ონლაინ რეჟიმში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მინიშნებები

ფიშინგი

ფიშინგი არის, როდესაც ვიღაცას მოტყუებით ართმევენ პერსონალურ ინფორმაციას, მათ შორის, საკრედიტო ბარათის ნომრებს ან მის ფინანსურ მონაცემებს. როდესაც, ვინმეს აქვს ეს ინფორმაცია, ის მას, როგორც წესი, გამოიყენებს თქვენი ფულის, საკუთრების ან ვინაობის მოსაპარად.

გახსოვდეთ, რომ YouTube არასდროს მოგთხოვთ თქვენს პაროლს, ელფოსტის მისამართს ან ანგარიშის სხვა ინფორმაციას. არ მოტყუვდეთ, თუ ვინმე დაგიკავშირდებათ და თავს YouTube-ის თანამშრომლად წარგიდგენთ.

თუ აღმოაჩინეთ ვიდეოები YouTube-ზე და ფიქრობთ, რომ შეიძლება სპამი ან ფიშინგი იყოს, გადაუგზავნეთ მათ შესახებ მოხსენება მიმოხილვისთვის YouTube-ის გუნდს. იმისათვის, რომ მეტი შეიტყოთ სპამისა და ფიშინგის შესახებ, ეწვიეთ კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ალიანსს.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი Google ანგარიში გატეხილია, შეიტყვეთ, როგორ დაიცვათ დაჰაკული ან გატეხილი Google ანგარიში.

ანგარიშის უსაფრთხოება

YouTube იღებს უსაფრთხოების შესაბამის ზომებს, რომ დაიცვას ინფორმაცია, რომელსაც ვინახავთ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად წაიკითხეთ Google-ის კონფიდენციალურობის დებულება.

გახსოვდეთ, რომ ეს არის თქვენი არჩევანი, დაიცავთ თუ არა თქვენს პაროლს. არასდროს გაუზიაროთ თქვენი პაროლი სხვებს.

დაიცავით თქვენი ანგარიში

ჩვენ შევქმენით ადვილად გამოსაყენებელი საკონტროლო სია, რომ დაგეხმაროთ თქვენი კომპიუტერის, ბრაუზერის, Gmail-ისა და Google ანგარიშის დაცვაში. ჩვენ გირჩევთ, გაეცნოთ სრულ საკონტროლო სიას, მაგრამ გვსურს, გამოვყოთ შემდეგი ნაბიჯები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი YouTube არხის დაცვაში.
  • დაამატეთ აღდგენის ტელეფონის ნომერი და დამატებითი უსაფრთხოების ელფოსტა თქვენს Google ანგარიშში. ტელეფონის ნომრისა და უსაფრთხოების ელფოსტის გარეშე შეუძლია სხვას, შეაღწიოს თქვენს ანგარიშში, თუ იცის თქვენი უსაფრთხოების შეკითხვა ან გამოიცნობს მას. უსაფრთხოების ინფორმაციის განახლება შეგიძლიათ აქ.
  • უზრუნველყავით თქვენი აღდგენის ინფორმაციის უსაფრთხოება და განახლება.
  • შექმენით უნიკალური, ძლიერი პაროლი თქვენი Google ანგარიშისთვის (და არ გამოიყენოთ შესვლის იგივე მონაცემი და პაროლი სხვა საიტებისთვის). აი, რამდენიმე მინიშნება, რომლებიც დაგეხმარებათ ძლიერი პაროლის შექმნაში:
    • თქვენი პაროლი უნდა შედგებოდეს მინიმუმ რვა სიმბოლოსგან, უნდა შედიოდეს ციფრები და ასოები და არ უნდა შეიცავდეს ხშირად გამოყენებულ სიტყვებს.
    • აირჩიეთ სიტყვა ან აკრონიმი და ასოებს შორის ჩასვით ციფრები.
    • შეიყვანეთ პუნქტუაციის ნიშნები.
    • შეურიეთ დიდი და პატარა ასოები.
    • არ გამოიყენოთ ის პაროლები ხელახლა, რომლებიც სხვა ნებისმიერი ტიპის ანგარიშთანაა დაკავშირებული.
    • თუ თქვენი ანგარიში დაყენებულია კომპანიისთვის ან ორგანიზაციისთვის, განაახლეთ პაროლი და აღდგენის ინფორმაცია, როცა ვინმე დატოვებს თქვენს კომპანიას.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ანგარიში გატეხილია,მოხსენების გადაგზავნა აქ შეგიძლიათ.

შეიტყვეთ, როგორ აიცილოთ თავიდან Google-ის თაღლითური სქემები და გადაგზავნოთ მოხსენება მის შესახებ

Google უსაფრთხოების ცენტრი

გაეცანით თქვენს მონაცემებს Google-ში და ვებზე. წაიკითხეთ რჩევები და მინიშნებები თქვენი მონაცემების მართვისთვის და ონლაინ რეჟიმში უსაფრთხოებისთვის.

Google-ის ციფრული მოქალაქეობის გეგმა

Google-ის ციფრული მოქალაქეობის გეგმა არის ინტერაქციული და მომხმარებელზე მორგებული გეგმა, რომელიც გათვლილია მასწავლებლებზე და საშუალო სკოლების სტუდენტებზე. რამდენიმე მოკლე გაკვეთილით შეიტყვეთ კონფიდენციალურობის, წესებისა და იმის შესახებ, როგორ იყოთ პასუხისმგებლობიანი კიბერმოქალაქე.

Google-ის ოჯახის უსაფრთხოების ცენტრი

Google-ის ოჯახის უსაფრთხოების ცენტრს აქვს მინიშნებები და რჩევა ონლაინ რეჟიმში თქვენი ოჯახის უსაფრთხოდ ყოფნასთან დაკავშირებით.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
5753954934280890451
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false