კონტენტი აკმაყოფილებს კონტენტის ID სისტემის მოთხოვნებს

ამ სტატიაში აღწერილი ფუნქციები ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ პარტნიორებისთვის, რომლებიც იყენებენ YouTube-ის კონტენტის ID-ის დამთხვევის სისტემას.

მას შემდეგ, რაც კონტენტის ნაწილს გაააქტიურებთ კონტენტის ID-ს დამთხვევისთვის, YouTube ავტომატურად დააგენერირებს სხვა მომხმარებლის მიერ ატვირთულ კონტენტზე საავტორო უფლებაზე განაცხადებს, რომელიც (ნაწილობრივ) ემთხვევა თქვენ მიერ მიწოდებულ წყაროფაილს. შეიტყვეთ მეტი ძირითადი წესებისა და საავტორო უფლებაზე განაცხადების შესახებ.

კონტენტის ID სისტემის მეშვეობით საავტორო უფლებაზე განაცხადის გასაკეთებლად ყველა სახის კონტენტი არ გამოდგება. სისტემა არ უნდა გამოიყენოთ იმ კონტენტზე საავტორო უფლებაზე განაცხადის გასაკეთებლად, რომელზეც საკმარისი უფლებები არ გაგაჩნიათ. თქვენი პასუხისმგებლობაა მცდარი შედეგების თავიდან აცილება, როგორიცაა არასწორად იდენტიფიცირებული კონტენტის გამო საავტორო უფლებაზე შეტანილი განაცხადი ან საავტორო უფლებაზე შეტანილი განაცხადი, რომელიც აბრკოლებს კონტენტის ავტორიზებულ გამოყენებას.

კონტენტის ID სისტემის ბოროტად გამოყენების და სისტემაში მცდარი ინფორმაციის შეტანის შემთხვევაში YouTube შესაბამის ზომებს მიიღებს. ეს მოიცავს კონკრეტული წყაროფაილების ან წყაროფაილების სეგმენტების გათიშვას და მასთან დაკავშირებით საავტორო უფლებაზე შეტანილი ყველა განაცხადის გაუქმებას. გარკვეული ტიპის წყაროს შემთხვევაში საჭიროამანუალური მიმოხილვა, კონტენტის ID სისტემის გათიშვა და YouTube-თან პარტნიორობის შეწყვეტაც კი.

მითითებები კონტენტის ID-სთვის

პრობლემების თავიდან ასაცილებლად დაიცავით შემდეგი წესები. გაითვალისწინეთ, რომ თითოეული წესის ქვეშ მოყვანილი მაგალითები საინფორმაციო ხასიათისაა და არ წარმოადგენს შესაძლო შეცდომების ამომწურავ სიას. მიიღეთ დამატებითი ინფორმაცია საავტორო უფლებასთან დაკავშირებით გაკეთებული მცდარი განაცხადების თავიდან აცილებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ.

ექსკლუზიური უფლებები

თქვენ უნდა გაგაჩნდეთ ექსკლუზიური უფლებები წყაროფაილში მოცემულ მასალაზე იმ ტერიტორიაზე, სადაც შეგაქვთ განაცხადი საავტორო უფლების შესახებ.

ქვემოთ მოცემულია მაგალითები, რომელთა გამოყენებაც დაუშვებელია წყაროფაილში ან წყაროფაილის სახით:

  • კონტენტი, რომელიც მესამე მხარის მიერ ლიცენზირებულია, როგორც არაექსკლუზიური
  • Creative Common-ის მიერ გამოქვეყნებული კონტენტი ან მსგავსი უსასყიდლო/ღია ლიცენზიები
  • საყოველთაო საკუთრებაში არსებული კადრები, ჩანაწერები ან კომპოზიციები
  • მართლზომიერი გამოყენების პრინციპების დაცვით გამოყენებული სხვა წყაროებიდან ამოჭრილი კადრები
  • ვიდეოთამაშის კადრები (რომელიც თამაშის გამომცემლის მიერ არ არის გამოქვეყნებული)
გამორჩეული წყაროფაილის კონტენტი

ყველა წყაროფაილის კონტენტი უნდა იყოს საკმარისად გამორჩეული.

ქვემოთ მოცემულია მაგალითები, რომელთა გამოყენებაც დაუშვებელია წყაროფაილში ან წყაროფაილის სახით:

  • კარაოკეს ჩანაწერები, რემიქსები, არაოფიციალური ქავერ-ვერსიები და ზოგიერთი დუბლირებული კონტენტი.
  • ხმის ეფექტები, ჩანაწერის არახმოვანი ინსტუმენტული ნაწილები ან წარმოების ციკლები
ცალკეული წყაროფაილები ინტელექტუალური საკუთრების თითოეული ობიექტისთვის

ინტელექტუალური საკუთრების თითოეული ობიექტისთვის უნდა წარადგინოთ ცალკეული წყაროფაილები.

ქვემოთ მოცემულია მაგალითები, რომელთა გამოყენებაც დაუშვებელია წყაროფაილში ან წყაროფაილის სახით:

  • კომპილაციები
  • უწყვეტი დიჯეი მიქსები
  • მაშაპები
  • უკუათვლის სიები
  • სრული ალბომის აუდიო ჩანაწერები

ასეთი ტიპის კონტენტზე ნებისმიერ ტერიტორიაზე ექსკლუზიური უფლებებიც რომ გაგაჩნდეთ, აუცილებელია ის დაყოთ ცალკეულ კომპონენტებად, სიმღერებად ან ვიდეოებად.

