აუდიტორიის დაკავების საკვანძო მომენტები

ანგარიშში „აუდიტორიის დაკავების საკვანძო მომენტები“ შეგიძლიათ გაიგოთ, რამდენად კარგად იპყრობს ვიდეოს სხვადასხვა მომენტი თქვენი მნახველის ყურადღებას. ამ ანგარიშით შეიტყობთ თქვენი ვიდეოს კონკრეტული ნაწილების აუდიტორიაზე ეფექტური მუშაობის პრინციპს, და მიიღებთ ინფორმაციას გაუმჯობესების შესაძლებლობებზე. გაითვალისწინეთ, რომ აუდიტორიის დაკავების მონაცემების დამუშავებას, ჩვეულებრივ, 1–2 დღე სჭირდება.

შენიშვნა: აუდიტორიის დაკავების ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ YouTube ანალიტიკის ვიდეოს დონეზე.

აუდიტორიის დაკავების საკვანძო მომენტების ნახვა

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ კონტენტი.
  3. დააწკაპუნეთ ვიდეოს სათაურზე ან ესკიზზე.
  4. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ ანალიტიკა.
  5. აირჩიეთ მიმოხილვის ან ჩართულობის ჩანართი და მოძებნეთ აუდიტორიის დაკავების ანგარიში. მეტის ნახვაზე დაწკაპუნებით, იხილავთ თქვენი ვიდეოს შედარებას YouTube-ზე გამოქვეყნებული მსგავსი სიგრძის მქონე ვიდეობთან.

აუდიტორიის დაკავების საკვანძო მომენტების შესწავლა

აუდიტორიის დაკავების ანგარიშის საკვანძო მომენტებიდან შესაძლებელია 4 ტიპის მომენტის გამოყოფა. ასევე, შეგიძლიათ, გამოიყენოთ ტიპური დაკავების მონაცემები მსგავსი სიგრძის მქონე ბოლო 10 ვიდეოს შესადარებლად.

შესავლები

შესავლებით შეგიძლიათ შეიტყოთ იმ მნახველების პროცენტული რაოდენობა, რომლებიც უყურებენ თქვენს ვიდეოს პირველი 30 წამის შემდეგ.

შესავლების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი შესაძლოა ნიშნავდეს შემდეგს:

  • ვიდეოს პირველ 30 წამში მოცემული კონტენტი შეესაბამება მნახველის მოლოდინს და ვიდეოს ესკიზის სახელს.
  • აუდიტორია დაინტერესდა კონტენტით.

შესავლების პროცენტული მაჩვენებლის გაზრდასთან დაკავშირებული რეკომენდაცია:

  • შეცვალეთ თქვენი ვიდეოს ესკიზი და სახელი ისე, რომ თქვენი ვიდეოს კონტენტს ზედმიწევნით ასახავდეს.
  • თქვენი აუდიტორიის ჩართულობის შესანარჩუნებლად შეცვალეთ თქვენი ვიდეოს პირველი 30 წამი და გამოსცადეთ სხვადასხვა სტილი.

საუკეთესო მომენტები

თქვენი ვიდეოს საუკეთესო მომენტი არის ისეთი მომენტი, რომლის დროსაც თითქმის არც ერთ მნახველს არ შეუწყვეტია ვიდეოს ყურება.
საუკეთესო მომენტების გაუმჯობესების შესახებ რეკომენდაციები:
  • ისეთ შემთხვევებში, როდესაც საუკეთესო მომენტები ვიდეოს ბოლო ნაწილში ჩნდება, იფიქრეთ საინტერესო კონტენტის დამატებაზე ვიდეოს დასაწყისშიც.  ჩვეულებრივ, აუდიტორიის მოცულობა მცირდება ვიდეოს ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად.
  • გაითვალისწინეთ საუკეთესო მომენტები ახალი კონტენტის შექმნისას.

პიკები

პიკების სექცია წარმოაჩენს თქვენი ვიდეოს ისეთ მომენტებს, რომლებიც მნახველებმა განმეორებით ნახეს ან გააზიარეს.
პიკები შესაძლოა გულისხმობდეს შემდეგს:
  • თქვენმა აუდიტორიამ კონკრეტულ სეგმენტს წინა სეგმენტთან შედარებით მეტჯერ უყურა.
  • თქვენი კონტენტი ბუნდოვანია და თქვენს აუდიტორიას ვიდეოს კონკრეტული ნაწილის ხელახლა ნახვა მოუწია.

