რეკლამის მითითებებთან დაკავშირებული მომავალი და ბოლო განახლებები

ამ გვერდზე მიმოხილულია მომავალი და ბოლო განახლებები, რომლებიც უკავშირდება ჩვენს რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერის კონტენტის მითითებებს. დამატებით ინფორმაციას YouTube-ის წესებთან დაკავშირებული განახლებების შესახებ გაეცანით აქ.

ბოლო განახლებები

განახლებები ბოლო 3 თვის განმავლობაში

 

2024 წლის აპრილი

არსებული წესების უკეთ გასაგებად რეკლამის განმთავსებლისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებების სარეკლამო შემოსავლის განყოფილებაში გთავაზობთ განსაკუთრებით უხამსი ლექსიკის, სიძულვილის ენისა და დამამცირებელი სიტყვების მაგალითებს. წესები, რომელიც განსაზღვრავს უკიდურესად უხამს ლექსიკას და ვიდეობის განმთავსებლისთვის შესაფერისობას, არ შეცვლილა.
 

2024 წლის იანვარი

განვაახლეთ მგრძნობიარე მოვლენებთან დაკავშირებული მითითებები და დავაზუსტეთ, რომ არ დაიშვება მგრძნობიარე მოვლენიდან მოგების მიღების ან მისი ექსპლუატაციის მიზნის მქონე კონტენტის მონეტიზაცია. წესები არ შეცვლილა, რაც ნიშნავს, რომ თქვენი ვიდეოების რეკლამის განმთავსებლისთვის შესაბამისობის შემოწმების მეთოდი უცვლელი დარჩა.
 

ნოემბერი, 2023 წ.

ზრდასრულთა კონტენტთან დაკავშირებული მითითებები ორ კატეგორიაში განახლდა:

  • ძუძუთი კვება: სარეკლამო შემოსავლის გამომუშავება ახლა უკვე შეუძლია ძუძუთი კვების ამსახველ ისეთ კონტენტსაც, სადაც არეოლა ჩანს. ადრე მსგავსი კონტენტის მონეტიზაცია შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონტენტში არეოლა არ ჩანდა. ამას გარდა, სარეკლამო შემოსავლის გამომუშავება შეუძლია ძუძუთი კვების ამსახველ ესკიზებს, სადაც ფოკუსში ექცევა მკერდი, მაგრამ არეოლა არ ჩანს.
  • ვნებიანი ცეკვა:  სარეკლამო შემოსავლის გამომუშავება ახლა უკვე შეუძლია ცეკვას, რომელიც არ არის გამოხატულად სექსუალური ხასიათის და რომელიც შეიცავს სხეულის რიტმულ მოძრაობებს, როგორიცაა ტვერკი ან გრაინდი, ასევე ცეკვას მინიმალური სამოსით. ადრე მსგავსი კონტენტის მონეტიზაცია არ იყო დაშვებული.

ეს ცვლილება ზრდასრულთა კონტენტთან დაკავშირებულ მითითებებში შეგვაქვს იმ მიზნით, რომ ცეკვის კონტენტის შემქმნელებს მივცეთ სარეკლამო შემოსავლის გამომუშავების საშუალება, იმ პირობით, რომ ცეკვა არ არის გამოხატულად სექსუალური ხასიათის; ასევე, დავუშვათ სარეკლამო შემოსავლის გამომუშავება კონტენტზე, რომელიც ძუძუთი კვებას ასახავს.

წესებში ამ ცვლილებების შესაბამისად ასევე განვაახლეთ სტატია „ვიდეო თამაშები და მონეტიზაცია“.

წინა განახლებები

3 თვეზე მეტის ხნის წინ შეტანილი განახლებები

2023

განახლება რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებებში (ოქტომბერი, 2023 წ.)

გარდა ამისა, შევცვალეთ ჩვენი „მავნე და სახიფათო ქმედებების“ წესების დასახელება და ახლა მას ეწოდება „მავნე ქცევები და არასაიმედო კონტენტი“.  ასევე, დავამატეთ განმარტება, რომ კონტენტს, რომელშიც გამოთქმული მტკიცებულებები აშკარად ყალბია და რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეუშალოს ხელი საარჩევნო ან დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობას ან შეარყიოს მათ მიმართ ნდობა, არ შეუძლია სარეკლამო შემოსავლის მიღება. ასეთია, მაგალითად, ოფიციალური მონაცემების საპირისპირო ინფორმაცია, რომელიც ეხება საჯარო ხმის მიცემის პროცედურებს, პოლიტიკური კანდიდატის არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ასაკის ან დაბადების ადგილის საფუძველზე, არჩევნების შედეგებს ან აღწერაში მონაწილეობას. სარეკლამო შემოსავლის გამომუშავება შეუძლია კონტენტს, რომელშიც ციტატის სახით არის მოყვანილი ყალბი განცხადებები აღნიშნულ თემებზე და ამასთან, განმარტებულია, რომ ეს განცხადებები ყალბია. ეს შეიძლება იყოს კომენტარის შემცველი, საგანმანათლებლო ან დოკუმენტური მიზნით შექმნილი კონტენტი.

