YouTube-ის გამოყენება მობილური ბრაუზერით

შეგიძლიათ, გამოიყენოთ YouTube მობილურისთვის ვების ან დესკტოპის რეჟიმში თქვენს ტელეფონზე.

გაიარეთ ავტორიზაცია

YouTube-ის ყველა ფუნქციის გამოსაყენებლად, გაიარეთ ავტორიზაცია, რათა იხილოთ საყვარელი ვიდეოები, დასაკრავი სიები და ა.შ.

შესასვლელად:

  1. შეეხეთ პროფილის სურათს ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში .
  2. შეეხეთ შესვლას .
  3. შედით სისტემაში თქვენი Google ანგარიშით.
თუ ვერ ახერხებთ თქვენს ანგარიშში შესვლას, შეგიძლიათ, აღადგინოთ Google ანგარიში. დახმარებისთვის ეწვიეთ Google ანგარიშების ფორუმს.

მობილურ ბრაუზერებზე გამორთულია რედაქტირებისა და ატვირთვის ფუნქციები. თუმცა, შეგიძლიათ გადმოწეროთ YouTube აპი და შეიტყოთ, როგორ ატვირთოთ და დაარედაქტიროთ ვიდეოები მისი მეშვეობით.

შენიშვნა: YouTube-ის მობილური ვერსიის გამოსაყენებლად, თქვენს ბრაუზერს უნდა ჰქონდეს JavaScript-ის მხარდაჭერა.

YouTube-ზე ნავიგაცია

სისტემაში შესვლის შემდეგ, ძირითადი ფუნქციები მოცემული იქნება ოთხ ჩანართში:

მთავარი

როცა YouTube-ს მობილურ აპში ან ბრაუზერში გახსნით, პირველ რიგში, მოხვდებით მთავარ გვერდზე . აქ იხილავთ თქვენთვის რეკომენდებულ ვიდეოებს. რეკომენდებული ვიდეოები განისაზღვრება YouTube-ზე თქვენი ინტერესებისა და აქტივობების მიხედვით.

თუ უკვე უყურეთ მუსიკალურ ვიდეოებს, აქვე იხილავთ პოპულარულ კონტენტსა და YouTube მიქსებს. მთავარი გვერდის არხზე გადასვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, ამისთვის შეეხეთ ღილაკს „მთავარი“ .

თუ თქვენი ნახვის ისტორია არ მოიცავს ვიდეოების გარკვეულ რაოდენობას, გაუქმდება YouTube-ის ფუნქციები, რომლებსაც ვიდეოების რეკომენდაციების მისაცემად ესაჭიროება ნახვის ისტორია, მაგალითად, რეკომენდაციები YouTube-ის მთავარ გვერდზე. ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ახალი მომხმარებელი ხართ და ჯერ არ გინახავთ ვიდეო ან თუ აირჩიეთ ნახვის ისტორიის გასუფთავება და გამორთვა.

პოპულარული

ჩანართში პოპულარული შეგხვდებათ YouTube-ზე არსებული პოპულარული ვიდეოები. აქ წარმოდგენილია ამჟამად პოპულარული ვიდეოების ფართო არჩევანი. დაათვალიერეთ ვიდეოები , ან აირჩიეთ კონკრეტული კატეგორია (მაგ. მუსიკა ან ვიდეო თამაშები) რათა იხილოთ ამ თემატიკის ვიდეოები.

გამოწერები

ჩანართში „გამოწერები“ მოცემულია ვიდეოები მხოლოდ თქვენ მიერ გამოწერილი არხებიდან. გარდა ამისა, ეს არხები ჩამოთვლილი იქნება გვერდის დასაწყისში. შეეხეთ არხის ყდას და გადადით არხზე.

 ბიბლიოთეკა

ჩანართში „ბიბლიოთეკა“ შეძლებთ იხილოთ თქვენი ნახვის ისტორია, დასაკრავი სიები, ატვირთვები და შენაძენები.

პარამეტრები

შეეხეთ თქვენი პროფილის სურათს , რათა გადახვიდეთ პარამეტრებში, მიიღოთ დახმარება ან გამოგვიგზავნოთ გამოხმაურება ვებსაიტის მობილური ვერსიიდან.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
2110673226680088201
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false