YouTube-ის მიერ საგანმანათლებლო, დოკუმენტური, სამეცნიერო და მხატვრული ხასიათის (EDSA) კონტენტის შეფასება

ჩვენი საზოგადოების წესდება მიზნად ისახავს აქციოს YouTube უფრო უსაფრთხო საზოგადოებად. ზოგჯერ კონტენტი, რომელიც სხვა შემთხვევაში დაარღვევდა ჩვენი საზოგადოების წესდებას, შესაძლოა, დარჩეს YouTube-ზე, თუ მას საგანმანათლებლო, დოკუმენტური, სამეცნიერო ან მხატვრული (EDSA) კონტექსტი აქვს. ასეთ შემთხვევაში, კონტენტი საგანმანათლებლო, დოკუმენტური, სამეცნიერო ან მხატვრული ხასიათის გამო გამონაკლისი გახდება. ეს სტატია შეიცავს მინიშნებებს, თუ როგორ დაამატოთ თქვენს EDSA კონტენტში — დამატებითი ინფორმაცია და კონტექსტი მნახველების ინფორმირების ან განათლების მიზნით.

შენიშვნა: თქვენს EDSA კონტენტში კონტექსტის დამატება არ იძლევა EDSA გამონაკლისის მიღების გარანტიას.

კონტენტისთვის EDSA გამონაკლისის სტატუსის მინიჭების გზა

ჩვენი კონტენტის მიმომხილველები თითოეულ შემთხვევას ცალ-ცალკე განიხილავენ, რომ შეაფასონ ისინი EDSA გამონაკლისისთვის. პირველ რიგში, ვამოწმებთ, არღვევს თუ არა კონტენტი საზოგადოების წესდებას. თუ დაფიქსირდა დარღვევა, განიხილება, არის თუ არა საკმარისი კონტექსტი EDSA გამონაკლისის მისანიჭებლად. განიხილება, თუ რა კონტექსტი ფიქსირდება და სად არის ეს კონტექსტი.

EDSA კონტენტში დასამატებელი კონტექსტის ვარიანტები

EDSA გამონაკლისის მისაღებად დასამატებელი კონტექსტის ტიპი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის კონტენტი გაქვთ.

EDSA გამონაკლისს ვუშვებთ, როდესაც კონტენტს აქვს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე პირობა:

1. ძირითადი ფაქტები კონტენტში წარმოდგენილი ინფორმაციის შესახებ: მიუთითეთ კონტენტის მოქმედი პირები, აღწერეთ, რას ასახავს კონტენტი ან როდის და სად ვითარდება მოქმედება ან განმარტეთ კონკრეტული კონტენტის არსებობის მიზეზი. 

ძირითადი ფაქტების მაგალითები

ძირითადი ფაქტები განსაკუთრებით სასარგებლოა, როდესაც კონტენტი არის ძალადობრივი ან გრაფიკული ხასიათის ან ნაჩვენებია სიშიშვლე ან სექსის სცენა. მსგავსი კონტენტი მნახველისთვის შეიძლება ნაკლებ საზიანო იყოს, როდესაც არსებობს კონტექსტი.

ეს მაგალითები ასახავს კონტენტს, რომელსაც EDSA გამონაკლისის მიღების მეტი ან ნაკლები შესაძლებლობა აქვს. 

EDSA გამონაკლისის მიღების უფრო მაღალი ალბათობა

EDSA გამონაკლისის მიღების უფრო დაბალი ალბათობა

უსაფრთხოების კამერით გადაღებული კადრები, რომლებიც ვიდეოში ასახავს მსხვერპლთა დაზიანებას ძალადობრივი ძარცვის დროს. დეტალები შეიძლება მოიცავდეს დანაშაულის ჩადენის ადგილსა და დროს და ვიდეოს გამოქვეყნების მიზეზს.

უსაფრთხოების კამერით გადაღებული კადრები, რომლებიც ასახავს მსხვერპლთა დაზიანებას ძალადობრივი ძარცვის დროს და კადრები გადაფარულია 😆 ან 😲 emoji-ით.

ვიდეოში ღია ჭრილობების დეტალურად ამსახველი ქირურგიული კადრები. დეტალები შეიძლება მოიცავდეს ქირურგიული ჩარევის ტიპს და მიზეზს.

ღია ჭრილობების ამსახველი ქირურგიული კადრები სათაურით ან აღწერით, რომელიც მიუთითებს, რომ კადრები შეიძლება იყოს მნახველისთვის „შოკისმომგვრელი“ ან „ამაზრზენი“.

