სიახლეები Studio-ს კონტენტის მენეჯერში

ბოლო განახლებები

2024 წლის იანვარი
  • მუსიკოსის ISNI ძიება აქტივების მეტამონაცემების გვერდზე: მუსიკოსის შეყვანით აქტივის მეტამონაცემების  გვერდზე Studio-ს კონტენტის მენეჯერის სამომხმარებლო ინტერფეისში (UI) გამოჩნდება შესაბამისი სახელების სია მათი საერთაშორისო სტანდარტული სახელების იდენტიფიკატორებით (ISNIs) ISNI მონაცემთა ბაზიდან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს არასავალდებულოა: მუსიკოსის სახელის აკრეფითა და შემდეგ „შეყვანაზე“ დაჭერით კვლავ გაიხსნება ამომხტარი ფანჯარა, სადაც შეგიძლიათ შეინახოთ მუსიკოსის სახელი მისი ISNI-ის გარეშე. შეიტყვეთ მეტი.

2023 წლის ოქტომბერი 

  • YouTube რეკლამის ფორმატის მართვის ცვლილებები: ატვირთვის დროს რეკლამების ჩართვა იმას ნიშნავს, რომ რეკლამა თქვენი ვიდეოს დასაწყისსა და დასასრულს, ასევე, რეკლამები გამოტოვების შესაძლებლობით და მის გარეშე, შესაძლოა, თქვენი ხანგრძლივი ვიდეოს დასაწყისში ან დასასრულს გამოჩნდეს. შეიტყვეთ მეტი.
2023 წლის სექტემბერი
  • მიმართვის სეგმენტების გამორიცხვა კონტენტის მიწოდების შაბლონის მეშვეობით: ჩვენ ვამატებთ ახალ ფუნქციას მიმართვის სეგმენტების გამოსარიცხად „მიმართვა-მართვის“ CSV შაბლონის მეშვეობით, Studio-ს კონტენტის მენეჯერის კონტენტის მიწოდებაში. პარტნიორებს ახლა უკვე შეუძლიათ ხელით დაამატონ, ჩაანაცვლონ ან წაშალონ არსებული ბმულები ერთად. შეიტყვეთ მეტი.

2023 წლის აგვისტო

  • გამომწერთა რაოდენობის ახალი ფილტრი გასაჩივრებული ვიდეოების სიის გვერდზე: ახალი ფილტრი Studio-ს კონტენტის მენეჯერის გასაჩივრებული ვიდეოების სიის გვერდზე ახლა უკვე იძლევა შესაძლებლობას, გაფილტროთ გასაჩივრებული ვიდეოები არხის გამომწერთა რაოდენობის მიხედვით.

    ფილტრის ვარიანტები: არხები 1K-ზე ნაკლები, 1k-სა და 100k-ს, 100k-სა და 500k-ს, 500k-სა და 5M-ს შორის, 5M-ზე მეტი გამომწერით. შეიტყვეთ მეტი გამომწერების რაოდენობის ფილტრის შესახებ.
2023 წლის ივნისი
  • მფლობელობასთან დაკავშირებული ახალი სვეტი აქტივების ექსპორტში: აქტივების ექსპორტი აქტივების  გვერდიდან ახლა უკვე მოიცავს „მფლობელობის“ დეტალურ სვეტს, აქტივის მფლობელობის შესახებ ინფორმაციისთვის. შეიტყვეთ მეტი აქტივების ექსპორტის შესახებ.

2023 წლის აპრილი

  • ახალი ფილტრი: გაერთიანებული აქტივები: გაჩნდა ახალი ფილტრი „გაერთიანებული აქტივები“ აქტივების  გვერდზე, რაც საშუალებას იძლევა, ნახოთ გაერთიანებული ან გაუერთიანებელი აქტივები. შეიტყვეთ მეტი ფილტრების მეშვეობით აქტივების მოძებნის შესახებ.
  • აქტივებთან დაკავშირებული ანგარიშები ახლა უკვე ხელმისაწვდომია ყოველდღიურად: აქტივებთან დაკავშირებული ანგარიშები ახლა უკვე ხელმისაწვდომია ყოველდღიურად ჩამოსატვირთად. აქტივებთან დაკავშირებული ანგარიშები იტვირთება აქტივების ჩანართიდან ანგარიშების  გვერდზე. შეიტყვეთ მეტი ჩამოტვირთვადი ანგარიშების შესახებ.

