საავტორო უფლებებთან დაკავშირებული ხშირად დასმული კითხვები

ამ ვიდეოში ჩვენ ვუპასუხებთ საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ კითხვებს:

Copyright Permissions - Copyright on YouTube

საავტორო უფლებების შესახებ ზოგადი კითხვები

რა არის სამართლიანი გამოყენება?

სამართლიანი გამოყენება სამართლებრივი ტერმინია, რომლის მიხედვითაც, თქვენ შეგიძლიათ საავტორო უფლებებით დაცული კონტენტის ხელახლა გამოყენება გარკვეულ პირობებში, საავტორო უფლებების მფლობელის თანხმობის გარეშე.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მხოლოდ სასამართლო დაადგენს, რა კვალიფიცირდება სამართლიან გამოყენებად.

სასამართლო ეყრდნობა ოთხ ფაქტორს სამართლიანი გამოყენების დადგენის დროს:

  • გამოყენების მიზანი და ხასიათი
  • საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრის ბუნება
  • საავტორო უფლებების დაცული ნამუშევრის გამოყენების მასშტაბი და არსებითობა
  • ეფექტი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრის ღირებულებაზე ან პოტენციურ ბაზარზე

შეიტყვეთ მეტი სამართლიან გამოყენებასთან დაკავშირებული ხშირად დასმული კითხვებიდან.

რა არის საყოველთაო საკუთრება?

ნამუშევრებზე აღარ ვრცელდება საავტორო უფლებების დაცვა და ისინი გადაინაცვლებს „საყოველთაო საკუთრებაში“, რაც მათ ყველასთვის უფასოდ გამოყენებადს ხდის. ჩვეულებრივ, კონტენტის საყოველთაო საკუთრებად გარდაქმნას მრავალი წელი სჭირდება.

საავტორო უფლებებით დაცვის ვადა განსხვავდება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

  • ნამუშევრის გამოქვეყნების მდებარეობა და დრო
  • წარმოადგენდა თუ არა ნამუშევარი ანაზღაურების სანაცვლოდ შექმნილ ნამუშევარს

აშშ-ის მთავრობის ფედერალური უწყებების მიერ შექმნილი ნამუშევრები კლასიფიცირდება საყოველთაო საკუთრებად გამოქვეყნებისთანავე. გაითვალისწინეთ, რომ საყოველთაო საკუთრებასთან დაკავშირებული წესები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით.

თქვენ პასუხისმგებელი ხართ, შეამოწმოთ, განეკუთვნება თუ არა ნამუშევარი საყოველთაო საკუთრებას, სანამ მას YouTube-ზე ატვირთავთ. საყოველთაო საკუთრებების ოფიციალური სია არ არსებობს. თუმცა მრავალი რესურსი მოიპოვება ონლაინ, რომლებიც დაგეხმარებათ. მაგალითად, კორნელის უნივერსიტეტი გვთავაზობს სახელმძღვანელოს იმ ნამუშევრების შესახებ, რომლებიც შეიძლება საყოველთაო საკუთრებას განეკუთვნებოდეს. გაითვალისწინეთ, რომ ვერც ერთი სუბიექტი, YouTube-ის ჩათვლით, ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ აღნიშნული ნამუშევრები არ არის საავტორო უფლებებით დაცული.

რა არის გადამუშავებული ნამუშევარი?

ორიგინალი კონტენტისგან ნამუშევრის შესაქმნელად საავტორო უფლებების მფლობელის ნებართვა გჭირდებათ. გადამუშავებული ნამუშევრები შეიძლება მოიცავდეს ფან-ფიქციების, სიქველებს, თარგმანებს, სპინ-ოფებს, ადაპტაციებსა და სხვა ტიპის კონტენტს. ცადეთ პროფესიონალისგან ექსპერტული სამართლებრივი რჩევის მიღება, სანამ ვიდეოებს ატვირთავთ, საავტორო უფლებებით დაცული პერსონაჟების, სიუჟეტისა და სხვა ელემენტების საფუძველზე.

სად მოვიპოვო დამატებითი ინფორმაცია აშშ-ის გარეთ საავტორო უფლებების შესახებ?

