გააუქმეთ თქვენი Premium-ის გამოწერა

YouTube Premium და YouTube Music Premium გამომწერებს შეუძლიათ გაუქმება, დაპაუზება და განახლება ნებისმიერ დროს, ფასიანი გამოწერის მოქმედებისას. შეგიძლიათ, გადაერთოთ წლიურ გეგმაზე ან საოჯახო გეგმაზე.

თქვენი ფასიანი წევრობის სანახავად და სამართავად დააწკაპუნეთ ღილაკზე ქვემოთ. შემდეგ მიჰყევით ნაბიჯებს ამ სტატიაში, რომ გააუქმოთ YouTube Premium-ის ან YouTube Music Premium-ის წევრობა.

თუ შენაძენი iPhone-ის ან iPad-ის გამოყენებით გააკეთეთ, ან YouTube-ის ფასიანი წევრობა Apple-ით დაარეგისტრირეთ, თანხის დაბრუნების მოთხოვნისთვის შეიძლება Apple-ის მხარდაჭერასთან დაკავშირება დაგჭირდეთ. იმოქმედებს Apple-ის ანაზღაურების დებულება.

თქვენი წევრობის გაუქმება შეგიძლიათ საცდელი პერიოდით სარგებლობის დროს. თუ გაუქმებას გადაწყვეტთ, თქვენი საცდელი წევრობა არ გადავა ფასიან წევრობაში საცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ. წვდომა შეგინარჩუნდებათ საცდელი პერიოდის დასრულებამდე.

ფასიანი წევრობის გაუქმება

 

თუ დარეგისტრირებული ხართ Google Play ბილინგზე, შეიტყვეთ აქ თქვენი გამოწერის გაუქმების შესახებ.

  1. გადადით მისამართზე youtube.com/paid_memberships.
  2. დაწკაპუნებით აირჩიეთ წევრობის მართვა.​
  3. დაწკაპუნებით აირჩიეთ დეაქტივაცია.
  4. გასაუქმებლად დაწკაპუნებით აირჩიეთ გაგრძელება.
  5. მონიშნეთ გაუქმების მიზეზი და დაწკაპუნებით აირჩიეთ შემდეგი.
  6. დაწკაპუნებით აირჩიეთ დიახ, გაუქმდეს.

ახლა გაუქმება

How to cancel your YouTube Premium or YouTube Music Premium membership

გაუქმებისას პრობლემა გექმნებათ?

გადაამოწმეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმეს ხომ აკმაყოფილებთ:
  1. თქვენი ბილინგი ხორციელდება Apple-ის მეშვეობით. თუ YouTube-ის iOS აპიდან შეუერთდით, თქვენი ფასიანი წევრობის გაუქმება Apple ანგარიშიდან შეგიძლიათ.
  2. თქვენი ბილინგი ხორციელდება Google Play-ს მეშვეობით. თუ YouTube-ის თქვენს ფასიან წევრობაზე წვდომა Google Play-ს გამოწერის მეშვეობით გაქვთ, მისი გაუქმება Google Play-ს ანგარიშის პარამეტრებიდან შეგიძლიათ.
  3. თქვენ უკვე გააუქმეთ წევრობა. გადამოწმებისთვის იხილეთ ფასიანი წევრობის სექცია თქვენს ანგარიშში მისამართზე youtube.com/paid_memberships.
შენიშვნები:

YouTube-ის ფასიანი წევრი რომ გახდებით, ავტომატურად ჩამოგეჭრებათ წევრობის საფასური ბილინგის ყოველი ახალი ციკლის დაწყებისას, სანამ არ გააუქმებთ.

თქვენი წევრობის გაუქმების შემდეგ საფასური არ ჩამოგეჭრებათ, თუ ხელახლა არ გამოიწერთ. თქვენი YouTube-ის ფასიანი წევრობის უპირატესობების შენარჩუნდება ბილინგის პერიოდის ბოლომდე.

თანხის დაბრუნება Google Play Store-ის მეშვეობით

თუ YouTube Premium-ით Pixel Pass-ის გამოწერის მეშვეობით მიიღებთ, შეგიძლიათ, თქვენი ანგარიშის მართვის შესახებ აქ შეიტყოთ.
2022 წლიდან YouTube Premium-ისა და Music Premium-ის გამომწერებს, რომლებიც დარეგისტრირებული არიან Android-ზე, ანგარიშსწორება Google Play-ს მეშვეობით მოუწევთ. არსებულ გამომწერებზე ეს ცვლილება გავლენას არ მოახდენს. შეგიძლიათ ეწვიოთ გვერდს payments.google.com, გაეცნოთ ბოლო გადახდებს და იმას, თუ როგორ ხდება ანგარიშსწორება. Google Play-ზე შენაძენისთვის თანხის დაბრუნების მოთხოვნის მიზნით, მიჰყევით ნაბიჯებს, რომლებიც აღწერილია აქ.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
14469768929262628555
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false