ცილისწამება

ცილისწამების შესახებ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა კანონი მოქმედებს, მაგრამ, როგორც წესი, ყველა მათგანი ეხება კონტენტს, რომელიც აზიანებს ფიზიკური პირის ან ბიზნესის რეპუტაციას. მიუხედავად იმისა, რომ ცილისწამების განმარტება მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში განსხვავებულია, ცილისწამება არის ნებისმიერი ცრუ განცხადება, რომელიც აზიანებს სხვა პირის რეპუტაციას ან იწვევს მის გარიყვას საზოგადოებისგან.

ჩვენ ვითვალისწინებთ ადგილობრივ დონეზე მოქმედ სამართლებრივ გარემოებებს ჩვენ მიერ ცილისწამების ფაქტის შესახებ განცხადებების დაბლოკვის პროცესში და რიგ შემთხვევებში ვითხოვთ სასამართლო დადგენილებას. იმისათვის, რომ შევძლოთ ცილისწამების ფაქტის შესახებ განცხადების დაბლოკვის პროცესის განხორციელება, სარჩელი უნდა იყოს კონკრეტული და დასაბუთებული. მაგალითად, მასში ახსნილი უნდა იყოს, თუ რატომ მიგაჩნიათ განცხადება სიცრუედ და როგორ აზიანებს ის თქვენს რეპუტაციას.

ზოგიერთ შემთხვევაში ამტვირთველები საკუთარი სურვილით შლიან საზიანო კონტენტს. იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლოს დადგენილების მიღება დიდ დროსა და ხარჯებთანაა დაკავშირებული, ჩვენ მოვუწოდებთ მომხმარებლებს, დაუკავშირდნენ პირდაპირ კონტენტის ამტვირთველებს.

იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ამტვირთველთან დაკავშირებას, დაფიქრდით იმაზე, თუ რამდენად აკმაყოფილებს ვიდეო წაშლის სტანდარტებს, რომელებიც მოქმედებს ჩვენი კონფიდენციალურობის ან შევიწროების შესახებ პოლიტიკის ფარგლებში.

თუ სცადეთ ამტვირთველთან დაკავშირება და ფიქრობთ, რომ ცილისწამების ფაქტის შესახებ სარჩელის წარდგენა უფრო რელევანტურია, ვიდრე კონფიდენციალურობის დარღვევის ან შევიწროების შესახებ სარჩელისა, გთხოვთ, აირჩიოთ თქვენი ქვეყანა, სადაც ადგილი აქვს ცილისწამების ფაქტს ქვემოთ მოცემული ჩამოსაშლელი მენიუდან და მიჰყვეთ ინსტრუქციებს. 

ვინაიდან ჩვენ პოსტების სანდოობის გადამოწმების საშუალება არ გვაქვს, გამოქვეყნებულ ვიდეოებს ცილისწამების შესახებ შეტყობინების მიღების გამო არ ვშლით. „კომუნიკაციების საშუალებების წესიერების აქტის“ 230(გ) მუხლის შესაბამისად, გირჩევთ ნებისმიერი სარჩელი უშუალოდ კონტენტის გამომქვეყნებელი პირის წინააღმდეგ შეიტანოთ. თუ გადაწყვეტთ კონტენტის შემქმნელის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრას, გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა დავემორჩილოთ ნებისმიერ დადგენილებას, რომელიც კონტენტის შემქმნელს გამოქვეყნებული მასალის წაშლას დაავალდებულებს.

თუ უკვე არსებობს სასამართლო დადგენილება, რომელიც ეხება www.youtube.com-ზე გამოქვეყნებულ კონტენტს, შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ის ფოსტით შემდეგ მისამართზე: YouTube, Inc., ადრესატი: იურიდიული მხარდაჭერის დეპარტამენტი, 901 Cherry Ave., Second Floor, San Bruno, CA 94066.

ასევე შეიძლება გსურდეთ ამტვირთველთან დაკავშირება.

თუ საავტორო უფლებებთან დაკავშირებული პრობლემა გაქვთ, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს საავტორო უფლებების ცენტრს. YouTube-ის პოლიტიკის დარღვევების სხვა საკითხების თაობაზე გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს პრობლემური საკითხების შესახებ რეპორტების ცენტრს.

 

თუ ვერ პოულობთ თქვენს ქვეყანას ზემოთ მოცემულ ჩამოსაშლელ მენიუში

YouTube.com რეგულირდება ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობით.

ვინაიდან ჩვენ პოსტების სანდოობის გადამოწმების საშუალება არ გვაქვს, გამოქვეყნებულ ვიდეოებს ცილისწამების შესახებ შეტყობინების მიღების გამო არ ვშლით. „კომუნიკაციების საშუალებების წესიერების აქტის“ 230(გ) მუხლის შესაბამისად, გირჩევთ ნებისმიერი სარჩელი უშუალოდ კონტენტის გამომქვეყნებელი პირის წინააღმდეგ შეიტანოთ. თუ გადაწყვეტთ კონტენტის შემქმნელის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრას, გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა დავემორჩილოთ ნებისმიერ დადგენილებას, რომელიც კონტენტის შემქმნელს გამოქვეყნებული მასალის წაშლას დაავალდებულებს.

თუ უკვე არსებობს სასამართლო დადგენილება, რომელიც ეხება www.youtube.com-ზე გამოქვეყნებულ კონტენტს, შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ის ფოსტით შემდეგ მისამართზე: YouTube, Inc., ადრესატი: იურიდიული მხარდაჭერის დეპარტამენტი, 901 Cherry Ave., Second Floor, San Bruno, CA 94066.

ასევე შეიძლება გსურდეთამტვირთველთან დაკავშირება.

თუ საავტორო უფლებებთან დაკავშირებული პრობლემა გაქვთ, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს საავტორო უფლებების ცენტრს. YouTube-ის პოლიტიკის დებულებების დარღვევებთან დაკავშირებული სხვა პრობლემების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს პრობლემური საკითხების შესახებ რეპორტების ცენტრს.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
2135899275164633179
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false