როლების შექმნა და მართვა

აღნიშნული ფუნქციები ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ პარტნიორებისთვის, რომლებიც YouTube Studio კონტენტის მენეჯერს იყენებენ. წვდომის მოსაპოვებლად, დაუკავშირდით თქვენს YouTube პარტნიორთა მენეჯერს.

როდესაც მოიწვევთ მომხმარებელს თქვენი კონტენტის მენეჯერში, მათ მიანიჭებთ როლს. როლი მიანიშნებს, რა უფლებები აქვს მომხმარებელს თქვენი კონტენტის მენეჯერის ანგარიშის გამოყენებისას. კონკრეტულად, როლი განსაზღვრავს, რომელი ფუნქციებია ხელმისაწვდომი და რა შეზღუდვები უნდა გავრცელდეს.

ადმინისტრატორის როლს აქვს წვდომა კონტენტის მენეჯერის ყველა ფუნქციაზე. მომხმარებლებისთვის უფრო სპეციფიკური წვდომის მისანიჭებლად შეგიძლიათ, შექმნათ მორგებული როლები და საჭიროების მიხედვით დაარედაქტიროთ ისინი.

მორგებული როლების შექმნა

მორგებული როლის შესაქმნელად:

  1. შედით Studio-ს კონტენტის მენეჯერში.
  2. მარცხენა მენიუდან აარჩიეთ პარამეტრები 
  3. დაწკაპუნებით აირჩიეთ ნებართვები.
  4. დაწკაპუნებით აირჩიეთ როლების მართვა.
  5. დააწკაპუნეთ ჩამოშლად მენიუზე „“ and then ახლის შექმნა.
  6. როლის სახელის ქვეშ შეიყვანეთ როლის სახელი.
    • აირჩიეთ სახელი, რომელიც როლს უფრო ადვილად იდენტიფიცირებადს გახდის და განასხვავებს სხვა როლებისგან.
    • მაქსიმალური სიგრძე არის 100 სიმბოლო.
  7. დააწკაპუნეთ მოსანიშნ ველებზე იმ ფუნქციებისა და შეზღუდვების გასწვრივ, რომელთა მინიჭებაც გსურთ როლისთვის.
    • თითოეული ნებართვის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადაატარეთ კითხვის ნიშნებზე  .
  8. დაწკაპუნებით აირჩიეთ მზადაა.
  9. უკან, ნებართვების გვერდზე, დაწკაპუნებით აირჩიეთ შენახვა ახალი როლის შესანახად.

ეს ახალი როლი უკვე შეიძლება, მიენიჭოს კონტენტის მენეჯერის მომხმარებლებს.

არსებული როლების რედაქტირება

მას შემდეგ, რაც როლი შეიქმნება, შეგიძლიათ, დაარედაქტიროთ როლის სახელი ან დააკორექტიროთ ფუნქციები და შეზღუდვები, რომლებიც მინიჭებულია როლზე. გაითვალისწინეთ, რომ როლის დარედაქტირებისას თქვენ მიერ შესრულებულ რედაქტირებებს გავლენა ექნება ნებართვებზე, ყველა იმ მომხმარებლისთვის, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ეს როლი.

არსებული როლის დასარედაქტირებლად:

  1. შედით Studio-ს კონტენტის მენეჯერში.
  2. მარცხენა მენიუდან აარჩიეთ პარამეტრები 
  3. დაწკაპუნებით აირჩიეთ ნებართვები.
  4. დაწკაპუნებით აირჩიეთ როლების მართვა.
  5. დააწკაპუნეთ ჩამოშლად მენიუზე „“და აირჩიეთ როლი, რომლის რედაქტირებაც გსურთ.
  6. შეასრულეთ რედაქტირებები. თქვენ შეგიძლიათ, შეცვალოთ როლის სახელი და დააკორექტიროთ ფუნქციები და შეზღუდვები, რომლებიც გსურთ, მიენიჭოს ამ როლს.
  7. დაწკაპუნებით აირჩიეთ მზადაა.
  8. უკან, ნებართვების გვერდზე, დაწკაპუნებით აირჩიეთ შენახვა ამ ცვლილებების შესანახად.

თქვენ მიერ შესრულებულ რედაქტირებებს ამიერიდან გავლენა ექნება ნებართვებზე, ყველა იმ მომხმარებლისთვის, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ეს როლი.

მომხმარებლის როლის შეცვლა

 იმ როლის შესაცვლელად, რომელიც მინიჭებულია მომხმარებელზე:

  1. შედით Studio-ს კონტენტის მენეჯერში.
  2. მარცხენა მენიუდან აარჩიეთ პარამეტრები .
  3. დაწკაპუნებით აირჩიეთ ნებართვები.
  4. იპოვეთ მომხმარებლები, რომელთა განახლებაც გსურთ.
    • სიის შესამცირებლად დაწკაპუნებით აირჩიეთ ფილტრის არჩევა „“ and then საკვანძო სიტყვა და შეიყვანეთ მისი სახელი ან ელფოსტის მისამართი.
  5. დააწკაპუნეთ მათ მინიჭებულ როლზე.
  6. აირჩიეთ ახალი როლი, რომლის მინიჭებაც გსურთ მათზე.
  7. დაწკაპუნებით აირჩიეთ შენახვა ცვლილებების შესანახად.
როლზე მიმაგრებული ადამიანების პოვნა

 კონტენტის მენეჯერის ყველა იმ მომხმარებლის სიის სანახავად, რომლებიც კონკრეტულ როლზეა მიმაგრებული:

  1. შედით Studio-ს კონტენტის მენეჯერში.
  2. მარცხენა მენიუდან აარჩიეთ პარამეტრები .
  3. დაწკაპუნებით აირჩიეთ ნებართვები.
  4. დაწკაპუნებით აირჩიეთ ფილტრის არჩევა „“ and then როლები. ყველა როლი გამოჩნდება, რომელიც შექმენით თქვენი კონტენტის მენეჯერში.
  5. მონიშნეთ ველი იმ როლის გასწვრივ, რომლის მიხედვითაც გსურთ ფილტრაცია. თქვენ სიის შესამცირებლად, ასევე, შეგიძლიათ, დაიწყოთ როლის სახელის შეყვანა.
როლების წაშლა

თუ როლი არ არის მინიჭებული არცერთ მომხმარებელზე, შეგიძლიათ, წაშალოთ ის. გაითვალისწინეთ, რომ როლები, აქტიური მომხმარებლებით, ვერ წაიშლება.

როლის წასაშლელად:

  1. შედით Studio-ს კონტენტის მენეჯერში.
  2. მარცხენა მენიუდან აარჩიეთ პარამეტრები .
  3. დაწკაპუნებით აირჩიეთ ნებართვები.
  4. აირჩიეთ როლების მართვა.
  5. იპოვეთ როლი, რომლის წაშლაც გსურთ.
  6. დაწკაპუნებით აირჩიეთ როლის წაშლა.
  7. უკან, ნებართვების გვერდზე, დაწკაპუნებით აირჩიეთ შენახვა ამ ცვლილებების შესანახად.

შეტყობინება გამოჩნდება იმ გვერდის ბოლოში, სადაც დადასტურებულია, რომ როლი წარმატებით ამოიშალა.

 

 

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
8681215164956172243
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false