უყურეთ YouTube-ა Xbox 360-ზე

თუ თქვენი ვიდეოს საავტორო უფლებების მფლობელი მოითხოვს, მას შეუძლია შეზღუდოს ვიდეოს ჩვენება გარკვეულ მოწყობილობებზე (მობილური ტელეფონები/ტაბლეტები, სმარტ ტელევიზორები და სათამაშო კონსოლები).

თქვენ ასევე შეგიძლიათ მართოთ YouTube Xbox 360-ზე თქვენი  ტელეფონი, ტაბლეტი ან კომპიუტერი.

ჩამოტვირთეთ YouTube აპი

შედით ან გამოდით YouTube-დან

როდესაც YouTube აპი პირველად გაიხსნება, თქვენ უნდა შეხვიდეთ თქვენი Xbox Live ანგარიშით. შესასვლელად დააჭირეთ A სიმბოლოს Xbox Live ანგარიშზე შესვლის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ YouTube აპლიკაციაში. აი, როგორ:

თქვენს Xbox 360-ზე:

  1. გახსენით YouTube აპი. 
  2. გახსენით სახელმძღვანელო მარცხნივ სა აირჩიეთ შესვლა.

კომპიუტერზე, ტაბლეტზე ან ტელეფონზე:

  1. გადადით www.youtube.com/activate.
  2. მოთხოვნის შემთხვევაში, აირჩიეთ რომელ ანგარიშში გსურთ შესვლა.
  3. შეიყვანეთ აქტივაციის კოდი, რომელიც ნაჩვენებია Xbox 360-ზე და დააჭირეთ ღილაკს გაგრძელება.
  4. შემდეგ ეკრანზე, აირჩიეთ მიღება.

შეიტყვეთ, თუ როგორ გააუქმოთ კავშირი Xbox 360-თან.

უყურეთ და მოხებნეთ ვიდეოები

ვიდეოების ძიება

ვიდეოების მოსაძებნად YouTube-ის მთავარ მენიუში დააჭირეთ Y სიმბოლოს როდესაც ეძებთ, დააჭირეთ Y სიმბოლოს ინტერვალის დასამატებლად და X სიმბოლოს წასაშლელად.
  • ძიების შემოთავაზებები: თქვენს ძიებებში შესვლისას, შემოთავაებებს იხილავთ საძიებო ველის ქვემოთ. კლავიატურიდან შეგიძლიათ დააჭიროთ D-pad ან მარცხენა ჯოხს, სანამ სასურველი ძიება არ იქნება მონიშნული. შემდეგ, დააჭირეთ A სიმბოლოს საძიებლად. 
  • დაათვალიერეთ ვიდეოები: როგორც ეძებთ, შესაბამისი ვიდეოები ძიებისას ეკრანის ქვედა ნაწილში გამოჩნდება. ვიდეოს შედეგების დასათვალიერებლად დააჭირეთ მარცხნივ ან მარჯვნივ D-pad-ზე ან მარცხენა ჯოხზე.
  • თქვენი ძიების მოდიფიცირება: თქვენი საძიებო ტერმინების მოდიფიცირებისთვის დააჭირეთ D-pad-ს/მარცხენა ჯოხს, რათა დაბრუნდეთ საძიებო ველში.

ვიდეოს მართვის საშუალებები

ვიდეოს დაკვრისას დააჭირეთ A სიმბოლოს, რომ აჩვენოთ თქვენი პლეერის კონტროლი, რომელიც საშუალებას გაძლევთ გააკეთოთ შემდეგი:
  • უკან გადახვევა  - გადადით უკან 10 წამით.
  • დაპაუზება / დაკვრა  - გააჩერეთ ვიდეო ან განაახლეთ დაკვრა..
  • წინ გადახვევა  - გადაახვიეთ წინ 10 წამით.
  • დაფარული სუბტიტრები  - თუ ვიდეოს ჩართული აქვს დახურული სუბტიტრები, დააჭირეთ A სიმბოლოს ამ დუნქციის ჩასართავად. თუ CC ხატულა ნაცრისფერია, დახურული სუბტიტრები მიუწვდომელია.
  • უკან გადასვლა: დასაკრავ სიებში გადადით უკან წინა ვიდეოზე..
  • წინ გადასვლა: დასაკრავ სიებში გადადით შემდეგ ვიდეოზე.
  • დამატებითი ფუნქციების ნახვა შესაძლებელია მეტი მოქმედებები-ის არჩევით:
    • არხის გამოწერა
    • ვიდეოს მოწონება / არ მოწონება
    • მოახსენეთ ვიდეოს შესახებ, როგორც შეუსაბამო
    • ვიდეოების ძიება.
Xbox-ის შეცდომის შეტყობინება

თუ ხედავთ შეცდომის შეტყობინებას "YouTube ამჟამად მიუწვდომელია", ეს შეიძლება იყოს ნელი ინტერნეტ კავშირის გამო.

მიჰყევით ჩვენი დეფექტების აღმოფხვრის მითითებებს პრობლემის მისაგვარებლად.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
12967096850320539253
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false