მიიღეთ YouTube Premium-ის სტუდენტური გეგმა

თუ ხართ სტუდენტი, შესაძლოა, აკმაყოფილებდეთ YouTube-ის სტუდენტური გეგმის მოთხოვნებს. შეიტყვეთ, ვინ აკმაყოფილებს სტუდენტური გეგმის მოთხოვნებს და როგორ გაიაროთ რეგისტრაცია.

თუ სარგებლობთ YouTube-ის მოქმედი ფასიანი წევრობით (NFL Sunday Ticket-ის გარდა YouTube-სა თუ YouTube TV-ზე) და გსურთ სტუდენტურ გეგმაზე გადასვლა, ჯერ გააუქმეთ არსებული წევრობა. არსებული წევრობის გაუქმების შემდეგ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ YouTube-ის სტუნდეტური გეგმისთვის.

YouTube-ის სტუდენტური გეგმის მოთხოვნებთან შესაბამისობა

YouTube-ის სტუდენტურ გეგმაზე დარეგისტრირებისთვის თქვენ უნდა:

  • ირიცხებოდეთ სტუდენტად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმ რეგიონში, სადაც ხემისაწვდომია YouTube-ის სტუდენტური გეგმა.
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დადასტურებული უნდა იყოს Sheer ID-ს მიერ. დაწესებულების მოთხოვნებთან შესაბამისობა განისაზღვრება SheerID პროგრამის მიერ.

    თქვენს სასწავლებელში სტუდენტური გეგმების ხელმისაწვდომობის შესამოწმებლად:
    1. გადადით სტუდენტური გეგმის სამიზნე გვერდზე YouTube Premium-ის ან YouTube Music Premium-ისთვის.
    2. აირჩიეთ Premium-ის მიღება.
    3. მიუთითეთ თქვენი სასწავლო დაწესებულება SheerID-ს ფორმაში. თუ თქვენი სასწავლო დაწესებულება სიაშია, სტუდენტური გეგმები ხელმისაწვდომია.
  • დაადასტურეთ სტუდენტობა SheerID-ს მეშვეობით. დადასტურების პროცესში დახმარების მისაღებად გაუგზავნეთ ელწერილი SheerID-ს, მისამართზე customerservice@sheerid.com.

თუ წევრობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებთ, 4 წლამდე ვადით მიიღებთ სტუდენტური გეგმით სარგებლობის უფლებას. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიმართ შესაბამისობის დადასტურება ყოველწლიურად მოგიწევთ.

სტუდენტური გეგმის მდებარეობები

YouTube-ის სტუდენტური გეგმა ამჟამად ხელმისაწვდომია შემდეგ ტერიტორიებზე:

  • ალჟირი
  • ავსტრალია
  • ავსტრია
  • აზერბაიჯანი
  • ბაჰრეინი
  • ბანგლადეში
  • ბელგია
  • ბოლივია
  • ბრაზილია
  • ბულგარეთი
  • კამბოჯა
  • კანადა
  • ჩილე
  • კოლუმბია
  • კოსტა-რიკა
  • კვიპროსი
  • ჩეხეთის რესპუბლიკა
  • დანია
  • დომინიკელთა რესპუბლიკა
  • ეკვადორი
  • ეგვიპტე
  • სალვადორი
  • ფინეთი
  • საფრანგეთი
  • საფრანგეთის გვიანა
  • საფრანგეთის პოლინეზია
  • საქართველო
  • გერმანია
  • განა
  • საბერძნეთი
  • გვატემალა
  • ჰონდურასი
  • ჰონგ-კონგი
  • უნგრეთი
  • ინდოეთი
  • ინდონეზია
  • ერაყი
  • ირლანდია
  • იტალია
  • იამაიკა
  • იაპონია
  • იორდანია
  • ყაზახეთი
  • კენია
  • ქუვეითი
  • ლაოსი
  • ლიბანი
  • ლიბია
  • ლუქსემბურგი
  • მალაიზია
  • მალტა
  • მექსიკა
  • მაროკო
  • ნეპალი
  • ნიდერლანდები
  • ახალი ზელანდია
  • ნიკარაგუა
  • ჩრდილოეთ მაკედონია
  • ნორვეგია
  • ომანი
  • პაკისტანი
  • პანამა
  • პარაგვაი
  • პერუ
  • ფილიპინები
  • პოლონეთი
  • პორტუგალია
  • კატარი
  • რეიუნიონი
  • რუმინეთი
  • რუსეთი
  • საუდის არაბეთი
  • სენეგალი
  • სინგაპური
  • სლოვაკეთი
  • სამხრეთ აფრიკა
  • ესპანეთი
  • შრი-ლანკა
  • შვედეთი
  • შვეიცარია
  • ტაივანი
  • ტანზანია
  • ტაილანდი
  • ტუნისი
  • თურქეთი
  • უგანდა
  • უკრაინა
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები
  • გაერთიანებული სამეფო
  • შეერთებული შტატები
  • ურუგვაი
  • ვიეტნამი
  • იემენი
  • ზიმბაბვე

სტუდენტური გეგმის ვარიანტები

ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს, რომლებიც YouTube-ზე თქვენს გამოცდილებას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ YouTube Music Premium-ის ან YouTube Premium-ის წევრობაზე, როგორც სტუდენტი. თქვენ ისეთივე უპირატესობებით ისარგებლებთ, როგორც ფასდაკლებული ტარიფის შემთხვევაში. შეიტყვეთ ჩვენი ფასიანი წევრობის ვარიანტების შესახებ და გადაწყვიტეთ, რომელი უფრო შეგეფერებათ.

