YouTube Premium-ის და Music Premium-ის განახლებები და სარეკლამო აქციები

გამოიყენეთ ეს სტატია იმისთვის, რომ მიიღოთ უახლესი ინფორმაცია უახლესი სარეკლამო შეთავაზებების თაობაზე და განახლებები თქვენს YouTube Premium-ის ან YouTube Music Premium-ის წევრობასთან დაკავშირებით. შეიტყვეთ მეტი YouTube-ის შესახებ (რეკლამებით) აქ.

ბოლო განახლებები

განახლებები ბოლო 2 კვირის განმავლობაში

  • YouTube Premium და YouTube Music Premium უკვე ახალ ქვენებში/რეგიონებშია ხელმისაწვდომი: YouTube Premium და YouTube Music Premium ახლა უკვე ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის აზერბაიჯანში, იამაიკაში, ყაზახეთში, ლიბიაში, მაროკოში, რეიუნიონში, ტანზანიაში, უგანდაში, იემენში და ზიმბაბვეში. Premium-ით შეგიძლიათ YouTube-ს რეკლამების გარეშე უყუროთ, YouTube Music-ის აპით მოუსმინოთ შეუზღუდავი რაოდენობის მუსიკას, ხაზგარეშე რეჟიმში შეინახოთ ვიდეოები და სხვა. Music Premium-თან ერთად, YouTube Music აპში შეგიძლიათ მუსიკას რეკლამის გარეშე, ხაზგარეშედ და გამორთული ეკრანით მოუსმინოთ. დარეგისტრირდით Premium-ზე ან Music Premium-ზე და შეიტყვეთ მეტი Premium-ისა და Music Premium-ის უპირატესობების შესახებ.

წინა განახლებები

განახლებები ბოლო 6 თვის განმავლობაში

 

2023 წლის დეკემბერი

  • წევრობის ფასის ცვლილება სამხრეთ კორეაში: 2023 წლის 8 დეკემბრიდან (KST) YouTube Premium-ისა და YouTube Music Premium-ის ფასები გაიზრდება. ეს გადაწყვეტილება იოლი არ ყოფილა, მაგრამ აღნიშნული ცვლილება საშუალებას მოგვცემს, განვაგრძოთ Premium-ის გაუმჯობესება და თქვენი რჩეული შემქმნელებისა და მუსიკოსების YouTube-ზე მხარდაჭერა. მიმდინარე წევრები თავიანთი ახალი თვიური ტარიფის ნახვას ბილინგის მომდევნო ციკლის დროს შეძლებენ. მიმდინარე ფასის სანახავად ან იმის გასაგებად, თუ როგორ ხდება ბილინგი, თქვენი ანგარიშიდან გახსენით შესყიდვებისა და წევრობების გვერდი . შეიტყვეთ მეტი ფასის ამ ცვლილების შესახებ აქ.
  • YouTube Premium და YouTube Music Premium ხელმისაწვდომი გახდა შემდეგ ქვეყნებში/რეგიონებში: ახლა უკვე YouTube Premium და YouTube Music Premium ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის, რომლებიც ალჟირში, კამბოჯაში, საქართველოში, განაში, ერაყში, იორდანიაში, კენიაში, ლაოსში, ტუნისსა და სენეგალში იმყოფებიან. Premium-ით შეგიძლიათ YouTube-ს რეკლამების გარეშე უყუროთ, YouTube Music-ის აპით მოუსმინოთ შეუზღუდავი რაოდენობის მუსიკას, ხაზგარეშე რეჟიმში შეინახოთ ვიდეოები და სხვა. Music Premium-ით შეგიძლიათ მოუსმინოთ მუსიკას რეკლამების გარეშე, ხაზგარეშე რეჟიმში და გამორთული ეკრანით. გაიარეთ რეგისტრაცია Premium-ზე ან Music Premium-ზე და შეიტყვეთ მეტი Premium-ის უპირატესობებსა და Music Premium-ის უპირატესობებზე