წესების აღსრულების პროცესი არ შეცვლილა, რაც ნიშნავს, რომ თქვენი ვიდეოების რეკლამის განმთავსებლისთვის შესაბამისობის შემოწმების მეთოდი უცვლელი დარჩა.

განახლებები რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებებში (სექტემბერი, 2023 წ.)

 განვაახლეთ ჩვენი მითითებები საკამათო საკითხების შესახებ. 

  • შემქმნელებს მიეცემათ სარეკლამო შემოსავლის გამომუშავების უფლება კონტენტიდან, სადაც განხილულია ისეთი თემები, როგორიცაა აბორტი და ზრდასრულთა მიმართ სექსუალური ძალადობა. ეს ნიშნავს, რომ კონტენტი, რომელიც ამ თემებს გრაფიკული დეტალების გარეშე განიხილავს, შეიძლება სრულად იყოს მონეტიზებული. ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ ვიდეოები, რომლებიც ასეთ თემებს აშუქებს, სასარგებლო რესურსია მომხმარებლებისთვის, ამიტომ, თუ საკამათო საკითხები განხილულია არა-აღწერილობითი ფორმით და გრაფიკული დეტალების გარეშე, მაქსიმალურად ვცდილობთ, არ შევუმციროთ მოტივაცია ავტორებს დემონეტიზაციით. ასევე, გვესმის, რომ ზოგიერთი თემის წარმომადგენელი შემქმნელები მიიჩნევენ, რომ სხვებზე უფრო ხშირად ეზღუდებათ მონეტიზაცია, რადგან ისეთ პრობლემებზე დებენ კონტენტს, რომლებიც ამ თემის წარმომადგენლებს სხვებთან შედარებით უფრო მეტად ეხება. ვიმედოვნებთ, რომ ეს ცვლილებები ყველა შემქმნელს შესთავაზებს მეტ სივრცეს ამ პრობლემების განსახილველად და მისცემს სარეკლამო შემოსავლის გამომუშავების საშუალებას. 
  • ამას გარდა, ჩვენი რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებები, რომლებიც კვებით აშლილობებს უკავშირდება, შესაბამისობაში მოგვყავს YouTube-ის საზოგადოების წესდებასთან. კონტენტი, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კვებით აშლილობებს და აზიარებს ტრიგერებს, მაგ. რჩევებს ისეთ თემებზე, როგორიცაა საკვების უკონტროლო რაოდენობით მიღება, საკვების დამალვა ან შეგროვება, ასევე, საფაღარათო საშუალებების ბოროტად გამოყენება, არ მიიღებს სარეკლამო შემოსავალს. 
    • აღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს, რომ მსგავსი კონტენტი არ წახალისდება რეკლამებით, ხოლო ჩვენი მონეტიზაციისა და საზოგადოების წესდება სინქრონიზებულია. 
    • აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო ან დოკუმენტური ხასიათის კონტენტს, ასევე იმ პირთა კონტენტს, რომლებმაც გადალახეს კვებითი აშლილობის პრობლემები ან აქვთ აღნიშნული აშლილობა, მაგრამ არ ეწევიან მსგავსი საქმიანობის დადებით ასპექტში წარმოდგენას, ეს ცვლილება არ შეეხებათ.

წესებში ამ ცვლილებების შესაბამისად ასევე განვაახლეთ სტატია „ვიდეო თამაშები და მონეტიზაცია“.

ამ განახლების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უყურეთ ჩვენს Creator Insider-ის ვიდეოს.

განახლებები რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებებში (მარტი, 2023 წ.)

