ავტომატური სუბტიტრების გამოყენება

სუბტიტრები კარგი საშუალებაა მნახველებისთვის კონტენტზე წვდომის გასამარტივებლად. YouTube შეიძლება იყენებდეს მეტყველების ამოცნობის ტექნოლოგიას თქვენი ვიდეოსთვის სუბტიტრების ავტომატურად შესაქმნელად.
შენიშვნა: ეს ავტომატური სუბტიტრები გენერირდება მანქანური სწავლების ალგორითმების მიერ, ამრიგად, სუბტიტრების ხარისხი შესაძლოა განსხვავდებოდეს. ვახალისებთ შემქმნელებს, რომ პირველ რიგში, დაამატონ პროფესიონალური სუბტიტრები. ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ YouTube-ის მეტყველების ამოცნობის ტექნოლოგიას. თუმცა, ავტომატური სუბტიტრები შეიძლება არ იყოს ზუსტი არასწორი გამოთქმის, აქცენტის, დიალექტის ან ფონური ხმაურის გამო. ყოველთვის უნდა მიმოიხილოთ ავტომატური სუბტიტრები და დაარედაქტიროთ ყველა ის ნაწილი, სადაც ტრანსკრიპტი არასწორია.

ავტომატური სუბტიტრები დიდი ქრონომეტრაჟის ვიდეოებსა და Shorts-ებზე

ავტომატური სუბტიტრები ხელმისაწვდომია არაბულ, ჰოლანდიურ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ინდონეზიურ, იტალიურ, იაპონურ, კორეულ, პორტუგალიურ, რუსულ, ესპანურ, თურქულ, უკრაინულ, ვიეტნამურ ენებზე, ივრითსა და ჰინდიზე. თუ ვიდეოში აუდიო ჩანაწერები რამდენიმე ენაზეა, ავტომატური სუბტიტრები ნაგულისხმევ ენაზე გამოჩნდება.

ვახალისებთ შემქმნელებს, რომ პირველ რიგში, დაამატონ პროფესიონალური სუბტიტრები. თუ ავტომატური სუბტიტრები ხელმისაწვდომია, ისინი ავტომატურად დაემატება ვიდეოს. ავტომატური სუბტიტრები შესაძლოა არ იყოს მზად იმ დროისთვის, როდესაც ვიდეოს ატვირთავთ. დამუშავების დრო დამოკიდებულია ვიდეოს აუდიოს სირთულეზე.

ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ YouTube-ის მეტყველების ამოცნობის ტექნოლოგიას. თუმცა, ავტომატური სუბტიტრები შეიძლება არ იყოს ზუსტი არასწორი გამოთქმის, აქცენტის, დიალექტის ან ფონური ხმაურის გამო. ყოველთვის უნდა მიმოიხილოთ ავტომატური სუბტიტრები და დაარედაქტიროთ ყველა ის ნაწილი, სადაც ტრანსკრიპტი არასწორია.

აქ მოცემულია, თუ როგორ შეგიძლიათ ავტომატური სუბტიტრების მიმოხილვა და, საჭიროების შემთხვევაში, მათი შეცვლა.

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუდან, აირჩიეთ სუბტიტრები.
  3. დააწკაპუნეთ ვიდეოს, რომელზეც გსურთ წარწერების ან სუბტიტრების დამატება.
  4. „სუბტიტრებში“, დააწკაპუნეთ მეტს '' იმ სუბტიტრების გასწვრივ, რომლის რედაქტირებაც გსურთ.
  5. მიმოიხილეთ ავტომატური სუბტიტრები და დაარედაქტირეთ ან ამოშალეთ ნებისმიერი ნაწილი, სადაც ტრანსკრიპტი არასწორია.

ავტომატური სუბტიტრების დეფექტების აღმოფხვრა

თუ თქვენი ვიდეო არ აგენერირებს ავტომატურ სუბტიტრებს, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ერთ-ერთი შემდეგი მიზეზით:

  • სუბტიტრები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი ვიდეოში მოცემული რთული აუდიოს დამუშავებიდან გამომდინარე.
  • ავტომატურ სუბტიტრებს არ აქვს ვიდეოში მოცემული ენის მხარდაჭერა.
  • ვიდეო ძალიან ხანგრძლივია.
  • ვიდეოს აქვს დაბალი ხმის ხარისხი, ან YouTube ვერ ახერხებს მეტყველების ამოცნობას.
  • ვიდეოს დასაწყისში ხანგრძლივი სიჩუმეა.
  • ვიდეოში მრავალი მოსაუბრეა, რომელთა მეტყველებაც ერთმანეთს ემთხვევა, ან ერთდროულად რამდენიმე ენაზე საუბრობენ.
ავტომატური სუბტიტრები პირდაპირი სტრიმინგის ვიდეოებზე
შენიშვნა: პირდაპირი სტრიმინგისთვის ავტომატური სუბტიტრები ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე. ავტომატური სუბტიტრების ჩართვა შესაძლებელია მხოლოდ ინდივიდუალური პირდაპირი სტრიმინგისთვის და არა მთლიანი არხისთვის.

პირდაპირი სტრიმინგის ავტომატური სუბტიტრები ინგლისურ არხებზე ჩაეშვება. ამ არხების სტრიმინგი მიმდინარეობს „ნორმალური რეაგირების დროით“ და პროფესიონალური სუბტიტრები არ არის ხელმისაწვდომი. ვახალისებთ შემქმნელებს, რომ პირველ რიგში, გამოიყენონ პროფესიონალური სუბტიტრები. შეიტყვეთ მეტი ავტოსუბტიტრების მოთხოვნების შესახებ.

