შეცდომის შეტყობინების: „შემდეგი კონტენტი მიუწვდომელია ამ აპში“ გამოსწორება YouTube-ზე

თუ თქვენ მიიღებთ შეცდომის შეტყობინებას, რომელშიც ნათქვამია: „შემდეგი კონტენტი მიუწვდომელია ამ აპში“, ნიშნავს, რომ აპს, რომელსაც იყენებთ არ აქვს YouTube-ის კონტენტის მხარდაჭერა. YouTube-ზე კონტენტის საყურებლად, სცადეთ შემდეგი ნაბიჯები.

YouTube აპზე გადართვა

თუ იყენებთ მესამე მხარის აპს YouTube-ზე მოსახვედრად, შეიძლება დაგჭირდეთ YouTube აპზე გადართვა. შეიტყვეთ, თუ როგორ ჩამოტვირთოთ YouTube-ის აპი ან გადადით ბმულზე www.youtube.com თქვენს ბრაუზერში. რეკლამის გარეშე გამოცდილებისთვის, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ YouTube Premium-ზე.

YouTube-ისა და მესამე მხარის აპების შესახებ

მესამე მხარის აპებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვაძლევთ ჩვენს API-ზე წვდომას, თუ ისინი ეთანხმებიან API სერვისების მომსახურების პირობებს. ჩვენი პირობები არ აძლევს მესამე მხარის აპებს რეკლამები გათიშონ, რადგან ეს ხელს უშლის შემქმნელებს დაჯილდოვდნენ მნახველების რაოდენობისთვის. ისეთი აპის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც არღვევს ჩვენს პირობებს, ვიღებთ შესაბამის ზომებს, ჩვენი პლატფორმის, შემქმნელებისა და მაყურებლების დასაცავად

YouTube აპის განახლება

დარწმუნდით, რომ YouTube აპის უახლესი ვერსია გაქვთ დაყენებული. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ YouTube აპის განახლება.

შენიშვნა:

  • თუ კვლავ იღებთ შეცდომას, დარწმუნდით, რომ თქვენს მოწყობილობაზე დაყენებულია უახლესი Google Play Store. შეიტყვეთ, თუ როგორ განაახლოთ Google Play Store.
  • იმისათვის, რომ განაგრძოთ YouTube-ის გამოყენება აპის განახლების გარეშე, თქვენს მობილურ ბრაუზერში გახსენით ბმული: m.youtube.com.

ძველი მოწყობილობები

თუ თქვენ კვლავ მიიღებთ შეცდომის შეტყობინებას, შესაძლოა სარგებლობდეთ ძველი მოწყობილობით ან ჰქონდეს შედარებით ძველი მოწყობილობის კონფიგურაცია. იმისთვის, რომ შეძლოთ YouTube-ის გამოყენება მოწყობილობის შეცვლის გარეშე, თქვენს მობილურ ბრაუზერში, გახსენით ბმული: m.youtube.com.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
5359431427220523282
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false