მაქსიმალურად მოიზიდეთ ფინანსები YouTube-ზე

YouTube შეიძლება გახდეს სიკეთის ძლიერი ძალა მსოფლიოს მასშტაბით, იქნება ეს ცნობიერების ამაღლება თუ ფინანსების მოზიდვა იმ საქმეებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანია.

ჩვენ ვიცით, რომ ბევრი თვენგანი ეძებს გზებს იმისათვის, რომ დაეხმაროთ თქვენ საზოგადოებას და შეცვალოთ რაიმე. იმისათვის, რომ მიზნის მიღწევაში დაგეხმაროთ, აქ მოცემულია რამდენიმე მაგალითი, თუ როგორ უნდა მოიზიდოთ ფინანსები YouTube-ის გამოყენებით.

რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ:

  • ფინანსების მოზიდვა YouTube Giving-ის საშუალებით: შესაბამისი უფლებამოსილების მქონე არხებს კონკრეტულ ლოკაციებზე შეუძლიათ ფინანსების მოზიდვა ხელმისაწვდომი არაკომერციული ორგანიზაციებისთვის მათ ვიდეოებსა და პირდაპირ სტრიმინგებზე ღილაკის „შემოწირულობა“ დამატებით. გაიგეთ, თუ როგორ უნდა დააყენოთ ფინანსების მოზიდვის ფუნქცია აქ.
  • თუ არ აკმაყოფილებთ YouTube Giving-ის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს: გამოიყენეთ ვიდეოს ბოლოს მოცემული ინფორმაცია ფინანსების მოზიდვის გარე კამპანიის მოსაძიებლად. ვიდეოს ბოლოს ინფორმაციის დამატება შესაძლებელია ვიდეოს ბოლო 5-20 წამის განმავლობაში. არსებობს მესამე მხარის ფინანსების მოზიდვის რამდენიმე დამტკიცებული საიტი (როგორიცაა GoFundMe, JustGiving), რომლის მითითებაც შესაძლებელია ვიდეოს ბოლოს მოცემულ ინფორმაციაში.
  • გააკეთეთ შემოწირულობა კონკრეტული ვიდეოებიდან მიღებული თქვენი შემოსავლიდან: შექმენით ორიგინალური კონტენტი, რომელიც თქვენ აუდიტორიას მოეწონება. შეიძლიათ უთხრათ თქვენი ვიდეოს მნახველებს, რომ თქვენ მიერ გამომუშავებულ თანხას კონკრეტულ არაკომერციულ ორგანიზაციას გადასცემთ შემოწირულობის სახით. თუმცა შემოწირულობების გაზრდის მიზნით თქვენ არ უნდა მოუწოდოთ მათ რეკლამებზე დაწკაპუნებისა ან მათი ყურებისაკენ.

რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ რისი გაკეთება გეკრძალებათ:

  • არ წაახალისოთ სპამის შემცველი აქტივობები, როგორიცაა თქვენი ვიდეოს განმეორებით ყურება და მასში განთავსებულ რეკლამებზე დაწკაპუნება. შეგახსენებთ, რომ სპამის შემცველი აქტივობა წარმოადგენს ჩვენი ყალბი ჩართულობის დებულებისა და წესების დარღვევას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ვიდეოს წაშლა. ასეთი ქმედების აღმოჩენის შემთხვევაში კონტენტის შემქმნელები ვერ მიიღებენ ანაზღაურებას ამ ნახვებისა და დაწკაპუნებებისთვის, ხოლო რეკლამის განმთავსებელებს თანხა არ ჩამოეჭრებათ.
  • არ ატვირთო სხვა კონტენტის შემქნელების ან მუსიკოსების ნამუშევრები საკმარისი ცვლილების შეტანის გარეშე. თუ აპირებთ სხვისი ნამუშევრის გამოყენებას და მისი მეშვეობით შემოწირულობის მიღებას, თქვენს ვიდეოზე შესაძლოა შეიტანონ სარჩელი საავტორო უფლებების დარღვევისთვის.
  • დაუშვებელია ცრუ განცხადების გაკეთება არაკომერციული ან სხვა სახის ორგანიზაციებისთვის შემოწირულობის გაკეთების შესახებ. YouTube არაა პასუხისმგებელი შეამოწმოს, იღებენ თუ არა არაკომერციული ორგანიზაციები იმ თანხებს, რომლის დონაციის პირობასაც კონტენტის შემქმნელები იძლევიან.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
6852294979083981552
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false