განვაახლეთ უცენზურო ლექსიკასთან დაკავშირებული ჩვენი მითითებები. ვიდეოებს, სადაც უხამსი ლექსიკაა გამოყენებული პირველი 7 წამის განმავლობაში ან ვიდეოს მსვლელობის უმეტეს ნაწილში, შეუძლია მიიღოს შეზღუდული სარეკლამო შემოსავალი და მათზე აღარ იქნება რეკლამა სრულად აკრძალული, როგორც ადრე იყო დადგენილი. მონეტიზაცია დაიშვება ვიდეოში გამოყენებულ ლექსიკაზე, როგორიცაა, მაგ. „bitch“, „douchebag“, „asshole“ და „shit“ (რომლის ქართულ ეკვივალენტებად შეიძლება მივიჩნიოთ „ბოზი“, „ნაბიჭვარი“, „პროჭი“, „მძღნერი“). ვიდეოს, სადაც უხამსი ლექსიკა პირველი 8-15 წამის განმავლობაში გამოყენება, ახალი წესებით, შეუძლია სარეკლამო შემოსავლის მიღება. გარდა ამისა, ჩვენს მითითებებში განვსაზღვრეთ, თუ რა მოთხოვნები არსებობს მუსიკაში გამოყენებული უხამსი ლექსიკის მიმართ; თუ ძალიან უხამსი ლექსიკა გამოყენებულია ფონურ მუსიკაში, უკანა პლანზე, სიმღერის შესავალ ან ბოლო ნაწილში, ასეთ შემთხვევაში, კონტენტზე დაშვებულია სარეკლამო შემოსავალი.

2022

განახლებები რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებებში (ნოემბერი, 2022 წ.)

ჩვენი მითითებები უფრო გასაგები ენით ჩამოვაყალიბეთ, შევცვალეთ გარკვეული მითითებები და რეკლამისთვის შესაბამისობის კრიტერიუმები. ქვემოთ მოყვანილია მითითებები, რომლებსაც ეს ცვლილებები შეეხო და ზოგიერთი მაგალითი.

  • ზრდასრულთა კონტენტი
    • სარეკლამო შემოსავლის მიღება არ შეუძლია ისეთ ესკიზებს, სათაურებსა და ვიდეოებს, რომლებიც შეიცავს სექსუალური ხასიათის ტექსტებს (მაგ. ბმულები, 18 წელზე მეტი ასაკის პირებისთვის განკუთვნილი მასალები), უცენზურო ლექსიკას, გამოსახულებას (მაგ. ნამდვილი ან ანიმაციური მინიმალურად დაფარული უკანალი), აუდიოს (მაგ. სექსუალური ხასიათის რჩევები ან სექსუალური მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილების გაზიარება) და მოქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს მაყურებლის სექსუალურ აღგზნებას (მაგ.ცხოველების შეჯვარება ან სექსუალური აქტზე მინიშნება).
    • უცვლელად რჩება ისეთ კლასიკურ ხელოვნებასთან დაკავშირებული წესები, რომელიც ასახავს სექსუალური ხასიათის მოქმედებას, ვნებიან ცეკვას ან სექსუალურ განათლებას, აუდიტორიის აღგზნების გამოწვევის განზრახვის გარეშე. ასეთ კონტენტზე დაშვებულია სარეკლამო შემოსავალი.
  • ძალადობა 
    • სარეკლამო შემოსავლის მიღება არ შეუძლია კონტენტს, რომელშიც წარმოდგენილია მკვდარი სხეულების არა-გრაფიკული გამოსახულებები ყოველგვარი კონტექსტის გარეშე, ძალადობის სცენები თამაშებიდან, რომელიც მიმართულია ნამდვილი პიროვნების წინააღმდეგ, შოკისმომგვრელი მოქმედებების დემონსტრირება (მაგ. სასტიკი მასობრივი მკვლელობა), ნაგულისხმევი სიკვდილის მომენტი (მაგ. შენობის დაბომბვა, რომელშიც ხალხი იმყოფება).
    • სარეკლამო შემოსავლის მიღება შესაძლებელია სტანდარტული ვიდეო თამაშის შემთხვევაში, სადაც სხეულის სისხლიანი დაზიანება ნაჩვენებია ვიდეოს პირველი 8 წამის გასვლის შემდეგ, ნაჩვენებია ტრაგიკული შემთხვევების არა-გრაფიკული სცენები და მათი შედეგები (როგორიცაა დატბორილი ქალაქის კადრები) ან სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებების ფარგლებში პირის დაკავება.
  • მავნე ან სახიფათო ქმედებები 
    • სარეკლამო შემოსავლის მიღება არ შეუძლია სახიფათო მოქმედებების ამსახველ კონტენტს, რომლის მონაწილე ან მსხვერპლი მცირეწლოვანი ბავშვია (მაგ. მცირეწლოვანი ბავშვის მონაწილეობა ექსპერიმენტში ან შეჯიბრში, რომელიც მოიცავს ბავშვებისთვის შეუფერებელი ტრიუკის შესრულებას).
  • სენსიტიური მოვლენები
    • ყველა თემა, რომელიც უკავშირდება ნარკოტიკებით მოვაჭრე ორგანიზაციებსა და უცხო ქვეყნის ტერორისტ ორგანიზაციებს, მიეკუთვნება მავნე და სახიფათო ქმედებებს და არა სენსიტიურ მოვლენებს, როგორც ადრე იყო განსაზღვრული.
    • სენსიტიურ მოვლენებთან დაკავშირებით გამოყენებული ფორმულირება განახლდა მეტი სიცხადისთვის, თუმცა მასთან დაკავშირებული წესები არ შეცვლილა. 
  • უცენზურო ლექსიკა
    • ჩვენი მიდგომა უხამსი ლექსიკის მიმართ იცლება. ახლა ყველა სახის უხამსი ლექსიკის მიმართ თანაბარი წესები მოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ მათი განსხვავება აღარ ხდება დონეების მიხედვით (მაგ. მსუბუქი, საშუალო, ძლიერი ან უკიდურესი), ხოლო სიტყვები „hell“ და „damn“ („ჯანდაბა “და „ეშმაკმა დალახვროს“) აღარ ითვლება უხამსობად. შესაბამისად, უხამსი ლექსიკა, რომელიც გამოყენებულია სათაურში, ესკიზში ან თავად ვიდეოში პირველი 7 წამის განმავლობაში, ან უწყვეტად გამოიყენება მთელი ვიდეოს მსვლელობისას, ვერ მიიღებს სარეკლამო შემოსავალს.
    • თუ უხამსი ლექსიკა გამოყენებულია პირველი 8 წამის შემდეგ, სარეკლამო შემოსავლის მიღება დაშვებულია. უცვლელი რჩება ჩვენი მიდგომა იმასთან დაკავშირებით, რომ მონეტიზაციას არ იღებს კონტენტი, რომელიც მთელი თავისი მიმდინარეობისას ან ძირითად ნაწილში უხამს ლექსიკას იყენებს.
  • რეკრეაციული ნარკოტიკები და ნარკოტიკებთან დაკავშირებული კონტენტი
    • ვიდეო თამაშების კონტენტს, რომელიც ნარკოტიკების გამოყენებასა და მიღებას ასახავს, მაგ. მათი საინიექციო წესით შეყვანას ან მოწევას, არ შეუძლია სარეკლამო შემოსავლის მიღება. 
    • ვიდეო თამაშების კონტენტს, რომელშიც ასახულია ნარკოტიკებით ვაჭრობა ან ნახსენებია ნარკოტიკები, შეუძლია მიიღოს სარეკლამო შემოსავალი.

