩელო მოთხოვნები, რომელთა გამოხმობაც გსურთ. მონიშნეთ იმ სასარჩელო მოთხოვნების გვერდით მოცემული უჯრები, რომელთა გამოხმობაც გსურთ.

სხვადასხვა ვიდეოზე წარდგენილი ერთზე მეტი შესაძლო, სადავო, ან გასაჩივრებული სასარჩელო მოთხოვნის გამოსახმობად:

  1. გადადით პრობლემური საკითხების  გვერდზე.
  2. დააწკაპუნეთ ფილტრის პანელზე და აირჩიეთ პრობლემური საკითხის ტიპი.
  3. მონიშნეთ უჯრა, რომელიც მოცემულია შესაძლო, სადავო, ან/და გასაჩივრებული სასარჩელო მოთხოვნის გვერდით.
  4. დააწკაპუნეთ ღილაკზე „გამოყენება“.
  5. მონიშნეთ იმ ვიდეოების გვერდით მოცემული უჯრები, რომლებთან დაკავშირებით წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნის გამოხმობაც გსურთ.
  6. დააწკაპუნეთ ზედა ბანერზე მოცემულ ღილაკზე „სასარჩელო მოთხოვნის გამოხმობა“.
შესაძლო სასარჩელო მოთხოვნების დადასტურება

სასარჩელო მოთხოვნის შესახებ დეტალური ინფორმაციის გვერდზე სასარჩელო მოთხოვნის განხილვისას შეგიძლიათ აირჩიოთ სასარჩელო მოთხოვნის დადასტურების ერთ-ერთი შემდეგი ვარიანტი:

  • სასარჩელო მოთხოვნის დადასტურება: იმის  დასადასტურებლად, რომ  შესაძლო სასარჩელო მოთხოვნა ძალამოსილია და დაცულია შესაბამისობის წესები, დააწკაპუნეთ ღილაკზე „სასარჩელო მოთხოვნის დადასტურება“.
  • სასარჩელო მოთხოვნის დადასტურება და ვიდეოს წაშლის მოთხოვნის გაგზავნა: შესაძლო სასარჩელო მოთხოვნის ძალამოსილობის დასადასტურებლად და YouTube-ისთვის ვიდეოს წაშლის მოთხოვნის გასაგზავნად დააწკაპუნეთ ისარზე, რომელიც მოცემულია  ღილაკის „სასარჩელო მოთხოვნის დადასტურება“ გვერდით და აირჩიეთ „იმ ვიდეოს წაშლა, რომელზეც სასარჩელო მოთხოვნაა წარდგენილი“.

რამდენიმე შესაძლო სასარჩელო მოთხოვნის ერთიანად დადასტურება

ერთსა და იმავე ვიდეოზე წარდგენილი ყველა სავარაუდო სასარჩელო მოთხოვნის ერთიანად დასადასტურებლად:

  1. გადახედეთ ყველა შესაძლო სასარჩელო მოთხოვნას სასარჩელო მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაციის გვერდზე.
  2. დააწკაპუნეთ ღილაკზე „სასარჩელო მოთხოვნების დადასტურება“.
შენიშვნა: რამდენიმე სავარაუდო სასარჩელო მოთხოვნის ერთიანად მონიშვნა და დადასტურება არ არის შესაძლებელი.
სადავო სასარჩელო მოთხოვნების აღდგენა

სასარჩელო მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაციის გვერდზე სადავო სასარჩელო მოთხოვნის განხილვისას შეგიძლიათ აირჩიოთ სასარჩელო მოთხოვნის აღდგენის ერთ-ერთი შემდეგი ვარიანტი:

  • სასარჩელო მოთხოვნის აღდგენა: სადავო სასარჩელო მოთხოვნის ძალამოსილობის დასადასტურებლად და მის ხელახლა გასააქტიურებლად დააწკაპუნეთ ღილაკზე „სასარჩელო მოთხოვნის აღდგენა“.
  • სასარჩელო მოთხოვნის აღდგენა და ვიდეოს წაშლის მოთხოვნის გაგზავნა: სადავო სასარჩელო მოთხოვნის ძალამოსილობის დასადასტურებლად და YouTube-ისთვის ვიდეოს წაშლის მოთხოვნის გასაგზავნად დააწკაპუნეთ  ისარზე,  რომელიც მოცემულია ღილაკის „სასარჩელო მოთხოვნის აღდგენა“ გვერდით და აირჩიეთ„იმ ვიდეოს წაშლა, რომელზეც სასარჩელო მოთხოვნაა წარდგენილი“.

