საზოგადოების პოსტის შექმნა

YouTube Community Posts

YouTube-ზე პოსტებით შეგიძლიათ მისწვდეთ უფრო მეტ მომხმარებელს და გაზარდოთ აუდიტორიის ჩართულობა. შეიტყვეთ მეტი საზოგადოების ჩანართის უპირატესობებისა და მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.

პოსტის შექმნა

პოსტის შესაქმნელად:

  1. შეხებით აირჩიეთ and then პოსტის შექმნა.
  2. დაამატეთ ტექსტი.
  3. აირჩიეთ სურათი , გამოკითხვა ან ტესტი  , გამომდინარე იქიდან, თუ რა ტიპის პოსტის შექმნა გსურთ.
  4. აირჩიეთ გამოქვეყნება.
შენიშვნა: თუ გსურთ, რომ თქვენს პოსტს ვადა 24 საათში ამოეწუროს, შეეხეთ ქვიშის საათს .

YouTube საზოგადოების დაცვის მიზნით, ყოველ 24-საათიან პერიოდში დაწესებულია არხის მიერ პოსტების შექმნის ლიმიტი. თუ მიიღეთ შეტყობინება „ლიმიტი მიღწეულია“, ხელახლა ცადეთ 24 საათის შემდეგ.

პოსტის დაგეგმვა

პოსტის დასაგეგმად:

  1. პოსტის შექმნისას, ზედა მარჯვენა კუთხეში, შეხებით აირჩიეთ საათი .
  2. აირჩიეთ პოსტის გამოქვეყნების თარიღი, დრო და სასაათო სარტყელი.
  3. აირჩიეთ მზადაა.
  4. პოსტის შექმნის გვერდზე დაწკაპუნებით აირჩიეთ დაგეგმვა.

პოსტში ვიდეოს გაზიარება

პოსტში ვიდეოს გასაზიარებლად:

  1. გადადით ვიდეოზე, რომლის გაზიარებაც გსურთ.
  2. შეხებით აირჩიეთ გაზიარება Share and then გაზიარება....
  3. შეხებით აირჩიეთ პოსტის შექმნა.
  4. აკრიფეთ თქვენი შეტყობინება და შეხებით აირჩიეთ გამოქვეყნება ან „“.

პოსტში დასაკრავი სიის გაზიარება

პოსტში დასაკრავი სიის გასაზიარებლად:

  1. გახსენით დასაკრავი სია, რომლის გაზიარებაც გსურთ.
  2. აირჩიეთ მეტი „“ and then გაზიარება.
  3. შეხებით აირჩიეთ ბმულის კოპირება.
  4. შეხებით აირჩიეთ შექმნა „“ and then პოსტი.
  5. ჩასვით დასაკრავი სიის URL და შეხებით აირჩიეთ გამოქვეყნება.

პირდაპირი სტრიმინგის პოსტის შექმნა

  1. მთავარ ეკრანზე შეხებით აირჩიეთ ჩაწერა Video camera.
  2. შეხებით აირჩიეთ პირდაპირი and then საჯარო and then შემდეგი.
  3. აირჩიეთ სათაური და შემდეგ შემდეგი.
  4. პოსტისთვის აირჩიეთ ესკიზი.
  5. აირჩიეთ ტრანსლაციის ორიენტაცია თქვენი ტელეფონის ლანდშაფტის ან პორტრეტის ხედში გადართვით (დარწმუნდით, რომ თქვენს ტელეფონზე დაშვებულია შეტრიალება).
  6. შეხებით აირჩიეთ გაზიარება and then პოსტის შექმნა.
  7. დაამატეთ პოსტის ტექსტი და აირჩიეთ გამოქვეყნება.
  8. შეხებით აირჩიეთ პირდაპირ ეთერში გასვლა.
  9. სტრიმინგის დასასრულებლად შეხებით აირჩიეთ დასრულება.

პოსტში სხვა არხების ხსენება

იმისთვის, რომ პოსტებში სხვა YouTube არხი ახსენოთ, შეიყვანეთ @ სიმბოლო და მასთან მიჯრით არხის სახელი ან იდენტიფიკატორი. არხი მიიღებს შეტყობინებას იმის თაობაზე, რომ ის პოსტში ახსენეთ. მნახველებს შეუძლიათ, დააწკაპუნონ თქვენ მიერ ნახსენებ გვერდზე ნებისმიერი მოწყობილობიდან და პირდაპირ გადავიდნენ არხის გვერდზე.

შეიტყვეთ მეტი პოსტის ტიპების შესახებ

ტესტური პოსტი

ტექსტური პოსტის შესაქმნელად შეიყვანეთ თქვენი გზავნილი ტესტურ ველში, თქვენი არხის საზოგადოების ჩანართში. შეგიძლიათ მხოლოდ ტექსტის ან მისი ვიდეოსთან, სურათთან ან GIF-თან ერთად გამოქვეყნება. ტექსტურ პოსტებს ტესტებთან ერთად ვერ გამოაქვეყნებთ.

