Staying Safe on YouTube: Policies and Tools for Creators
YouTube არის ადგილი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, გააზიარონ თავიანთი ამბები, გამოხატონ მოსაზრებები და ჰქონდეთ ერთმანეთთან კომუნიკაცია. ჩვენი მიზანია, რომ შემქმნელებმა და მნახველებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. მართალია, YouTube-ის შემქმნელებისა და მნახველების დიდ ნაწილს გამოცდილების გაზიარება, სწავლა და კომუნიკაცია სურს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ამ პლატფორმას ბოროტად ან სხვებზე ძალადობისთვისაც კი იყენებენ. შეიტყვეთ მეტი ქვემოთ იმ წესებისა და ხელსაწყოების შესახებ, რომლებიც YouTube-ზე თქვენს დაცვაში გვეხმარება.
სიძულვილთან და ძალადობასთან დაკავშირებული წესები
YouTube-ზე მოქმედებს განსაკუთრებული წესები სიძულვილისა და ძალადობის წინააღმდეგ.
- სიძულვილის დამთესავი განცხადება: ეს წესი იცავს გარკვეულ ჯგუფებსა და მათ წარმომადგენლებს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ კონტენტი სიძულვილის დამთესავი განცხადებაა, თუ ის მოუწოდებს ჯგუფების მიმართ სიძულვილისა და ძალადობისკენ, ისეთი დაცული ატრიბუტების საფუძველზე, როგორიცაა ასაკი, სქესი, რასა, კასტა, რელიგია, სექსუალური ორიენტაცია ან ვეტერანის სტატუსი. შეიტყვეთ მეტი სიძულვილის დამთესავი განცხადების წესების შესახებ.
- ძალადობა: ეს წესები კონკრეტულ ინდივიდებს იცავს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ კონტენტი ძალადობის შემცველია, თუ ის ადამიანს ხანგრძლივად, ან მავნე განზრახვით შეურაცხყოფს მისი არსებითი დამახასიათებლების, მათ შორის, დაცული ჯგუფის სტატუსის ან ფიზიკური თვისებების საფუძველზე. ამაში ასევე შედის მავნე ქმედებები, როგორიცაა მუქარა, დაჩაგვრა, დოქსინგი ან ფანების მხრიდან არასათანადო ქცევის წახალისება. შეიტყვეთ მეტი ძალადობასთან დაკავშირებული წესების შესახებ.
YouTube-ის წესების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის შეამოწმეთ ჩვენი საზოგადოების წესდების სრული სია.
თავდაცვის ხელსაწყოები
YouTube-ზე სრული სერიოზულობით ვუდგებით შემქმნელების, მუსიკოსებისა და მომხმარებლების დაცვას. ამიტომ, მოგიწოდებთ, ისარგებლოთ ქვემოთ ჩამოთვლილი ხელსაწყოებით, რომლებიც დაგეხმარებათ, იგრძნოთ თავი დაცულად YouTube-ზე.
მოგვახსენეთ შეუსაბამო ან დამრღვევი კონტენტის ან მომხმარებლების შესახებ
- როგორ მოვახსენოთ დამრღვევი და შეუსაბამო კონტენტის შესახებ
- როგორ მოვახსენოთ კონფიდენციალურობის დარღვევის შესახებ
- როგორ მოვახსენოთ თქვენ ან თქვენს არხად თავის გასაღების მცდელობების შესახებ
დაბლოკეთ შეუსაბამო ან დამრღვევი კომენტარები, კონტენტი ან მომხმარებლები
- როგორ დავბლოკოთ კომენტარის ავტორი
- როგორ დავბლოკოთ კონკრეტული სიტყვები კომენტარებში
- როგორ დავაკავოთ კომენტარი განხილვამდე
- როგორ დავბლოკოთ სხვა მნახველები პირდაპირ ჩეთში
დაიცავით თქვენი ანგარიშის უსაფრთხოება
- როგორ დაიცვათ თქვენი YouTube ანგარიში
- როგორ წაშალოთ ან დამალოთ თქვენი YouTube ანგარიში
- როგორ მისცეთ ან ჩამოართვათ წვდომა თქვენს YouTube ანგარიშზეl
- YouTube-ის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული მითითებები
შენიშვნა: თუ ეჭვობთ, რომ თქვენი ანგარიში იყო გატეხილი, მიტაცებული ან სხვაგვარად ჩავარდა საფრთხეში, მიჰყევით ამ ინსტრუქციას, რათადაიცვათ თქვენი YouTube ანგარიში.
სანდო პარტნიორების რესურსები ონლაინ უსაფრთხოებისთვის (მხოლოდ აშშ)
სხვა რჩევებისა და ვიდეოების სანახავად, რომლებიც დაგეხმარებათ, იგრძნოთ თავი დაცულად YouTube-ზე, ეწვიეთ შემქმნელის უსაფრთხოების ცენტრს.