მნახველებთან ინტერაქცია საზოგადოების პოსტებზე

მას შემდეგ, რაც თქვენს არხზე საზოგადოების ჩანართში დაამატებთ პოსტებს, მნახველები შეძლებენ პასუხად კომენტირებას. შეიტყვეთ, როგორ შეუძლიათ მნახველებს თქვენს პოსტზე პასუხის გაცემა.

შენიშვნა: საზოგადოების პოსტზე წვდომა შეიძლება შეიცვალოს თქვენი არხის როლის მიხედვით. შეიტყვეთ მეტი არხის ნებართვების შესახებ.

თქვენი საზოგადოების პოსტების ძიება

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ კონტენტი.
  3. შეეხეთ ჩანართს პოსტები.

შენიშვნა: ნებისმიერი ვადაგასული პოსტი შეგიძლიათ ნახოთ თქვენს არქივში. გადადით თქვენს საზოგადოების ჩანართზე და შემდეგ აირჩიეთ სექცია „დაარქივებული“.

კომენტარებზე პასუხი თქვენს პოსტზე

თქვენს აუდიტორიასთან კომუნიკაციისთვის უპასუხეთ პოსტებზე დატოვებულ კომენტარებს.

  1. გადაატარეთ მაუსი პოსტს და დაწკაპუნებით აირჩიეთ კომენტარები . გამოჩნდება პოსტის კომენტარების გვერდი.
  2. აირჩიეთ პასუხი ნებისმიერი კომენტარის ქვეშ.

დროდადრო მიიღებთ შეტყობინებებს თქვენს საზოგადოების პოსტებზე კომენტარების შესახებ, თუკი უარს არ იტყვით. შეიტყვეთ, როგორ მართოთ თქვენი შეტყობინებები.

მინიშნება: უახლესი კომენტარების საპასუხოდ, დაწკაპუნებით აირჩიეთ  დალაგება and then ჯერ უახლესის პრინციპით.

საზოგადოების პოსტებზე კომენტარების პარამეტრების შეცვლა

თუ რომელიმე კონკრეტული პოსტისთვის კომენტარების პარამეტრების შეცვლა გსურთ:

  1. კომპიუტერიდან შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ კონტენტი.
  3. აირჩიეთ პოსტები.
  4. იპოვეთ სასურველი პოსტი და აირჩიეთ დეტალები 
  5. აირჩიეთ კომენტარების პარამეტრები.
  6. აირჩიეთ შენახვა.

გაიგეთ მეტი კომენტარების პარამეტრების შესახებ, მათ შორის როგორ შეგიძლიათ კომენტარების მოდერაცია, როცა კომენტარები ჩართულია.

შენიშვნა: ამჟამად საზოგადოების პოსტებისთვის პაუზის ფუნქცია ხელმისაწვდომი არ არის.

კომენტარის ჩამაგრება თქვენს პოსტებზე

შეგიძლიათ აირჩიოთ (საკუთარი ან მნახველის) და ჩაამაგროთ კომენტარი, რომელიც დარჩება თქვენი არხის ზედა ნაწილში. კომენტარის ჩამაგრება ხდის მას აუდიტორიისთვის უფრო ხილვადს.

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ კონტენტი.
  3. აირჩიეთ ჩანართი პოსტები.
  4. გადაატარეთ მაუსი პოსტს და დაწკაპუნებით აირჩიეთ კომენტარები .
  5. გადაატარეთ მაუსი კომენტარს, რომელიც გსურთ რომ ჩაამაგროთ.
  6. დააწკაპუნეთ ღილაკზე: „მეტი“ „ჩამაგრება“. თუ ჩამაგრებული კომენტარი უკვე გაქვთ, ის ახლით ჩანაცვლდება.
    შენიშვნა: ნებისმიერ დროს შეგიძლიათ კომენტარის ჩამაგრების მოხსნა და ის პირვანდელ პოზიციას დაუბრუნდება.

კომენტარების მოდერაცია საზოგადოების პოსტებზე

შეგიძლიათ შეაყოვნოთ კომენტარები თქვენს საზოგადოების პოსტებზე, რომ გადახედოთ. შეიტყვეთ მეტი კომენტარების მოდერაციის შესახებ.

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუდან აარჩიეთ პარამეტრები.
  3. აირჩიეთ საზოგადოება and then ნაგულისხმევი პარამეტრები.
  4. განყოფილებაში „კომენტარები თქვენს არხზე“აირჩიეთ თქვენი პარამეტრები.
  5. აირჩიეთ შენახვა.

კომენტარების გულით მონიშვნა თქვენს პოსტზე

შეგიძლიათ გამოიყენოთ გული , რომ გამოხატოთ მნახველებისადმი მადლიერება თქვენს საზოგადოების ჩანართის პოსტების კომენტარებზე. გულს იპოვით ზევით აწეული ცერისა და ქვემოთ დაწეული ცერის გვერდით.

მნახველები ნახავენ თქვენს სურათს და პატარა წითელ გულს თავიანთი კომენტარის ქვედა მარცხენა კუთხეში. მათი პარამეტრების მიხედვით, ასევე შესაძლოა მიიღონ შეტყობინება, რომ არხის მფლობელმა მოიწონა მათი კომენტარი.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
11707028609596598848
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false