2023 წლის თებერვალი

  • აქტივის ლეიბლების გამოყენების ახალი გზები: ახალი ფუნქციები ხელმისაწვდომია, რომლებიც დაგეხმარებათ აქტივის ლეიბლების უფრო ეფექტურად გამოყენებაში Studio-ს კონტენტის მენეჯერში. ახლა უკვე შეგიძლიათ:
    • იქონიოთ აქტივის მაქსიმუმ 15 000 ლეიბლი (მანამდე 5 000 იყო).
    • დაამატოთ აქტივები აქტივების ლეიბლს პირდაპირ აქტივების ლეიბლების გვერდიდან. შეიტყვეთ როგორ.
    • ნახოთ ლეიბლის შექმნის თარიღი აქტივის ლეიბლების გვერდზე.
    • მასობრივად წაშალოთ აქტივების ლეიბლები. შეიტყვეთ როგორ.
    • დაამატოთ ან შექმნათ აქტივის ლეიბლი აქტივის შექმნისას სარჩელის ხელით შექმნის ხელსაწყოში. შეიტყვეთ როგორ.
    • გადაარქვათ სახელები აქტივის ლეიბლებს. შეიტყვეთ როგორ.
    • იხილოთ აქტივის ლეიბლები ექსპორტირებულ გასაჩივრებულ ვიდეოში.
    • დააექსპორტოთ აქტივის ლეიბლის მონაცემები .CSV ფაილის სახით. შეიტყვეთ როგორ.
  • როლის ახალი შეზღუდვა ზღუდავს მიმართვის ვიდეოს/აუდიოს დაკვრას: ახალი როლის შექმნისას, ან არსებულის რედაქტირებისას, უკვე შეგიძლიათ შეზღუდვის „მიმართვის ვიდეოს/აუდიოს დაკვრის გარეშე“ არჩევა. თუ როლი მოიცავს შეზღუდვას, ამ როლისთვის დანიშნული მომხმარებლები ვერ დაუკრავენ მიმართვის აუდიოს ან ვიდეოს. შეიტყვეთ მეტი როლების მართვის შესახებ.

2023 წლის იანვარი

  • Studio-ს კონტენტის მენეჯერის საინფორმაციო დაფის ბარათთან დაკავშირებული სიახლე: თქვენს საინფორმაციო დაფის  გვერდზე არის ახალი ბარათი, სახელწოდებით „Studio-ს კონტენტის მენეჯერთან დაკავშირებული სიახლე“. ამ ბარათში აისახება სწრაფი განახლებები ახალი ფუნქციებისა და Studio-ს კონტენტ მენეჯერში მუშაობის შესახებ. განახლებებში მოცემული იქნება დახმარების ცენტრის ბმული ამ სტატიაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად.

წინა განახლებები

2022

ჩვენ რამდენიმე შესწორება შეგვაქვს, რომ გავაუმჯობესოთ კონტენტის ID-სთან დაკავშირებული დავისა და აპელაციის პროცესები მოსარჩელე მხარისთვისაც და ამტვირთავებისთვისაც. ეს შესწორება მომდინარეობს გამოხმაურებიდან, რომელსაც წლების განმავლობაში ვიღებდით ამ პროცესთან დაკავშირებით. ამ ცვლილებებმა, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოახდინოს თქვენს შრომით პროცესზე Studio კონტენტის მენეჯერში. აი, რა იცვლება:

1. უფრო მკაცრი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აპელაციის პროცესის ბოროტად გამოყენების პოტენციური საფრთხის შესამცირებლად, ჩვენ ვზრდით მოთხოვნებს, რომლებიც საჭიროა კონტენტის ID-სთან დაკავშირებული აპელაციების წარსადგენად. ამიერიდან აპელაციის წარდგენის შესაძლებლობა შეიზღუდება ჩვენს გაფართოებულ ფუნქციებზე წვდომის მეშვეობით — ფუნქცია, რომელზეც ბოლო რამდენიმე წელია ვმუშაობთ. წვდომის მისაღებად ის მომხმარებლებისგან დამადასტურებელი საბუთის წარდგენას ან დროთა განმავლობაში არხის ისტორიის შექმნას მოითხოვს.

