YouTube ვიდეოების დეფექტების აღმოფხვრა

თუ YouTube ვიდეოს დაკვრისას პრობლემა შეგექმნათ, მისი გადაჭრისთვის შეგიძლიათ სცადოთ დეფექტების აღმოფხვრის შემდეგი ნაბიჯები. გავრცელებული შეცდომის შეტყობინებებია:

  • დაფიქსირდა შეცდომა.
  • დაკვრის შეცდომა. შეეხეთ ხელახლა საცდელად.
  • სერვერთან კავშირი დაიკარგა.
  • ეს ვიდეო მიუწვდომელია.
  • წარმოიქმნა შეფერხება. შეეხეთ ხელახლა საცდელად.
  • შეამოწმეთ ინტერნეტ-კავშირი (ხელახლა სცადეთ).
  • ეს კონტენტი მიუწვდომელია

როგორ შევამოწმოთ ინტერნეტის სიჩქარე

  • გადატვირთეთ თქვენი ინტერნეტკავშირი.
  • გაუშვით ინტერნეტის სიჩქარის ტესტი, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ინტერნეტის სიჩქარე საკმარისია ვიდეოს არჩეული გარჩევადობისთვის. გარდა ამისა, შეგიძლიათ შეცვალოთ ვიდეოს ხარისხი, რათა გაიუმჯობესოთ ყურების გამოცდილება. შენიშვნა: ერთსა და იმავე ქსელში ჩართული რამდენიმე მოწყობილობის მოხმარებამ შეიძლება შეზღუდოს თქვენი მოწყობილობისთვის გამოყოფილი სიჩქარე.
  • შეამოწმეთ YouTube ვიდეოს გარჩევადობა და მის დასაკრავად რეკომენდებული სიჩქარე. ქვემოთ მოცემული ცხრილი ასახავს მიახლოებით რეკომენდებულ სიჩქარეებს ვიდეოს დასაკრავად, მისი გარჩევადობიდან გამომდინარე.
 
ვიდეოს გარჩევადობა რეკომენდებული სტაბილური სიჩქარე
4K 20 მბიტი/წმ
HD 1080p 5 მბიტი/წმ
HD 720p 2,5 მბიტი/წმ
SD 480p 1.1 მბიტი/წმ
SD 360p 0,7 მბიტი/წმ
 
  • თუ გსურთ, მიიღოთ დაწვრილებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხდება თქვენი ვიდეოების დაკვრა, იხილეთ ფანების სტატისტიკა.
დარწმუნდით, რომ შესული ხართ YouTube-ის ანგარიშზე

დარწმუნდით, რომ YouTube-ის სისტემაში ხართ შესული.

YouTube-ის საზოგადოების დასაცავად შესაძლოა არ დავუშვათ სისტემიდან გამოსულ მომხმარებლების წვდომა YouTube ვიდეოებზე, როდესაც ისინი ეცდებიან ხაზგარეშე გამოყენებისთვის მასალის ჩამოტვირთვას.

თუ მკვლევარი ხართ და გჭირდებათ YouTube-ის მონაცემებზე წვდომა თქვენი აკადემიური კვლევისთვის, შეგიძლიათ მიმართოთ YouTube-ის მკვლევართა პროგრამას. აქ შეგიძლიათ მეტი გაიგოთ პროცესისა და ხელმისაწვდომი მონაცემების შესახებ.

გადატვირთეთ YouTube აპი ან თქვენი მოწყობილობა

დახურეთ YouTube აპი ან გადატვირთეთ მოწყობილობა ასევე, შეგიძლიათ სცადოთ YouTube აპის დეინსტალაცია და ხელახლა ინსტალაცია. 