მოკლევადიანი სიშიშვლე თეატრალური წარმოდგენის ფარგლებში, სადაც სიშიშვლე ნაჩვენებია უფრო გრძელი სიუჟეტის კონტექსტში.

სხვადასხვა დოკუმენტური ფილმიდან ამოჭრილი სიშიშვლის კადრები, რომლებიც ვულგარული ტექსტით არის გადაფარული.

სასიკვდილო დაზიანების მიმღები ადამიანების ამსახველი ძალადობის კადრები, წარმოების კრედიტებით, რომელიც მაყურებელს ამცნობს, რომ ძალადობა დრამატული წარმოდგენის ნაწილია.

სასიკვდილო დაზიანების მიმღები ადამიანების ამსახველი ძალადობის კადრები, სადაც ჩვეულებრივი მნახველი ვერ შეძლებს გაარჩიოს, ძალადობა რეალურია თუ დრამატული წარმოდგენის ნაწილი.

 

2. დაგმობა, საპირისპირო შეხედულება ან სატირა: გადმოეცით, რომ თქვენი კონტენტი ეწინააღმდეგება გარკვეულ განცხადებებს, შეიცავს საპირისპირო შეხედულებას ან სატირას.

დაგმობის, საპირისპირო შეხედულების ან სატირის მაგალითები

დაგმობაზე, საპირისპირო შეხედულებასა და სატირაზე ხაზის გასმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც კონტენტი ეხება სიძულვილის დამთესავ განცხადებას ან მცდარ ინფორმაციას. ზოგიერთი კონტენტი თავისთავად შეიძლება შეცდომაში შემყვანი იყოს, მაგრამ კონტექსტთან ერთად მნახველისთვის შეიძლება ნაკლებ საზიანო აღმოჩნდეს. კონტექსტი შეიძლება მოიცავდეს სიძულვილით სავსე იდეოლოგიის კრიტიკას ან ყალბი განცხადებების დისკრედიტაციას სანდო წყაროების შეხედულებების ხაზგასმით, როგორებიცაა ჯანდაცვის ან საარჩევნო ორგანოები.
ეს მაგალითები ასახავს კონტენტს, რომელსაც EDSA გამონაკლისის მიღების უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს:

EDSA გამონაკლისის მიღების უფრო მაღალი ალბათობა

EDSA გამონაკლისის მიღების უფრო დაბალი ალბათობა

კონტენტი, სადაც პირი ცრუ განცხადებას აკეთებს იმის შესახებ, რომ გარკვეულ ასაკს გადაცილებულ პირებს დემოკრატიულ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება არ აქვთ. კონტენტი ასევე განმარტავს, რომ ეს ცრუ განცხადებაა.

კონტენტი, სადაც პირი დამატებითი კონტექსტის გარეშე ცრუ განცხადებას აკეთებს იმის შესახებ, რომ გარკვეულ ასაკს გადაცილებულ პირებს დემოკრატიულ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება არ აქვთ.

კონტენტი, სადაც პიროვნება ცრუ განცხადებას აკეთებს COVID-19-ის ვაქცინაში მიკროჩიპების არსებობის შესახებ და ამ პიროვნების კრიტიკოსი, რომელიც განმარტავს, რომ განცხადება არასწორია.

კონტენტი, სადაც პიროვნება დამატებითი კონტექსტის გარეშე აცხადებს, რომ შემოწმებული COVID-19-ის ვაქცინები მიკროჩიპს შეიცავენ.

კონტენტი, რომელიც ციტირებს პიროვნებას, რომელიც რასობრივ ნიადაგზე გარკვეული ჯგუფის მიმართ ძალადობისკენ მოუწოდებს. კონტენტი მოიცავს პიროვნების ქმედებების კრიტიკას და გმობს მას.

კონტენტი დამატებითი კონტექსტის გარეშე, სადაც პიროვნება რასობრივ ნიადაგზე გარკვეული ჯგუფის მიმართ ძალადობისკენ მოუწოდებს ან აქვს ძალადობის წამახალისებელი სათაური ან აღწერა.

 

3. მოწოდება სახიფათო ქცევის თავიდან ასარიდებლად: უთხარით მნახველებს, არ გაიმეორონ ვიდეოში ასახული ქმედებები.

