პროდუქტის ფასიანი განთავსების, რეკლამებისა და რეკომენდაციების დამატება

თქვენი ვიდეოები შეიძლება მოიცავდეს ფასიანი პროდუქტების განთავსებას, რეკომენდაციებს, სპონსორობას ან სხვა კონტენტს, რომელთა შესახებაც აუცილებლად უნდა აცნობოთ მნახველს. უნდა გვაცნობოთ, თუ რომელიმე მათგანს დაურთავთ, თქვენი ვიდეოს დეტალებში ფასიანი რეკლამების ველის მონიშვნით

ყველა ფასიანი რეკლამები უნდა იცავდეს Google Ads-ის წესებსა და YouTube-ის საზოგადოების წესდებას. თქვენ და ბრენდები, რომლებთანაც თანამშრომლობთ, პასუხისმგებელი ხართ კონტენტში ფასიანი რეკლამის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების ადგილობრივი და იურიდიული ვალდებულებების დაცვაზე. ამ ვალდებულებათაგან ზოგიერთი მოიცავს, თუ როდის, როგორ და ვისთან უნდა გაამჟღავნონ ინფორმაცია.

თუ გსურთ კონკრეტული ვიდეოების მოძიება, რომლებშიც შემქმნელებმა ფასიანი რეკლამა გამოიყენეს, მიჰყევით ამ ბმულს. მობილურ მოწყობილობაში ხანგრძლივად შეეხეთ ბმულს, ვებმისამართი რომ დაკოპირდეს და ჩასვით ის თქვენი ბრაუზერის ნავიგაციის ზოლში.
სად უნდა დაურთოთ პროდუქტის ფასიანი განთავსებები, სპონსორობები და რეკომენდაციები

Google Ads-ის წესების დაცვა გულისხმობს იმას, რომ თქვენს კონტენტში ვერ განათავსებთ შემდეგი პროდუქტებისა და სერვისების ფასიან რეკლამებს:

  • უკანონო პროდუქტები და სერვისები
  • სექსუალური ან ესკორტის სერვისები
  • ზრდასრულთა კონტენტი
  • საქორწილო სააგენტოები
  • გასართობი ნარკოტიკები
  • ურეცეპტო მედიკამენტები
  • ონლაინ აზარტული თამაშების საიტები, რომლებიც არ არის შემოწმებული Google-ის ან YouTube-ის მიერ
  • გამოცდებსა თუ ტესტებზე თაღლითობის სერვისები
  • ჰაკინგი, ფიშინგი და სათვალთვალო პროგრამული უზრუნველყოფა
  • ასაფეთქებლები
  • თაღლითური ან შეცდომაში შემყვანი ბიზნესები

აღნიშნული წესები ვრცელდება ვიდეოებზე, ვიდეოების აღწერილობებზე, კომენტარებზე, პირდაპირ სტრიმინგებზე, მოკლე ვიდეოებზე და ნებისმიერ სხვა YouTube პროდუქტზე ან ფუნქციაზე. ეს სია არ არის სრულყოფილი. არ გამოაქვეყნოთ კონტენტი, თუ ფიქრობთ, რომ ის შეიძლება არღვევდეს ამ წესებს. 

მაგალითები

წარმოგიდგენთ YouTube-ზე აკრძალული კონტენტის ზოგიერთ მაგალითს.

  • აკადემიური ესეის წერის სერვისის ფასიანი რეკლამა
  • ყალბი პასპორტების გამყიდველი ვებსაიტის ან ოფიციალური დოკუმენტების ყალბი ასლების დამზადების ინსტრუქციის ფასიანი რეკლამა
  • საკრედიტო ბარათების ყალბი ნომრების გენერატორი პროგრამის ფასიანი რეკლამა
  • რეგულირებული მედიკამენტების ურეცეპტოდ გამყიდველი ონლაინ აფთიაქის ფასიანი რეკლამა