მიმოიხილეთ მონაცემები პიკების შესახებ აუდიტორიის დაკავების მიზეზების დეტალურად შესასწავლად.

ჩავარდნები

ჩავარდნების სექცია გამოყოფს თქვენი ვიდეოს მომენტებს, რომლებიც გამოტოვეს, ან რომლის დროსაც მნახველებმა სრულად შეწყვიტეს ვიდეოს ყურება.
ჩავარდნები შესაძლოა გულისხმობდეს, რომ თქვენი აუდიტორია გარკვეულ მონაკვეთებს უფრო იშვიათად უყურებდა, ვიდრე სხვებს. გირჩევთ, მიმოიხილოთ ჩავარდნების სექცია, რათა დეტალურად შეისწავლოთ კონკრეტულ სეგმენტში რამ გამოიწვია თქვენი აუდიტორიის ინტერესის დაკარგვა.

შენიშვნა: თქვენს ვიდეოს შესაძლოა არ ჰქონდეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მომენტი; ისინი გამოიყოფა მხოლოდ ვიდეოში მათი ამოცნობისას. თქვენი ვიდეო უნდა იყოს არანაკლებ 60-წამიანი და უნდა ჰქონდეს არანაკლებ 100 ნახვა.

აუდიტორიის დაკავების დიაგრამის ფორმით შეგიძლიათ განსაზღვროთ, თქვენი ვიდეოს რომელი ნაწილია ყველაზე მეტად და ნაკლებად საინტერესო თქვენი აუდიტორიისთვის.

თუ დიაგრამის ხაზი სწორია, ეს ნიშნავს, რომ აუდიტორია უყურებს თქვენი ვიდეოს ამ ნაწილს თავიდან ბოლომდე.
თანდათანობით ხაზის ქვემოთ დახრა გულისხმობს, რომ მნახველებმა დროთა განმავლობაში დაკარგეს ინტერესი. ასეთ მომენტებში, როგორც წესი, YouTube-ის ვიდეო ნელ-ნელ აჩერებს დაკვრას.
პიკები ჩნდება, როდესაც მნახველების უფრო მეტი რაოდენბა უყურებს, ხელახლა ნახულობს ან აზიარებს თქვენი ვიდეოს ამ კონკრეტულ სეგმენტს.
ჩავარდნები ნიშნავს, რომ მნახველები გამოტოვებენ ვიდეოს კონკრეტულ ნაწილს ან ამ ნაწილში წყვეტენ ვიდეოს ყურებას.

აუდიტორიის დაკავების სეგმენტის ტიპის მიხედვით ნახვა

შენიშვნა: მონაცემთა გარკვეულ ნაწილზე წვდომის მოსაპოვებლად, შესაძლოა, გაფართოებული რეჟიმის ჩართვა დაგჭირდეთ. ისწავლეთ, როგორ ისარგებლოთ გაფართოებული ფუნქციებით.

აუდიტორიის დაკავების ანგარიში გეხმარებათ, აღიქვათ, როგორია აუდიტორიის სხვადასხვა ნაწილის ჩართულობა თქვენს ვიდეოებთან მიმართებით. შეგიძლიათ, ახალი მნახველები დაბრუნებულ მნახველებს შეადაროთ, გამომწერები — გამოწერის არმქონეებს. თუ რეკლამები გაქვთ განთავსებული, მნახველთა გარჩევას თქვენს კონტენტთან ორგანული და ფასიანი ინტერაქციის მიხედვითაც შეძლებთ. ასევე, შეგიძლიათ, ნახოთ გამოტოვების შესაძლებლობის მქონე ვიდეო რეკლამებიდან და საეკრანო რეკლამებიდან დაფიქსირებული აქტივობა.