პირდაპირი სტრიმინგის დასრულების შემდეგ, პირდაპირი ავტომატური სუბტიტრები ვიდეოზე არ დარჩება. ახალი ავტომატური სუბტიტრების გენერირება მოხდება გამოძახებითი ვიდეოს პროცესიდან გამომდინარე და შეიძლება განსხვავდებოდეს პირდაპირი სტრიმინგის სუბტიტრებისგან.

პირდაპირი ავტომატური სუბტიტრების დაყენება

აქ მოცემულია, თუ როგორ უნდა ჩართოთ პირდაპირი ავტომატური სუბტიტრები (მხოლოდ ინგლისურე ენაზე):

  1. გადადით YouTube-ზე.
  2. ზედა მარჯვენა მხარეს დაწკაპუნებით აირჩიეთ შექმნა  and then პირდაპირ ეთერში გასვლა.
  3. აირჩიეთ ნაკადი  მარცხენა მხარეს არსებული მენიუდან.
  4. ნაკადის პარამეტრებიდან, ჩართეთ სუბტიტრები.
  5. სუბტიტრების წყაროდ აირჩიეთ „ავტომატური სუბტიტრები“.
  6. აირჩიეთ თქვენი ვიდეოს ენა (მხოლოდ ინგლისური).

პირდაპირი ავტომატური სუბტიტრების დეფექტების აღმოფხვრა

თუ პირდაპირი სტრიმინგი არ აჩვენებს ავტომატურ სუბტიტრებს, ეს შეიძლება გამომდინარეობდეს ერთი ან მეტი ჩამოთვლილი მიზეზიდან:

  • ფუნქცია არ არის ჩართული არხისთვის, რამდენადაც ჩვენ ნელნელა ვუშვებთ მას არხებზე, რომლებსაც 1,000-ზე მეტი გამომწერი ჰყავთ.
  • არხის სტრიმინგი მიმდინარეობს ძალიან დაბალი ან დაბალი რეაგირების დროით (მაგალითად, მობილური პირდაპირი სტრიმინგი). პირდაპირი ავტომატური სუბტიტრები ხელმისაწვდომია მხოლოდ ნორმალური რეაგირების დროით სტრიმინგისას.
  • ავტომატურ სუბტიტრებს არ აქვს ვიდეოში მოცემული ენის მხარდაჭერა.
  • ვიდეოს აქვს დაბალი ხმის ხარისხი, ან YouTube ვერ ახერხებს მეტყველების ამოცნობას.
  • ვიდეოში მრავალი მოსაუბრეა, რომელთა მეტყველებაც ერთმანეთს ემთხვევა, ან ერთდროულად რამდენიმე ენაზე საუბრობენ.
შენიშვნა: თქვენს პირდაპირ სტრიმინგზე ავტომატური სუბტიტრების ჩვენების თავიდან ასაცილებლად, დაუკავშრდით შემქმნელთა მხარდაჭერის გუნდს.

ავტომატური სუბტიტრების გაფართოებული პარამეტრები

პოტენციურად შეუსაბამო სიტყვები ავტომატურ სუბტიტრებში

YouTube Studio-ში არის პარამეტრი „არ აჩვენო პოტენციურად შეუსაბამო სიტყვები“, რომელიც ავტომატურ სუბტიტრებში პოტენციურად შეუსაბამო სიტყვებს ნაგულისხმევად ანაცვლებს გახსნილი ფრჩხილით, ორი ქვედახაზით და დახურული ფხრჩილით „[ __ ]“. ეს პარამეტრი არ ახდენს გავლენას აუდიო ჩანაწერზე ან მექანიკურად დარედაქტირებულ სუბტიტრებზე. იგი განკუთვნილია ავტომატურ სუბტიტრებში, შეცდომით, პოტენციურად შეუსაბამო სიტყვების გამოჩენის თავიდან ასაცილებლად. იგი ასევე არ ახდენს გავლენას თქვენი ვიდეოს მონეტიზაციის სტატუსზე.

ავტომატური სუბტიტრები მოქმედებს ატვირთულ ვიდეოებსა და პირდაპირ სტრიმინგებზე.

ჩვენ კვლავ ვახალისებთ შემქმნელებს, რომ მიმოიხილონ ყველა ავტომატურად გენერირებული სუბტიტრები, ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვენი მეტყველების ამოცნობის პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესებას და ავტომატური სუბტიტრების შეცდომების შემცირებას.

აქ მოცემულია, თუ როგორ უნდა გათიშოთ პარამეტრი „არ აჩვენო პოტენციურად შეუსაბამო სიტყვები“, თუ დაგჭირდათ:

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ პარამეტრები .
  3. აირჩიეთ არხი and then გაფართოებული პარამეტრები.
  4. „ავტომატურად გენერირებული სუბტიტრების“ განყოფილებაში გააუქმეთ არ აჩვენო პოტენციურად შეუსაბამო სიტყვები პარამეტრის არჩევა.
შენიშვნა: ეს პარამეტრი ხელმისაწვდომია ავტომატური სუბტიტრებისა და ავტომატურად ნათარგმნი სუბტიტრებისთვის.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
17978276249337861364
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false