არხის პარამეტრების მართვა

არხის პარამეტრების მართვა ხდება YouTube Studio-დან. შესაძლებელია ნებისმიერი პარამეტრის შეცვლა, იქნება ეს ქვეყანა/რეგიონი თუ არხის ხილვადობის პარამეტრი.

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუდან აარჩიეთ პარამეტრები ;
  3. მარცხენა მენიუდან აარჩიეთ არხი.
  4. დააყენეთ არხის პარამეტრები და აირჩიეთ შენახვა.

ძირითადი ინფორმაცია

ქვეყანა, რომელშიც ცხოვრობთ

აირჩიეთ ქვეყანა/რეგიონი თქვენი YouTube არხისთვის, ქვემოთ მიმართული ისრით. YouTube პარტნიორთა პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობა დამოკიდებულია თქვენ მიერ აქ არჩეულ ქვეყნის/რეგიონის პარამეტრზე.

საკვანძო სიტყვები

ამ პარამეტრით თქვენს არხთან დაკავშირებულ საკვანძო სიტყვებს დაამატებთ.

გაფართოებული პარამეტრები

თქვენი არხის აუდიტორიის პარამეტრების განსაზღვრა

გაიმარტივეთ სამუშაო პროცესი არხის პარამეტრის არჩევით. ეს პარამეტრი გავლენას იქონიებს ყველა არსებულ და მომავალ ვიდეოზე. თუ არხის პარამეტრს არ აირჩევთ, მოგიწევთ თქვენს არხზე თითოეულ ვიდეოს მიუთითოთ, რომ ბავშვებისთვისაა შექმნილი. ცალკეული ვიდეოს პარამეტრები უპირატესია არხის პარამეტრებზე.
აგრეთვე, ამით თქვენი არხის ზოგიერთი ფუნქცია შეიზღუდება. თუ არ ხართ დარწმუნებული, არის თუ არა თქვენი ვიდეოები ბავშვებისთვის შექმნილი, გაეცანით დახმარების ცენტრის სტატიას.

მიმდინარეობს Google Ads ანგარიშის მიბმა

რეკლამების გაშვების მიზნით, შეგიძლიათ თქვენი YouTube არხი თქვენს Google Ads ანგარიშს მიაბათ. ეს რეკლამები არჩეულია თქვენი არხის ვიდეოებთან მომხმარებლების ინტერაქციის მიხედვით, რაც ანალიზის საშუალებას იძლევა. შეიტყვეთ მეტი.

ავტომატური სუბტიტრები

ჩაანაცვლეთ პოტენციურად შეუსაბამო სიტყვები იმ სიტყვებით, რომლებსაც აქვს გახსნილი ფრჩხილი, ორი ქვედახაზი და დახურული ფრჩხილი „[ __ ]“ ავტომატური სუბტიტრებით.

რეკლამები

თუ ამ ვარიანტს აირჩევთ, მნახველთა ინტერესებზე დაფუძნებული პერსონალიზებული რეკლამები და რემარკეტინგული რეკლამები გამოირთვება. თუმცა ამ პარამეტრის გამორთვით, შეიძლება თქვენი არხის შემოსავალი შემცირდეს. ამას გარდა, მოხსენებები გამომუშავებული აქტივობების შესახებ და რემარკეტინგის სიები თქვენი არხისთვის აღარ იმუშავებს.
არხის გადამისამართება

თქვენი URL-ის შემოკლებული, მორგებული ვერსიის გამოყენებით, თქვენი აუდიტორიის გადამისამართება სხვა არხზე მოხდება. ამისთვის URL-ს გადამისამართების ველში შეიყვანეთ იმ ვებსაიტის მისამართი, რომელზეც გადამისამართება უნდა მოხდეს.

შენიშვნა: URL-ს გადამისართება შეუძლიათ პარტნიორებს და რეკლამის განმთავსებლებს, რომელთაც ეს ფუნქცია ჩაურთო პარტნიორთა მენეჯერმა ან გაყიდვების წარმომადგენელმა.

მაგალითად, თუ თქვენი URL არის www.youtube.com/c/YouTubeCreators, შეგიძლიათ შეამოკლოთ: (www.youtube.com/YouTubeCreators) მნახველების გაგზავნა YouTube Nation არხზე შემდეგი მისამართის შეყვანით www.youtube.com/user/youtubenation ან www.youtube.com/channel/UCUD4yDVyM54QpfqGJX4S7ng გადამისამართების URL-ის ველში.

 
არხის ხილვადობა

ამ ვარიანტის არჩევით თქვენი არხი დროებით დაიმალება. თქვენს ვიდეოებს, დასაკრავი სიას და არხის დეტალებს მნახველებისთვის ხილული აღარ იქნება. 

ამის მიუხედავად, თქვენთვის კვლავინდებურად იქნება ხელმისაწვდომი:

  • თქვენი არხის გვერდი
  • თქვენი არხის ყდა და ხატულა
  • თქვენი ვიდეოები და დასაკრავი სიები
  • თქვენი კომენტირება და Analytics
  • თქვენი საზოგადოების პოსტები

შეგიძლიათ ნებისმიერ დროს თქვენი არხი კვლავ ხილვადი გახადოთ და არხი მნახველებისთვისაც საჯარო გახდება.

შენიშვნა:URL-ს გადამისართება შეუძლიათ პარტნიორებს და რეკლამის განმთავსებლებს, რომელთაც ეს ფუნქცია პარტნიორთა მენეჯერმა ან გაყიდვების წარმომადგენელმა ჩაურთო.

სხვა პარამეტრები

ამ პარამეტრებით შესაძლებელია YouTube-ზე წარმოდგენილობის მართვა და კონტენტის სამუდამოდ წაშლაც.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
13292525470378531503
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false