2023 წლის ნოემბერი

  • გაეცანით Premium-ის უახლეს ფუნქციებს: AI-ის მხარდაჭერილ, ექსპერიმენტულ ფუნქციებზე ადრეული წვდომა, ყურების გამოცდილებაზე მეტი კონტროლი, გამოცდილება რეკლამების გარეშე, ხაზგარეშე წვდომა, ფონური დაკვრა და მუსიკის უწყვეტი მოსმენის გამოცდილება. ეს Premium-ის უახლესი ფუნქციების არასრული ჩამონათვალია, რომელიც განკუთვნილია პროფესიონალი მომხმარებლებისთვის (მათ შორისაა განახლებები, რომლებიც შეგიძლიათ დღესვე გამოცადოთ). შეიტყვეთ მეტი ამის შესახებ ჩვენს ბლოგში.
  • წევრობის ფასის ცვლილება არგენტინაში, ავსტრალიაში, ავსტრიაში, ჩილეში, გერმანიაში, პოლონეთსა და თურქეთში: 2023 წლის 1-ელი ნოემბრიდან YouTube Premium-სა and YouTube Music Premium-ზე რეგისტრირებული ინდივიდუალური, საოჯახო და სტუდენტური გეგმის საფასური გაიზრდება. გერმანიასა და თურქეთში გავზრდით წლიური გეგმების ფასებსაც. ეს გადაწყვეტილება იოლი არ ყოფილა, მაგრამ აღნიშნული ცვლილება საშუალებას მოგვცემს, განვაგრძოთ Premium-ისა და Music Premium-ის გაუმჯობესება და თქვენი რჩეული შემქმნელებისა და მუსიკოსების YouTube-ზე მხარდაჭერა. მიმდინარე წევრები თავიანთი ახალი თვიური ტარიფის ნახვას ბილინგის მომდევნო ციკლის დროს შეძლებენ. მიმდინარე ფასის სანახავად ან იმის გასაგებად, თუ როგორ ხდება ბილინგი, თქვენი ანგარიშიდან გახსენით შესყიდვებისა და წევრობების გვერდი. YouTube-ის ფასიანი პროდუქტების საფასურის ცვლილების შესახებ შეიტყვეთ მეტი აქ.

2023 წლის ოქტომბერი

  • მოუსმინეთ YouTube Music-ს HomePod-სა და Fitbit-ზე: თუ YouTube Music Premium-ის ან YouTube Premium-ის წევრი ხართ, შეგიძლიათ, მოუსმინოთ ჩამოტვირთულ მუსიკას და პოდკასტებს მხარდაჭერილ Fitbit-ებზე და Apple HomePod-ებზე შეიტყვეთ მეტი.

2023 წლის სექტემბერი

  • მოუსმინეთ პოდკასტებს YouTube Music-ში: თუ იმყოფებით ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში ან აფრიკაში, პოდკასტები უკვე ხელმისაწვდომია YouTube Music აპში. იპოვეთ პოდკასტები, რომლებიც გიყვართ და მოუსმინეთ მათ ფონურ რეჟიმში, თქვენი წევრის სტატუსის მიუხედავად. შეიტყვეთ, როგორ მოიძიოთ პოდკასტები YouTube Music-ში.
  • მოუსმინეთ პოდკასტებს YouTube Music-ში: თუ იმყოფებით კანადაში, ლათინურ ამერიკაში, აზიაში ან წყნარი ოკეანის კუნძულებზე, პოდკასტები უკვე ხელმისაწვდომია YouTube Music აპში. იპოვეთ პოდკასტები, რომლებიც გიყვართ და მოუსმინეთ მათ ფონურ რეჟიმში, თქვენი წევრის სტატუსის მიუხედავად. შეიტყვეთ, როგორ მოიძიოთ პოდკასტები YouTube Music-ში.
  • უყურეთ ვიდეოებს 1080p Premium ხარისხით: YouTube Premium-ით შეგიძლიათ, უყუროთ ვიდეოებს 1080p Premium ხარისხით კომპიუტერში, ტელევიზორსა და მობილურ მოწყობილობებში.  იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალოთ ვიდეოს ხარისხი, შეიტყვეთ მეტი აქ.

2023 წლის ივლისი

YouTube Premium ხელმისაწვდომი გახდა შემდეგ ქვეყნებში/რეგიონებში: ახლა უკვე YouTube Premium ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის, რომლებიც ბანგლადეშში, ნეპალში, პაკისტანში ან შრი-ლანკაში იმყოფებიან. Premium-ით შეგიძლიათ YouTube-ს რეკლამების გარეშე უყუროთ, YouTube Music-ის აპით მოუსმინოთ შეუზღუდავი რაოდენობის მუსიკას, ხაზგარეშე რეჟიმში შეინახოთ ვიდეოები და სხვა. გაიარეთ რეგისტრაცია YouTube Premium-ზე ან შეიტყვეთ მეტი Premium-ის უპირატესობების შესახებ.

2023 წლის აპრილი

  • მოუსმინეთ პოდკასტებს YouTube Music-ში: თუ აშშ-ში იმყოფებით, პოდკასტები უკვე ხელმისაწვდომია YouTube Music აპში. იპოვეთ პოდკასტები, რომლებიც გიყვართ და მოუსმინეთ მათ ფონურ რეჟიმში, თქვენი წევრის სტატუსის მიუხედავად. შეიტყვეთ, როგორ მოიძიოთ პოდკასტები YouTube Music-ში.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
7130828821409435161
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false