გარდა ამისა, ახალი რეკომენდაციები შევიტანეთ ჩვენს მითითებაში არაკეთილსინდისიერი ქცევის დაშვების შესახებ. შემდეგი კონტენტის შემცველი ვიდეოები გავა კატეგორიაში „ეს კონტენტი არ გამოიმუშავებს სარეკლამო შემოსავალს“: 

  • მფლობელის თანხმობის გარეშე თავის საცალო მაღაზიის თანამშრომლად გასაღება ან მფლობელის ქცევის კოდექსის დარღვევა (მაგ. სამუშაო საათების შემდეგ დარჩენა). 
  • ჰაკინგის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება ან მისი გამოყენების წახალისება საშეჯიბრო კიბერსპორტში.

გარდა ამისა, აღნიშნული წესების შესაბამისად, პარალელურად განახლდა სტატია ვიდეო თამაშები და მონეტიზაცია.
 

განახლება რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებებში (ოქტომბერი, 2022 წ.)

რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებები განახლდა, რათა შემქმნელებისთვის ცხადი იყოს, რომ ამჟამად არსებული ვიდეოს მონეტიზაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები ცალკეულ ვიდეოების დონეზე ვრცელდება როგორც VOD (ხანგრძლივი ვიდეო), ისე Shorts (მოკლე ვიდეო) ფორმატებზე. თავად წესები არ შეცვლილა, რაც ნიშნავს, რომ თქვენი ვიდეოების რეკლამის განმთავსებლისთვის შესაბამისობის შემოწმების მეთოდი უცვლელი დარჩა. სხვა მომავალი განახლებების შესახებ დამატებით შეგატყობინებთ. დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის დაიწყება Shorts-ის სარეკლამო შემოსავლის განაწილება, შეგიძლიათ მიიღოთ აქ.

განახლება რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებებში (აგვისტო, 2022 წ.)

განახლდა მონეტიზაციის წესები, რომელიც უკავშირდება მავნე ან სახიფათო კონტენტს. ახალი წესის თანახმად, ვიდეოებში, რომლებშიც ვიჯილანტიზმია ნაჩვენები, არ დაიშვება რეკლამა. 

რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებების გვერდი განახლდა შესაბამისად. თავად წესები არ შეცვლილა, რაც ნიშნავს, რომ თქვენი ვიდეოების რეკლამის განმთავსებლისთვის შესაბამისობის შემოწმების მეთოდი უცვლელი დარჩა.