სახიფათო ქცევის თავიდან ასარიდებელი მოწოდებების მაგალითები

მიბაძვისთვის ხელის შეშლა ამცირებს მნახველებისა და YouTube-ის საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკს. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა, როდესაც კონტენტი ასახავს აქტივობებს, რომლებიც საზიანო ან სახიფათოა ან, როდესაც კონტენტი უკავშირდება თვითდაზიანებას. გახსოვდეთ, რომ ეს არ არის სახიფათო ქცევის წახალისების ან შექების შესაძლებლობა. იმის თქმამ, რომ „სახლში ამის გაკეთება არ შეიძლება“, შესაძლოა, არ განაპირობოს გამონაკლისი შემთხვევა, თუ მას არ ერთვის განმარტება ქმედების პოტენციური ზიანის შესახებ.
ეს მაგალითები ასახავს კონტენტს, რომელსაც EDSA გამონაკლისის მიღების უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს:

EDSA გამონაკლისის მიღების უფრო მაღალი ალბათობა

EDSA გამონაკლისის მიღების უფრო დაბალი ალბათობა

კონტენტი, რომელიც სახლში შეჭრის ოინს ასახავს და კონტენტი, რომელიც მნახველს მოუწოდებს არ გაიმეოროს სახიფათო აქტივობა, რადგან ამას შესაძლოა ფიზიკური ან ემოციური ზიანი მოჰყვეს.

კონტენტი, რომელიც სახლში შეჭრის ოინს ასახავს ან სახლში შეჭრის ოინზე რეაგირების ვიდეო. სახიფათო აქტივობაზე სიცილი ან რეაგირება შეიძლება არ იყოს საკმარისი იმ პოტენციური ზიანის შესამცირებლად, რაც შეიძლება მნახველის მიერ მისმა იმიტირებამ გამოიწვიოს.

კონტენტი, სადაც ასახულია სახიფათო საგზაო ტრიუკი, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ადგილზე მყოფი ადამიანების დაზიანება. კონტენტი, რომელიც მნახველს მოუწოდებს არ გაიმეოროს ტრიუკი, რადგან მას შესაძლოა სერიოზული ზიანი მოჰყვეს, ან იძლევა პროფესიონალური ზედამხედველობის რეკომენდაციას.

კონტენტი დამატებითი კონტექსტის გარეშე, სადაც ასახულია სახიფათო საგზაო ტრიუკი, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ადგილზე მყოფი ადამიანების დაზიანება.

 

შენიშვნა: ზემოთ მოცემული მაგალითები არ წარმოადგენს იმ კონტექსტის სრულ ჩამონათვალს, რისი დამატებაც შეგიძლიათ თქვენს EDSA კონტენტისთვის. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, რამდენიმე სხვადასხვა ფორმით დაამატეთ კონტექსტი თქვენს EDSA კონტენტს. კონტენტით გამოწვეული ზიანის თავიდან ასარიდებლად, ინფორმაცია განათავსეთ თქვენს ვიდეოშიც და არა მხოლოდ სათაურში ან აღწერაში.

ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ზემოთ მოცემული კონტექსტის სხვადასხვა ტიპი გამოიყენეთ: ძირითადი ფაქტობრივი ინფორმაცია, რომელიც განმარტავს კონტენტის შინაარსს, სხვადასხვა თვალსაზრისი და სახიფათო ან საზიანო ქცევის იმიტირების ნათელი და ინფორმაციით გაჯერებული გმობა. კონტენტით გამოწვეული პოტენციური ზიანის თავიდან ასაცილებლად, დარწმუნდით, რომ ეს ინფორმაცია თავად კონტენტშია მოცემული, როგორიცაა ვიდეო ან აუდიო. 

შესაძლოა, კონტენტზე დავაწესოთ ასაკობრივი შეზღუდვა ან გაფრთხილება EDSA გამონაკლისის მიღების შემთხვევაშიც კი, რადგან ზოგი მნახველისთვის ის შეიძლება სენსიტიური ან მიუღებელი აღმოჩნდეს (მაგალითად, საომარი მოქმედების კადრები). რიგ შემთხვევებში, EDSA გამონაკლისები შეიძლება დავუშვათ საჯარო ინტერესის გათვალისწინებით. ეს შეიძლება მოიცავდეს, მაგალითად, ეროვნული კამპანიის მიმდინარეობისას პოლიტიკურ კანდიდატს, აქტიური საომარი მოქმედებების ან ჰუმანიტარული კრიზისის გრაფიკულ კადრებს, საჯარო მოსმენის დროს ჯანდაცვის უწყების ინსტრუქციებზე გაკეთებულ კომენტარებს ან სიშიშვლეს სექსუალური განათლების კონტექსტში.