რა ხდება, თუ კონტენტი არღვევს ამ წესებს

თუ თქვენი კონტენტი არღვევს ამ წესებს, ჩვენ ამოვშლით კონტენტს და ელფოსტით შეგატყობინებთ ამის შესახებ. თუ ეს საზოგადოების წესდების პირველი დარღვევაა, თქვენ, სავარაუდოდ, მიიღებთ შენიშვნას და თქვენს არხს ჯარიმა არ დაეკისრება. თქვენ შეგეძლებათ, გაიაროთ ტრენინგი წესების შესახებ, რომ თქვენს შენიშვნას ვადა ამოეწუროს 90 დღის შემდეგ. თუმცა, თუ 90 დღის განმავლობაში განმეორებით დაარღვევთ წესებს, შენიშვნას ვადა არ ამოეწურება და თქვენი არხი გაფრთხილებას მიიღებს. ტრენინგის დასრულების შემდეგ დარღვეული სხვა წესი ცალკე შენიშვნას იღებს. ჩვენ განმეორებით დამრღვევებს, შესაძლოა, შევუზღუდოთ მონაწილეობის მიღება წესების შესახებ მომავალ ტრენინგებში.

თუ თქვენ მიიღებთ 3 გაფრთხილებას, თქვენი არხის მოქმედება შეწყდება. შეიტყვეთ მეტი საზოგადოების წესდების დარღვევის გაფრთხილების შესახებ YouTube-ზე

ამასთან, შეიძლება თქვენი კონტენტის ასაკის მიხედვით შევზღუდოთ, თუ რეკლამირებული პროდუქტი ან სერვისი შეუსაბამოა ყველა ასაკის აუდიტორიისთვის.

რას ვგულისხმობთ პროდუქტის ფასიან განთავსებებში, სპონსორობებსა და რეკომენდაციებში?

პროდუქტის ფასიანი განთავსება წარმოადგენს კონტენტს, რომელსაც ქმნის მესამე მხარე ანაზღაურების სანაცვლოდ. აღნიშნული ასევე მოიცავს მესამე მხარის ბრენდის, შეტყობინების ან პროდუქტის პირდაპირ კონტენტში ინტეგრირებას.

რეკომენდაციები წარმოადგენს რეკლამის განმთავსებლისთვის (ან შემქმნელის პირადი ბრენდისთვის, თუ შემქმნელსა და ბრენდს შორის ურთიერთობა არ არის მკაფიო) შექმნილ კონტენტს, რომლის გზავნილსაც, სავარაუდოდ, მომხმარებლები ირწმუნებენ და რომელიც გამოხატავს კონტენტის შემქმნელის მოსაზრებას.

სპონსორობა წარმოადგენს  კონტენტს, რომელიც, ნაწილობრივ ან მთლიანად, დაფინანსებულია მესამე მხარის მიერ. სპონსორობით ძირითადად რეკლამირდება მესამე მხარის ბრენდი, გზავნილი ან პროდუქტი კონტენტში აღნიშნული ელემენტების ინტეგრირების გარეშე.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენზე მოქმედმა კანონმდებლობამ შეიძლება ფასიანი რეკლამები სხვადასხვანაირად განმარტოს. შემქმნელები და ბრენდები პასუხისმგებელი არიან, გაეცნონ და ზედმიწევნით დაიცვან მათი იურისდიქციის სამართლებრივი მოთხოვნები ფასიანი რეკლამების კონტენტში ჩვენებასთან დაკავშირებით. სამართლებრივი მოთხოვნები შეიძლება მოიცავდეს, თუ როდის, როგორ და ვის უნდა გაუმჟღავნდეს ინფორმაცია.