განახლება რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებებში, რომელიც ეხება ბავშვებისთვისა და ოჯახებისთვის შეუსაბამო კონტენტს (აპრილი, 2022 წ.)

ახლახან განვაახლეთ მითითებები „ბავშვებისთვის შექმნილი“კონტენტისთვის, რათა შემქმნელებს გაუადვილდეთ იმის განსაზღვრა, რამდენად შესაბამისია მათი ვიდეო რეკლამისთვის. შევქმენით ახალი მითითებები სათაურით „ბავშვებისთვისა და ოჯახებისთვის შეუსაბამო კონტენეტი“, რომელიც სამ კატეგორიას მოიცავს: კონტენტი, რომელიც ახალისებს უარყოფით ქცევას, ბავშვებზე მიმართული ზრდასრულთა კონტენტი და ბავშვებზე მიმართული შოკისმომგვრელი კონტენტი. 

განახლებები უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით (2022 წლის მარტი)

უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ჩვენ გამოვაქვეყნეთ რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებები: 

კონტენტი, რომელშიც საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებულია, უგულებელყოფილია ან გამართლებულია ომი, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მონეტიზაციას არ ექვემდებარება. ეს განახლება ემსახურება ჩვენი მითითებების განმარტებას, ზოგიერთ შემთხვევაში კი გავრცობას, რადგან ის ომს უკავშირდება.

2021

განახლება რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებებში, რომელიც ეხება ზრდასრულთა კონტენტს (დეკემბერი, 2021 წ.)

ჩვენ განვაახლეთ მონეტიზაციის მითითებები კონტენტისთვის, რომელიც ასახავს გენდერული იდენტობის მოწყობილობებს. რეკლამის გაშვება შეიძლება ვიდეოებზე, სადაც ნაჩვენებია სასქესო ორგანოების (მაგ. ქალის მკერდის, პენისის) მსგავსი საგნები სიშიშვლის დემონსტრირების გარეშე და როცა შემქმნელები ამას მიმართავენ გენდერულ დისფორიასთან დაკავშირებული თავიანთი გამოცდილების უკეთ ახსნის მიზნით.

განახლება რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებებში, რომელიც ეხება მავნე ან სახიფათო ქმედებებს (ოქტომბერი, 2021 წ.)

ჩვენს განახლებულ მითითებებში დავამატეთ უფრო თვალსაჩინო მაგალითები შემდეგ კატეგორიებში: ზრდასრულთა კონტენტი, ძალადობა, შოკისმომგვრელი კონტენტი, სიძულვილის შემცველი და დამამცირებელი კონტენტი, სენსიტიური მოვლენები, ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებული კონტენტი, რეკრეაციული ნარკოტიკები და ნარკოტიკებთან დაკავშირებული კონტენტი. ასევე, დავამატეთ ახალი განმარტებების თავი, მითითებებში გამოყენებული მთავარი ტერმინების ახსნის მიზნით.

ამას გარდა, დავამატეთ ახალი მითითება: არაკეთილსინდისიერი ქცევის დაშვება. მასში მოცემულია მითითებები რეკლამის განთავსების შესაბამისობის შესახებ ისეთი კონტენტისთვის, რომელიც ეხება სხვის საკუთრებაში უნებართვო შეღწევას, მოტყუებას, თაღლითობას ან კომპიუტერულ ჰაკერობას პირადი მიზნებისთვის ან ანაზღაურების სანაცვლოდ.

ამას გარდა, COVID-19-თან დაკავშირებული კონტენტის მონეტიზაციის მითითებები, რომელსაც ადრე ცალკე გვერდი ეთმობოდა, გადავიტანეთ რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებებში. ძველ გვერდზე შესვლისას, ავტომატურად გადამისამართდებით რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებებზე.

გარდა ამისა, აღნიშნული წესების შესაბამისად, პარალელურად განახლდა სტატია ვიდეო თამაშები და მონეტიზაცია.

განახლება რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებებში, რომელიც ეხება მავნე ან სახიფათო ქმედებებს (ოქტომბერი, 2021 წ.)

ნოემბერში განვაახლებთ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ მცდარი ინფორმაციის შესახებ მითითებებს. მასში უფრო ნათლად იქნება განსაზღვრული, რომ რეკლამის გაშვება არ შეუძლია ისეთ კონტენტს, რომელიც კლიმატის ცვლილების შესახებ სამეცნიერო კონსენსუსის საწინააღმდეგო მოსაზრებებს ავრცელებს. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ საგანმანათლებლო, დოკუმენტური ან ახალი ამბების კონტენტის შემთხვევაში.

