დაამატეთ ვიდეოს ესკიზები YouTube-ზე

ვიდეოს ესკიზები საშუალებას აძლევს აუდიტორიას, ნახოს თქვენი ვიდეოს სწრაფი სნეპშოტი. შეგიძლიათ აირჩიოთ ერთ-ერთი ვარიანტი: YouTube-მა დააგენერიროს ავტომატურად თუ ატვირთოთ თქვენით, თუ თქვენი ანგარიში დადასტურებულია. დარწმუნდით, რომ თქვენი ესკიზი იცავს საზოგადოების წესდებას.

ავტომატური ან მორგებული ესკიზების დამატება

YouTube Studio აპი Android-ისთვის

  1. გახსენით YouTube Studio აპი .
  2. ქვედა მენიუდან შეეხეთ კონტენტს .
  3. აირჩიეთ ვიდეო, რომლის რედაქტირებაც გსურთ.
  4. შეეხეთ: რედაქტირება Edit icon and then ესკიზის რედაქტირება.
  5. აირჩიეთ ავტომატურად გენერირებული ესკიზი ან შეეხეთ მორგებულ ესკიზს და შექმენით მორგებული ვიდეოს ესკიზი თქვენს მოწყობილობაში არსებული სურათიდან.
  6. დაადასტურეთ არჩეული ესკიზი და შეეხეთ არჩევას.
  7. შეეხეთ შენახვას.
შენიშვნა: ესკიზში ცვლილებების YouTube-ზე ასახვას შესაძლოა, დრო დასჭირდეს.

YouTube Android აპი

  1. გახსენით YouTube აპი .
  2. შეეხეთ: ბიბლიოთეკა  and then თქვენი ვიდეოები.
  3. ვიდეოს გვერდით, რომლის რედაქტირებაც გსურთ, შეეხეთ: მეტი  ''and then რედაქტირება and then ესკიზის რედაქტიება .
  4. აირჩიეთ ავტომატურად გენერირებული ესკიზი ან შეეხეთ მორგებულ ესკიზს და შექმენით მორგებული ვიდეოს ესკიზი თქვენს მოწყობილობაში არსებული სურათიდან.
  5. დაადასტურეთ არჩეული ესკიზი და შეეხეთ არჩევას.
  6. შეეხეთ შენახვას.
შენიშვნა: ვერტიკალური ვიდეოები 16:9-იანი მორგებული ესკიზებით ჩანაცვლდება ავტომატურად გენერირებული 4:5-იანი ესკიზით მთავარ, დათვალიერებისა და გამოწერების გვერდებზე. თქვენი მორგებული ესკიზი გამოჩნდება ყურების არხში, ნახვის ისტორიასა და არამობილურ პლატფორმებზე.

მორგებული ესკიზის საუკეთესო გამოცდილებები

 

სურათის ზომა და გარჩევადობა

თქვენი მორგებული ესკიზის სურათი უნდა იყოს მაქსიმალურად დიდი. ის გამოყენებული იქნება გადახედვის სურათად ჩაშენებულ დამკვრელში. გირჩევთ, თქვენს მორგებულ ესკიზებს:

  • ჰქონდეს 1280x720 გარჩევადობა (მინიმალური სიგანით 640 პიქსელი).
  • აიტვირთოს სურათის ფორმატში, მაგალითად: JPG, GIF, ან PNG.
  • დატოვოთ 2 მბაიტამდე ვიდეოებისთვის ან 10 მბაიტამდე პოდკასტებისთვის.
  • ცადეთ 16:9 თანაფარდობის გამოყენება, რადგან ის ყველაზე ხშირად გამოყენებადია YouTube დამკვრელებსა და გადახედვებში.
  • პოდკასტების დასაკრავი სიებისთვის ატვირთეთ ესკიზი თანაფარდობით 1:1, 16:9-ის ნაცვლად (1280 x 1280 პიქსელი).

ესკიზის წესები

ყველა მორგებული ესკიზის სურათი უნდა იცავდეს ჩვენს საზოგადოების წესდებას. თქვენი ესკიზები, შესაძლოა, უარყოფილ იქნას და თქვენმა ანგარიშმა გაფრთხილება მიიღოს, თუ ის შეიცავს:
  • სიშიშვლეს ან სექსუალური თვალსაზრისით პროვოკაციულ კონტენტს
  • სიძულვილის დამთესავ განცხადებას
  • ძალადობას
  • საზიანო ან საშიშ კონტენტს
როგორც აღვნიშნეთ, დარღვევებს, შესაძლოა, თქვენ მიერ მორგებული ესკიზებით სარგებლობის 30 დღით დაბლოკვა ან ანგარიშისთვის მოქმედების შეწყვეტა მოჰყვეს. შეიტყვეთ მეტი საზოგადოების წესდების დარღვევის გაფრთხილებების შესახებ.
გაფრთხილების შემთხვევაში მას ელფოსტით მიიღებთ და ამის შესახებ შეტყობინებას ნახავთ არხის პარამეტრებში, როცა YouTube-ში შეხვალთ. შეგიძლიათ გაფრთხილების გასაჩივრება, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ესკიზები არ არღვევს YouTube-ის საზოგადოების წესდებას. თუ თქვენი სარჩელი დაკმაყოფილდა და თქვენ ჯერ არ შეგიცვლიათ ესკიზი, შესაძლოა, ჩვენ აღვადგინოთ ის.

მორგებული ესკიზის შეზღუდვები

არსებობს შეზღუდვა მომხმარებელთა ესკიზების რაოდენობასთან დაკავშირებით, რომელთა ატვირთვაც არხს შეუძლია დღეში. თუ ესკიზის ატვირთვის მცდელობისას შეცდომით იღებთ შეტყობინებას „მიღწეულია მორგებული ესკიზის ყოველდღიური ლიმიტი“, ხელახლა სცადეთ 24 საათში. 
ლიმიტები შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნის/რეგიონის ან არხის ისტორიის მიხედვით. საავტორო უფლებების გაფრთხილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს არხის ისტორიის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. საზოგადოების წესდების დარღვევის გაფრთხილებები გავლენას მოახდენს მორგებული ესკიზის ატვირთვის რაოდენობაზე.
შენიშვნა: თქვენ არ შეგიძლიათ ატვირთოთ მორგებული ესკიზები მოკლე ვიდეოებისთვის, როგორც ეს შეგიძლიათ გრძელი ფორმის ვიდეოებისთვის. შეგიძლიათ აირჩიოთ ჩარჩო თქვენი მოკლე ვიდეოსთვის, როგორც ესკიზი, რომელიც გამოჩნდება ძიების შედეგებში, ჰეშთეგსა და აუდიო პივოტის გვერდებზე და თქვენი არხის გვერდზე. არჩევისას, ვერ შეცვლით ესკიზს ვიდეოს ატვირთვის შემდეგ.

რატომ არის გამორთული ჩემი მორგებული ესკიზები

YouTube-მა, შესაძლოა, გამორთოს მორგებული ესკიზები ძიების კონკრეტული შედეგებისთვის, თუ ისინი მნახველებისთვის შეუსაბამოდ ჩაითვლება.
ყველა მორგებული ესკიზის სურათი უნდა იცავდეს ჩვენს საზოგადოების წესდებას.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
9852501159924418601
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false