განაახლეთ ბრაუზერი და შეამოწმეთ თქვენი გაფართოებები

განაახლეთ თქვენი ბრაუზერი ან გაწმინდეთ ბრაუზერის ქეში და ქუქი-ჩანაწერები. გარდა ამისა, დარწმუნდით, რომ რეკლამების დამბლოკავი ბრაუზერის გაფართოებები არ ახდენს გავლენას ვიდეოს დაკვრაზე. ალტერნატივის სახით, გახსენით YouTube ინკოგნიტო ფანჯარაში, გამორთული გაფართოებებით და შეამოწმეთ, კიდევ ფიქსირდება თუ არა ხარვეზი.

განაახლეთ YouTube აპი

ცადეთ YouTube აპის უახლეს ხელმისაწვდომ ვერსიაზე განახლება. გარდა ამისა, შეგიძლიათ ცადოთ თქვენი მოწყობილობის ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფის/სისტემური პროგრამული უზრუნველყოფის განახლება.

შეამოწმეთ მონაცემთა მოხმარება 

დარწმუნდით, რომ ჩართული გაქვთ მონაცემების მოხმარება YouTube-ისთვის:

  1. გადადით თქვენი მოწყობილობის პარამეტრებში.
  2. შეხებით აირჩიეთ მობილური ინტერნეტი.
  3. მობილური ინტერნეტის განყოფილებაში იპოვეთ YouTube.
  4. გააქტიურებისთვის შეეხეთ ღილაკს YouTube-ის გვერდით.

შეცდომის სხვა სახეობები 

მწვანე, ან შავი ეკრანი ვიდეო დამკვრელში

თუ YouTube ვიდეოს ხმა გესმით, მაგრამ ვიდეო დამკვრელი მწვანე, ან შავია, შეგიძლიათ:

თუ არაფერი შეიცვალა, გაეცანით შემდეგ რჩევებს დეფექტების აღმოფხვრისთვის.

აუდიოს ხარვეზები

თუ არ გესმით YouTube ვიდეოს ხმა:

  • დარწმუნდით, რომ თქვენს ბრაუზერში ან მოწყობილობაზე ჩართულია ჟღერადობა/ხმა.
  • შეამოწმეთ თქვენი მოწყობილობის ხმის პარამეტრები.
  • გადატვირთეთ ბრაუზერი ან მოწყობილობა.

ასაკის მიხედვით შეზღუდული კონტენტი

ზოგჯერ, კონტენტი შეიძლება არ არღვევდეს ჩვენს წესებს, მაგრამ მაინც არ იყოს შესაფერისი 18 წლამდე მნახველებისთვის. ასეთ შემთხვევებში, ვიდეოს, შესაძლოა, ასაკობრივი შეზღუდვა დაუწესდეს. შენიშვნა: გარდა ამისა, ვიდეოზე შესაძლოა ჩართული იყოს შეზღუდული რეჟიმიც.

პრობლემები ვიდეოების ჩამოტვირთვისას

თუ არ გაქვთ YouTube Premium ან თუ ვიდეოების ჩამოტვირთვა არ არის თქვენთვის ხელმისაწვდომი, ვიდეოების ჩამოტვირთვას ვერ შეძლებთ. თუ ვიდეოების ჩამოტვირთვა შეგიძლიათ, მაგრამ, ამ შემთხვევაში, პრობლემები შეგექმნათ, გაეცანით ამ რჩევებს ჩამოტვირთვების დეფექტების აღმოფხვრისთვის.

ანგარიშის შეცდომის ხარვეზები

თუ თქვენს ანგარიშთან დაკავშირებით ხარვეზებს გადააწყდით, გაეცანით შემდეგ სტატიებს დეფექტების აღმოფხვრის შესახებ.

YouTube-ის ფასიანი პროდუქტების ხარვეზები

თუ ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯები არ დაგეხმარათ და:

  • YouTube-ზე შეიძინეთ ფილმი ან სერიალი, ან
  • ხართ YouTube Music-ის, YouTube Premium-ის, ან YouTube TV-ს მოქმედი ფასიანი წევრი
შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ შესყიდვებთან ან წევრობასთან დაკავშირებით მხარდაჭერის მისაღებად.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
10930737276617746209
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false