აღნიშნული განახლების თაობაზე დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Google-ის რეკლამების დახმარების ცენტრს.

განახლება რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებებში, რომელიც ეხება ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებულ კონტენტს (სექტემბერი, 2021 წ.)

განმარტებები შეგვაქვს ჩვენს არსებულ ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებულ მითითებებში. კონტენტს, რომელშიც ასახულია იარაღის აწყობა და დაშლა, რაც ხორციელდება იარაღის მოვლის მიზნით, შეუძლია რეკლამის გაშვება. გარდა ამისა, ვამკაცრებთ ჩვენს წესებს სხვა ტიპის ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებული კონტენტის მიმართ.

რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებებში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებული კონტენტი განახლდება ოქტომბერში.

განახლება რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებებში, რომელიც ეხება ძალადობას (ივლისი, 2021 წ.)

განახლება შეგვაქვს ძალადობასთან დაკავშირებული კონტენტის მონეტიზაციის წესებში, სადაც განვმარტავთ, რომ რეკლამა არ დაიშვება კადრებზე, რომელიც ასახავს ცხოველების ტანჯვას, როცა ასეთი ტანჯვა გამოწვეულია ადამიანის ჩარევით.

განახლებები რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებებში და ვიდეო თამაშებისა და მონეტიზაციის სტატიებში (აპრილი, 2021 წ.)

შემქმნელებისა და რეკლამის განმთავსებლების მოთხოვნით, განვაახლეთ ჩვენი მითითებები, რათა გავაფართოოთ თემების სია, რომლებსაც შეუძლიათ ვიდეოების მონეტიზაცია (მონეტიზაციის მწვანე სიმბოლო). თუმცა, კონტენტი ყველა შემთხვევაში უნდა აკმაყოფილებდეს რეკლამის განმთავსებლის დარგობრივ სტანდარტებს. 
 
პირველი რიგში, მონეტიზაცია დაშვებული იქნება საგანმანათლებლო, დოკუმენტური შინაარსის ან ახალი ამბების კონტენტზე, რომელიც ასახავს ძალადობრივ ურთიერთქმედებას სამართალდამცავ ორგანოებთან; ასევე ეხება რეკრეაციული ნარკოტიკებსა და ნარკოტიკების თემას ან სენსიტიურ მოვლენებს. გარდა ამისა, ვუშვებთ მონეტიზაციას საკამათო საკითხებზე, იმ შემთხვევაში, როცა ვიდეოში საკამათო საკითხების განხილვა ხდება არა-გრაფიკულად და გაშუქებულია ობიექტურად. 
 
მეორე: ასევე, ვუშვებთ მონეტიზაციას ზრდასრულებისთვის განკუთვნილ თემებზე, რომელიც გადმოცემულია იუმორის კონტექსტში (მაგ. ხუმრობები სასიყვარულო ურთიერთობებზე, პაემნებზე) და საშუალოდ უხამსი ლექსიკის გამოყენებაზე (მაგ. მძღნერი და ბოზი) ვიდეოს პირველი 30 წამის განმავლობაში.

გარდა ამისა, რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებების შემდეგ ნაწილებში თვალსაჩინოებისთვის ჩავრთეთ მეტი მაგალითი: ზრდასრულთა კონტენტი, მავნე ან სახიფათო ქმედებები და ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებული კონტენტი.
 
ვიდეო თამაშებისა და მონეტიზაციას სტატიაში განახლდა ვიდეო თამაშების მონეტიზაციის რეკომენდაციებისადმი მიძღვნილი თავი, წესებში შესული ცვლილებების შესაბამისად.

განახლებული მითითებები უცენზურო ლექსიკის, ძალადობის, რეკრეაციული ნარკოტიკებისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული კონტენტისთვის; COVID-19-თან დაკავშირებული მონეტიზაციის წესების განახლებები (თებერვალი, 2021 წ.)

რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებების სტატიაში დაემატა ისეთი კონტენტის მაგალითები, რომელზეც დაშვებულია რეკლამის გაშვება. მაგალითები დაემატა შემდეგ თავებში: უცენზურო ლექსიკა, ძალადობა და რეკრეაციული ნარკოტიკები და ნარკოტიკებთან დაკავშირებული კონტენტი.

ამას გარდა, ჩვენი რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებებში განახლდა COVID-19-თან დაკავშირებული კონტენტის მონეტიზაციასთან დაკავშირებული განახლებების სტატია, ასევე მავნე და სახიფათო მოქმედებების თავი, ვაქცინაციის თემასთან დაკავშირებული რეკომენდაციების ჩართვის მიზნით.

რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებებში შეიქმნა ახალი, ვიდეო თამაშების კონტენტთან დაკავშირებული გვერდი (იანვარი, 2021 წ.)

რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებებში დამატებულია ახალი გვერდი, რომელიც ვიდეოთამაშების მონეტიზაციის თემას ეხება. 

ახალ გვერდზე ახსნილია კონკრეტულად ვიდეო თამაშების კონტენტთან დაკავშირებული წესები და YouTube შემქმნელებს, რომლებიც ვიდეო თამაშების კონტენტს ქმნიან, თვითსერტიფიცირებაში ეხმარება. 

თავად წესები არ შეცვლილა, რაც ნიშნავს, რომ თქვენი ვიდეოების რეკლამის განმთავსებლისთვის შესაბამისობის შემოწმების მეთოდი უცვლელი დარჩა. 

რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებების სხვადასხვა თავებს დაემატა ინფორმაცია და მაგალითები. წაიშალა სტატია კონტენტის თვითსერტიფიცირებით შეფასების შესახებ (იანვარი, 2021 წ.)

რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებების სტატია განახლდა დამატებითი მითითებებით თვითსერტიფიცირებისთვის და შესაბამისი მაგალითებით. შესაბამისად, წაიშალა სტატია კონტენტის თვითსერტიფიცირებით შეფასების შესახებ. 

ზრდასრულთა კონტენტს დაემატა ახალი მაგალითები ისეთი ვიდეოებისა, რომელსაც ენიჭება სტატუსი „რეკლამა დაშვებულია. გაიშვება მხოლოდ იმ ბრენდების რეკლამა, რომლებიც ამას დათანხმდნენ“ (შეზღუდული რეკლამა) და „ამ კონტენტისთვის რეკლამა უნდა გამორთოთ“ (რეკლამა აკრძალულია); ხოლო სიძულვილის შემცველი და დამამცირებელი კონტენტის წესებში მოცემულია დამატებითი განმარტებები კონტენტის შინაარსთან დაკავშირებით. ასევე ცალ-ცალკე გამოვყავით წესები, რომლებიც ეხება სენსიტიური მოვლენებს და საკამათო საკითხებს , უფრო დაწვრილებითი და გამჭვირვალე მითითებების მოწოდების მიზნით. 

მცირე ცვლილებები შევიდა მავნე და სახიფათო ქმედებების წესებში. დაემატა ისეთი კონტენტის მაგალითები, რომელმაც შეიძლება რეკლამის შეზღუდვა ან აკრძალვა გამოიწვიოს. 

წესებს, რომელიც ეხება გამომწვევ და დამამცირებელ კონტენტს, თამბაქოსთან დაკავშირებულ კონტენტსა და ზრდასრულთა თემებს საოჯახო კონტენტში, დაემატა ახალი შენიშვნა მკითხველებისთვის იმის თაობაზე, რომ ეს წესები ჩართულია YouTube Studio-ს თვითსერტიფიცირების კითხვარის სხვა წესებში.

თავად წესები არ შეცვლილა, რაც ნიშნავს, რომ თქვენი ვიდეოების რეკლამის განმთავსებლისთვის შესაბამისობის შემოწმების მეთოდი უცვლელი დარჩა.

2020

განახლდა სტატია კონტენტის თვითსერტიფიცირებით შეფასების შესახებ, დაემატა ინფორმაცია და მაგალითები (ოქტომბერი, 2020 წ.)

სტატიას კონტენტის თვითსერტიფიცირებით შეფასება ძალადობისა და ზრდასრულთა კონტენტის თავებში დაემატა თვალსაჩინო მაგალითები ისეთი კონტენტის დემონსტრირებისთვის, რომელზეც რეკლამა დაშვებულია. ასევე, საკამათო საკითხებისა და სენსიტიური მოვლენისადმი მიძღვნილ თავებში განვმარტეთ ტერმინები „სენსიტიური მოვლენები“ და „ფოკუსი“ .

თავებში, რომელიც ეძღვნება მავნე და სახიფათო ქმედებებს და უცენზურო ლექსიკას, დაემატა ემოციური სტრესის გამომწვევი ოინების მაგალითები. გარდა ამისა, განიმარტა, რომ ძალიან უხამსი ლექსიკის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება რეკლამის შეზღუდვა ან აკრძალვა გამოიწვიოს. 

თავად წესები არ შეცვლილა, რაც ნიშნავს, რომ თქვენი ვიდეოების რეკლამის განმთავსებლისთვის შესაბამისობის შემოწმების მეთოდი უცვლელი დარჩა.

რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებებს ემატება ახალ ამბებთან დაკავშირებული წესები (აგვისტო, 2020 წ.)

