სარეკლამო შემოსავლის ანალიტიკა

შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი YouTube შემოსავალი და არხის ეფექტურობა YouTube ანალიტიკაის მეტრიკებით. ზოგიერთი მეტრიკა ერთმანეთის გავს, თუმცა შორის განსხვავებები მნიშვნელოვანია თქვენი YouTube რეკლამის შემოსავლის გასაგებად.

შ/1 მილ

შემოსავალი ერთ მილზე (RPM) არის მეტრიკა, რომელიც ასახავს რამდენი ფული გამოიმუშავეთ ვიდეოს 1000 ნახვაზე. შ/1 მილ ეფუძნება შემოსავლის რამდენიმე წყაროს, მათ შორის: რეკლამას, არხის წევრობებს, YouTube Premium შემოსავალს, სუპერ ჩეთს და Super Stickers-ს.

რატომ არის ჩემი შ/1 მილ უფრო დაბალი ვიდრე ჩემი CPM?

შ/1 მილ არის CPM-ზე დაბალი, რადგან შ/1 მილ:
  • გამოითვლება YouTube-ის შემოსავლის წილის შემდეგ.
  • მოიცავს ყველა ნახვას, მათ შორის არამონეტიზებულებს.
თქვენ მიერ მიღებული შემოსავლის ოდენობა არ შეცვლილა შ/1 მილ მეტრიკის დამატების შემდეგ.

რა განსხვავებაა შ/1 მილ-სა და CPM-ს შორის?

CPM წარმოადგენს ყოველ 1000 რეკლამაზე ჩვენების ღირებულებას YouTube-ის შემოსავლის წილის გარეშე. შ/1 მილ არის თქვენი მთლიანი შემოსავალი (YouTube-ის შემოსავლის წილის ჩათვლით) 1000 ნახვაზე.

შ/1 მილ

CPM

  • შემქმნელზე ორიენტირებული მეტრიკა
  • მოიცავს YouTube ანალიტიკის ანგარიშში მითითებულ მთლიან შემოსავალს, მათ შორის რეკლამებს, YouTube Premium-ს, არხის წევრობებს, სუპერ ჩეთს და Super Stickers-ს
  • მოიცავს თქვენი ვიდეოების ნახვების მთლიან რაოდენობას, მათ შორის იმ ნახვების რაოდენობას, რომელთა მონეტიზაციაც არ მომხდარა
  • ფაქტობრივი შემოსავალი, რომელიც მიღებულია შემოსავლის წილის გადახდის შემდეგ.
  • რეკლამის განმთავსებლებზე ორიენტირებული მეტრიკა
  • მოიცავს მხოლოდ რეკლამიდან და YouTube Premium-იდან მიღებულ შემოსავალს
  • მოიცავს მხოლოდ ნახვებს მონეტიზებული ვიდეოებიდან (ე.ი ვიდეოებს, სადაც რეკლამები იყო ნაჩვენები)
  • გამომუშავება შემოსავლის გაზიარებამდე

რატომ არის შ/1 მილ მნიშვნელოვანი?

შ/1 მილ საშუალებას გაძლევთ ნახოთ რა თანხას გამოიმუშავებთ 1000 ნახვაზე. ის ასევე გეხმარებათ გაიგოთ თქვენი მონეტიზაციის ეფექტურობა მთლიანობაში.

როგორ გავზარდო ჩემი შ/1 მილ?

თქვენი შ/1 მილ-ის გასაზრდელად უნდა გაზარდოთ თქვენი მთლიანი შემოსავალი. რეკომენდირებული რამდენიმე ნაბიჯი შ/1 მილ-ის მაქსიმიზაციისთვის:
  • ჩართეთ მონეტიზაცია ყველა ვიდეოზე.
  • ჩართეთ რეკლამა ვიდეოს შუაში.
  • ჩართეთ AltMon ფუნქციები (მაგალითად, წევრობა, სუპერ ჩეთი) თქვენი შემოსავლების ნაკადების დივერსიფიკაციისთვის.

გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ ფუნქციას აქვს საკუთარი მოთხოვნები და მითითებები.

თუ ჩემი შ/1 მილ იზრდება ან მცირდება, რას ნიშნავს ეს?