ორგანული აქტივობა და ფასიანი აქტივობა

ორგანული აქტივობა

ეს მომხმარებელთა პირდაპირი ჩართულობით გამოწვეული შედეგებია. მაგალითად, ტრაფიკი ორგანულად ჩითვლება, თუ მნახველი შეასრულებს ისეთ მოქმედებას, როგორიცაა ვიდეოს მოძიება, შეთავაზებულ ვიდეოზე დაწკაპუნება ან არხის დათვალიერება.

ფასიანი ტრაფიკი

ეს რეკლამის ფასიანი განთავსებით გამოწვეული ნახვებია.

  • ვიდეო რეკლამა გამოტოვების შესაძლებლობით: ისეთი რეკლამების ნახვები, რომელიც ავტომატურად იკვრება ვიდეოს დაწყებამდე და მნახველებს მათი გამოტოვება შეუძლიათ ხუთი წამის შემდეგ.
  • საეკრანო რეკლამები: მნახველების მიერ საეკრანო რეკლამებზე, მათ შორის, ძიების შედეგებში ნაჩვენებ ან ვიდეოების საყურებელ სხვა გვერდებზე ნაჩვენებ რეკლამებზე დაწკაპუნებით დაგროვებული ნახვები.

შეიტყვეთ მეტი ვიდეო რეკლამების ფორმატების შესახებ პლატფორმაზე Google Ads ვიდეოებისთვის.

ახალი მნახველები და დაბრუნებული მნახველები

ახალი მნახველები

ახალი მნახველები არიან ისინი, ვინც არჩეულ დროის პერიოდში პირველად ნახეს თქვენი არხის კონტენტი.

დაბრუნებული მნახველები

დაბრუნებული მნახველები შეიძლება იყვნენ ისეთი მნახველები, რომელთაც აქამდეც უნახავთ თქვენი არხი და დაბრუნდნენ მეტის საყურებლად.

შეიტყვეთ მეტი დაბრუნებული და ახალი მნახველების მონაცემებზე.

გამომწერი და გამოწერის არმქონე 

გამომწერი

მნახველები, რომლებსაც გამოწერილი აქვთ თქვენი არხი. გამომწერების რაოდენობას შეგიძლიათ რეალური დროის რეჟიმში, ხოლო არხის ზრდას დროთა განმავლობაში დააკვირდეთ.

გამოწერის არმქონე

მნახველები, რომლებიც უყურებენ თქვენს ვიდეოებს, მაგრამ ჯერ არ გამოუწერიათ თქვენი არხი.

შეიტყვეთ მეტი YouTube ანალიტიკის ძირითადი შესაძლებლობების შესახებ.

აუდიტორიის დაკავების დეტალური აქტივობის ნახვა

აქტივობების დეტალური ანგარიში, რომელიც ხელმისაწვდომია აუდიტორიის დაკავების სექციაში, გვიჩვენებს თქვენი ვიდეოს სხვადასხვა სეგმენტის ნახვების აბსოლუტურ რაოდენობას. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ანგარიში იმ მნახველების რაოდენობის გასაგებად, რომლებმაც დაიწყეს და შეწყვიტეს თქვენი ვიდეოს ყურება სხვადასხვა მომენტებში.

კონტენტის გასაუმჯობესებლად და თქვენი მნახველების ინტერესის შესანარჩუნებლად გამოიყენეთ მონაცემები იმის შესახებ, თუ როდის იწყებს და წყვეტს აუდიტორია თქვენი ვიდეოს ყურებას.

შენიშვნა: შესაძლებელია, რომ თქვენი ვიდეოს კონკრეტული სეგმენტის ნახვების აბსოლუტური რაოდენობა ზოგჯერ აღემატებოდეს თქვენი ვიდეოს ნახვების საერთო რაოდენობას. ამის მიზეზი არის ის, რომ კონკრეტული ვიდეოს ნახვისას, მნახველს შეუძლია უყუროს თქვენი კონტენტის ერთსა და იმავე ნაწილს რამდენჯერმე.

გასათვალისწინებელი მეტრიკა

ნახვების საშუალო ხანგრძლივობა არჩეული ვიდეოსა და თარიღის დიაპაზონის მიხედვით ნახვების სავარაუდო საშუალო ხანგრძლივობა წუთებში თითო ნახვაზე.
ყურების დრო (საათები) მნახველების მიერ თქვენი ვიდეოს ყურების დრო.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
13067620905908967351
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false