ძალადობის და საკამათო საკითხებისა და სენსიტიური მოვლენების მითითებებს დაემატება განმარტებები იმის თაობაზე, თუ როგორ არეგულირებს ჩვენი წესები მიმდინარე ამბების გაშუქებას. 

აღნიშნული განახლება გამოქვეყნება აგვისტოში.

რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებებს ემატება შოკისმომგვრელი კონტენტი (აგვისტო, 2020 წ.)

შოკისმომგვრელ კონტენტთან დაკავშირებული მითითებები განმარტავს არსებულ წესებს და ყურადღებას ამახვილებს ისეთ კონტენტზე, რომელმაც მნახველები შეიძლება შეაშფოთოს, გამოიწვიოს ზიზღი ან შოკი. რესურსებში აღნიშნული ცვლილება შეგვაქვს იმ მიზნით, რომ შემქმნელებმა უკეთ გაიგონ, რომელ კონტენტზე არის აკრძალული რეკლამა.

ახალი თავი დაემატება თვითსერტიფიცირების კითხვარს. აგვისტოში ასევე განახლდება რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებები და კონტენტის თვითსერტიფიცირება, შემქმნელებისთვის მაქსიმალურად დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით. 

თავად წესები არ შეცვლილა, რაც ნიშნავს, რომ თქვენი ვიდეოების რეკლამის განმთავსებლისთვის შესაბამისობის შემოწმების მეთოდი უცვლელი დარჩა.

განახლებები უცენზურო ლექსიკაში (ივნისი, 2020 წ.)

ამ თავში შეიცვალა ფორმულირება და განიმარტა, რომ სათაურში ან ესკიზში ცენზურის მიზნით ორთოგრაფიული შეცდომით ჩაწერილი უხამსი სიტყვის გამოყენება იწვევს რეკლამის შეზღუდვას ან აკრძალვას. შემქმნელებს განახლებული ფორმულირება შეუძლიათ იხილონ აქ.  

თავად წესები არ შეცვლილა, რაც ნიშნავს, რომ თქვენი ვიდეოების რეკლამის განმთავსებლისთვის შესაბამისობის შემოწმების მეთოდი უცვლელი დარჩა.

განახლებები კონტენტის თვითსერტიფიცირებით შეფასებაში (მაისი, 2020 წ.)

სტატიას დაემატა კონტენტის ვიდეო მაგალითები, რომელიც შეესაბამება კითხვარში მოცემულ თითოეულ კატეგორიას. ასევე დავამატეთ იმ ძირითად ცნებების განმარტებები, რომელიც კითხვარში გვხდება, მაგ. სიშიშვლე.

თავად წესები არ შეცვლილა, რაც ნიშნავს, რომ თქვენი ვიდეოების რეკლამის განმთავსებლისთვის შესაბამისობის შემოწმების მეთოდი უცვლელი დარჩა.

COVID-19-თან დაკავშირებული განახლებები (აპრილი, 2020 წ.)

მონეტიზაცია უკვე დაიშვება COVID-19-ის თემისადმი მიძღვნილ ისეთ კონტენტზე, რომელიც ემორჩილება ჩვენი რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაბამისობისა და საზოგადოების წესდებას (ასეთ კონტენტზე გამოჩნდება მონეტიზაციის მწვანე ფერის სიმბოლო). დაწვრილებით COVID-19-ის კონტენტის მონეტიზაციის შესახებ იხილეთ აქ.

განახლებები საკამათო საკითხებში, სენსიტიური მოვლენებსა და უცენზურო ლექსიკაში (თებერვალი, 2020 წ.)

სტატიას დაემატა სადავოდ მიჩნეული საკითხების ვრცელი სია, ასევე განმარტებულია, რა კრიტერიუმით განვსაზღვრავთ სენსიტიურ მოვლენას. გარდა ამისა, დაზუსტებულია უცენზურო ლექსიკასთან დაკავშირებული მითითებები.

თავად წესები არ შეცვლილა. რაც ნიშნავს, რომ თქვენი ვიდეოების რეკლამის განმთავსებლისთვის შესაბამისობის შემოწმების მეთოდი უცვლელი დარჩა.

2019

განახლება რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებებში (ივნისი, 2019 წ.)

სტატიას დაემატა ისეთი კონტენტის მაგალითები, რომლებსაც ეზღუდებათ ან ეკრძალებათ რეკლამა. 

თავად წესები არ შეცვლილა. რაც ნიშნავს, რომ თქვენი ვიდეოების რეკლამის განმთავსებლისთვის შესაბამისობის შემოწმების მეთოდი უცვლელი დარჩა.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
true
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
11701758380717793778
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false