შემქმნელებმა და ბრენდებმა უნდა იცოდნენ, კონკრეტულად რა ტიპის ფასიანი რეკლამებია ნებადართული ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით. მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ზოგიერთ ვიდეოში, რომელიც კლასიფიცირდება „ბავშვთა პროგრამად“ აუდიოვიზუალური მედია სერვისების განკარგულების თანახმად, შეიძლება აკრძალული იყოს რეკლამებისა და პროდუქტების ფასიანი განთავსებების ჩართვა.
უნდა გავუმხილო YouTube-ს, თუ ჩემი ვიდეო შეიცავს პროდუქტის ფასიან განთავსებას, რეკომენდაციას ან სხვა სახის კომერციულ ურთიერთობას?
თუ თქვენი კონტენტი შეიცავს პროდუქტის ფასიან განთავსებას, რეკომენდაციას ან სხვა სახის კომერციულ ურთიერთობას, უნდა აცნობოთ YouTube-ს აღნიშნულის შესახებ, რომ მომხმარებლებს შესაბამისი ინფორმაცია გავუმჟღავნოთ. გაითვალისწინეთ, რომ ადგილობრივი კანონმდებლობა შეიძლება სხვა ვალდებულებებსაც გაკისრებდეთ. თუ აღნიშნულ ვალდებულებებს არ დაიცავთ, შეიძლება თქვენი კონტენტისა და ანგარიშის წინააღმდეგ ზომები მივიღოთ. YouTube-ს რომ აცნობოთ:
  1. კომპიუტერიდან შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა სექციაში აირჩიეთ კონტენტი.
  3. დააწკაპუნეთ ვიდეოზე, რომლის რედაქტირებაც გსურთ.
  4. აირჩიეთ სხვა ვარიანტები
  5. მონიშნეთ ველი „ჩემი ვიდეო შეიცავს ფასიან რეკლამას (პროდუქტის განთავსებას, რეკლამას ან რეკომენდაციას)“.
  6. აირჩიეთ შენახვა.

რა მოხდება, როცა მოვნიშნავ ველს „ჩემი ვიდეო შეიცავს ფასიან რეკლამას (პროდუქტის განთავსებას, სპონსორობას ან რეკომენდაციას)“?
თქვენს გაფართოებულ პარამეტრებში ველის „ვიდეო შეიცავს ფასიან რეკლამას“ მონიშვნით „კონტენტის დეკლარაციის“ სექციის ქვეშ, თქვენ ხელს უწყობთ მნახველთა გამოცდილების გაუმჯობესებას.
ჩვენ მაინც გავუშვებთ რეკლამებს ამ ვიდეოებში. რეკლამას, რომელიც თქვენს ბრენდის პარტნიორთან შეიძლება წინააღმდეგობაში მოდიოდეს, ალტერნატიული რეკლამით ჩავანაცვლებთ, როცა გვაცნობებთ, რომ ვიდეო ფასიან რეკლამას შეიცავს. ამასთან, ჩვენ ამოვიღებთ თქვენს ვიდეოს YouTube Kids აპიდან, ჩვენი მოქმედი წესების დაცვით, როცა გვაცნობებთ თქვენს ვიდეოში ფასიანი რეკლამის შესახებ.
YouTube მაინც გაუშვებს რეკლამებს ამ ვიდეოებში?
დიახ, YouTube მაინც გაუშვებს რეკლამებს ამ ვიდეოებში.
 
ზოგჯერ, შეიძლება ფასიანი რეკლამის შემცველ ვიდეოში სხვა რეკლამით ჩავანაცვლოთ რეკლამა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის თქვენი ბრენდის პარტნიორთან. აღნიშნული ჩანაცვლება მოხდება ჩვენი რეკლამის განმთავსებლების ინტერესების დაცვის მიზნით.
 
მაგალითად, თქვენ ატვირთეთ ვიდეო, რომელშიც ნახსენებია და განთავსებულია „კომპანია A“-ს პროდუქცია. გაუმართლებელი იქნება ამ ვიდეოში სარეკლამო სივრცის „კომპანია B“-სთვის მიყიდვა.
კიდევ ვინმე სხვასაც უნდა ვაცნობო ჩემს ვიდეოსთან დაკავშირებული კომერციული ურთიერთობების შესახებ?
შეიძლება, მოგიწიოთ. ყველა იურისდიქციაში განსხვავებული მოთხოვნებია შემქმნელებისა და ბრენდებისთვის, რომლებიც ფასიან რეკლამირებაში არიან ჩართული. 
 
ზოგიერთი იურისდიქცია და ბრენდის პარტნიორი მოითხოვს, რომ მნახველებს გაუმხილოთ ნებისმიერი კომერციული ურთიერთობის შესახებ, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს კონტენტზე. თქვენ პასუხისმგებელი ხართ, გაეცნოთ და დაემორჩილოთ ფასიანი რეკლამის შემცველი კონტენტის შესახებ კანონებსა და რეგულაციებს, რომლებიც თქვენზე ვრცელდება. 
არსებობს რამე ფუნქცია, რომელიც დამეხმარება მნახველების ფასიანი რეკლამის შესახებ ინფორმირებაში?