სავარაუდოდ, ეს აპელაციების რაოდენობის შემცირებას და მათი ხარისხის ზრდას გამოიწვევს, ამიტომაც ვამცირებთ კონტენტის ID-სთან დაკავშირებული აპელაციების განხილვის დროს 30-დან 7 დღემდე. აპელაციის მოქმედების სტანდარტული ვადა იმოქმედებს, თუ 7 დღის შემდეგ ზომები მიღებული არ იქნება. თუ 7 დღის განმავლობაში აპელაცია განხილული არ იქნება, თქვენ მაინც გექნებათ შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს მოითხოვოთ ვიდეოს წაშლა. თქვენ მიერ განსახილველი აპელაციები უნდა მოძებნოთ თქვენს პრობლემების გვერდზე და დაახარისხოთ აპელაციის მოქმედების ვადის გასვლის თარიღის მიხედვით.  

2. აპელაციის საფეხურზე გადასვლა: კიდევ ერთი ცვლილება, რომელსაც მომხმარებლებს ვთავაზობთ, უკავშირდება „აპელაციის საფეხურზე გადასვლას“. კრიტერიუმების შესაბამის მომხმარებლებს, რომლებიც ცდილობენ გააპროტესტონ მათი ვიდეოების დაბლოკვა, შეეძლებათ, გამოტოვონ დავის საწყისი ეტაპი და აპელაცია პირდაპირ გააგზავნონ. გაითვალისწინეთ, რომ მონეტიზაციასა და თვალის მიდევნებასთან დაკავშირებული სასარჩელო მოთხოვნები მიუწვდომელია „აპელაციის საფეხურზე გადასვლისთვის“. ხელმისაწვდომია მხოლოდ დაბლოკვასთან დაკავშირებული სასარჩელო მოთხოვნები. 

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ აპელაციის ვარიანტები (მაგალითად, სარჩელის მოხსნა ან ვიდეოს წაშლის მოთხოვნის უკან გამოწვევა) არ იცვლება. 

არხებმა, რომლებსაც მართავთ, ასევე, უნდა ნახონ სარგებელი ამ ცვლილებებიდან, ვინაიდან ამიერიდან მათ იმ სასარჩელო მოთხოვნების უფრო სწრაფად მოგვარების შესაძლებლობა ექნებათ, რომელთა გასაჩივრებაც სურთ.

ეს ცვლილებები ძალაში შევა 2022 წლის 18 ივლისიდან. ცვლილებები მხოლოდ ამ თარიღის შემდეგ გაგზავნილ დავებსა და აპელაციებზე გავრცელდება. შრომითი პროცესის კორექტირებისთვის დროის მოსაცემად, ცვლილებები ეტაპობრივად შევა ძალაში, დროთა განმავლობაში.

 

გამოხმაურება

მიჰყევით ამ ნაბიჯებს, რათა გამოგვეხმაუროთ Studio-ს კონტენტის მენეჯერის ფუნქციების შესახებ:

  1. შედით Studio-ს კონტენტის მენეჯერში.
  2. მარცხენა მენიუში აირჩიეთ გამოხმაურება .
  3. აკრიფეთ თქვენი გამოხმაურების ტექსტი. რაც უფრო მეტად კონკრეტული იქნება თქვენი გამოხმაურება, უფრო მეტად დაგვეხმარება.
    • შენიშვნა: თქვენს გამოხმაურებაში ნუ მიუთითებთ სენსიტიურ ინფორმაციას (ნებისმიერი დაცული მონაცემი). მაგალითად, არ დაურთოთ პაროლები, საკრედიტო ბარათის ნომრები ან პერსონალური დეტალები.
  4. აირჩიეთ, ეკრანის ანაბეჭდის დართვა თუ გსურთ. შეგიძლიათ, ეკრანზე გააფერადოთ ნებისმიერი ინფორმაცია ან ამოშალოთ ხილული სენსიტიური ინფორმაცია.
  5. გამოხმაურების შედგენის დასრულების შემდეგ დაწკაპუნებით აირჩიეთ გაგზავნა.

გახსოვდეთ, რომ ჩვენ წავიკითხავთ და გავითვალისწინებთ ყველა გამოხმაურებას, მაგრამ ყველა მათგანზე პასუხს ვერ გაგცემთ.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
13860824171355256380
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false