როგორ ვუყუროთ YouTube-ს PlayStation-ზე

უკვე შეგიძლიათ უყუროთ YouTube ვიდეოებს PlayStation-ზე. YouTube აპით შეძლებთ, იხილოთ გამოწერილი არხები და მოძებნოთ კონტენტი YouTube აპში. შეიტყვეთ, როგორ გამოიყენოთ ტელეფონი, ტაბლეტი ან კომპიუტერი როგორც დისტანციური მართვის პულტი.

ჩამოტვირთეთ YouTube აპი

როგორ დაუკავშიროთ თქვენი Google ანგარიში PlayStation ანგარიშს

შეგიძლიათ, ერთმანეთს დაუკავშიროთ Google და PlayStation ანგარიშები, რათა შეძლოთ თამაშის ტრანსლაცია და გაზიარება კონსოლიდან YouTube-ზე.

შეიტყვეთ, როგორ შეხვიდეთ ანგარიშზე PlayStation-იდან. გადართეთ ანგარიშები ან გამოდით სისტემიდან, თუ აღარ გაქვთ წვდომა მოწყობილობაზე.

შენიშვნა: Google ანგარიშის PlayStation ანგარიშთან დაკავშირებით ვერ შეხვალთ YouTube ანგარიშზე. ამისთვის მაინც მოგიწევთ YouTube აპზე ავტორიზაციის გავლა.
ვიდეოს მართვის საშუალებები
ვიდეოს დასაკრავად არჩევის შემდეგ გაიხსნება დამკვრელის მართვის საშუალებების ზოლი, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას, შეასრულოთ ჩამოთვლილი მოქმედებები:
  • პაუზა/განახლება : როცა ვიდეოს პროგრესის ზოლი იქნება ფოკუსში მოქცეული, დააჭირეთ ღილაკს „X“ დისტანციური მართვის პულტზე, რათა დააპაუზოთ ან განაახლოთ ვიდეოს დაკვრა.
  • წინ გადახვევა : როცა ვიდეოს პროგრესის ზოლი იქნება ფოკუსში მოქცეული, დააჭირეთ მარჯვენა ღილაკს კონტროლერზე, რათა გადაახვიოთ ვიდეო წინ.
  • უკან გადახვევა : როცა ვიდეოს პროგრესის ზოლი იქნება ფოკუსში მოქცეული, დააჭირეთ მარცხენა ღილაკს კონტროლერზე, რათა ვიდეო უკან გადაახვიოთ.
  • სუბტიტრები : თუ ვიდეოს გააჩნია სუბტიტრები, აირჩიეთ , რათა ჩართოთ ან გამორთოთ ვიდეოს სუბტიტრები და შეცვალოთ სუბტიტრების წარმოჩენის პარამეტრები.
  • ყურადღების მიპყრობა : მოახსენეთ ვიდეოს შესახებ არასათანადო კონტენტისთვის.

ვიდეოს დაკვრის დროს დამატებითი ვარიანტების სანახავად აირჩიეთ სხვა მოქმედებები. ესენია:

  • არხის გამოწერა.
  • ვიდეოს შეფასება.
  • ვიდეოს მოხსენება საზოგადოების წესდების დარღვევისთვის.
შენიშვნა: ვიდეოების დაკვრა შესაძლებელია 4K ხარისხის ჩათვლით და წამში 60 კადრით.

როგორ მოვძებნოთ ვიდეოები

YouTube აპში ვიდეოების მოძებნა შეგიძლიათ ხმოვანი ძიების მეშვეობით. ამისათვის:

  1. შეუერთეთ მიკროფონი DualShock® კონტროლერს (ან შეაერთეთ PlayStation® კამერა ჩაშენებული მიკროფონით).
  2. გახსენით YouTube აპი და გადადით ძიების გვერდზე.
  3. აირჩიეთ მიკროფონი ეკრანული კლავიატურის მარცხნივ (ან დააჭირეთ ღილაკს „L2“ კონტროლერზე).
  4. ისაუბრეთ მიკროფონში და თქვით, რას ეძებთ.
  5. შედეგები მალე გამოჩნდება.

როგორ უყუროთ 360-გრადუსიან ვიდეოებს

შეგიძლიათ, უყუროთ 360-გრადუსიან ვიდეოებს PlayStation 4 ან 5-ის მეშვეობით. 360 გრადუსიანი ვიდეოების ყურებისას, მიმაგრებული კონტროლერის მარცხენა და მარჯვენა ჯოისტიკების მეშვეობით შეძლებთ ვიდეოში გარემოს დათვალიერებას.

როგორ დაუკავშიროთ მეორე მოწყობილობა PlayStation-ს

შეგიძლიათ, გამოიყენოთ თქვენი ტელეფონი, ტაბლეტი ან კომპიუტერი, როგორც დისტანციური მართვის პულტი. შეიტყვეთ, როგორ დაუკავშირდეთ PlayStation-ს YouTube-ის ვებსაიტის ან მობილური აპის მეშვეობით.

როგორ ატვირთოთ ვიდეო

შეგიძლიათ, პირდაპირ YouTube-ზე ატვირთოთ თამაშის ვიდეოები, თქვენს Playstation-ზე გაზიარების ღილაკის გამოყენებით. ამისათვის:

  1. დააჭირეთ ღილაკს გაზიარება PS4-ის კონტროლერზე და აირჩიეთ ვიდეო კლიპის ატვირთვა.
  2. მონიშნეთ კლიპი, რომლის გაზიარებაც გსურთ და აირჩიეთ YouTube.
  3. მოკვეცეთ საწყისი, ან საბოლოო წერტილი, დაუმატეთ სათაური, აღწერილობა და თეგები.
  4. დაეთანხმეთ კონფიდენციალურობის პარამეტრებს და დარწმუნდით, რომ კლიპს სწორ არხზე ტვირთავთ.
  5. აირჩიეთ გაზიარება.

ახლა თქვენი ვიდეო კლიპი აიტვირთება. ატვირთული კლიპების მაჩვენებლებზე თვალის დევნება შეგიძლიათ PS4-ის ან PS5-ის შეტყობინებების გვერდზე გადასვლით.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
17119448286861047698
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false