დიახ. ჩვენ ავტომატურად ვაჩვენებთ მნახველებს შეტყობინებას 10 წამით ვიდეოს დასაწყისში, როგორც კი მონიშნავთ, რომ თქვენი ვიდეო ფასიან რეკლამას შეიცავს. აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნება აცნობებს მნახველებს, რომ ვიდეო შეიცავს ფასიან რეკლამას და უზრუნველყოფს ბმულს ამ გვერდზე მნახველებისთვის პროდუქტის ფასიანი განთავსების, სპონსორობისა და რეკომენდაციების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

გაითვალისწინეთ, რომ ყველა იურისდიქციაში განსხვავებული მოთხოვნებია შემქმნელებისა და ბრენდებისთვის, რომლებიც ფასიან რეკლამირებაში არიან ჩართული. დარწმუნდით, რომ გაეცანით და იცავთ მოქმედ კანონმდებლობას. 

ეს ნიშნავს იმას, რომ შემიძლია ვიდეო რეკლამების (წინასწარი, ვიდეოს შუაში და შემდგომი) ჩემს ვიდეოში ჩასმა?
არა. YouTube-ის რეკლამის წესები არ გრთავთ ნებას, თქვენს კონტენტში ჩასვათ ან ჩააშენოთ რეკლამის განმთავსებლის მიერ შექმნილი და მოწოდებული ვიდეო რეკლამები ან სხვა სახის სარეკლამო ჭრები. 
 
თუ თქვენს კონტენტში რეკლამის განთავსებაში დაინტერესებული განმთავსებელი გყავთ, იმუშავეთ თქვენს პარტნიორთა მენეჯერთან. იხილეთ დამატებითი ინფორმაცია მესამე მხარის ჩაშენებულ რეკლამებთან დაკავშირებით მოქმედი წესების შესახებ.
 
აღნიშნული წესები არ ვრცელდება ბრენდისთვის ან ბრენდის მიერ შექმნილ და ბრენდის YouTube არხზე ატვირთულ ვიდეოებზე. 
შემიძლია, გამოვიყენო სატიტულე ბარათი ვიდეომდე/ვიდეოს შემდეგ მარკეტერის ან სპონსორის ბრენდის სახელით და პროდუქტის ინფორმაციით?
დიახ. ნებადართულია სტატიკური სატიტულე ან დასასრულის ბარათები ფასიანი რეკლამის შემთხვევაში. აღნიშნული სატიტულე და დასასრულის ბარათები შეიძლება შეიცავდეს სპონსორის ან მარკეტერის ლოგოს გრაფიკულ გამოსახულებას და პროდუქტის ბრენდირებას.
  • სატიტულე ბარათები: მაქსიმუმ 5-წამიანი და სტატიკური. თუ ისინი ვიდეოს დასაწყისშია (0:01 წმ) განთავსებული, ბარათი უნდა იყოს კობრენდირებული შემქმნელის სახელით/ლოგოთი.
  • დასასრულის ბარათები: უნდა იყოს განთავსებული ვიდეოს ბოლო 30 წამის განმავლობაში, სტატიკურ მდგომარეობაში. 
სხვა რესურსები
დამატებითი ინფორმაციისთვის გირჩევთ, რეგულარულად გაეცნოთ ადგილობრივ სამართლებრივ რესურსებს, მაგალითად, ვაჭრობის ფედერალურ კომისიას (FTC) აშშ-ში, რეკლამირების სტანდარტების უწყებას (ASA) გაერთიანებულ სამეფოში, კონკურენციის, მომხმარებელთა საქმეებისა და თაღლითობის პრევენციის გენერალურ დირექტორატს (DGCCRF) in საფრანგეთში, მედია უწყებებისთვის Medienanstalten-ს გერმანიაში და კორეის სამართლიანი ვაჭრობის კომისიას (KFTC) კორეაში.
დახმარების ცენტრის ამ სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. ინფორმაცია მოწოდებულია საინფორმაციო მიზნით და აქტუალური პრაქტიკები თქვენს იურიდიულ მრჩეველთან უნდა განიხილოთ.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
14507057616028313994
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false