YouTube Premium-ით მხარდაჭერილი მოწყობილობები

თუ თქვენ ფლობთ YouTube Premium-ს, წევრობის უპირატესობები ხელმისაწვდომი იქნება ყველა იმ მოწყობილობაზე, რომელსაც აქვს წვდომა YouTube-ზე. შეიტყვეთ მეტი ჩვენი ფასიანი YouTube წევრობის შესახებ.

მობილური მოწყობილობები

  • YouTube Premium -ის ყველა უპირატესობა, მაგალითად: ვიდეოები რეკლამების გარეშე, ფონური დაკვრა და სხვა, ხელმისაწვდომია YouTube-ის მობილურ ვერსიაში.
  • გადმოტვირთეთ YouTube აპის უახლესი ვერსია, იმისათვის რომ გქონდეთ წვდომა YouTube Premium-ის წევრობის ყველა უპირატესობაზე.

ტელევიზორთან დაკავშირებული მოწყობილობები

თქვენ, როგორც YouTube Premium-ის წევრს, შეგიძლიათ უყუროთ ვიდეოებს რეკლამების გარეშე და ასევე YouTube Originals თქვენს ტელევიზორში. თქვენი YouTube Premium-ით განსაზღვრული უპირატესობები ხელმისაწვდომია ნებისმიერ სტრიმინგ მოწყობილობაზე, სმარტ ტელევიზორზე ან სათამაშო კონსოლზე, სადაც თქვენ გავლილი გაქვთ ავტორიზაცია YouTube აპში.

მინიშნებები:
  • ოფლაინ რეჟიმი და ფონური დაკვრა ხელმისაწვდომია მხოლოდ YouTube-ის, YouTube Kids-ის და YouTube Music-ის მობილურ აპებში. შეიტყვეთ უფრო მეტი YouTube Premium-ის უპირატესობების შესახებ .
  • დარწმუნდით, რომ YouTube აპის უახლეს ვერსიას იყენებთ და გავლილი გაქვთ ავტორიზაცია YouTube Premium-ის ანგარიშის მონაცემებით.

მუსიკის სტრიმინგ მოწყობილობები

  • Chromecast audio YouTube Music-ის აპში: YouTube Premium-ის წევრებს შეუძლიათ აუდიოს მოსმენა YouTube Music აპიდან Chromecast audio მოწყობილობებზე ან Google Cast-თან დაკავშირებულ დინამიკებზე.

Supported web browsers

  • იმისთვის, რომ შეძლოთ ვიდეოების ყურება თქვენი კომპიუტერის ვებ-ბრაუზერზე, გაიარეთ ავტორიზაცია youtube.com -ზე YouTube Premium- ის ანგარიშის მონაცემებით. შეიტყვეთ რომელ ვებ-ბრაუზერზე მუშაობს YouTube.

Chromecast

Chromecast-ის შემდეგი მოდელებიდან შეუძლებელია პირდაპირი ავტორიზაციის გავლა YouTube-ში ტელევიზორიდან: 

  • Ultra
  • მე-3 თაობა
  • მე-2 თაობა
  • 1-ელი თაობა

Chromecast-ის გამოყენებით თქვენს ტელევიზორში YouTube ვიდეოების ტრანსლირებისთვის:

  1. გაიარეთ ავტორიზაცია თქვენი YouTube Premium-ის ანგარიშის მონაცემებით მობილური მოწყობილობიდან.
  2. დაუკავშირეთ მოწყობილობა თქვენს ტელევიზორს  ხატულას გამოყენებით.
  3. გამოიყენეთ თქვენი მობილური მოწყობილობა იმისთვის, რომ დაათვალიეროთ და შეარჩიოთ სხვა YouTube ვიდეოები.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
10066915437120592915
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false