შეზღუდვები მოთხოვნილ მუსიკაზე

საავტორო უფლებების მფლობელები იღებენ გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, თუ როგორ სურთ თავიანთი მუსიკის გამოყენება YouTube-ზე. საავტორო უფლებების მფლობელის წესები განსაზღვრავს, ხელმისაწვდომი იქნება თუ არა და როგორ იქნება ხელმისაწვდომი თქვენი ვიდეო. თუ თქვენს ვიდეოში მუსიკას იყენებთ, შეიძლება მიიღოთ კონტენტის ID-სთან დაკავშირებული პრეტენზია, საიდანაც შეიტყობთ, რომ თქვენ გამოიყენეთ საავტორო უფლებებით დაცული კონტენტი.

აი, რას ნიშნავს თითოეული წესი:

  • მონეტიზაცია: საავტორო უფლებების მფლობელმა აირჩია ამ მუსიკის მონეტიზაცია, ამიტომ თქვენს ვიდეოში შეიძლება გამოჩნდეს რეკლამა. ზოგჯერ საავტორო უფლებების მფლობელმა შეიძლება აირჩიოს მოცემული შემოსავლის გარკვეული ნაწილის თქვენთან გაზიარება. იმ შემთხვევაშიც, თუ მოცემული წესი გამოიყენება, ვიდეო შესაძლოა არ იყოს ყველგან ან ყველა მოწყობილობაზე ხელმისაწვდომი.
  • მსოფლიო მასშტაბით დაბლოკვა: საავტორო უფლებების ერთი ან მეტი მფლობელი არ იძლევა მოცემული მუსიკის YouTube-ზე გამოყენების უფლებას. თუ ამ მუსიკას იყენებთ, თქვენი ვიდეო შესაძლოა დადუმდეს ან სრულიად ხელმიუწვდომელი იყოს YouTube-ზე.
  • ზოგიერთი ქვეყნის/რეგიონის დაბლოკვა: ერთმა ან მეტმა საავტორო უფლების მფლობელმა შეუზღუდა წვდომა იმ ქვეყნებს/რეგიონებს, სადაც მოცემული მუსიკა ხელმისაწვდომია YouTube-ზე. თუ ამ მუსიკას იყენებთ, თქვენი ვიდეოს ყურება შეუძლებელი იქნება იქ, სადაც მუსიკა დაბლოკილია YouTube-ზე.

შენიშვნა: საავტორო უფლებების მფლობელებს შეუძლიათ შეცვალონ თავიანთი წესები და, გარკვეულ სიტუაციებში, გააგზავნონ საავტორო უფლებების მიზეზით ვიდეოს წაშლის შეტყობინებები. მომავალში თქვენი ვიდეოს სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს და YouTube-დანაც ამოიშალოს. ამოშლა შეიძლება მოხდეს როდესაც საავტორო უფლებების მფლობელი თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამოშლა ასევე შეიძლება გამოიწვიოს თქვენს ვიდეოში არსებულ მუსიკასთან დაკავშირებით წესების ცვლილებებმა. შეიტყვეთ მეტი კონტენტის ID-ს შესახებ.

ეს წესები არ შეეხება იმ პლატფორმებს, რომლებიც YouTube-ზე არაა. წესები შესაძლოა განსხვავებული იყოს, როდესაც მიგვაჩნია, რომ თქვენ ატვირთეთ სრული ალბომი ან მისი უმეტესი ნაწილი. თუ გაქვთ შეკითხვები მუსიკის გამოყენებასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია კვალიფიცირებულ იურისტთან.

მიიღეთ ნებართვა სხვა პირის კონტენტის გამოყენებაზე

თუ თქვენს ვიდეოში აპირებთ საავტორო უფლებებით დაცული მასალის ჩართვას, ზოგადად, თავიდან დაგჭირდებათ ამაზე ნებართვის მიღება. YouTube ამ უფლებებს ვერ მოგანიჭებთ. ჩვენ ვერ დავეხმარებით შემქმნელებს იმ მხარეების მოძიებასა და დაკონტაქტებაში, რომლებსაც შეუძლიათ თქვენთვის ასეთი უფლებების მონიჭება. თუ გაქვთ შეკითხვები საავტორო უფლებებით დაცული მასალის გამოყენებასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია კავლიფიცირებულ იურისტთან.

YouTube-ის აუდიო ბიბლიოთეკას აქვს როიალტისგან თავისუფალი მუსიკა, რომელიც შემქმნელებს შეუძლიათ გამოიყენონ საკუთარ YouTube ვიდეოებში.
 

Options for using music in your videos

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
516643616131088338
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false