გაფრთხილებები — ხშირად დასმული შეკითხვები

რა მოხდება გაფრთხილებას მიღების შემთხვევაში?

თუ საავტორო უფლებების ან საზოგადოების წესდების დარღვევებთან დაკავშირებით გაფრთხილებას მიიღებთ, ამას შეგატყობინებთ ელფოსტით, მობილური და დესკტოპ შეტყობინებებით, ასევე, შეტყობინებებით თქვენს YouTube არხზე. ჩვენ შეგატყობინებთ გაფრთხილების მიღების მიზეზს და გაგაცნობთ შემდგომ ნაბიჯებს.

რატომ გვაქვს 2 სხვადასხვა სისტემა?

ჩვენ გვაქვს 2 სისტემა — საზოგადოების წესდების დარღვევის გაფრთხილებები და საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული გაფრთხილებები, როგორც ცალ-ცალკე პრობლემა.

საავტორო უფლებებისა და საზოგადოების წესდების დარღვევები სხვადასხვა მიზეზით ხდება. ჩვენი საზოგადოების წესდება არის წესების ნაკრები, რომლებიც გვსურს, რომ შემქმნელებმა და მნახველებმა დაიცვან YouTube საზოგადოების უსაფრთხოებისთვის. საავტორო უფლებებთან დაკავშირებული წესები მიზნად ისახავს შემქმნელების საავტორო უფლებების დაცვას და თავიანთი ვიდეოებისთვის, პირდაპირი სტრიმინგებისა და ისტორიებისთვის კონტენტის გამოყენებისას ყველას მხრიდან კანონის დაცვის უზრუნველყოფას.

შესაძლოა, იცოდეთ საავტორო უფლებებთან დაკავშირებული შეზღუდვების შესახებ, მაგრამ არ იცნობდეთ ჩვენს წესებს სიშიშვლესა და სექსუალური შინაარსის კონტენტთან დაკავშირებით. ან, შესაძლოა, იცნობდეთ ჩვენს წესებს მინიატურების შესახებ, მაგრამ არ იცოდეთ, რომ თქვენს ვიდეოში სხვა პირის სიმღერის გამოყენებას, შესაძლოა, საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული გაფრთხილება მოჰყვეს. გვსურდა, შესაძლებლობა მოგვეცა, გაცნობოდით ჩვენს ყველა წესს.

თუ გსურთ შეიტყოთ მეტი იმის შესახებ, თუ რა ითვლება საავტორო უფლებების დარღვევად, გაეცანით:

თუ გსურთ, შეიტყოთ მეტი ჩვენი საზოგადოების წესდების შესახებ, უყურეთ ამ ვიდეოს ან გაეცანით კონკრეტულ წესს დახმარების ცენტრში.

რატომ განსხვავდება თითოეული ტიპის გაფრთხილების შედეგი?

ჩვენ შევიმუშავეთ ჯარიმები საავტორო უფლებებისა და საზოგადოების წესდების დარღვევების გაფრთხილებებისთვის, რაც, ჩვენი აზრით, საუკეთესოდ დაეხმარება მომხმარებლებს, ისწავლონ თავიანთი გამოცდილებიდან და გააგრძელონ YouTube-ით სარგებლობა. რაც შეეხება საზოგადოების წესდების დარღვევის გაფრთხილებას, აღმოვაჩინეთ, რომ მომხმარებლები ხშირად მალევე ხვდებიან, რატომ არღვევს მათი კონტენტი წესებს, როცა იღებენ შენიშვნას და წესების შესაბამის გვერდს ეცნობიან.

თუ ეს თქვენი პირველი გაფრთხილებაა, უნდა გაიაროთ საავტორო უფლებების სკოლა.

ყოველთვის რატომ არ იღებთ შენიშვნას?

თქვენი გაფრთხილება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მაგალითად, საზოგადოების წესდება დაარღვიეთ თუ საავტორო უფლებები, ან ეს პირველი დარღვევაა თუ არა.