„თქვენი ევროპის“ ვებსაიტი გვთავაზობს სასარგებლო ინფორმაციასა და ბმულებს ევროკავშირის ქვეყნებში/ტერიტორიებზე მოქმედი საავტორო უფლებების წესების შესახებ.

მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ორგანიზაცია (WIPO) აწარმოებს ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების დაცვის ოფისების სიას, რომელშიც შეიტყობთ საავტორო უფლებების თქვენს მდებარეობაზე მოქმედი კანონმდებლობის შესახებ.

აღნიშნული ვებსაიტები წარმოდგენილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნით და არ არის დამტკიცებული YouTube-ის მიერ.

YouTube-ზე ატვირთვასთან დაკავშირებული შეკითხვები

როგორ მივიღო ნებართვა სხვა პირის კონტენტის ჩემს ვიდეოში გამოყენების თაობაზე?

თუ თქვენს ვიდეოში აპირებთ საავტორო უფლებებით დაცული მასალის გამოყენებას, დაგჭირდებათ ნებართვის მიღება. YouTube არ გასცემს აღნიშნულ ნებართვას და ჩვენ ვერ დაგეხმარებით იმ მხარეების მოძიებაში, რომლებსაც ნებართვის გაცემა შეუძლიათ. თქვენ, დამოუკიდებლად ან იურისტის დახმარებით, უნდა გამოიკვლიოთ და წარმართოთ ეს პროცესი.

მაგალითად, YouTube ვერ მოგცემთ ნებართვას კონტენტის გამოყენებაზე, რომელიც უკვე ატვირთულია საიტზე. თუ სხვა პირის YouTube ვიდეოს გამოყენება გსურთ, პირდაპირ მას დაუკავშირდით. ზოგიერთ შემქმნელს მითითებული აქვს მასთან დაკავშირების გზები თავის არხზე.

YouTube ვიდეოებისთვის ფონური მუსიკისა და ხმოვანი ეფექტების მარტივად მოძიება შეგიძლიათ YouTube-ის აუდიო ბიბლიოთეკაში. შეგიძლიათ მოიძიოთ და გამოიყენოთ უფასო მუსიკა.

თუ თქვენს ვიდეოში სხვა პირის მუსიკის გამოყენებას აპირებთ, შეიტყვეთ მეტი არსებული ვარიანტების შესახებ:

Options for using music in your videos

როგორ მოვიპოვო მესამე მხარის კონტენტის გამოყენების ლიცენზია?

თქვენს ვიდეოში გამოყენებულ ყველა ელემენტზე უნდა მოიპოვოთ უფლება, სანამ ვიდეოს YouTube-ზე ატვირთავთ. აღნიშნული ელემენტებია ნებისმიერი ტიპის მუსიკა (თუნდაც ის ფონურად უკრავდეს), ვიდეო კლიპი, ფოტო და ა.შ.

პირველ რიგში, დაუკავშირდით საავტორო უფლებების მფლობელებს ან მასზე უფლებათა მფლობელს და მოელაპარაკეთ ლიცენზირებაზე.

შემდეგ  შეამოწმეთ ლიცენზია. ლიცენზიებს მკაფიოდ ადგენს კონტენტის გამოყენების ნებართვას და ზოგჯერ, შეიძლება შეიცავდეს შეზღუდვებსაც. ნებისმიერი სალიცენზიო ხელშეკრულების თაობაზე გაიარეთ იურიდიული კონსულტაცია, რათა შეიტყოთ, რა უფლებები მოგენიჭებათ თქვენ და რა უფლებები დარჩება მფლობელს.

შეგიძლიათ გამოიყენოთ YouTube-ის უფასო მუსიკისა და ხმოვანი ეფექტების ბიბლიოთეკა, რომლებსაც დადგენილი წესების მიხედვით გამოიყენებთ.

შენიშვნა: თუ ქავერს ასრულებთ, დარწმუნდით, რომ საავტორო უფლებების მფლობელის (მაგ., მუსიკის ავტორის ან გამომცემლის) ნებართვა გაქვთ. შეიძლება დამატებითი ლიცენზია დაგჭირდეთ ორიგინალი ხმოვანი ჩანაწერის რეპროდუქციისთვის.

რატომ ამოიშალა ან დაიბლოკა კონტენტი, რომლის გამოყენებაზეც ნებართვა მქონდა?