შ/1 მილ არის იმ ტარიფის სნეპშოტი, რომლითაც გამოიმუშავებთ ფულს YouTube-ზე. თუ ის იზრდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გამოიმუშავებთ მეტ ფულს ყოველი 1000 ნახვაზე, ხოლო თუ ის მცირდება, თქვენ გამოიმუშავებთ ნაკლებს. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი შ/1 მილ შეიძლება შემცირდეს არამონეტიზებული ნახვების გაზრდისას, თუნდაც თქვენი შემოსავალი იგივე დარჩეს.
იზრდება თუ მცირდება შ/1 მილ, ეს კარგი ინდიკატორია იმისა, თუ რა არის ან არ არის ეფექტური თქვენს შემოსავლების სტრატეგიაში. იმის გაგება, თუ რა ახდენს გავლენას შ/1 მილ-ზე, დაგეხმარებათ იპოვოთ გამოსავალი თქვენი მონეტიზაციის სტრატეგიის გასაუმჯობესებლად.

რა შეიძლება გავიგო ჩემს შემოსავალზე შ/1 მილ ფუნქციით?

შ/1 მილ არის სასარგებლო მონეტიზაციის მეტრიკა შემქმნელებისთვის, მაგრამ მისი დახმარებით ვერ გაიგებთ გითხრათ მთელი თქვენი შემოსავლის ისტორიას. აი ინფორმაციას არ გაწვდით ის:

  • შემოსავალი, რომელიც მიიღება საქონლის გაყიდვით ან საქონლის თაროს გამოყენებით.
  • შემოსავალი, რომელიც მიღებულია ბრენდთან გარიგებებისა და რეკლამის მეშვეობით (YouTube BrandConnect-ის გარდა).
  • ნებისმიერი სხვა შემოსავალი, რომელიც გენერირებულია არაპირდაპირ YouTube-ის საშუალებით (მომსახურება, საუბარი, კონსულტაციის საკომისიო).

შ/1 მილ ფუნქციით ვერ გაიგებთ, თუ რომელი შემოსავლის წყაროა პასუხისმგებელი თქვენი მთლიანი შემოსავლის ცვალებადობაზე

იმის გამო, რომ შ/1 მილ აერთიანებს რამდენიმე მეტრიკას, ის დაგეხმარებათ, გაარკვიოთ რომელი შემოსავლის წყაროა პასუხისმგებელი თქვენი შემოსავლის ცვალებადობაზე.

მაგალითად, შ/1 მილ შესაძლოა შემცირდეს თქვენი ნახვების გაზრდის გამო, გამომდინარე იქედან, რომ ყველა ვიდეოში შეიძლება არ იყოს რეკლამის ნახვა ჩართული. ან შეიძლება შეამჩნიოთ, რომ თქვენი შ/1 მილ იზრდება ნახვების მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე, რადგან მნახველები რეგისტრირდებიან არხის წევრობაზე.

გირჩევთ გამოიყენოთ YouTube-ის ყველა სხვადასხვა ანალიტიკა, რათა სრულად გაიგოთ თქვენი შ/1 მილ-ის ცვლილებები.

CPM

ღირებულება 1000 ჩვენებაზე (CPM) არის მეტრიკა, რომელიც ასახავს რამდენ ფულს ხარჯავენ რეკლამის განმთავსებლები YouTube-ზე რეკლამის ჩვენებისთვის. თქვენ იხილავთ CPM-ის რამდენიმე სხვადასხვა მეტრიკას YouTube ანალიტიკაში:

  • CPM: ღირებულება, რომელსაც რეკლამის განმთავსებლი იხდის რეკლამის 1,000 ჩვენებაზე. დათვლისას რეკლამის ჩვენება ნებისმიერი ჩვენების შემთხვევაში გაითვალისწინება.
  • დაკვრაზე დაფუძნებული CPM: ფასი, რომელსაც რეკლამის განმთავსებელი იხდის იმ 1000 ვიდეოს დაკვრისთვის, რომლებშიც ნაჩვენებია რეკლამა.

რა განსხვავებაა CPM-სა და დაკვრაზე დაფუძნებულ CPM-ს შორის?