EDSA კონტენტზე კონტექსტის დამატების ადგილი

კონტექსტი შეგიძლიათ დაამატოთ შემდეგ ადგილებში:

  • ვიდეო
    • მაგალითად, შეგიძლიათ დაამატოთ კადრების ან ტექსტური გადაფარვა.
  • აუდიო
    • მაგალითად, შეგიძლიათ დაამატოთ გმობის ან საპირისპირო შეხედულების თხრობა.
  • ვიდეოს სათაური
  • ვიდეოს აღწერილობა
შენიშვნა: EDSA გამონაკლისი არ მიენიჭება იმ კონტექსტის საფუძველზე, რომელიც კომენტარებში, თეგებში, არხის აღწერაში, ჩამაგრებულ კომენტარებში ან სხვა ზედაპირებზეა. ეს კონტენტი ყოველთვის არ არის ხილვადი მნახველებისთვის.
მნიშვნელოვანი: კონტენტისთვის, რომელსაც ყველაზე დიდი ზიანის გამოწვევა შეუძლია, აუცილებელია კონტექსტის ვიდეოში ან აუდიოში დამატება. ვიდეო და აუდიო კონტენტის ის ნაწილია, საიდანაც მნახველები ძირითადად მიიღებენ კონტექსტს, მათ შორის, როდესაც კონტენტი ჩაშენებულია სხვა ვებსაიტებზე ან აპლიკაციებში. კონტენტი, სადაც EDSA გამონაკლისის მისანიჭებლად გვესაჭიროება აუდიო ან ვიდეო კონტექსტი მოიცავს კონტენტს, რომელიც უკავშირდება სიძულვილის დამთესავ განცხადებებს, ძალადობრივ კრიმინალურ დაწესებულებებს, ბავშვთა უსაფრთხოებას, თვითმკვლელობასა და თვითდაზიანებასა და გრაფიკულ ძალადობას.

როგორ ხდება სხვა სახის კონტენტის, მაგალითად, კომენტარების შემთხვევაში?

წესები და მითითებები, რომლებიც მოქმედებს ვიდეოზე, ასევე ვრცელდება სხვა ტიპის კონტენტზე.

კონტენტი, რომელიც არ იღებს EDSA გამონაკლისის სტატუსს

გარკვეული კონტენტი არ დაიშვება YouTube-ზე მაშინაც კი, თუ კონტექსტი თან ახლავს. არ გამოაქვეყნოთ:

  • ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალა (CSAM)
  • სექსუალური ხასიათის ფიზიკური ძალადობის ამსახველი ვიდეო, სურათი ან აუდიო
  • სიკვდილის გამომწვევი ან ფართომასშტაბიანი ძალადობრივი მოვლენის ჩამდენი პირის მიერ გადაღებული კადრები, რომელიც ასახავს იარაღს, ძალადობას ან დაზარალებულ მსხვერპლს
  • კონტენტის შემქმნელის მიერ ატვირთული არამოდიფიცირებული ხელახალი ატვირთვები, რომელიც განადიდებს მოძალადე ტერორისტებს ან კრიმინალურ ორგანიზაციას.
  • თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ინსტრუქციები
  • ბომბის დამზადების ინსტრუქციები, რომლებიც განკუთვნილია სხვებისთვის ზიანის მისაყენებლად ან მოსაკლავად
  • სასროლი იარაღის ან აკრძალული აქსესუარების წარმოების ინსტრუქციები
  • აკრძალული ნივთების გაყიდვების შეთავაზებები
  • კომპიუტერებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების ინსტრუქციები პერსონალური მონაცემების მოპარვისა და სხვებისთვის სერიოზული ზიანის მიყენების მიზნით
  • კონტენტი, რომელიც ამჟღავნებს პიროვნებათა პირად ინფორმაციას, როგორიცაა მათი სახლის მისამართი, ელფოსტის მისამართები, ავტორიზაციის მონაცემები, ტელეფონის ნომრები, პასპორტის ნომერი ან საბანკო ანგარიშის ინფორმაცია (doxxing)
  • სასტიკი პორნოგრაფია
  • სპამი

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
10941287689039904798
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false