თუ საავტორო უფლებებით დაცული მასალის თქვენს ვიდეოში გამოყენების ნებართვა გაქვთ, მიუთითეთ თქვენს ვიდეოში ორიგინალი კონტენტის საავტორო უფლებების მფლობელის სათაური და URL. ამგვარად თავიდან აიცილებთ შეცდომით ამოშლას ან დაბლოკვას.

თუ თქვენი ვიდეო შეცდომით ამოიშალა საავტორო უფლებების დარღვევის გამო ვიდეოს წაშლის მოთხოვნის საფუძველზე, შეგიძლიათ:

თუ კონტენტის ID-სთან დაკავშირებული პრეტენზიის გამო, რომელიც, თქვენი აზრით, შეცდომით არის წარმოდგენილი, დაიბლოკა თქვენი ვიდეო:

თუმცა გასაჩივრების დაწყებამდე ან საპასუხო უწყების გაგზავნამდე პასუხი გაეცით რამდენიმე შეკითხვას:

  1. თქვენს ვიდეოში გამოყენებულ მასალაზე საავტორო უფლებებს თქვენ ფლობთ?
  2. გაქვთ საავტორო უფლებების შესაბამისი მფლობელის ნებართვა ყველა მესამე მხარის მასალის თქვენს ვიდეოში გამოყენებაზე?
  3. თქვენს ვიდეოზე ვრცელდება სამართლიანი გამოყენების, სამართლიანი ქმედების ან მსგავსი გამონაკლისი, საავტორო უფლებებთან დაკავშირებული შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად?

თუ თქვენს ვიდეოზე ვრცელდება რომელიმე ზემოხსენებული პირობა, მოიკვლიეთ ინფორმაცია გასაჩივრების შესაბამისი პროცესის შესახებ ან კონსულტაცია გაიარეთ იურისტთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება დაარღვიოთ საავტორო უფლებების კანონმდებლობა.

რატომ წაიშალა კონტენტი, რომელიც მე თვითონ ჩავწერე ან შევიძინე?

მხოლოდ ის ფაქტი, რომ კონტენტი შეიძინეთ, არ გაძლევთ მისი YouTube-ზე ატვირთვის უფლებას. ვიდეოების გამოქვეყნება, რომლებიც შეიცავს შეძენილ კონტენტს, შეიძლება მაინც გულისხმობდეს საავტორო უფლებების კანონმდებლობის დარღვევას, თუნდაც მასში საავტორო უფლებების მფლობელი მონიშნოთ.

ასევე, ფაქტი, რომ თავად ჩაწერეთ რაიმე, ყოველთვის არ გაძლევთ მისი YouTube-ზე ატვირთვის უფლებას. თუ თქვენი ჩანაწერი შეიცავს სხვა პირის საავტორო უფლებებით დაცულ კონტენტს, მაგალითად, საავტორო უფლებების დაცულ მუსიკას ფონურ რეჟიმში, მაინც მოგიწევთ უფლებათა მფლობელისგან ნებართვის მიღება.

რატომ დაუშვა YouTube-მა დამრღვევი მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე ჩემი ვიდეოს წაშლა?
YouTube მიიღებს ზომებს უმართებულო გამოყენების შემთხვევების წინააღმდეგ საავტორო უფლებების დარღვევის გამო კონტენტის წაშლის პროცესში. ჩვენ გამოვიძიებთ საავტორო უფლებების ჩვენი ხელსაწყოებისა და პროცესების უმართებულო გამოყენების შემთხვევებს, თუმცა კონკრეტულ შემთხვევებზე განმარტებას ვერ უზრუნველვყოფთ. დამრღვევი მოსარჩელეების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას ვატარებთ. საავტორო უფლებების დაცვის პროცესის (ამოშლის მოთხოვნები და საპასუხო უწყებები) უმართებულო გამოყენება შეიძლება დასრულდეს ანგარიშის მოქმედების შეწყვეტით.
პასუხისმგებლობის უარყოფა: წინამდებარე სტატიაში შემოთავაზებული ინფორმაცია არ წარმოადგენს სამართლებრივ რჩევას. ჩვენ მას საინფორმაციო მიზნით გაწვდით. თუ სამართლებრივი რჩევა გჭირდებათ, დაუკავშირდით იურისტს.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
13965269603872027701
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false