ვიდეო თამაშის ორიგინალ საუნდტრეკთან დაკავშირებული გაიდლაინები

ვიდეო თამაშების ორიგინალი საუნდტრეკები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება ვალიდურ წყაროფაილებად, თუ მისი მფლობელი ვიდეო თამაშის გამომცემელია.

ვიდეო თამაშების ორიგინალი საუნდტრეკები წარმოადგენს სპეციალურად ვიდეო თამაშისთვის შექმნილ აუდიო ჩანაწერებს, როგორიცაა ვიდეო თამაშში მოცემული ორიგინალი მუსიკა ან ფონური მუსიკა. (ეს წესები არ ეხება ლიცენზირებულ პოპულარულ მუსიკას, რომელიც თავდაპირველად თამაშისთვის არ შექმნილა.)

ეს წყაროფაილები ვალიდურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწოდებულია ვიდეო თამაშის გამომცემლის კონტენტის მფლობელის მიერ. თუ ხართ ვიდეო თამაშის გამომცემელი და გაქვთ შეკითხვები, გთხოვთ დაუკავშირდეთ თქვენს პარტნიორთა მენეჯერს.

კონტენტი, რომელიც გაყიდული ან ლიცენზირებულია ფართო მასშტაბით სხვა ნამუშევრებში გამოყენების მიზნით

კონტენტი, რომელიც გაყიდულია ან ლიცენზირებულია ფართო მასშტაბით სხვა ნამუშევრებში გამოყენების მიზნით, უნდა გადაიგზავნოს განსახილველად.

მაგალითად. საავტორო უფლებაზე განაცხადის გაკეთებამდე მანუალურ მიმოხილვაზე უნდა გადამისამართდეს დამთხვევები შემდეგი სახის კონტენტთან:

  • ეგრეთ წოდებული, „საავტორო ჰონორარისგან თავისუფალი“ წარმოების მუსიკის ბიბლიოთეკები, რომლებიც, როგორც წესი, ლიცენზირებულია თამაშებში, ფილმებში, ტელევიზიაში ან სხვა საუნდტრეკებში გამოყენებისთვის.
ობიექტების მეტამონაცემები წყაროფაილის კონტენტისთვის

თქვენი ობიექტების მეტამონაცემების შევსებისას ინფორმაცია უნდა იყოს დეტალური. ვიდეოს ამტვირთველებს უნდა მიაწოდონ საკმარისი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი კონტენტის შესახებ კეთდება განაცხადი საავტორო უფლებაზე და ვინ არის კონტენტის მფლობელი. ყველა ობიექტი უნდა შეიცავდეს საინფორმაციო სათაურს (მაგ., „ჩანაწერი 4“ ან შიდა სერიული ნომერი).

გარდა ამისა, ობიექტის ყველა შემდეგი ტიპისთვის არსებობს ობიექტის მეტამონაცემებთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნები:

  • თუ ობიექტი არისაუდიო ჩანაწერი ან მუსიკალური ვიდეო , მიუთითეთ სათაური, მუსიკოსი და ჩამწერი ლეიბლი
  • თუ ობიექტი არის მუსიკალური კომპოზიცია, მიუთითეთ სათაური და ავტორი
  • თუ ობიექტი არის სატელევიზიო შოუ, მიუთითეთ შოუს სახელი და ეპიზოდის სათაური ან ეპიზოდის ნომერი
  • თუ ობიექტი არის ფილმი, მიუთითეთ სახელი და რეჟისორები
  • თუ ობიექტი არის სპორტული ტრანსლაცია, მიუთითეთ გუნდების სახელები ( სპორტის ცალკეული სახეობის შემთხვევაში - მონაწილეთა სახელები) და ღონისძიების თარიღი

გარდა ამისა, რეკომენდებულია დაამატოთ რაც შეიძლება მეტი მეტამონაცემი. ეს შესაძლოა დაგვეხმაროს კონკრეტულად თქვენი ობიექტების იდენტიფიცირებაში.

წყაროფაილის კონტენტი, რომელზე წვდომაც ხდება მხოლოდ თითის ანაბეჭდით

თუ წვდომა გაქვთ მოძველებულ ხელსაწყოზე, რომელიც საშუალებას გაძლევთ წყაროფაილის სახით წარადგინოთ აუდიოვიზუალური თითის ანაბეჭდები თანმხლები მედია ფაილების გარეშე, საჭიროა იცოდეთ შემდეგი წესები:
  1. წყაროფაილის კონტენტი, რომელზე წვდომაც ხდება მხოლოდ თითის ანაბეჭდით, ავტომატურად შეიცვლება მედია წყაროფაილებით, რომლებიც იდენტურ კონტენტს წარმოადგენს.  თუ წარადგენთ ამგვარ მხოლოდ თითის ანაბეჭდიან წყაროფაილის კონტენტს, თქვენი სახელით შეიქმნება მედია წყაროფაილის ასლი და ის დაუკავშირდება თქვენს ანგარიშს კონტენტის ID სისტემის ობიექტის მეშვეობით.
  2. მხოლოდ თითის ანაბეჭდიანი წყაროფაილის კონტენტი ავტომატურად ვერ განახლდება კონტენტის ID სისტემის დამთხვევის უახლესი ტექნოლოგიის გამოსაყენებლად. თუ ხართ მხოლოდ თითის ანაბეჭდიანი წყაროფაილის კონტენტის მომხმარებელი და არ გაგიახლებიათ ასეთი წყაროფაილი ექვსი თვის განმავლობაში, ციფრული თითის ანაბეჭდების შექმნისთვის ბინარული ფაილის მიღების შემდეგ, ვადაგასული წყაროფაილების დეაქტივაცია შესაძლებელია ავტომატურად მოხდეს.

 

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
189937349791021224
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false