YouTube BrandConnect-ის გამოყენების დაწყება

YouTube BrandConnect წარმოადგენს თვითმომსახურების პლატფორმას, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს შემქმნელებსა და ბრენდირებული კონტენტის კამპანიების შექმნის შესაძლებლობებს. ბრენდებს შეუძლიათ, გამოიყენონ ჩვენი გავლენის მქონე პირების საინფორმაციო დაფა თავიანთი ბრენდირებული კონტენტის კამპანიების ჩასატარებლად და მოძებნონ შემქმნელები, რომლებთანაც ითანამშრომლებენ.

YouTube BrandConnect-ის პლატფორმის უპირატესობები:

  • ფულის გამომუშავების შესაძლებლობა თქვენი პრეფერენციების შესაბამისი ბრენდირებული კონტენტის კამპანიებზე მუშაობით
  • თვითმომსახურების ხელსაწყოები YouTube Studio-ში კამპანიების სამართავად
  • კონფიგურირებადი მედია ნაკრები, რომელშიც მოცემულია თქვენს არხზე მორგებული აუდიტორიის ანალიზი, რომ შეძლოთ საკუთარი თავის ბრენდებისათვის პოზიციონირება და გარიგებების დადება. იხილეთ მედია ნაკრების გამოყენების ინსტრუქცია.
  • საუკეთესო პრაქტიკები და რესურსები თქვენს დასახმარებლად

YouTube BrandConnect-ის მეშვეობით შეგიძლიათ ეფექტურად მართოთ თქვენი კამპანიები, შეინარჩუნოთ შემოქმედებითი კონტროლი და აირჩიოთ, ვისთან გსურთ თანამშრომლობა.

ხელმისაწვდომობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები

YouTube BrandConnect ბეტა რეჟიმშია და, ამჟამად, ხელმისაწვდომია მხოლოდ გარკვეულ ქვეყანაში/რეგიონში მყოფი, მოთხოვნების შესაბამისი შემქმნელებისათვის.

YouTube BrandConnect-ის პლატფორმაზე მონაწილეობის მისაღებად, თქვენმა არხმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

თქვენი არხი უნდა იცავდეს YouTube-ის მონეტიზაციის წესებს, მათ შორის:

ხელმისაწვდომობა

YouTube BrandConnect ხელმისაწვდომია მოთხოვნების შესაბამისი შემქმნელებისთვის შემდეგ ქვეყნებში/რეგიონებში:
  • ბრაზილია
  • ინდოეთი
  • ინდონეზია
  • გაერთიანებული სამეფო
  • შეერთებული შტატები

YouTube BrandConnect-ის ჩართვა

თქვენი არხისთვის YouTube BrandConnect-ის ჩასართავად კომპიუტერიდან:

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუში, დაწკაპუნებით აირჩიეთ გამომუშავება.
  3. დაწკაპუნებით აირჩიეთ BrandConnect-ის ჩანართი. ეს ჩანართი მხოლოდ მაშინ გამოჩნდება, თუ თქვენი არხი შეესაბამება მოთხოვნებს.
  4. ეკრანის ზედა ნაწილში დაწკაპუნებით აირჩიეთ დაწყება ან ეკრანის ქვედა ნაწილში აირჩიეთ დავიწყოთ.
  5. გადახედეთ და დაეთანხმეთ YouTube BrandConnect-ის მოდულის პირობებს.

თქვენი არხისთვის YouTube BrandConnect-ის ჩასართავად მობილური მოწყობილობიდან:

  1. გახსენით YouTube Studio-ს მობილური აპი .
  2. ქვედა მენიუდან შეხებით აირჩიეთ გამომუშავება .
  3. შეხებით აირჩიეთ BrandConnect ბარათი. ეს ბარათი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოჩნდება, თუ თქვენი არხი შეესაბამება მოთხოვნებს.
  4. შეხებით აირჩიეთ ჩართვა.
  5. გადახედეთ და დაეთანხმეთ YouTube BrandConnect-ის მოდულის პირობებს.
შენიშვნა: მრავალარხიან ქსელებს (MCN) არ შეუძლია YouTube BrandConnect-ის მოდულის პირობების მიღება.

YouTube BrandConnect-ის მართვა

უპირატესი პარამეტრების დაყენება

მას შემდეგ, რაც თქვენ დაეთანხმებით YouTube BrandConnect-ის პირობებს, შეძლებთ მიიღოთ ბრენდირებული კონტენტის შესაძლებლობები. ბრენდებს ახლა უკვე შეუძლიათ თქვენი აღმოჩენა, მაგრამ რეგისტრაცია არ წარმოადგენს ბრენდირებული კონტენტის შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გარანტიას.

შესაძლებლობები ბრენდებისაგან პირდაპირ YouTube Studio-ში ჩნდება, აქვე, შეგიძლიათ გაეცნოთ დეტალებს. თქვენი პარამეტრები ავტომატურად გაფილტრავს შესაძლებლობებს თქვენთვის შესაბამისი და მისაღები ფასის მქონე ვარიანტების ასარჩევად. შეგიძლიათ შეცვალოთ პარამეტრები დამთხვევების გასაუმჯობესებლად, რომ ისინი უკეთ მოერგოს თქვენს საჭიროებებს:

  1. შედით YouTube Studio-ს სექციაში გამომუშავება 
  2. აირჩიეთ BrandConnect and then პრეფერენციების დაყენება.