რამდენიმე სადავო სასარჩელო მოთხოვნის ერთიანად აღდგენა

ერთსა და იმავე ვიდეოზე წარდგენილი ერთზე მეტი სადავო სასარჩელო მოთხოვნის ერთიანად აღსადგენად:

  1. გადახედეთ ყველა სადავო სასარჩელო მოთხოვნას სასარჩელო მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაციის გვერდზე.
  2. აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:
    • ყველა სასარჩელო მოთხოვნის აღდგენა: ერთსა და იმავე ვიდეოზე წარდგენილი ყველა სადავო სასარჩელო მოთხოვნის აღსადგენად დააწკაპუნეთ ღილაკზე „სასარჩელო მოთხოვნების აღდგენა“.
    • აღსადგენი სასარჩელო მოთხოვნების არჩევა: ვიდეოზე წარდგენილი  ზოგიერთი სადავო სასარჩელო მოთხოვნის აღსადგენად დააწკაპუნეთ ისარზე, რომელიც მოცემულია  ღილაკის „სასარჩელო მოთხოვნის აღდგენა“ გვერდით, შემდეგ კი აირჩიეთ სასარჩელო მოთხოვნები, რომელთა აღდგენაც გსურთ. მონიშნეთ იმ სასარჩელო მოთხოვნების გვერდით მოცემული უჯრები, რომელთა აღდგენაც გსურთ.
გასაჩივრებული სასარჩელო მოთხოვნების უარყოფა
სასარჩელო მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაციის გვერდზე გასაჩივრებული სასარჩელო მოთხოვნის უარყოფა შეგიძლიათ ღილაკზე „სასარჩელო მოთხოვნის უარყოფა“ დაწკაპუნებით. ამ მოქმედების შესრულებით თქვენ გაუგზავნით YouTube-ს ვიდეოს წაშლის მოთხოვნას .
შენიშვნა: ერთ ჯერზე ერთზე მეტი გასაჩივრებული სასარჩელო მოთხოვნის უარყოფა არ არის შესაძლებელი.

სასარჩელო მოთხოვნის წესების შეცვლა

ზოგჯერ შესაძლოა საჭირო გახდეს ვიდეოზე წარდგენილ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში ისეთი წესების გამოყენება, რომლებიც განსხვავდება თქვენი ნაგულისხმევი შესაბამისობის წესებისგან. ვიდეოზე წარდგენილ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში პერსონალიზების პოლიტიკის დასამატებლად:

  1. გაიარეთ ავტორიზაცია Studio-ს კონტენტის მენეჯერში.
  2. მარცხენა მხარეს მოცემულ მენიუში აირჩიეთ პრობლემური საკითხები .
  3. დააწკაპუნეთ ფილტრის პანელზე და აირჩიეთ პრობლემური საკითხის ტიპი.
  4.  მონიშნეთ უჯრა, რომელიც მოცემულია შესაძლო სასარჩელო მოთხოვნის, სადავო სასარჩელო მოთხოვნის და/ან გასაჩივრებული სასარჩელო მოთხოვნის გვერდით.
    • ძიების პროცესის მეტი ეფექტურობის უზრუნველსაყოფად აირჩიეთ დამატებითი ფილტრები:
      • შესაძლო სასარჩელო მოთხოვნა: განსახილველია, მცირე დამთხვევა, YouTube-ის პარტნიორის მიერ ატვირთული ვიდეო, კონფიდენციალურობის დაბალი დონე, არღვევს YouTube-ის მონეტიზაციის პოლიტიკას.
      • სადავო ან გასაჩივრებული სასარჩელო მოთხოვნა: არასწორად იდენტიფიცირებული საავტორო უფლებებით დაცული მასალა, მართლზომიერი გამოყენება, ავტორიზებული, ორიგინალი კონტენტი, საყოველთაო საკუთრება.
    • სიის უფრო მეტად დასახვეწად შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ფილტრებიც, როგორიცაა არხის ID, მესამე მხარე, ვიდეოს ხანგრძლივობა ან თანხვედრის ტიპი.
  5. დააწკაპუნეთ ღილაკზე „გამოყენება“.
  6. სასაჩივრო მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაციის გვერდზე გადასასვლელად დააწკაპუნეთ კონკრეტულ სასარჩელო მოთხოვნაზე.
  7. დააწკაპუნეთ სასარჩელო მოთხოვნის შესახებ დეტალური ინფორმაციის გვერდზე მოცემულ ჩანართზე წესები.
  8. დააწკაპუნეთ ველზე„კონკრეტულ სასარჩელო მოთხოვნაზე მორგებული წესების დადგენა“.
  9. აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:
    • უკვე არსებული წესების გამოყენება: აირჩიეთ უკვე არსებული წესები სიიდან და დააწკაპუნეთ ღილაკზე „გამოყენება“.
    • წესების დადგენა: ახალი, მორგებული წესების შესაქმნელად დააწკაპუნეთ ღილაკზე „მორგებული წესების დაყენება“. წესების დადგენის შემდეგ დააწკაპუნეთ ღილაკზე „შენახვა“. შეიტყვეთ მეტი წესების დადგენის შესახებ.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
13606710238231527493
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false