YouTube-ზე ვიდეოებს შეიძლება ჰქონდეს ერთზე მეტი რეკლამა. CPM ასახავს რეკლამის განმთავსებლის მიერ რეკლამის ჩანართებითვის გადახდილ თანხას. დაკვრაზე დაფუძნებული CPM ასახავს რეკლამის განმთავსებლის მიერ გადახდილ თანხას ვიდეოს დაკვრისთვის, რომელიც მოიცავს ერთ ან მეტ რეკლამას. თქვენი დაკვრაზე დაფუძნებული CPM ხშირად უფრო მაღალია ვიდრე თქვენი CPM.
მაგალითისთვის დავუშვათ, რომ თქვენს ვიდეოს აქვს 5000 ნახვა. 1000 ნახვა მოიცავს ერთ რეკლამას, ხოლო 500 დამატებითი ნახვა მოიცავს ორ რეკლამას, ჯამში კი გამოდის 1500 ნახვა რეკლამით. ეს ნიშნავს, რომ დაფიქსირდა 2000 ინდივიდუალური რეკლამის ჩვენება, მაგრამ აქედან მხოლოდ 1500 მონეტიზებული დაკვრა.
ვთქვათ, რეკლამის განმთავსებელმა გადაიხადა სულ 7 აშშ დოლარი. ვიდეოს ღირებულება თითო ჩვენებაზე გამოითვლება რეკლამის განმთავსებლის მიერ 7 აშშ დოლარის გაყოფით 2000 რეკლამის ჩვენებაზე, რაც არის 0,0035 აშშ დოლარი. 1000 ჩვენებაზე CPM გამოდის 0.0035 აშშ დოლარის და 1000-ის ნამრავლი, რაც უდრის3.50 აშშ დოლარს. დაკვრაზე დაფუძნებული CPM გამოითლება 7 აშშ დოლარის გაყოფით 1500 მონეტიზებულ დაკვრაზე და შედეგის 1000-ზე გამრავლებით, რაც გამოდის 4,67 აშშ დოლარი.

რატომ არის CPM მნიშვნელოვანი?

თქვენ იღებთ იმ თანხის ნაწილს, რასაც რეკლამის განმთავსებლები იხდიან თქვენს ვიდეოში რეკლამის საჩვენებლად. რაც უფრო მეტს იხდის რეკლამის განმთავსებელი ამ რეკლამაში, მით მეტ ფულს გამოიმუშავებთ თქვენ. თქვენი CPM არის კარგი ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად ღირებული რეკლამის განმთავსებლები პოულობენ თქვენს ვიდეოებს და აუდიტორიას საკუთარი ბიზნეს მიზნების მისაღწევად.
თქვენი შემოსავალი არ გამოითვლება CPM-ის გამრავლებით ნახვების რაოდენობაზე, რადგან CPM ასახავს რეკლამის განმთავსებლების მიერ გადახდილ თანხას და არა იმას, რასაც თქვენ გამოიმუშავებთ. ასევე, ყველა ნახვისას არ გამოჩნდება რეკლამა. თუ ვიდეოები არ არისრეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი, ზოგიერთ ვიდეოში საერთოდ არ გამოჩნდება რეკლამა. ვიდეოს სხვა ნახვების დროს შეიძლება არ გამოჩნდეს რეკლამა ხელმისაწვდომი რეკლამის ნაკლებობის გამო. რეკლამის ჩანართების მქონე ნახვებს ეწოდება მონეტიზებული დაკვრა.

რატომ იცვლება ჩემი CPM?

