კონტენტის ID-ს მუშაობის პრინციპი

საავტორო უფლებების ზოგიერთი მფლობელი იყენებს კონტენტის ID-ს, YouTube-ის კონტენტის იდენტიფიცირების ავტომატურ სისტემას, საავტორო უფლებების დაცული კონტენტის იდენტიფიცირებისა და მართვისთვის YouTube-ზე.

როგორ მუშაობს კონტენტის ID?

საავტორო უფლებების მფლობელების მიერ გაგზავნილი აუდიო და ვიზუალური ფაილების გამოყენებით კონტენტის ID პოულობს საავტორო უფლებებით დაცული კონტენტის დამთხვევებს. ვიდეო, YouTube-ზე ატვირთვისას, ავტომატურად სკანირდება კონტენტის ID-ს მიერ.

თუ კონტენტის ID დამთხვევას იპოვის, შესაბამისი ვიდეო მიიღებს კონტენტის ID-სთან დაკავშირებულ პრეტენზიას. საავტორო უფლებების მფლობელის კონტენტის ID-ს პარამეტრების მიხედვით, კონტენტის ID-სთან დაკავშირებული პრეტენზიები შეიძლება დასრულდეს შემდეგნაირად:

  • ვიდეო შეიძლება დაიბლოკოს
  • ვიდეომ შეიძლება დაიწყოს მონეტიზაცია რეკლამებით და ამტვირთავს ზოგჯერ გაუზიარდეს შემოსავალი
  • შეიძლება დაიწყოს ვიდეოს მნახველების რაოდენობის სტატისტიკის თვალის დევნება

გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული ქმედებები შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიის მიხედვით. მაგალითად, ვიდეოს მონეტიზაცია შეიძლება მიმდინარეობდეს ერთ ქვეყანაში/რეგიონში და დაბლოკილი ან თვალმიდევნებული იყოს სხვა ქვეყანაში/რეგიონში.

ვინ იყენებს კონტენტის ID-ს?

კონტენტის ID ხელმისაწვდომია საავტორო უფლებების მფლობელთათვის, რომლებიც აკმაყოფილებენ კონკრეტულ მოთხოვნებს. დასადასტურებლად ისინი უნდა ფლობდნენ ექსკლუზიურ უფლებას ორიგინალი მასალის არსებით ნაწილზე, რომელიც ხშირად იტვირთება YouTube-ზე.

YouTube აწესებს მკაფიო მითითებებს კონტენტის ID-ს გამოყენების შესახებ. კონტენტის ID-ს გამოყენება და მასთან დაკავშირებული დავები გადის რეგულარულ მონიტორინგს, რათა დავრწმუნდეთ, რომ აღნიშნული მითითებები დაცულია.

საავტორო უფლებების მფლობელებს, რომლებიც განმეორებითად ქმნიან კონტენტის ID-სთან დაკავშირებულ არასწორ პრეტენზიებს, შეიძლება გაეთიშოთ კონტენტის ID-ზე წვდომა და მათი YouTube-თან პარტნიორობა შეწყდეს.

თუ საავტორო უფლებების მფლობელი ხართ და ფიქრობთ, რომ თქვენი კონტენტი აკმაყოფილებს კონტენტის ID-ს კრიტერიუმებს , შეავსეთ ეს ფორმა , რათა გვაცნობოთ თქვენი საავტორო უფლებების მართვის საჭიროებების შესახებ.

დაკავშირებული თემები

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
4905265569115606995
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false