გარიგებების მართვა

შეგიძლიათ იხილოთ თითოეული შესაძლებლობის დეტალები თქვენს საინფორმაციო დაფაზე დეტალების ნახვაზე დაწკაპუნებით. თითოეული შესაძლებლობა მოიცავს მაღალი დონის მიმოხილვას კამპანიის ქრონოლოგიის შესახებ. კამპანიის ქრონოლოგია გაძლევთ გარიგების დამუშავების და იმის ნახვის საშუალებას, თუ სად იმყოფებით ამ პროცესში. კამპანიის ქრონოლოგია მოიცავს სამ მაღალი დონის ეტაპს: შეთავაზება, კამპანიის ვიდეო და კამპანიის ეფექტურობა.

შეთავაზება

„შეთავაზების“ სექცია გამოკვეთს დეტალებს თქვენი კამპანიის შესახებ და მოიცავს მეტ ინფორმაციას ბრენდის შესახებ.

ანაზღაურება

თანხის ოდენობა, რომლის გამომუშავებაც შეგიძლიათ ამ გარიგებიდან. საბოლოო თანხის ოდენობა, რომელსაც თქვენ გარიგებიდან გამოიმუშავებთ, ცვალებადი იქნება სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, რაც მოიცავს, კამპანიის ზომასა და შემქმნელის ზეგავლენის არეალს, თუმცა არ შემოიფარგლება მათით. თქვენ შეგიძლიათ ფასზე მოლაპარაკება თითოეული შესაძლებლობისათვის.

მიმოხილვა ბრენდის კამპანიის და პროდუქტის ან მოსახურების მიმოხილვა. ამ ნაწილში მითითებულია იდეები, რომლების გაზიარებაც ბრენდს სურს მნახველებთან, ასევე ქმედებები, რომლებისკენაც უნდა მოუწოდოთ მნახველებს.
შედეგების შეჯამება ინფორმაცია, რომელიც უნდა წარუდგინოთ ბრენდს კამპანიისათვის.
პროდუქტის ინფორმაცია პროდუქტის ან მომსახურების აღწერა, რომელსაც ბრენდი თქვენი მომსახურების მიღების სანაცვლოდ გთავაზობთ.

(ბრენდის) შესახებ

ბრენდის მაღალი დონის მიმოხილვა და ბრენდის ვებსაიტის ბმული.

შეთავაზებებზე პასუხის გაცემა 

აშშ-ში ცხოვრების შემთხვევაში, შეთავაზებაზე შემდგომი ქმედებები დამოკიდებულია თქვენს პირობებზე და იმაზე, თუ ვინ გთავაზობთ გარიგებას, Google თუ ბრენდი. 

თუ YouTube BrandConnect მოდულის პირობებს დაეთანხმეთ და უშუალოდ ბრენდისგან მიიღეთ შეთავაზება, მასთან დაკავშირებით შემდეგი მოქმედებების შესრულება შეგიძლიათ:

  • დაინტერესება: თუ აირჩევთ „დაინტერესებას“, ბრენდს თქვენს საკონტაქტო ინფორმაციას გავუზიარებთ, რათა მათ შეძლონ თქვენთან დაკავშირება შეთავაზების განსახილველად, მათ შორის. შეთავაზება მოიცავს გადახდის პირობებს, ფასსა და ხელშეკრულების ენას. შეთავაზების მისაღებად თქვენ ხელს მოაწერთ ხელშეკრულებას უშუალოდ ბრენდთან და ბრენდი გადაგიხდით თანხას. დარწმუნდით, რომ თქვენთვის გასაგებია ნებისმიერი ხელშეკრულების პირობები, რომელსაც აფორმებთ ბრენდთან.
  •  უარყოფა: „უარყოფის“ არჩევის შემთხვევაში, ბრენდს ვაცნობებთ, რომ თქვენ არ გსურთ შეთანხმების გაგრძელება.

თუ ხელმოწერილი გაქვთ YouTube BrandConnect-ის თვითმომსახურების პლატფორმის ბეტა პირობები, შეიძლება, Google-ისგან მიიღოთ სპეციალური შეთავაზებები, რომლებიც მოიცავს გადასახადს, რომელსაც Google გადაიხდის თქვენი YouTube-ისთვის AdSense ანგარიშისთვის. მსგავს შეთავაზებაზე საპასუხოდ შეგიძლიათ შეასრულოთ შემდეგი მოქმედებები: 