გვესმის, რომ შეცდომისგან დაზღვეული არავინაა. სწორედ ამიტომ, როცა თქვენი კონტენტის მიერ საზოგადოების წესდების დარღვევის პირველი შემთხვევაა, შენიშვნას ვაგზავნით. საზოგადოების წესდების დარღვევის გამო მიღებული შენიშვნის 90 დღეში გაუქმებისთვის, შეგიძლიათ გაეცნოთ ტრეინინგს წესების შესახებ. იმედია, ეს შესაძლებლობას მოგცემთ, შეიტყოთ ჩვენი წესების შესახებ და თავი აარიდოთ მსგავსი ვითარებების განმეორებას. თუ სხვა წესებს დაარღვევთ ტრეინინგის დასრულების შემდეგ, კიდევ ერთ შენიშვნას მიიღებთ. განმეორებით დამრღვევებს, შესაძლოა, შევუზღუდოთ მონაწილეობის მიღება მომავალ ტრეინინგში.

თუმცა, თუ მივიღებთ საავტორო უფლებების დარღვევის გამო ვიდეოს წაშლის მოთხოვნას, ჩვენ წავშლით მას და გავცემთ გაფრთხილებას საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ, თუნდაც ეს პირველი შემთხვევა იყოს. ამას კანონის მოთხოვნების დასაცავად ვაკეთებთ. ვიდეოს წასაშლელად საავტორო უფლებების მფლობელმა უნდა გაგზავნოს სრული და სწორი სამართლებრივი მოთხოვნა.

შენიშვნა: კონტენტის ID-სთან დაკავშირებულ პრეტენზიის განცხადებას არ მოჰყვება გაფრთხილება.

როგორ მივხვდე, რა ტიპის გაფრთხილება მაქვს?

როცა გაფრთხილების შესახებ შეგატყობინებთ, იმასაც გეტყვით, რა ტიპის გაფრთხილება მიიღეთ. თუ ეს საზოგადოების წესდების დარღვევის გაფრთხილებაა, იმასაც გეტყვით, თქვენმა კონტენტმა რომელიც წესი დაარღვია.

საზოგადოების წესდება და საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული გაფრთხილება გამოჩნდება Studio-ს საინფორმაციო დაფაზე ან თქვენი კონტენტის ჩანართში.

რა უნდა ვქნა, თუ გაფრთხილება მივიღე?

გვესმის, რომ შეცდომები ხდება და ადამიანებს სულაც არ სურთ ჩვენი წესების დარღვევა ან ვინმეს საავტორო უფლებების კონტრაფაქცია. გვესმის, რომ გაფრთხილების მიღებამ, შესაძლოა, ზოგი შეაშინოს, მაგრამ არსებობს მოქმედებები, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება თქვენს არხზე ხანგრძლივი ნეგატიური ზეგავლენის თავიდან აცილება.

თუ საზოგადოების წესდების დარღვევის გაფრთხილებას მიიღებთ, გირჩევთ, შეასრულოთ შემდეგი:

  1. შეიტყვეთ საზოგადოების წესდების შესახებ იმაში დასარწმუნებლად, რომ თქვენი კონტენტი იცავს ჩვენს წესებს.
  2. ჩვენი წესების გადახედვის შემდეგ, თუ ფიქრობთ, რომ შეცდომა დავუშვით, შეგვატყობინეთ. გადაწყვეტილების გასაჩივრება შეგიძლიათ აქ.

თუ საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ გაფრთხილებას მიიღებთ, შეგიძლიათ მოიქცეთ შემდეგნაირად:

  • მისი მოქმედების ვადის ამოწურვის ლოდინი: საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ გაფრთხილებას მოქმედების ვადა 90 დღეში ეწურება. თუ ეს თქვენი პირველი გაფრთხილებაა, უნდა გაიაროთ საავტორო უფლებების სკოლა.
  • გამოხმობა: შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პირს, რომელმაც გაასაჩივრა თქვენი ვიდეო და სთხოვოთ გამოიხმოს საავტორო უფლების დარღვევასთან დაკავშირებული სასარჩელო მოთხოვნა.
  • საპასუხო უწყების გაგზავნა: თუ თქვენი ვიდეო შეცდომით წაიშალა, რადგან არასწორად შეფასდა, როგორც კონტრაფაქცია, ან სავარაუდოდ მას სამართლიანად იყენებთ, შესაძლოა, მოისურვოთ საპასუხო უწყების გაგზავნა.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
15085371674086204643
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false