გაწევრიანდით ფასიან სტუდენტურ გეგმაში

YouTube Premium

როცა YouTube Premium-ის წევრი გახდებით, თქვენი უპირატესობების გამოყენებას შეძლებთ YouTube-ზე, YouTube Music-სა და YouTube Kids-ზე.
  1. თქვენს კომპიუტერში ან მობილურ მოწყობილობაზე გადადით მისამართზე youtube.com/premium/student.
  2. აირჩიეთ Premium-ის მიღება.
  3. მიჰყევით ნაბიჯებს SheerID-ს მეშვეობით დასადასტურებლად. თუ SheerID დაადასტურებს კრიტერიუმებთან თქვენს შესაბამისობას, გადამისამართდებით YouTube-ზე, რეგისტრაციის პროცესის გასაგრძელებლად.
    • თუ SheerID დაადასტურებს კრიტერიუმებთან თქვენს შესაბამისობას, გადამისამართდებით YouTube-ზე, რეგისტრაციის პროცესის გასაგრძელებლად.
    • თუ დაუყოვნებლივ არ დადასტურდება თქვენი ვინაობა, მოგიწევთ დამატებითი დოკუმენტაციის ატვირთვა მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად. ეს დოკუმენტები ხელით შემოწმდება. თქვენ მიიღებთ ელფოსტას, რომლითაც შეიტყობთ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ, 20 წუთის მანძილზე, აშშ-ში. აშშ-ს გარეთ ტერიტორიებისთვის შეტყობინების მიღებას, შესაძლოა, 48 საათამდე დასჭირდეს.
    • თუ მოთხოვნებთან თქვენი შესაბამისობა დადასტურდება დამატებითი შემოწმების ეტაპზე, ხელახლა მოგიწევთ ანგარიშში შესვლა. შეხებით აირჩიეთ თქვენი პროფილის სურათი და გადადით თქვენს პროფილზე. აირჩიეთ ფასიანი წევრობა და თქვენ მიიღებთ შეტყობინებას, რომ დაასრულოთ რეგისტრაციის პროცესი ქვემოთ მითითებული ნაბიჯების მეშვეობით.
  4. აირჩიეთ გადახდის მეთოდი, რომლის გამოყენებაც გსურთ ან დაამატეთ გადახდის ახალი მეთოდი.
  5. დაწკაპუნებით აირჩიეთ შეძენა ტრანსაქციის დასასრულებლად.

გადადით მისამართზე http://youtube.com/purchases ნებისმიერ დროს, რომ თქვენს წევრობასთან დაკავშირებულ დეტალებს გაეცნოთ.

YouTube Music Premium

გაწევრიანდით YouTube Music Premium-ში და მოუსმინეთ მილიონობით სიმღერას და უყურეთ მილიონობით ვიდეოს რეკლამების გარეშე. ჩამოტვირთეთ საყვარელი სიმღერები და ვიდეოები ხაზგარეშე რეჟიმში მოსასმენად და ა.შ.
  1. თქვენს კომპიუტერში ან მობილურ მოწყობილობაზე გადადით მისამართზე youtube.com/musicpremium/student.
  2. აირჩიეთ Premium-ის მიღება.
  3. მიჰყევით ნაბიჯებს SheerID-ს მეშვეობით დასადასტურებლად. თუ SheerID დაადასტურებს კრიტერიუმებთან თქვენს შესაბამისობას, გადამისამართდებით YouTube-ზე, რეგისტრაციის პროცესის გასაგრძელებლად.
    • თუ SheerID დაადასტურებს კრიტერიუმებთან თქვენს შესაბამისობას, გადამისამართდებით YouTube-ზე, რეგისტრაციის პროცესის გასაგრძელებლად.
    • თუ დაუყოვნებლივ არ დადასტურდება თქვენი ვინაობა, მოგიწევთ დამატებითი დოკუმენტაციის ატვირთვა მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად. ეს დოკუმენტები ხელით შემოწმდება. თქვენ მიიღებთ ელფოსტას, რომლითაც შეიტყობთ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ, 20 წუთის მანძილზე, აშშ-ში. აშშ-ს გარეთ ტერიტორიებისთვის შეტყობინების მიღებას, შესაძლოა, 48 საათამდე დასჭირდეს.
    • თუ მოთხოვნებთან თქვენი შესაბამისობა დადასტურდება დამატებითი შემოწმების ეტაპზე, ხელახლა მოგიწევთ ანგარიშში შესვლა. შეხებით აირჩიეთ თქვენი პროფილის სურათი და გადადით თქვენს პროფილზე. აირჩიეთ ფასიანი წევრობა და თქვენ მიიღებთ შეტყობინებას, რომ დაასრულოთ რეგისტრაციის პროცესი ქვემოთ მითითებული ნაბიჯების მეშვეობით.
  4. აირჩიეთ გადახდის მეთოდი, რომლის გამოყენებაც გსურთ ან დაამატეთ გადახდის ახალი მეთოდი.
  5. დაწკაპუნებით აირჩიეთ შეძენა ტრანსაქციის დასასრულებლად.

გადადით მისამართზე http://youtube.com/purchases ნებისმიერ დროს, რომ თქვენს წევრობასთან დაკავშირებულ დეტალებს გაეცნოთ.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
15495048756145556906
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false