  • მიღება: თუ მიიღებთ შეთავაზებას, ბრენდთან ხელშეკრულების ხელმოწერას გთხოვენ. ხელშეკრულების პირობების შესრულების შემთხვევაში, Google გადაგიხდით თანხას მონაწილეობისათვის. დარწმუნდით, რომ თქვენთვის გასაგებია ნებისმიერი ხელშეკრულების პირობები, რომელსაც აფორმებთ ბრენდთან.
  • საპასუხო შეთავაზება: „საპასუხო შეთავაზების“ არჩევის შემთხვევაში, შეგიძლიათ შესაძლობლობაში მონაწილეობისთვის ახალ ფასზე მოლაპარაკება აწარმოოთ.  
  • განხილვა: თუ თქვენ აირჩევთ „განხილვას“, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ბრენდს, რომ შეთავაზების შესახებ მეტი შეიტყოთ.
  • უარყოფა: „უარყოფის“ არჩევის შემთხვევაში, ბრენდს ვაცნობებთ, რომ თქვენ არ გსურთ შეთანხმების გაგრძელება.

კამპანიის ვიდეო

მას შემდეგ, რაც დაეთანხმებით ბრენდთან გარიგებას, შეგიძლიათ იმუშაოთ თქვენი კამპანიის კონტენტზე. სექციაში „კამპანიის ვიდეო“ მოცემულია შემდეგი ნაბიჯები, თუ როგორ უნდა ატვირთოთ კონტენტი, როგორც გამოუქვეყნებელი და გაუგზავნოთ ის ბრენდს განხილვისა და დამტკიცებისათვის. თუ ბრენდს რაიმე გამოხმაურების გაზიარება სურს, მიიღებთ ელფოსტას თქვენი ბრენდის პარტნიორის კომენტარებით.

ბრენდის მიმოხილვების გარდა, თქვენი კონტენტი, ასევე, გადაიხედება Google-ის რეკლამის წესებთან და საზოგადოების წესდებასთან მიმართებით. მას შემდეგ, რაც თქვენი კონტენტი სრულად დამტკიცდება, თქვენ მიიღებთ ელფოსტასა და სტატუსის განახლებას YouTube Studio-ში. თქვენ შეგიძლიათ, მაშინვე გამოაქვეყნოთ თქვენი კონტენტი ან დაგეგმოთ, თუ როდის გსურთ მისი პირდაპირ რეჟიმში გაშვება. დარწმუნდით, რომ ბრენდთან შეთანხმებული ვადების შესაბამისად აქვეყნებთ.

კამპანიის ეფექტურობა

„კამპანიის ეფექტურობის“ სექციაში მოცემულია თქვენი კონტენტის ეფექტურობის მაღალი დონის მიმოხილვა, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ:

  • კამპანიის დასრულებამდე დარჩენილი დღეები
  • თქვენი კონტენტის ნახვები
  • მოწონებები

თქვენი კონტენტის ეფექტურობის შესახებ დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ YouTube ანალიტიკაში.

ხშირად დასმული შეკითხვები

როგორ ვიმუშავო YouTube BrandConnect-თან?

YouTube BrandConnect ბეტა ვერსიაშია და, ამჟამად, ხელმისაწვდომია შექმნელების მხოლოდ მცირე ჯგუფისათვის მოცემულ ქვეყნებში/რეგიონებში. თუ შეესაბამებით მოთხოვნებს ბეტა ვერსიისათვის, თქვენს YouTube Studio-ში BrandConnect-ის ჩანართი გამოჩნდება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მალე ამ ფუნქციას უფრო მეტ შემქმნელსა და ქვეყანაზე/რეგიონზე გავავრცელებთ.

შეუძლიათ თუ არა აგენტებს / მმართველებს YouTube BrandConnect თავიანთი შემქნელებისათვის გამოიყენონ?

დიახ. ჩვენ ვაგზავნით ახალი შესაძლებლობების შესახებ ელფოსტით შეტყობინებებს არხთან დაკავშირებულ ელფოსტის მისამართზე. თუ შემქმნელს სურს, რომ თქვენ მიიღოთ ელფოსტით შეტყობინებები, მას შეუძლია არხთან დაკავშირებული ელფოსტის მისამართის შეცვლა. თქვენს შემქმნელს ასევე, შეუძლია, დაგამატოთ თქვენ, როგორც ავტორიზებული მომხმარებელი, რათა მართოთ მათი გარიგებები პირდაპირ YouTube Studio-ში.

სად შემიძლია ვნახო YouTube BrandConnect-იდან მიღებული ჩემი შემოსავალი?

უშუალოდ Google-ისგან შემოთავაზებული YouTube BrandConnect-ის თვითმომსახურების პლატფორმის ბეტა პირობების შესაბამისი გარიგებებიდან მიღებული შემოსავალი შეგიძლიათ YouTube ანალიტიკაში იხილოთ. აირჩიეთ შესაბამისი დროის პერიოდი და ბარათზე „YouTube BrandConnect-ის შემოსავლის“ მწკრივი გამოჩნდება. შეიტყვეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ გამოითვლება თქვენი შემოსავალი.
უშუალოდ ბრენდთან გაფორმებული შეთავაზების შემთხვევაში, ამ შეთავაზებიდან მიღებული შემოსავალი YouTube ანალიტიკაში არ გამოჩნდება.
 

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
11326470628009085364
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false