YouTube Music Premium
YouTube Music Premium წარმოადგენს YouTube Music მომხმარებლების ფასიანი გამოწერის სერვისს. ის ხელმისაწვდომია მრავალ ქვეყანასა და რეგიონში.
შეიტყვეთ მეტი YouTube Music Premium-ის წევრობის შესახებ
YouTube Music Premium-ის უპირატესობები
რას მიიღებთ YouTube Music Premium-ით?
- დატკბით მილიონობით სიმღერით YouTube Music-ზე რეკლამების გარეშე.
- ჩამოტვირთეთ კონტენტი ხაზგარეშე რეჟიმში მოსასმენად YouTube Music აპით.
- დაუკარით მუსიკა და პოდკასტები სხვა აპების გამოყენებისას, ფონური დაკვრის მეშვეობით.
- მოუსმინეთ მუსიკასა და პოდკასტებს Google Home-სა და Chromecast Audio-ში.
YouTube Music Premium-ის წევრები შეიძლება კვლავ შეხვდნენ რეკლამებს პოდკასტებში.
YouTube Music Premium და YouTube Premium წევრებმა შეიძლება მაინც ნახონ პოდკასტებში შემქმნელების მიერ ჩაშენებული ბრენდინგი ან სარეკლამო აქციები. შესაძლოა, კონტენტში ან მის გარშემო გამოგიჩნდეთ სარეკლამო ბმულები, თაროები და სხვა ფუნქციები, თუ ისინი შემქმნელის მიერ არის დამატებული ან გააქტიურებული. რეკლამები ან სარეკლამო აქციები შეიძლება გამოჩნდეს Primetime არხებზე ან YouTube-ზე პირდაპირი ღონისძიებების (მაგალითად, სპორტული ღონისძიებების) სტრიმინგის დროს.
YouTube Premium
YouTube Premium წარმოადგენს ფასიანი წევრობის სერვისს, რომელიც დაგეხმარებათ YouTube-ში და YouTube-ის სხვა აპებში თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებაში. ის ხელმისაწვდომია მრავალ ქვეყანასა და რეგიონში.
YouTube Premium-ის უპირატესობები
YouTube Premium-ით:
- უყურეთ მილიონობით ვიდეოს YouTube-ზე რეკლამის გარეშე.
- ჩამოტვირთეთ ვიდეოები და დასაკრავი სიები თქვენს მობილურ მოწყობილობაში ხაზგარეშე რეჟიმში საყურებლად.
- განაგრძეთ ვიდეოების დაკვრა თქვენს მობილურ მოწყობილობაში სხვა აპების გამოყენების პარალელურად ან როცა თქვენი ეკრანი გამორთულია.
- გამოიწერეთ YouTube Music Premium ფულადი დანახარჯის გარეშე.
- ისიამოვნეთ მუსიკითა და პოდკასტებით Google Home-სა და Chromecast Audio-ში.
თქვენი YouTube Premium-ის უპირატესობები იმოქმედებს შემდეგ პლატფორმებზე:
- YouTube
- YouTube Kids
- YouTube Music
YouTube Music Premium და YouTube Premium წევრებმა შეიძლება მაინც ნახონ პოდკასტებში შემქმნელების მიერ ჩაშენებული ბრენდინგი ან სარეკლამო აქციები. შესაძლოა, კონტენტში ან მის გარშემო გამოგიჩნდეთ სარეკლამო ბმულები, თაროები და სხვა ფუნქციები, თუ ისინი შემქმნელის მიერ არის დამატებული ან გააქტიურებული. რეკლამები ან სარეკლამო აქციები შეიძლება გამოჩნდეს Primetime არხებზე ან YouTube-ზე პირდაპირი ღონისძიებების (მაგალითად, სპორტული ღონისძიებების) სტრიმინგის დროს.
ფასიანი წევრობის დაწყება
YouTube Premium
გახდით YouTube Premium-ის წევრი, მოუსმინეთ მილიონობით სიმღერას და უყურეთ მილიონობით ვიდეოს რეკლამების გარეშე. შეგიძლიათ საყვარელი კონტენტის ჩამოტვირთვაც ხაზგარეშე რეჟიმში მოსასმენად.
YouTube Premium-ზე რეგისტრაციისთვის:
- თქვენს ტელეფონსა თუ ტაბლეტზე გახსენით YouTube აპი.
- შედით თქვენს Google ანგარიშში, რომელშიც გსურთ წევრობის დაწყება.
- აირჩიეთ თქვენი პროფილის სურათი.
- თუ მოთხოვნებს აკმაყოფილებთ, დაიწყეთ საცდელი პერიოდი. სხვა შემთხვევაში, შეხებით აირჩიეთ YouTube Premium-ის მიღება.
გადადით ბმულზე youtube.com/paid_memberships ნებისმიერ დროს, რათა თქვენი წევრობის დეტალებს გაეცნოთ.
YouTube Music Premium
გახდით YouTube Music Premium-ის წევრი, მოუსმინეთ მილიონობით სიმღერას და უყურეთ მილიონობით ვიდეოს რეკლამების გარეშე. შეგიძლიათ სიმღერების, ვიდეოებისა და პოდკასტების ეპიზოდების ჩამოტვირთვაც ხაზგარეშე რეჟიმში მოსასმენად.
YouTube Music Premium-ზე რეგისტრაციისთვის:
- თქვენს ტელეფონსა თუ ტაბლეტზე გახსენით YouTube Music აპი.
- შედით თქვენს Google ანგარიშში, რომელშიც გსურთ წევრობის დაწყება.
- აირჩიეთ თქვენი პროფილის სურათი.
- თუ მოთხოვნებს აკმაყოფილებთ, დაიწყეთ საცდელი პერიოდი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკრანის ქვედა ნაწილში, შეეხეთ ღილაკს: Music Premium-ის მიღება.
გადადით ბმულზე youtube.com/paid_memberships ნებისმიერ დროს, რათა თქვენი წევრობის დეტალებს გაეცნოთ.
გაითვალისწინეთ გადახდის სათადარიგო მეთოდის დამატებაც, რათა არ დაკარგოთ კუთვნილი უპირატესობები, თუ გადახდის თქვენს ძირითად მეთოდს პრობლემა შეექმნება.