როგორ გამოითვლება ჩართულობის მეტრიკა

YouTube-ის ჩართულობისმეტრიკის (ნახვები, მოწონებები, დაწუნებები და გამოწერები) საშუალებით ფასდება, თუ რამდენად აქტიურად მიმდინარეობს მნახველების თქვენს YouTube ვიდეოსთან ან არხთან ინტერაქცია. მეტრიკა დაგეხმარებათ შეიტყოთ, თუ რამდენად პოპულარულია თქვენი ცალკეული ვიდეო თუ არხი.

ჩვენ გვსურს მაღალი ხარისხის მეტრიკის უზრუნველყოფა და სტატისტიკა უნდა ასახავდეს რეალურ ადამიანებს და არა კომპიუტერულ პროგრამებს. სისტემას სჭირდება გარკვეული დრო იმის გასარკვევად, თუ რამდენად რეალურია ნახვები, მოწონებები, დაწუნებები და გამოწერები.

შენიშვნა: ჩვეულებრივ, თქვენი მეტრიკა ჩვენს სისტემაში ვიდეოს გამოქვეყნებიდან პირველ რამდენიმე საათში აისახება.

ცვლილება მეტრიკაში

მას შემდეგ, რაც პირველადი მაჩვენებლები დათვლილია, თქვენი მეტრიკა უფრო ხშირად უნდა განახლდეს. ამ ცვლილებების დრო დამოკიდებულია ვიდეოს ან არხის პოპულარობასა და ნახვებზე. გახსოვდეთ, რომ მაჩვენებლების დადასტურება და დაზუსტება უწყვეტად მიმდინარეობს.

ზოგჯერ ზოგიერთ ვიდეოსა თუ არხზე ნახვების რაოდენობა და სხვა მაჩვენებლები შეიძლება თქვენი მეტრიკის იმ მონაცემებს არ დაემთხვეს, რასაც მოელოდით. მეტრიკის სპეციალური ალგორითმის წყალობით კონტენტის შემქმნელების, რეკლამის განმთავსებლებისა და მნახველებისთვის ერთნაირად ზუსტი და უტყუარი მონაცემებია ხელმისაწვდომი. მეტრიკის სიზუსტის შესამოწმებლად YouTube-ს შეუძლია დროებით შეანელოს, შეაჩეროს ან შეცვალოს თქვენი მეტრიკის ნახვების თვლის ალგორითმი და დაბალი ხარისხის დაკვრები გააუქმოს.

შენიშვნა: დაბალი ხარისხის დაკვრის მაგალითია: ვიდეოს ერთდროული ყურება ან სტრიმინგი რამდენიმე მოწყობილობაზე, რამდენიმე ფანჯარასა და რამდენიმე ჩანართში.

ფასიანი რეკლამის ნახვები

თუ თქვენი ვიდეო YouTube რეკლამაში გამოიყენება, შეიძლება რეკლამის ნახვები თქვენი ვიდეოს ნახვებად ჩაითვალოს. ამ ფასიანი რეკლამების ნახვა ჩაითვლება ნახვებად, რადგან ეს ვიდეოსთან მნახველის ინტერაქციაზე მიუთითებს.

  • გამოტოვებადი ვიდეოსშიდა რეკლამა: ფასიანი რეკლამის ნახვა ჩაითვლება ნახვად, როცა:
    • მნახველი 11-30 წამიან რეკლამას ბოლომდე უყურებს
    • მნახველი სულ მცირე 30 წამი უყურებს რეკლამას, რომელიც 30 წამზე ხანგრძლივია
    • რეკლამასთან მნახველის ინტერაქცია
  • არხსშიდა ვიდეოს რეკლამების ნახვა: ფასიანი რეკლამის ნახვები ჩაითვლება ნახვებად, როცა ვინმე რეკლამაზე აწკაპუნებს და ვიდეო ირთვება.

ნახვების შემოწმება YouTube ანალიტიკის მეშვეობით

თქვენ მიერ ატვირთული ვიდეოს ნახვების რაოდენობას თვალი შეგიძლიათ ადევნოთ YouTube ანალიტიკისმეშვეობით. გაითვალისწინეთ, აქტივობა რეალურ დროში მხოლოდ პოტენციური ნახვის აქტივობას აჩვენებს. ის შეიძლება ყურების გვერდზე ასახულ რიცხვს არ დაემთხვეს.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
14761958634796554663
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false