პოსტები დასაკრავი სიით

თუ საზოგადოების ჩანართი ჩართული გაქვთ, შეგიძლიათ, გამოაქვეყნოთ თქვენი საყვარელი მუსიკოსების დასაკრავი სიები. დააკოპირეთ და ჩასვით დასაკრავი სიის URL თქვენს პოსტში.

პოსტები სურათით და GIF-ით

მაქსიმუმ 5 სურათის ან ანიმაციური GIF-ის ატვირთვა შეგიძლიათ თქვენი Android მოწყობილობიდან.

მითითებები

  • ზომა: მაქსიმუმ 16 მბაიტი
  • ფაილის ტიპები: JPG, PNG, GIF ან WEBP
  • სასურველი თანაფარდობა: გირჩევთ 1:1 თანაფარდობას, რადგან სურათები არხში ამ ფორმატით გამოჩნდება. მნახველებს შეეძლებათ სრულად ნახონ სურათები, თუ მათზე დააწკაპუნებენ.

გამოიყენეთ მხოლოდ ის სურათები, რომელთა გამოყენების უფლებაც გაქვთ. სურათიან პოსტს შეგიძლიათ ტექსტიც დაურთოთ. გახსოვდეთ, რომ გამოყენებული სურათები უნდა აკმაყოფილებდეს YouTube-ის საზოგადოების წესდებას. თუ სურათები არღვევს საზოგადოების წესდებას, თქვენი პოსტი შეიძლება წაიშალოს და თქვენმა არხმა მიიღოს გაფრთხილება.

ვიდეო პოსტები

თუ პოსტში ვიდეოს დამატებას გადაწყვეტთ:

  • მოძებნეთ YouTube ვიდეო
  • ჩასვით YouTube ვიდეოს URL
  • აირჩიეთ ვიდეო თქვენი YouTube არხიდან

როცა ქმნით პოსტს, რომელშიც სხვა შემქმნელის ვიდეოს აზიარებთ, ვიდეოს თავდაპირველმა ამტვირთავმა შეიძლება შეტყობინება მიიღოს. აღნიშნული შეტყობინებებით შემქმნელებს ვაცნობებთ, როცა სხვა შემქმნელები მათ ვიდეოებს აზიარებენ.

შენიშვნა: თუ ვიდეო უკვე მოხვდა მნახველის გამოწერების ნაკადში ან მთავარი გვერდის არხში, პოსტს ამ ვიდეოს შესახებ აღნიშნული მნახველს არ უჩვენებენ. ამგვარად მნახველი ერთი და იმავე ვიდეოს განმეორებით არ ნახავს.

გამოკითხვები

თუ გამოკითხვის დამატებას აპირებთ თქვენს პოსტში:

  1. აირჩიეთ ტექსტური ან სურათებიანი გამოკითხვა.
  2. ტექსტური გამოკითხვებისთვის:
    1. ტექსტურ ველში შეიყვანეთ შეკითხვა.
    2. შეიყვანეთ პასუხები „ვარიანტის“ ველებში. თითოეული ვარიანტის მაქსიმალური სიგრძეა 65 სიმბოლო.
    3. თუ პასუხის მეტი ველი გჭირდებათ შეხებით აირჩიეთ ვარიანტის დამატება.
  3. სურათებიანი გამოკითხვებისთვის:
    1. ტექსტურ ველში შეიყვანეთ შეკითხვა.
    2. ატვირთეთ სურათები ვარიანტების სახით.
    3. თუ მეტი სურათი გჭირდებათ, შეხებით აირჩიეთ ვარიანტის დამატება, რომ მაქსიმუმ 4 სურათი დაამატოთ.

შენიშვნა: სურათებიანი გამოკითხვის ვარიანტები გაიზარდა 36 სიმბოლომდე. ტექსტური გამოკითხვის თითოეული ვარიანტი უნდა იყოს მაქსიმუმ 65 სიმბოლოს სიგრძის.

ტესტები

თუ ტესტის  დამატებას აპირებთ თქვენს პოსტში:

  1. ტექსტურ ველში შეიყვანეთ შეკითხვა.
  2. შეიყვანეთ პასუხები „პასუხის“ ველებში. თითოეული პასუხი უნდა იყოს მაქსიმუმ 80 სიმბოლოს სიგრძის.
  3. თუ პასუხის მეტი ველი გჭირდებათ, შეხებით აირჩიეთ პასუხის დამატება. მაქსიმუმ 4 პასუხი შეიძლება, გქონდეთ.
  4. აირჩიეთ სწორი პასუხი. შეგიძლიათ, დაამატოთ არასავალდებულო ახსნა, თუ რატომ არის აღნიშნული სწორი პასუხი. ახსნა უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 350 სიმბოლოსგან.
შენიშვნა: ტესტებში დაშვებულია მხოლოდ ერთი სწორი პასუხი.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
16404762453037766059
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false