გაეცანით კომენტარის თემას

კომენტარის თემები YouTube-ის ვიდეოებზე კომენტარების ორგანიზებისა და შეჯამებისათვის ხელოვნურ ინტელექტს (AI) იყენებს. ეს ფუნქცია შეიძლება კომენტარების სექციაში თემების აღმოჩენაში და ყველა კომენტარის წაკითხვის გარეშე განხილვიში ჩართვაში დაგეხმაროთ.

კომენტარის თემები ყველა ვიდეოზე არ გამოჩნდება. ამჟამად, ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ კომენტარების დიდ სექციებზე YouTube-ის მობილურ აპში ინგლისურენოვანი ვიდეოებისა და კომენტარებისთვის.

დასაწყებად, YouTube-ის მობილურ აპში გახსენით კომენტარების სექცია. ხელმისაწვდომობის შემთხვევაში შეხებით აირჩიეთ თემები  კომენტარის თემების დასათვალიერებლად. 

თემები შეჯამებულია ხელოვნური ინტელექტის და არა ადამიანების მიერ, ამიტომ ხარისხი და სიზუსტე შეიძლება განსხვავდებოდეს.

ხშირად დასმული შეკითხვები

შემიძლია კომენტარის თემების გამორთვა?

არა, ამ დროისათვის კომენტარის თემების გამორთვა შეუძლებელია. 

შეასრულეთ შემდეგი ნაბიჯები, თუ თემებთან დაკავშირებით რაიმე გამოხმაურების გაგზავნა გსურთ. 

თუ შემქმნელი ხართ, შეიტყვეთ მეტი კომენტარის თემების მოდერაციასთან დაკავშირებით.

შემიძლია კომენტარის თემებთან დაკავშირებით გამოხმაურების გაგზავნა?

გამოხმაურების გამოგზავნის საშუალებით შეგიძლიათ შეგვატყობინოთ თქვენი აზრი თემების შესახებ ან მოგვახსენოთ დაფიქსირებული შეცდომების შესახებ. 

გამოხმაურების დასატოვებლად:

  1. YouTube-ის აპში გახსენით ვიდეოს კომენტარების სექცია. 
  2. შეხებით აირჩიეთ თემები .
  3. შეხებით აირჩიეთ მეტი ''.
  4. შეხებით აირჩიეთ გამოხმაურების გაგზავნა

რა სახით ხდება თქვენი გამოხმაურების გამოყენება?

გამოხმაურება:

  • განიხილება სპეციალურად მომზადებული გუნდების მიერ. ადამიანის მიერ შესრულებული მიმოხილვა საჭიროა, რომ დაგვეხმაროს გამოხმაურებაში მითითებული პოტენციუტი პრობლემების იდენტიფიკაციაში, გადაჭრასა და შეტყობინებაში, მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად.
  • გამოიყენება ჩვენი კონფიდენციალურობის დებულების შესაბამისად. YouTube ამ მონაცემებს იყენებს YouTube-ის პროდუქტების, სერვისების და მანქანური სწავლების ტექნოლოგიების უზრუნველყოფის, გაუმჯობესების და განვითარების მიზნით, რაც უფრო დეტალურად აღწერილია ჩვენს კონფიდენციალურობის დებულებაში.

 

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
15897884923276840570
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false