თქვენი CPM-ის ცვლილებები დროთა განმავლობაში ნორმალურია და შეიძლება მოხდეს მრავალი ისეთი მიზეზის გამო, როგორიცაა:
  • წელიწადის დრო: რეკლამის განმთავსებლები, როგორც წესი, უფრო მაღალ ან დაბალ თანხას იხდიან წელიწადის დროის მიხედვით. მაგალითად, ბევრი რეკლამის განმთავსებელი იხდის უფრო მაღალ ფასს დღესასწაულების წინ.
  • ცვლილებები მხაველის გეოგრაფიაში: რეკლამის განმთავსებლებს შეუძლიათ აკონტროლონ, თუ რომელი გეოგრაფიებიულ არეალში სურთ , რომ მათმა რეკლამებმა მიაღწიოს. სხვადასხვა მდებარეობას ექნება კონკურენციის განსხვავებული დონე სარეკლამო ბაზარზე, ამიტომ CPM-ები განსხვავდება გეოგრაფიის მიხედვით. ცვლილები, საიდანაც თქვენი ნახვების უმეტესი ნაწილი წამოვა, შეგიძლიათ ნახოთ CPM-ში. მაგალითად, თუ ნახვები უფრო მაღალი CPM-ის მქონდე გეოგრაფიული არეალიდან გქონდათ, ხოლო ახლა უფრო მეტ ნახვებს იღებთ დაბალი CPM-ის მქონე გეოგრაფიული არეალიდან, შესაძლოა თქვენი CPM-ის შემცირება შეამჩნიოთ.
  • ცვლილებები რეკლამის ხელმისაწვდომ ფორმატების გავრცელებაში: რეკლამის სხვადასხვა ტიპებს, როგორც წესი, აქვთ განსხვავებული CPM. მაგალითად, თუ სარეკლამო ინვენტარში მეტად ხელმისაწვდომია გამოტოვების შესაძლებლობის არმქონე რეკლამა, CPM შეიძლება უფრო მაღალი იყოს.

სავარაუდო შემოსავალი სარეკლამო შემოსავალთან შედარებით

  • სავარაუდო შემოსავალი: შემოსავალი ყველა ტიპის შემოსავლიდან, მათ შორის არხის წევრობებიდან, YouTube Premium-იდან და სუპერ ჩეთიდან. ამ მეტრიკის ნახვა შეგიძლიათ შემოსავლების ჩანართში.
  • სავარაუდო სარეკლამო შემოსავალი: შემოსავალი მხოლოდ თქვენს ვიდეოებში არსებული რეკლამებიდან. ამ მეტრიკის ნახვა შეგიძლიათ შემოსავლების წყაროების ანგარიშში.

ნახვები, რეკლამის ჩვენებები და სავარაუდო მონეტიზებული დაკვრა

  • ნახვები: თქვენი ვიდეოს ნახვის რაოდენობა.
  • რეკლამის ჩვენებები: თქვენს ვიდეოებში ცალკეული რეკლამების ნახვის რაოდენობა.
  • სავარაუდო მონეტიზებული დაკვრა: რეკლამებით თქვენი ვიდეოს ნახვის რაოდენობა.

თუ თქვენი ვიდეო ნანახია 10-ჯერ და ამ ნახვებიდან 8 შეიცავდა რეკლამას, გექნებათ 10 ნახვა და 8 სავარაუდო მონეტიზებული დაკვრა. თუ ამ სავარაუდო მონეტიზებული დაკვრებიდან ერთ-ერთს რეალურად ჰქონდა 2 რეკლამა, თქვენ გექნებათ 9 რეკლამის ჩვენება.

YouTube-ზე ყველა ნახვას არ აქვს რეკლამა. ნახვას შეიძლება არ ჰქონდეს რეკლამა, თუ:

  • ვიდეო არ არის შესაფერისი რეკლამის განმთავსებლებისთვის.
  • რეკლამის განთავსების ფუნქცია გამორთულია ამ ვიდეოსთვის.
  • არ არსებობს ხელმისაწვდომი რეკლამა ამ კონკრეტული მნახველისთვის საჩვენებლად. რეკლამის განმთავსებლებს შეუძლიათ აირჩიონ სამიზნე კონკრეტული მოწყობილობები, დემოგრაფიული მონაცემები და ინტერესები. თქვენი მნახველის ტიპი შეიძლება არ იყოს ამ მიზნებთან შესაბამისი. შეიტყვეთ მეტი ვიდეო რეკლამის მიზნობრივი მეთოდების შესახებ.
  • მთელი რიგი სხვა ფაქტორები, მათ შორის მაყურებლის გეოგრაფია, რამდენად ახალი ნანახი აქვს მნახველს რეკლამა, აქვს თუ არა Premium გამოწერა და ა.შ.

ამ სხვადასხვა ტიპის ნახვების გამო, შესაძლოა, იმაზე მეტი ნახვები გქონდეთ, ვიდრე —სავარაუდო მონეტიზებული დაკვრა.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
8410065259251093014
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false